საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-355
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.023.016907 106
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 20/06/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.06.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე „თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესისა და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
უწყებრივი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-355
2025 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოს გაცემის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოს გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) უწყებრივი ჯილდოთი (შემდგომ − უწყებრივი ჯილდო) დაჯილდოების პირობებსა და პროცედურას.
2. უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოების მიზანია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და, ზოგადად, განსაკუთრებული დამსახურების აღიარება-დაფასება, ასევე თანამშრომელთა წახალისება და მათი მოტივაციის გაძლიერება.
მუხლი 2🔗.
უწყებრივი ჯილდო
სამინისტროს უწყებრივი ჯილდოა „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მედალი“ (დანართი №1).
მუხლი 3🔗.
დასაჯილდოებელი პირი
„უწყებრივი ჯილდოთი“ ჯილდოვდება სამინისტროს სისტემის მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელი ან/და სხვა ნებისმიერი პირი ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობის შემთხვევაში:
ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
ბ) განსაკუთრებული ან/და მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის;
გ) სამინისტროს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის;
დ) სამინისტროს სისტემაში ხანგრძლივი (30 და მეტი წელი) და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის.
მუხლი 4🔗.
დაჯილდოების წესი
1. გადაწყვეტილებას უწყებრივი ჯილდოთი პირის დაჯილდოების შესახებ იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოების მიზნით მინისტრს კანდიდატურას (კანდიდატურებს) წარუდგენს კომისია, რომელიც მინისტრის პირველი მოადგილისა (კომისიის თავმჯდომარე) და მინისტრის მოადგილეებისგან შედგება.
3. კომისიას დასაჯილდოებლად პირის (პირების) კანდიდატურას (კანდიდატურებს) შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს კომისიის წევრი, ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.
4. მინისტრისთვის დასაჯილდოებლად პირის (პირების) კანდიდატურის (კანდიდატურების) წარდგენის შესახებ კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. აღნიშნული გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც ერთვის წარდგინებას.
5. მინისტრი უფლებამოსილია კომისიის წარდგინების გარეშეც მიიღოს გადაწყვეტილება პირის (პირების) დაჯილდოების შესახებ.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმს აწარმოებს და მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს ამზადებს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.
მუხლი 5🔗.
უწყებრივი ჯილდოს გადაცემა
1. დაჯილდოებულ პირს უწყებრივ ჯილდოს გადასცემს მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე.
2. უწყებრივ ჯილდოსთან ერთად დაჯილდოებულ პირს გადაეცემა სერტიფიკატი (დანართი №3).
3. დაჯილდოებულ პირს უწყებრივი ჯილდო შესაძლებელია გადაეცეს საზეიმო ვითარებაში, მათ შორის, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ან სამინისტროს მიერ დაგეგმილი რაიმე ღონისძიების ფარგლებში.
4. დაჯილდოების შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლი ან ამონაწერი ინახება დაჯილდოებული თანამშრომლის პირად საქმეში.
მუხლი 6🔗.
უწყებრივი ჯილდოს მიმართ მოპყრობის წესი
1. აკრძალულია უწყებრივ ჯილდოდ გადაცემულ მედალზე ნებისმიერი სახის ზემოქმედება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი ორიგინალური სახის (ვიზუალური და ხარისხობრივი) შეცვლა.
2. მედლის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში დაჯილდოებული პირი ვალდებულია ამის შესახებ წერილობით ან სამსახურებრივი ელფოსტის საშუალებით აცნობოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.
3. დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დაჯილდოებულ პირს უწყებრივი ჯილდო განმეორებით არ გადაეცემა.
4. გასაცემი „უწყებრივი ჯილდოს“ შენახვას უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი.