წინამდებარე წესდებით ფუძნდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო („სასამართლო“). ის არის მუდმივმოქმედი ინსტიტუცია და აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს თავისი იურისდიქცია წინამდებარე წესდებაში მოცემულ, საერთაშორისო შეშფოთების გამომწვევ უმძიმეს დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირებზე, და არის ეროვნული სისხლის სამართლის იურისდიქციების შემავსებელი (კომპლემენტარული). სასამართლოს იურისდიქცია და ფუნქციონირება მოწესრიგებულია წინამდებარე წესდების დებულებები