პრეამბულა
წინამდებარე წესდების მხარე სახელმწიფოები,აცნობიერებენ რა, რომ ყველა ხალხი გაერთიანებულია საერთო კავშირებით, მათი კულტურები გაერთიანებულია საერთო მემკვიდრეობაში და შეშფოთებული არიან, რომ ეს მყიფე მოზაიკა შეიძლება ნებისმიერ დროს დაიშალოს,მხედველობაში იღებენ რა, რომ ამ საუკუნის განმავლობაში მილიონობით ბავშვი, ქალი და მამაკაცი გახდა წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლი, რამაც ღრმად შეძრა კაცობრიობის ცნობიერება,აღიარებენ რა, რომ ასეთი მძიმე დანაშაულები საფრთხეს უქმნის მსოფლიოს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას,ადასტურებენ რა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის შემაშფოთებელი უმძიმესი დანაშაულები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და მათი ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ეროვნულ დონეზე ზომების მიღებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებით,გადაწყვიტეს რა, რომ დაასრულონ დაუსჯელობა ამ დანაშაულების ჩამდენთა მიმართ და ამგვარად ხელი შეუწყონ მსგავსი დანაშაულების თავიდან აცილებას,კიდევ ერთხელ აღნიშნავენ რა, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, განახორციელოს თავისი სისხლის სამართლის იურისდიქცია იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საერთაშორისო დანაშაულებისთვის,კვლავ ადასტურებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის მიზნებსა და პრინციპებს და განსაკუთრებით იმას, რომ ყველა სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ძალის მუქარისგან ან გამოყენებისგან ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან გაერთიანებული ერების მიზნებთან შეუსაბამო ნებისმიერი სხვა ფორმით,ამასთან დაკავშირებით, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წინამდებარე წესდებაში არაფერი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ რომელიმე მხარე სახელმწიფოს ენიჭება უფლება, ჩაერიოს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ კონფლიქტში ან მის შიდა საქმეებში,იღვწიან რა ამ მიზნების მისაღწევად და ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის, აფუძნებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემასთან ურთიერთობის მქონე სისხლის სამართლის დამოუკიდებელ მუდმივმოქმედ საერთაშორისო სასამართლოს, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება მთელი საერთაშორისო საზოგადოების შემაშფოთებელ უმძიმეს დანაშაულებზე,ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წინამდებარე წესდებით დაფუძნებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის ეროვნული სისხლის სამართლის იურისდიქციების შემავსებელი (კომპლემენტარული),გადაწყვეტეს რა, რომ უზრუნველყონ საერთაშორისო მართლმსაჯულების განგრძობითი პატივისცემა და აღსრულება,შეთანხმდნენ შემდეგზე:
ნაწილი 1. სასამართლოს დაფუძნე