ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს საიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. კერძოდ, ქალაქის ქუჩების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გათავისუფლება, დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების და ნარჩენების მართვის სხვა ღონისძიებები.
განხორციელდება მარადმწვანე მცენარეების, ბუჩქების, ერთწლიანი ყვავილების და სხვა ნარგავების დარგვა, მათი მოვლა, ახალი გამწვანების ზონების შექმნა, სკვერებსა და ქალაქის ქუჩებში მწვანე საფარის გათიბვის სამუშაოები.
პროგრამის ფარგლებში, ასევე განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია.
ათას ლარში
პროგრამული კოდი
დასახელება
2026 წლის გეგმა
03 00
დასუფთავება და გარემოს დაცვა
4 294,2
03 01
დასუფთავება და ნარჩენების გატანა
2 908,0
03 02
დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირება
185,0
03 04
გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა
851,2
03 05
უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია
350,0
პროგრამის დასახელება
კოდი
დასუფთავება და ნარჩენების გატანა
დაფინანსება ათას ლარში
03 01
2 908,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“.
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე ქუჩების დაგვა (374 328 კვ.მ ფართი), ნაგავის შეგროვება და გატანა დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნული სამუშაოების შესრულებას ემსახურება 765 სანაგვე კონტეინერი და 8 სატრანსპორტო საშუალება. გარკვეული უბნებიდან, რამოდენიმე ქუჩაზე (სადაც არაა განთავსებული სანაგვე კონტეინერები) ნაგავი გაიტანება კარდაკარ შემოვლის პრინციპით (ერთი და იგივე ქუჩიდან ყოველ მეორე დღეს). განხორციელდება როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე მყარი ნარჩენების (სამშენებლო ნანგრევები და სხვა) გატანა. სამსახური განახორციელებს დაზიანებული სანაგვე კონტეინერების შეკეთების სამუშაოებს, როგორიცაა დაზიანებული ბორბლების შეკეთება ან/და შეცვლა. ასევე, პერიოდულად მოხდება სანაგვე კონტეინერების საქმიან ეზოში გადატანა, გარეცხვა და კვლავ ლოკაციის ადგილებზე დაბრუნება.
ზღვის სეზონზე, სამსახური დამატებით მოახდენს ზღვის სანაპირო ზოლის (5-6კმ) დასუფთავებას, რომელიც განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ გადმოცემული 4 ერთეული სპეც.ტექნიკის საშუალებით. აღნიშნული სამუშაოს შესრულებით გაიზრდება სასეირნო ბილიკის ფართი, რაც მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის დროს.
პროგრამის განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებისთვის, ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მოსალოდნელი შედეგი
მთელი წლის განმავლობაში ქუჩების დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის მუნიციპალური სერვისის ხარისხიანი ფუნქციონირება.
პროგრამის დასახელება
კოდი
დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირება
დაფინანსება ათას ლარში
03 02
185,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“.
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი პირებისაგან (მოსახლე, ფიზიკური პირი, ინდ.მეწარმე, დაწესებულება, ორგანიზაცია და იურიდიული პირი) დასუფთავების მოსაკრებლის თანხების ამოღება, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებით განსაზღვრული ნორმა-ლიმიტების შესაბამისად, 1 სულ მოსახლეზე 0,5 ლარი (4 და მეტსულიან ოჯახზე ფიქსირებული 2 ლარი), ხოლო იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისათვის, დაწესებულებებისათვის (ტიპის და სახეობის მიხედვით) მოსაკრებლის თანხის წლიური ოდენობა განისაზღვრება 1 კვადრატულ მეტრზე ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა (კუბ.მ) გამრავლებული მათ დაქვემდებარებაში არსებულ ფართზე/კაცთა რაოდენობაზე და გამრავლებული 15 ლარზე.
მოსალოდნელი შედეგი
მთელი წლის განმავლობაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, გადასახადის გადახდის აუცილებლობაზე ცნობადობის ამაღლების მიზნით ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიებების შედეგად, ყოველთვიურად ამოღებული თანხების მოცულობის გაზრდა.
პროგრამის დასახელება
კოდი
გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობა
დაფინანსება ათას ლარში
03 04
851,2
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“.
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისა და კლიმატგონივრული მიდგომების დანერგვის სამუშაოები, რაც გულისხმობს ახალი მარადმწვანე მცენარეების, ბუჩქების, ერთწლიანი ყვავილების და სხვა ნარგავების დარგვას, ახალი გამწვანების ზონების შექმნას, მავნებლების მოსპობის მიზნით, შხამქიმიკატებით შეწამვლას, სისტემატიურ მორწყვას და ვეგეტაციამდე სასუქის შეტანას, დაბალი ნარგავების და ბუჩქების გაკრეჭვა-ფორმირებას, ზრდასრული ხეების შესხეპვა-გადაბელვას, გადაბერებული ზეხმელი ხეების მოჭრას, ხეების შეღებვას კირით, სკვერების დაგვა-დასუფთავებას, სკვერებსა და ქალაქის ქუჩებში მწვანე საფარის გათიბვის სამუშაოებს და სხვა.
მოსალოდნელი შედეგი
გამწვანებული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო.
პროგრამის დასახელება
კოდი
უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია
დაფინანსება ათას ლარში
03 05
350,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“.
პროგრამის აღწერა და მიზანი
ქალაქის ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს. მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, განხორციელდება სწრაფი რეაგირება. კერძოდ, მოხდება მაწანწალა ძაღლების გადაყვანა, კონტრაქტორის მეშვეობით, სპეციალურ, დროებით თავშესაფარში, მათი იდენტიფიკაცია საჭდით, დეჰელმენტიზაცია, ვაქცინაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია და დაბრუნება კვლავ პირვანდელ ლოკაციაზე.
ასევე, განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი მოხეტიალე პირუტყვის დაჭერა, მათი გადაყვანა სპეცსადგომზე, იდენტიფიცირებულ მეპატრონეებთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაფორმება და ჯარიმის თანხების ოპერატიულად შემოტანის უზრუნველყოფაზე კონტროლი, ჯარიმის გადახდამდე ცხოველების მოვლა-პატრონობის და დაცვის უზრუნველყოფა შესაბამისი წესების დაცვით, პრევენციული ღონისძიებების გატარება მოხეტიალე პირუტყვის ქალაქის აკრძალულ ტერიტორიებზე მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.
პროგრამა ხელს უწყობს ქალაქ ფოთში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გარემოზე უარყოფითი გავლენების შემცირებას.
მოსალოდნელი შედეგი
მიუსაფარი (მაწანწალა) ძაღლების ხეტიალის შემთხვევების აღმოფხვრა, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა. ქალაქის ქუჩებში უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვების ხეტიალის შემთხვევების აღმოფხვრა, ქალაქის დანაგვიანებისა და ნარგავების დაზიანების თავიდან აცილებ