ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს -546,3 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნულით დაიფარება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხა, შემდეგ საინვესტიციო პროექტებზე:

- „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტი“ (2 ცალი კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანა და 247 ცალი ნარჩენების კონტეინერი) (2017 წ.);

- ფოთის მუნიციპალიტეტისათვის სამგზავრო (რვა ნახევარი მეტრის სიგრძის) ავტობუსების - 10 (ათი) ერთეული და მისი სათადარიგო ნაწილების გადაცემის შესახებ (2021 წ.).

2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულება ჯამში შეადგენს 2 097,1 ათას ლარს, ხოლო 2026 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 1550,8 ათასი  ლარი.
თავი II
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამე