„საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№047
სარეგისტრაციო კოდი
270070000.70.082.016175
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/10/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №047

2025 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებით (ვებგვერდი, 10/03/2020, სარეგისტრაციო კოდი: 270070000.70.082.016017) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ2“ ქვეპუნქტი:

„პ2) საქართველოს პროკურატურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  შემუშავება და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის მომზადება;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტი დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად თანამშრომლობს გენერალური პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან  და სახელმწიფო უწყებებთან.“.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სტრატეგიული განვითარების სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) პროკურატურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, მათი შესრულების პერიოდულ მონიტორინგს და შესაბამისი ანგარიშის მომზადებას;

ბ) პროკურატურის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს;

გ) პროკურატურის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული ცალკეული მიმართულებებით სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგს;

დ) არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამის კოორდინაციის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზსა და მიმოცვლას, პროგრამის დახვეწის მიზნით საჭირო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;

ე) პროკურატურის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული ცალკეული მიმართულებებით შესაბამისი ანალიზებისა და სახელმძღვანელო მითითებების მომზადებას;

ვ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმძღვანელო მითითებების შესრულების კონტროლს;

ზ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შემოსული განცხადება-საჩივრების შესწავლასა და მათზე სათანადო რეაგირებას;

თ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ თემატურ საკითხებზე სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებასა და ანალიზს;

ი) პროკურატურის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული ცალკეული მიმართულებებით სახელმწიფო უწყებებთან საქმიანობის კოორდინაციას;

კ) პროკურატურის განვითარების უზრუნველსაყოფად უცხოური პრაქტიკის შესწავლას;

ლ) პროკურატურის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული ცალკეული მიმართულებების განვითარების უზრუნველსაყოფად ქართული და უცხოური პრაქტიკის განზოგადებასა და საკანონმდებლო წინადადებების მომზადებას;

მ) შიდა კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ზოგადი სტანდარტების შემუშავებასა და ამ მიზნით სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობას;

ნ) საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებისა და რეკომენდაციების შესწავლას/ანალიზს;

ო) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის კოორდინაციას;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფებში, კომისიებსა და უწყებათაშორის საბჭოებში მონაწილეობასა და პროკურატურის წარმომადგენლობას;

ჟ) დანაშაულის პრევენციის მიზნით უცხოური პრაქტიკის შესწავლასა და განზოგადებას;

რ) პროკურატურის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული  მიმართულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას.“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ლ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ1) ყოველი წლის იანვარში გენერალურ პროკურორს წარუდგენს  გასული წლის ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების,  მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების განხილვის შედეგებისა და გატარებული  ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში  მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;“;

ბ) „ლ 2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.09.2025.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.09.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს გენერალური პროკურორი. დოკუმენტის ნომერი — №047. სარეგისტრაციო კოდი — 270070000.70.082.016175.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №047, 30.09.2025, სარეგისტრაციო კოდი 270070000.70.082.016175 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6637220/