მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია  ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტისა და კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობას, ახალგაზრდული, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა.

2026 წელს, ასევე დაფინანსდება მინი სპორტული მოედნების მოვლა-პატრონობის სამუშაოები და სხვა.

ათას ლარში

პროგრამული კოდი

დასახელება

2026 წლის გეგმა

05 00

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტ
ი

10 175,4

05 01

სპორტის სფეროს განვითარება

6 145,3

05 01 01

სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა

1 181,8

05 01 01 01

რაგბის კლუბის „ფოთი“ ხელშეწყობა

1 000,0

05 01 01 02

ხელბურთის კლუბის "ოქროს ვერძი" ხელშეწყობა

181,8

05 01 02

ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები

400,0

05 01 03

სპორტისა და ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობა

2 650,0

05 01 07

მინი სპორტული მოედნების მოვლა-პატრონობა

158,5

05 01 09

მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის ხელშეწყობა

1 755,0

05 02

კულტურის სფეროს განვითარება

3 598,1

05 02 01

კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა

3 358,1

05 02 01 01

აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებლის ხელშეწყობა

493,0

05 02 01 02

არჩილ ხორავას სახელობის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებლის ხელშეწყობა

670,0

05 02 01 03

მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრის ხელშეწყობა

707,2

05 02 01 04

ფოლკლორის ცენტრის ხელშეწყობა

840,0

05 02 01 05

საგამოფენო დარბაზის ხელშეწყობა

208,0

05 02 01 06

საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელშეწყობა

414,9

05 02 01 07

რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის მხარდაჭერა

25,0

05 02 02

კულტურული ღონისძიებები

240,0

05 03

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

70,0

05 06

ახალგაზრდული ჰაბის ხელშეწყობა

362,0

პროგრამის დასახელება

კოდი

სპორტის სფეროს განვითარება

დაფინანსება ათას ლარში

05 01

6 145,3

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახური; ა(ა)იპ  რაგბის კლუბი „ფოთი“;  ა(ა)იპ "თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ხელბურთის კლუბი ოქროს ვერძი";  ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრი" ;  ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსი“;  ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“.

პროგრამის აღწერა და მიზანი

მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის საჭიროა პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს სპორტული დაწესებულებების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტზე თანაბარი ხელმისაწვდომობა (მათ შორის 6-დან 18 წლამდე ასაკის ბიჭებისა და გოგონებისთვის), სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერ სპორტსმენთა წახალისება.

2026 წელს, ასევე დაგეგმილია მინი სპორტული მოედნების  მოვლა-პატრონობის  სამუშაოების დაფინანსება და სხვა.

მოსალოდნელი შედეგი

მოყვარულების და სპორტსმენების მეტი რაოდენობის ჩართულობის უზრუნველყოფა ღონისძიებებში. თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სხვადასხვა სპორტის სახეობების მიმართულებით. მოწესრიგებული სპორტული ინფრასტრუქტურა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

რაგბის კლუბის „ფოთი“ ხელშეწყობა

დაფინანსება ათას ლარში

05 01 01 01

1 000,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ  რაგბის კლუბი „ფოთი“.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის მიზანია რაგბით დაინტერესებული მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაგბის განვითარება, მომავალი თაობის ჩაბმა რაგბის სექციაში, მოზარდთა ფიზიკური და გონებრივი განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების მიმართ უნარ-ჩვევების გამომუშავება.

რაგბის სკოლის 9 მწვრთნელი ემსახურება „ბ“ ლიგის და 2010-2011, 2012-2013, 2014-2015, 2016-2017, 2018 წლებში დაბადებულთა საფესტივალო ასაკის 190 სპორტსმენს, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს ჩემპიონატის კალენდარულ მატჩებში და რაგბის ფესტივალზე.

2026 წელს, ქვეპროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ  რაგბის კლუბი „ფოთი“ ჩაატარებს 80 ღონისძიებას.

მოსალოდნელი შედეგი

წარმატებული სპორტსმენები და სპორტული შედეგები.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ხელბურთის კლუბის „ოქროს ვერძი“ ხელშეწყობა

დაფინანსება ათას ლარში

05 01 01 02

181,8

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ "თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ხელბურთის კლუბი ოქროს ვერძი".

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ხელბურთის სექცია უზრუნველყოფს სწავლებას ხელბურთის მიმართულებით, სპორტულ ობიექტზე 6 მწვრთნელის მეშვეობით, რომლებიც ემსახურებიან  სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებს, სულ 103  ბენეფიციარს. კლუბის სპორტსმენები მონაწილეობას იღებენ თითქმის ყველა ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს  ჩემპიონატში. კლუბი ახორციელებს ღონისძიებას ჯანსაღი ცხოვრების წესის  მიმართულებით.

მოსალოდნელი შედეგი

მოსახლეობის დაინტერესება და ჩართულობა სპორტის ამ სახეობაში, ჯანსაღი თაობის აღზრდა, მასობრიობა, ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღება და მაღალი სპორტული მიღწევები.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები

დაფინანსება ათას ლარში

05 01 02

400,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა მოიცავს ისეთ პროექტებს, რომლებიც თავისი არსით ითვალისწინებს ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში არსებულ აქტუალურ გამოწვევებს და პასუხობს ახალგაზრდების იმ ინტერესებს, რომლებიც მათი ინტელექტუალური უნარებისთვის კონკურირებადი და რეპრეზენტაციული გარემოს შექმნას გულისხმობს. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია პროექტები, რომლებიც ახალგაზრდებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარების საშუალებას აძლევს და ამავე დროს ქმნის წინაპირობებს ახალგაზრდების ჯანსაღი გართობისათვის.

ქვეპროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდული აქტივობის და არაფორმალური განათლების სფეროში ბავშვებისა და ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას, მათი ინტელექტუალური და მხატვრული შემოქმედებითი  უნარების წარმოჩენას, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების აღმოჩენას, მოტივირებას, წახალისებას, წარმატებული სტუდენტებისათვის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის გაცემას, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას, ახალგაზრდების მხარდაჭერას, ახალგაზრდებში ეროვნული და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, მათი პიროვნული განვითარებისათვის აუცილებელი გარემოს შექმნას, წლის საუკეთესო პედაგოგების აღმოჩენას, პედაგოგების/აღმზრდელ-მასწავლებლების მხარდაჭერას და მათ მატერიალური წახალისებას.

სპორტული ქვეპროგრამების მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, სპორტის სახეობების პოპულარიზაცია  და სპორტული შედეგების მიხედვით მატერიალური წახალისების (ჯილდო) გაცემა, სპორტული მიღწევების გაუმჯობესება, ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული გამოსვლა, სპორტის ოლიმპიური სახეობების და მასობრივი სპორტის განვითარება, სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების შედეგად სპორტის პრიორიტეტული და სტრატეგიული განვითარების მიმართულებების განსაზღვრა, სპორტის სფეროში კანონშემოქმედებითი საქმიანობა, მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობის გაზრდა, ჯანსაღი მომავალი თაობის ჩამოყალიბება, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის ტრანსპორტით მომსახურება საქართველოს მასშტაბით.

წინამდებარე სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობისა და ქვეპროგრამების მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით მტკიცდება  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამა. აღნიშნული პროგრამის შესაბამისად, მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე სპორტსმენებზე, მწვრთნელებზე და გუნდებზე. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე სპორტსმენში, მწვრთნელში იგულისხმება, სპორტული წარმატების მიღწევის მომენტისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სპორტსმენი, მწვრთნელი, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ნაკრების სახელით ოლიმპიადებზე, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე, მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ევროპის ჩემპიონატებზე, საქართველოს პირველობებზე, ჩემპიონატებზე როგორც სპორტის ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ სახეობებში და აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულ სპორტულ სახეობებში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის დასაბუთებული ბრძანებით, აღნიშნული პროგრამა შეიძლება გავრცელდეს იმ  სპორტსმენებზე, მწვრთნელებზე, რომლებიც  სპორტული წარმატების მიღწევის დროს ფაქტობრივად ცხოვრობდნენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან გამოდიან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელით. მატერიალური წახალისების (ჯილდო) მიმღები პირის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი დგინდება, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად. პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე სპორტსმენისა და მწვრთნელისთვის ვარსკვლავის გახსნას. ამასთანავე, პროგრამის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, მწვრთნელების მატერიალური წახალისებისას (ჯილდო), ასევე, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას ის მწვრთნელი, რომელიც არ მონაწილეობდა შეჯიბრებებში, მაგრამ მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი წარმატებული სპორტსმენების აღზრდაში. განსაკუთრებულ შემთხვევებში (როდესაც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელით პირველად ხდება სპორტის შესაბამის სახეობაში სპორტსმენის დაჯილდოება ან სპორტსმენმა დაამყარა რეკორდი) წლის საუკეთესო სპორტსმენზე, როგორც ოლიმპიურ, ისე არაოლიმპიურ და პარაოლიმპიურ სახეობაში, სამუშაო ჯგუფის დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შესაძლებელია დამატებით გაიცეს ფულადი ჯილდო.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამით განისაზღვრება პროგრამის  ბენეფიციართა წრე, განხორციელების ძირითადი კრიტერიუმები, მატერიალური წახალისების (ჯილდო) ოდენობა და სხვა საკითხები.

მოსალოდნელი შედეგი

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ახალგაზრდების მხრიდან თავისუფალი დროის შინაარსიანად და ეფექტურად გატარება, ნიჭიერი ახალგაზრდების მოტივირება და ინიციატივების წახალისება, წლის საუკეთესო პედაგოგების მოტივირება, სპორტული მიღწევების  გაუმჯობესება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია (ჯილდო) წარმატებული სტუდენტებისათვის

დაფინანსება ათას ლარში

05 01 02

55,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების ფინანსური წახალისება, რისთვისაც მუნიციპალიტეტი უფლებამოსილების ფარგლებში, წაახალისებს წარმატებულ სტუდენტებს, რაც ასევე ხელს შეუწყობს გაზრდილი მოტივაციით სწავლის ხარისხის მეტად ამაღლებას.

ქვეპროგრამის მართვა:

1. კონკურსის ფარგლებში სტიპენდიანტთა შერჩევა განხორციელდება კონკურსის წესით. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ  სტუდენტს – საქართველოს მოქალაქეს, რომელიც  რეგისტრირებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო 6 თვის მანძილზე და აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, ბოლო საშემოდგომო ან საგაზაფხულო სემესტრის მიხედვით, სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში (სტუდენტს სემესტრში გავლილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 4 საგანი) აქვს არანაკლებ 81-90 ან 91-100 ქულა (A კატეგორია - ფრიადი ან  B  კატეგორია - კარგი).

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია (ჯილდო) თითოეულ სემესტრში გაიცემა 30 სტუდენტზე. დაფინანსება გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სემესტრულად, მიმდინარე სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით. ერთ სტუდენტზე გაცემული სტიპენდიის (ჯილდო) ოდენობა თითოეულ სემესტრში 625 (ექვსასოცდახუთ)  ლარს შეადგენს, ხოლო 100 ქულიანი სტუდენტი დამატებით დაჯილდოვდება 625 (ექვსასოცდახუთი) ლარით.

კონკურსანტების სიმრავლის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭება აკადემიური მოსწრების საუკეთესო ქულის მქონე კონკურსანტს, ხოლო თანაბარი ქულის არსებობის შემთხვევაში იმ კონკურსანტს,  რომელსაც დამატებით წარმოდგენილი აქვს სამეცნიერო ნაშრომები,  სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო თანაბარი ქულების შემთხვევაში და სერთიფიკატების/ სამეცნიერო ნაშრომების, სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის თანაბრად წარმოდგენისას ან   არ არსებობისას, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას თანაბარი ქულების მქონე სტუდენტებზე დამატებითი სტიპენდიის (ჯილდო) გაცემის შესახებ.

2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების შესახებ ინფორმაცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი იქნას არაუგვიანეს 2026 წლის 7 აპრილის ჩათვლით, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგების შესახებ ინფორმაცია 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

დაფინანსების მისაღებად  სტუდენტმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში

უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

გ)  სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები;

დ) ამონაწერი სტუდენტის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან (იუსტიციის სახლიდან/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან);

ე) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის შემთხვევაში, დოკუმენტი დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან.

ვ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ, სემესტრის განმავლობაში გავლილი ყველა სალექციო კურსისა (საგანი) და აკადემიური მოსწრების ქულების მითითებით (მატერიალურად დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერით და სველი ბეჭდით დამოწმებული, ხოლო  ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში ელექტრონული ხელმოწერით ან ელექტრონული შტამპით დამოწმებული).

გადაწყვეტილების მიღების წესი:

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ხოლო სტიპენდია (ჯილდო) კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშის ნომერზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის  ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

2. კონკურსის ფარგლებში  სტიპენდიანტთა შერჩევა განხორციელდება კონკურსის წესით. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ  სტუდენტს – საქართველოს მოქალაქეს, რომელიც  რეგისტრირებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო 6 თვის მანძილზე და აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, ბოლო საშემოდგომო ან საგაზაფხულო სემესტრის მიხედვით, სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში (სტუდენტს სემესტრში გავლილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 4 საგანი)  აქვს არანაკლებ 81-90 ან 91-100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი ან  B  კატეგორია - კარგი).

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია (ჯილდო) თითოეულ სემესტრში გაიცემა 5 სტუდენტზე. დაფინანსება გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სემესტრულად, მიმდინარე სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით. ერთ სტუდენტზე გაცემული სტიპენდიის (ჯილდო) ოდენობა თითოეულ სემესტრში 625 (ექვსასოცდახუთი) ლარს შეადგენს, ხოლო 100 ქულიანი სტუდენტი დამატებით დაჯილდოვდება 625 (ექვსასოცდახუთი)  ლარით.

კონკურსანტების სიმრავლის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭება აკადემიური მოსწრების საუკეთესო ქულის მქონე კონკურსანტს, ხოლო თანაბარი ქულის არსებობის შემთხვევაში იმ კონკურსანტს,  რომელსაც დამატებით წარმოდგენილი აქვს სამეცნიერო ნაშრომები, სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო თანაბარი ქულების შემთხვევაში და სერთიფიკატების/ სამეცნიერო ნაშრომების,  სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის თანაბრად წარმოდგენისას ან   არ არსებობისას,  სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას თანაბარი ქულების მქონე სტუდენტებზე დამატებითი სტიპენდიის (ჯილდო) გაცემის შესახებ.

2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების შესახებ ინფორმაცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი  იქნას  არაუგვიანეს 2026 წლის 7 აპრილის ჩათვლით, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგების შესახებ ინფორმაცია 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

დაფინანსების მისაღებად  სტუდენტმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში

უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

გ) სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები;

დ) ამონაწერი სტუდენტის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან (იუსტიციის სახლიდან/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან);

ე) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის შემთხვევაში, დოკუმენტი დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან.

ვ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ, სემესტრის განმავლობაში გავლილი ყველა სალექციო კურსისა (საგანი) და აკადემიური მოსწრების ქულების მითითებით  (მატერიალურად დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას  ხელმოწერით და სველი ბეჭდით დამოწმებული, ხოლო  ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში ელექტრონული ხელმოწერით ან ელექტრონული შტამპით დამოწმებული).

გადაწყვეტილების მიღების წესი:

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. სტიპენდია (ჯილდო) კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშის ნომერზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

3. კონკურსში  მონაწილეობის  უფლება  აქვს,  საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნების უმაღლეს  საგანმანათლებლო  დაწესებულებაში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე საფეხურის (მაგისტრატურა)  საგანამანათლებლო  პროგრამაზე  ჩარიცხულ  სტუდენტს, რომელიც საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის, ასევე, განაცხადის შემოტანის მომენტისათვის, რეგისტრირებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო 6 თვის მანძილზე და 2025 - 2026 სასწავლო წლის აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, ერთი აკადემიური წლის მოსწრების  მიხედვით,  მიღებული  აქვს  დადებითი  შეფასება:  GPA  (კარგი//მაღალი//უმაღლესი) - 2.0 – 4.0 ქულა.

კონკურსანტის  აკადემიური  მოსწრების  შეფასების  (GPA)  ერთიან შკალად/განზომილებად  გამოიყენება  -  4.0  სკალა/სტანდარტი,  მაგრამ  თუ  რომელიმე კონკურსანტის აკადემიური მოსწრების ქულა, მიმღები სასწავლებლის  მიერ, გამოთვლილია განსხვავებული შეფასების სკალის მიხედვით (მაგალითად: 3; 8; 30; 100 ან სხვა) და ვერ ხდება ქულის  დაზუსტება  4.0  სკალა/სტანდარტის  ფორმატში,  მაშინ  პირველ  რიგში  მოხდება  ამ კონკურსანტის  აკადემიური  მოსწრების  ქულის გამოთანაბრება  ერთიან  სკალასთან  -  4.0 მიმართებაში.

კონკურსში გამარჯვებულად სახელდება ის 5 სტიპენდიანტი, რომელთაც მიღებული აქვთ უფრო მაღალი შეფასების ქულა (RS - Rate Score).

შეფასების  ქულა  (RS)  განისაზღვრება  შემდეგნაირად:  კონკურსანტის  აკადემიური მოსწრების  მაჩვენებელი  -  GPA  (ქულა),  იყოფა  მიმღები  სასწავლებლის  სარეიტინგო/რიგით ნომერზე  -  R  (ესპანეთის  ეროვნული  სამეცნიერო  საბჭოს კიბერმეტრიკსის  ლაბორატორიის მონაცემთა  ბაზის  -  მსოფლიოს  უნივერსიტეტების აკადემიური  რეიტინგის  მიხედვით: https://webometrics.info/en/world)  და  მიღებულ  რიცხვს (დამრგვალების  გარეშე)  ემატება, კონკურსანტის  აკადემიური  მოსწრების  მაჩვენებელი  GPA (ქულა). ფორმულის სახით: RS = (GPA : R ) + GPA.

ამასთან, თუ მიმღები უმაღლესი სასწავლებელი არ იძებნება ზემოაღნიშნულ  სარეიტინგო ცხრილში (კიბერმეტრიკსის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაში) - განაცხადი არ განიხილება;

ქვეპროგრამის შესაბამისად კონკურსანტის აკადემიური მოსწრების შეფასების (GPA) ერთიან შკალად (scala) / განზომილებად (შემდგომში - სკალა / S ) გამოიყენება - 4.0 სკალა, მაგრამ თუ რომელიმე კონკურსანტის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი GPA (ქულა)  გამოთვლილია  განსხვავებული  შეფასების  სკალის  -  S1  მიხედვით, კერძოდ, თუ მიმღები უმაღლესი სასწავლებლის შეფასების სკალა - S1 > 4.0-ზე (მეტია)  ან  ნაკლებია  -  S1  <  4.0-ზე,  მაშინ, პირველ  რიგში  უნდა  მოხდეს,  ამ კონკურსანტის  აკადემიური  მოსწრების  მაჩვენებლის  -  GPA  (ქულის) გამოთანაბრება - GPA(E) / Grade Point Average (Equalization) ერთიან სკალასთან - 4.0 მიმართებაში,  შემდეგნაირად:  ერთიანი  სკალა  -  4.0,  იყოფა,   მიმღები უმაღლესი  სასწავლებლის  მიერ  დადგენილი  შეფასების  სკალის  უმაღლეს ქულაზე  (S1)  და  მიღებული  შედეგი   (დამრგვალების  გარეშე)  მრავლდება, კონკურსანტის  აკადემიური  მოსწრების  მაჩვენებელზე  -  GPA  (ქულაზე), ფორმულის სახით: GPA(E) = (4 : S1) x GPA. შესაბამისად, ძირითად ფორმულაში, ნაცვლად GPA-სი უნდა ჩაისვას GPA(E). ფორმულის სახით: RS = (GPA(E) : R) + GPA(E);

თუ პირველი და მეორე საფეხურის კონკურსანტთა შეფასების ქულა (RS) კვლავ ერთნაირია, მაშინ სტიპენდია გაიცემა იმ კონკურსანტზე, რომლის მიმღები სასწავლებლის სარეიტინგო/რიგითი ნომერი აღმატებულია;

თუ  შეფასების  ქულა  (RS)  კვლავ  ერთნაირია  -  რომელსაც  გააჩნია  მეტი წარმატებები  (სამეცნიერო  /  კულტურულ  /  სპორტულ  და  ა.შ.  ღონისძიებებსა/პროექტებში  მონაწილეობა,  აკადემიური,  პროფესიული  და  სხვა მიღწევები), რაც გულისხმობს თანაბარ ქულიანებს შორის,  უპირატესობის მინიჭებას,  მათ  შორის  საუკეთესოს  გამოვლენას  ან  თანხის  თანაბრად განაწილებას,  ამასთან,  საბოლოო  გადაწყვეტილება  მიიღება  მერის  მიერ, ბრძანებით.

თუ მიმღები უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული დოკუმენტი შეიცავს კონკურსანტის მხოლოდ, განვლილ საგნებში მიღებულ შეფასებებს და კრედიტებს, მაშინ აკადემიური მოსწრების სემესტრული მაჩვენებელი/ქულა, გამოიყვანება შემდეგნაირად: თითოეული საგნისთვის განსაზღვრული კრედიტი მრავლდება, ამ საგანში მიღებულ ქულაზე, მიღებული ქულები ჯამდება და იყოფა სტუდენტის მიერ, საკონკურსო სემესტრში მიღებული კრედიტების საერთო რაოდენობაზე.

საზღვარგარეთ  გაცვლითი  პროგრამის  მონაწილე  (საქართველოს  ტერიტორიაზე არსებული  ავტორიზებული  უმაღლესი  საგანმანათლებლო  დაწესებულების  სტუდენტი),  აღნიშნულ კონკურსში არ დაიშვება. ასევე, არ დაიშვება საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჩარიცხულია  საზღვარგარეთ უმაღლესი  სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლობს  საქართველოში  აკრედიტირებულ/ავტორიზებულ  სასწავლებელში  (ფილიალი ან სხვა).

აკადემიური  მოსწრების  საუკეთესო  შედეგის  მქონე  5 სტიპენდიანტი,  მიიღებს  ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით.

დოკუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე (ბეჭდური სახით - Microsoft Word Document / Sylfaen), ხოლო უცხო ენაზე წარმოსადგენი დოკუმენტი - ორიგინალი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული.

განცხადებები  მიიღება  -  2025 - 2026  სასწავლო  წლის  დამთავრების შემდგომ       1 სექტემბრიდან  7 ოქტომბრის ჩათვლით.

დაფინანსების მისაღებად  სტუდენტმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)  საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია  /  CV  -  ქართულ  ენაზე  (მ.შ.  სამეცნიერო/კულტურულ ღონისძიებებსა  და  პროექტებში  მონაწილეობა,  აკადემიური  და  პროფესიული მიღწევები და სხვა მონაცემები);

დ)  სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები;

ე) ამონაწერი სტუდენტის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ (საჯარო რეესტრიდან) ან დასურათებული მტკიცება - ე.წ. „სკრინშოტი“, რეესტრის ვებ-გვერდიდან  (თარიღის  წარმოჩენით),  რეგისტრაციის  -  საცხოვრებელი  ადგილის/მისამართის მითითებით;

ვ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის შემთხვევაში, დოკუმენტი დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან.

ზ) GPA (მიმღები სასწავლებლის მიერ, სტუდენტის განვლილ საგნებში მიღებული აკადემიური  მოსწრების  შეფასებები/ქულები,  კრედიტები  და  აკადემიური მოსწრების წლიური  მაჩვენებელი/ქულა), როგორც ორიგინალი (უცხო  ენაზე),  ასევე,  ქართულ  ენაზე (ნათარგმნი  და ნოტარიულად  დამოწმებული).

გადაწყვეტილების მიღების წესი:

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ხოლო სტიპენდია (ჯილდო) კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშის ნომერზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

მოსალოდნელი შედეგი

სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების ფინანსური წახალისება (ჯილდო), სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდა, მოტივა- ციის  ამაღლება, სტიმულირება,  აკადემიური და  პროფესიული წინსვლა - განვითარების ხელშეწყობა/მხარდაჭერა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა

დაფინანსება ათას ლარში

05 01 02

30,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ახალგაზრდების მატერიალური წახალისება, რისთვისაც მუნიციპალიტეტი, უფლებამოსილების ფარგლებში, წაახალისებს წარმატებულ ახალგაზრდებს, რაც ასევე ხელს შეუწყობს გაზრდილი მოტივაციით სწავლის ხარისხის მეტად ამაღლებას.

ქვეპროგრამის მართვა:

1.  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ  მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე (სტუდენტზე), რომელიც 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოიპოვა სახელმწიფო გრანტის სრული ოდენობა -100%. ერთ მოქალაქეზე (სტუდენტზე)  გასაცემი ჯილდო, ერთჯერადად, შეადგენს 1250 (ათასორასორმოცდაათ) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათლით.

გადაწყვეტილების მიღების წესი:

ქალაქ ფოთის  საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის (100% გრანტის დამადასტურებელი დოკუმენტი სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, საბანკო რეკვიზიტი)  საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის  კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ მომზადდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის  ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი, რის საფუძველზეც წარმატებულ მოქალაქეს (სტუდენტს)  მატერიალური წახალისება (ჯილდო) ჩაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე.

2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასის წარჩინებულ მოსწავლეებზე (ოქროს მედლის კანდიდატზე) და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებულზე. ერთი ოქროს მედლის კანდიდატზე, კოლეჯის საუკეთესო კურსადმთავრებულზე გასაცემი ჯილდო, ერთჯერადად, შეადგენს 375 (სამას სამოცდათხუთმეტი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

გადაწყვეტილების მიღების წესი:

ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის (ოქროს მედლის კანდიდატთა სია, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, საბანკო რეკვიზიტი)  საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ მომზადდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის  ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი, რის საფუძველზეც წარმატებულ ოქროს მედლის კანდიდატს მატერიალური წახალისება (ჯილდო) ჩაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის  მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის (კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებულის რეკომენდაცია, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, საბანკო რეკვიზიტი) საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის  კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ მომზადდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი, რის საფუძველზეც წარმატებულ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის წარმატებულ კურსდამთავრებულს  მატერიალური წახალისება (ჯილდო) ჩაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე.

მოსალოდნელი შედეგი

სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ახალგაზრდების მატერიალური წახალისება (ჯილდო), მოტივაციის  ამაღლება, სტიმულირება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტისა და ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობა

დაფინანსება ათას ლარში

05 01 03

2 650,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ „ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრი“.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრში“ არსებული კრივის, ჭიდაობის, ჭადრაკის, ფეხბურთის, კალათბურთის, ძალოსნობის, მძლეოსნობის, ცხენოსნობის, კანოეს, ნიჩბოსნობის, წყლის სახეობების, აღმოსავლური ორთაბრძოლების, ძალისმიერი სამჭიდის სექციები უზრუნველყოფს სწავლებას მათი მიმართულებით, სპორტულ ობიექტებზე 97 მწვრთნელის მეშვეობით, რომლებიც ემსახურებიან სხვადასხვა სახის სპორტის სახეობების ასაკობრივ კატეგორიებს, სულ 1 441 ბენეფიციარს.

ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის“ სპორტსმენები მონაწილეობას იღებენ თითქმის ყველა ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატებში, სხვადასხვა სახის საერთაშორისო შეჯიბრებებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.

ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრი“ ახორციელებს ღონისძიებას ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით, უზრუნველყოფს სპორტული დარბაზისა და მოედნების მატერიალური ბაზის ტურისტული ლოკაციების მოწყობას, მოვლა-პატრონობას, სპორტული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებას, ბავშვთა და მოზარდთა სპორტში მასობრივად ჩართვის ხელშეწყობას და განვითარებას, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის ვარჯიშების ორგანიზებას და შესაბამისი პირობების შექმნას, სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო თასების, მედლების, სიგელების, ჯილდოების, ბანერების, ვიდეო და ბეჭდვითი რეკლამების დამზადებისა და სხვა მარკეტინგული საქმიანობის წარმოებას, სპორტული ინვენტარის, სპეციალური ფორმებისა და სპორტული აღჭურვილობის შეძენას, სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ორგანიზებას, მწვრთნელთა ოსტატობის ამაღლების მიზნით ტრენინგ-სემინარებისა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტსმენთა ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებას, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას, სპორტით დაინტერესებული მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ჯანსაღი თაობის აღზრდას, სპორტული მიღწევების გაუმჯობესებას.

მოსალოდნელი შედეგი

მოსახლეობის დაინტერესება და ჩართულობა სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ჯანსაღი თაობის აღზრდა, მასობრიობა, სპორტსმენთა მიღწევების კიდევ უფრო გაუმჯობესება, წარმატებული სპორტსმენების ნაკრებისათვის შერჩევა, მათი მონაწილეობა საქართველოს, საერთაშორისო, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე და მაქსიმალური შედეგების დადება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

მინი სპორტული მოედნების მოვლა-პატრონობა

დაფინანსება ათას ლარში

05 01 07

158,5

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქალაქში არსებულ მინი სპორტულ მოედნებს საკმაოდ აქტიურად იყენებენ ბავშვები, მოზარდები და ახალგაზრდები თავისუფალი დროის ნაყოფიერად გასატარებლად. აღნიშნული სპორტული მოედნები საჭიროებენ მოვლა-პატრონობას. კერძოდ, მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ჩატარებას - მინდვრის ხელოვნური საფარის და ლითონის ბადის დაზიანებული ნაწილის შეცვლა-აღდგენას, მოედნის ლითონის კონსტრუქციის შეღებვას, კალათბურთის ფარის შეკეთებას, ფეხბურთის კარის ბადის გამოცვლას, სტადიონის განათების სისტემის მოწესრიგებას და სხვა.

მოსალოდნელი შედეგი

მოწესრიგებული სპორტული ინფრასტრუქტურა. სპორტით დაინტერესებულთა რაოდენობის ზრდა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის ხელშეწყობა

დაფინანსება ათას ლარში

05 01 09

1 755,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსი“.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის მიზანია:

ა) სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზება;

ბ) დასვენებისა და გართობის ღონისძიებების ხელშეწყობა და ორგანიზება;

გ) პროფილის შესაბამისად, ბავშვთა აღზრდა და სპორტული დაოსტატება;

დ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება, მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;

ე) ცურვის ცალკეული სახეობების მიხედვით მუნიციპალური შეჯიბრებების მოწყობა;

ვ) სამედიცინო-დიაგნოსტიკური, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცესის ორგანიზება.

შესაბამისად, მრავალფუნქციურ საცურაო კომპლექსში მოწყობილია დიდი და მცირე ზომის საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი, სასტუმროს ნომრები, კაფეტერია, მწვრთნელებისა და საექიმო კაბინეტები, გასახდელები და სველი წერტილები.

2026 წელს საცურაო აუზების მომსახურებით ისარგებლებს 4 300-მდე ბენეფიციარი.

მოსალოდნელი შედეგი

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ახალგაზრდების მხრიდან თავისუფალი დროის შინაარსიანად და ეფექტურად გატარება; სპორტით დაინტერესებულთა რაოდენობის ზრდა, ჯანსაღი თაობის აღზრდა, მასობრიობა.

პროგრამის დასახელება

კოდი

კულტურის სფეროს განვითარება

დაფინანსება ათას ლარში

05 02

3 598,1

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახური; ა(ა)იპ "აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელი“; ა(ა)იპ "არჩილ ხორავას სახელობის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებელი"; ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრი“; ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრი“;  ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზი“; (ა)იპ "თვითმმართველი ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება"; სსიპ "ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი".

პროგრამის აღწერა და მიზანი

მოსახლეობის კულტურული მიმართულებით გააქტიურებისათვის დაფინანსდება კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ღირსეულ გაგრძელებას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სახელოვნებო და საგანმანათლებლო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა.

პროგრამა ხელს უწყობს კულტურის დაწესებულებების სერვისების ისე დაგეგმვას, რომ პასუხობდეს ქალების/გოგონების, კაცების/ბიჭების განსხვავებულ საჭიროებებს და ითვალისწინებდეს მათ ინტერესებს. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია  სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.

მოსალოდნელი შედეგი

მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია,  კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების შემოქმედების წარმოჩენა  და მოტივაციის ზრდა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებლის ხელშეწყობა

დაფინანსება ათას ლარში

05 02 01 01

493,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ "აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელი“.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის მიზანია ქალაქში სახელოვნებო სამხატვრო განათლების ხელშეწყობა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ანიმაციის განვითარების, მინანქრის, ხალხური რეწვის დარგების (კერამიკა, ხის მხატვრული დამუშავება, მხატვრული ქსოვა (ხალიჩა, ფარდაგი, გობელინი) ტანსაცმლის მხატვრული დამუშავება (მოდელირება)) აღდგენა-შენარჩუნება, სამხატვრო განათლების განვითარებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, მოსწავლეთათვის შესაბამისი სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამების მიწოდება, სამხატვრო და ნატიფი ხელოვნების პროფესიების სწავლება და წვლილის შეტანა ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ტრადიციების შენარჩუნებასა და აღორძინებაში, მოსწავლეთა კონკურსებში, ფესტივალებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა და წარმოჩენა, საერთაშორისო სამხატვრო პლენერებისა და ფოტოხელოვნების ფესტივალის ჩატარება, ახალი სახელოვნებო პროფესიების დანერგვა, მინის მხატვრული დამუშავება, სასწავლო სახელოსნოების აღჭურვა თანამედროვე ტექნიკით, სახელოსნოების გადაიარაღება.

2026 წელს, ქვეპროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ "აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელი“ ჩაატარებს  26 ღონისძიებას.

სასწავლებელში ირიცხება საშუალოდ 220 მოზარდი.

მოსალოდნელი შედეგი

სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა; საერთაშორისო კონკურსებში, გამოფენებში მონაწილეობის მიღება; განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა და ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექბიკური ბაზის განახლება-გაუმჯობესება; თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

არჩილ ხორავას სახელობის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებლის ხელშეწყობა

დაფინანსება ათას ლარში

05 02 01 02

670,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ   "არჩილ ხორავას სახელობის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებელი".

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში  სასწავლებლის მიზანია აზიაროს მოსწავლე-ახალგაზრდობა ხელოვნების საფუძვლებს; გააცნოს და შეაყვაროს მათ ეროვნული მემკვიდრეობა, ქართული  და მსოფლიოს ხელოვანების მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები, მიაწოდოს მოსწავლეებს შესაბამისი მუსიკალური-საგანმანათლებლო პროგრამა; კონკურსებში, ფესტივალებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფის გზით გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული ნიჭით  დაჯილდოებული მოსწავლეები; იზრუნოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე, გამოუმუშაოს მოსწავლეებს სამყაროს მხატვრული აღქმის საკუთარი ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევები, პრაქტიკული მხატვრული აქტივობის  განვითარებით, შეუწყოს ხელი წარჩინებულ მოსწავლეებს ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში (კონსერვატორიაში) სწავლის გასაგრძელებლად.

სასწავლებელში ფუნქციონირებს საფორტეპიანო, სავიოლინო, ვოკალური, საესტრადო, საორკესტრო, ქართული ხალხური საკრავების, კლასიკური ბალეტის მიმართულებები, მეტყველების კულტურის, ქართული და თანამედროვე ცეკვების შემსწავლელი წრეები.

2026 წელს, ქვეპროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ "არჩილ ხორავას სახელობის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებელი" ჩაატარებს  45 ღონისძიებას.

სასწავლებელში ირიცხება საშუალოდ 425 მოზარდი.

მოსალოდნელი შედეგი

მოსწავლეთა კონტიგენტის ზრდა, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა და ხელშეწყობა, სასწავლო სივრცის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრის ხელშეწყობა

დაფინანსება ათას ლარში

05 02 01 03

707,2

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრი".

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

აღნიშნული ქვეპროგრამა ემსახურება ქალაქში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების განვითარებას, მოსწავლეთა ტექნიკური, საბუნებისმეტყველო, ეკოლოგიური, მხატვრული და ესთეტიკური კუთხით განვითარებას, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და სწავლებას, ნიჭიერ შემოქმედთა, შემსრულებელთა გამოვლენასა და მათი შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობას, მხატვრულ-შემოქმედებითი კოლექტივების, ანსამბლების, ჯგუფების, სტუდიების, მოყვარულთა თეატრების, საერთო-შემეცნებითი ჯგუფების ჩამოყალიბებას, მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, საგნობრივი წრეების შექმნას, სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას.

2026 წელს, ქვეპროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრი“ ჩაატარებს 55 ღონისძიებას.

ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრში“ ირიცხება საშუალოდ 650 ბენეფიციარი.

მოსალოდნელი შედეგი

კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, პატივისცემა და განვითარება;

ხელოვნების სასურველი მიმართულებებით სწავლება, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა და ხელშეწყობა. მოსწავლე-ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ფოლკლორის ცენტრის ხელშეწყობა

დაფინანსება ათას ლარში

05 02 01 04

840,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრი“.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამა ემსახურება ხალხური შემოქმედების სხვადასხვა ჟანრის (სიმღერის, ცეკვის, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მოყვარულთა თეატრების) ნიმუშების მოძიებას, გამოვლენას, თავმოყრას, შენარჩუნება-განვითარებას და მათი შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობას, ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლებსა და ლოტბარებთან, მოცეკვავეებსა და ქორეოგრაფებთან, ხალხურ მთქმელებთან, ხალხური რეწვის ოსტატებთან, თეატრალებთან მჭიდრო კონტაქტს, კონსულტაციებს და მათი რეპერტუარის დახვეწა-გამდიდრებას, ყოფიდან გამქრალი ხალხური სიმღერების, სიმღერის ტექსტების, ცეკვების, ზეპირსირტყვიერების ჟანრების, ხალხური რეწვის დარგების აღდგენა-გამომზეურებას, ცენტრის არქივის შევსებას და გამდიდრებას (მის ბაზაზე ფოლკლორის მუზეუმის გახსნა), ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრში“ არსებული კოლექტივების ხელშეწყობას, მათ ბაზაზე შიდა საქალაქო, რესპუბლიკური და საერთაშირისო მასშტაბის ღონისძიებების მოწყობას და მონაწილეობის მიღებას.

2026 წელს, ქვეპროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრი“ ჩაატარებს 23 ღონისძიებას.

ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრში“ ირიცხება საშუალოდ 189 მოზარდი.

მოსალოდნელი შედეგი

ქართული ტრადიციული კულტურის შენარჩუნება, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის დაცვა, მოსახლეობის ჩართულობა და დაინტერესების ზრდა, შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა და ხელშეწყობა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საგამოფენო დარბაზის ხელშეწყობა

დაფინანსება ათას ლარში

05 02 01 05

208,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზი“.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

საგამოფენო დარბაზი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ეწევა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის ფართო პროპაგანდას, ხელს უწყობს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების განვითარებას, მოსახლეობის ესთეტიკურ აღზრდას, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების აღმოჩენას.

საგამოფენო დარბაზი თანამშრომლობს საჯარო და კერძო სკოლებთან და ხშირად მასპინძლობს მოსწავლეებს, გამოფენებსა და ღია გაკვეთილებს, სთავაზობს მათ სხვადასხვა კონკურსს.

საგამოფენო სივრცეში, საგანმანათლებლო საქმიანობის გააქტიურების და საგამოფენო სივრცის შემეცნებითი როლის გაზრდის მიზნით, საგამოფენო დარბაზი სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებს (ასაკის შესაბამისად) შესთავაზებს საგანმანათლებლო პროგრამებს, შემოქმედებით და შემეცნებით აქტივობებს. გარდა ამისა, ფოთელი მხატვრები ჩაატარებენ მასტერკლასებს ფერწერასა და გრაფიკაში, სისტემატურად ჩატარდება ლექციები ხელოვნებაზე, რომელსაც საგამოფენო დარბაზის თანამშრომლები გაუძღვებიან. დარბაზის ეფექტურად მუშაობისათვის, ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია ინკლუზიური გარემოს შექმნა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ყველა სტანდარტის დაცვით და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის შემოქმედებითი აქტივობების დაგეგმვა. ცხადია, ამ ყველაფერთან ერთად, საგამოფენო დარბაზის პრიორიტეტია ხელი შეუწყოს მხატვრებს შემოქმედებით საქმიანობაში, გააცნოს მათი შემოქმედება მოსახლეობას, მოაწყოს როგორც პერსონალური და ერთობლივი, ისე გასვლითი გამოფენები, პლენერები, დაბეჭდოს კატალოგები, რომელთა შეძენა ნამუშევრებთან ერთად შესაძლებელი იქნება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზის სალონში.

2026 წელს, ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზი“ ჩაატარებს 22 ღონისძიებას, რომელსაც დაესწრება საშუალოდ 2 000 დამთვალიერებელი.

მოსალოდნელი შედეგი

მოსახლეობის აქტიური ჩართვა საგამოფენო დარბაზის მიერ დაგეგმილ აქტივობებში; ნიჭიერი შემოქმედი ადამიანების გამოვლენა, წარმოჩენა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელშეწყობა

დაფინანსება ათას ლარში

05 02 01 06

414,9

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ "თვითმმართველი ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება".

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის არსია საბიბლიოთეკო გაერთიანების განვითარების ხელშეწყობა. საბიბლიოთეკო გაერთიანების ფონდი შეიცავს სხვადასხვა ტიპის წიგნებსა და დოკუმენტაციას: ბეჭდურს, ელექტრონულს და მულტიმედიურს. საბიბლიოთეკო გაერთიანებაში არის სამკითხველო დარბაზი, ეწყობა გამოფენები, ორგანიზებული ვიზიტები სკოლებიდან, შეხვედრები საყვარელ მწერლებთან, წიგნის პრეზენტაციები, კონფერენციები, ტრენინგები, აქტივობები ღია ცის ქვეშ, ფილმის ჩვენებები და დისკუსიები აქტუალურ საკითხებზე. ქვეპროგრამის მიზანია ახალი თაობის დაინტერესება წიგნით. ასევე, მნიშვნელოვანია ფართომაშტაბიანი ღონისძიებების გამართვა ბიბლიოთეკების პოპულარიზაციისათვის.

2026 წელს, ქვეპროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ "თვითმმართველი ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანება“ უზრუნველყოფს 155-მდე ღონისძიების ჩატარებას.

ა(ა)იპ "თვითმმართველი ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების“ სერვისით ისარგებლებს 2 000-მდე მკითხველი.

მოსალოდნელი შედეგი

საბიბლიოთეკო სფეროს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობა; განახლებული ინფრასტრუქტურა; მოსახლეობისათვის განახლებული სერვისების შეთავაზებით მკითხველთა დაინტერესების ზრდა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

რეგიონალური თეატრების  საერთაშორისო ფესტივალის მხარდაჭერა

დაფინანსება ათას ლარში

05 02 01 07

25,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი;

ა(ა)აიპ „კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი დღეს“.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ტრადიციად ჩამოყალიბდა ქალაქ ფოთში რეგიონალური თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება. ზემოაღნიშნული ფესტივალის ჩატარება მნიშვნელოვანია ქალაქ ფოთის კულტურული და ტურიზმის განვითარების კუთხით, რადგან ფესტივალში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოეთიდან მოწვეული თეატრალური კოლექტივები.

მოსალოდნელი შედეგი

მოსახლეობის აქტიური ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში, სხვადასხვა ქვეყნების კულტურის გაცნობა, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურული ღონისძიებები

დაფინანსება ათას ლარში

05 02 02

240,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის მთავარი პრიორიტეტებია:

კულტურის სფეროს განვითარებისთვის სტრატეგიული პროგრამების ხელშეწყობა, ისტორიულ-კულტურული ღირებულებების დაცვა და განვითარება,  კულტურულ დაწესებულებებში ინოვაციური  მიდგომების დანერგვა, მონაცემთა ბაზების გაციფრულება და შექმნა, კულტურის მენეჯმენტისთვის  განვითარებაში ინოვაციურად ხელშეწყობა,  მატერიალური და არამატერიალური  კულტურული მემკვიდრეობის  დაცვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; საავტორო უფლებების დაცვაზე ზრუნვა, ცნობიერების ამაღლება.

კულტურული  ტურიზმის განვითარებაზე ორიენტაცია, მდგრადი ტურიზმის განვითარება, რაც დამოკიდებულია კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობასა და შემოქმედებით ინდუსტრიებზე (მუზეუმები, რეწვის სახელოსნოები, კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, ძეგლები, ფოლკლორი, ეროვნული სამზარეულო, ღვინო და სხვა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა).

ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენება კულტურული პროექტების განსახორციელებლად, საზოგადოების ჩართულობა და დაინტერესება როგორც ტრადიციული, ასევე ინოვაციური კულტურული ტენდენციებით.

მოზარდი თაობის ინტელექტუალი განვითარება, არაფორმალური განათლება, ნიჭიერ ხელოვანთა  გამოვლენა და მხარდაჭერა, შშმ პირთა სამოქალაქო აქტიურობა.

კულტურული  პროექტების მთავარი მიზანია:

საზოგადოებაში კულტურული ღირებულებების, ეროვნული თვითშეგნების ამაღლება, ჩართულობის გაზრდა სამოქალაქო აქტივობებში, სხვადასხვა სახელოვნებო  კონკურსებში, ფესტივალებსა თუ ღონისძიებებში ნიჭიერ ფოთელ ხელოვანთა ჩართვა, ასაკის შეუზღუდავად.  წარმატებულ  ხელოვანთა წახალისება. სახელოვნებო დაწესებულებებში პედაგოგთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა, ქალაქში მცხოვრებ შშმ პირთა და ეროვნულ უმცირესობათა სხვადასხვა უნარების წარმოჩენა და სტიმულირება.

ქალაქში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პასპორტიზაციის გაციფრულება-განახლება;

ტურიზმის მდგრად განვითარებაში კულტურული რესურსის (მაგ. არამატერიალური, მატერიალური და ბუნებრივი მემკვიდრეობა, გამოფენები, კონცერტები, ფესტივალები, სახალხო დღესასწაულები და სხვა.) ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა და მისი გამოყენება უნიკალური, საერთაშორისო მასშტაბით მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილის შესაქმნელად; კულტურის ობიექტების მენეჯერებისა და ტურიზმის ინდუსტრიებისთვის გადამზადების პროგრამების შემუშავება.

მულტიფუნქციური კულტურის ინფრასტრუქტურის შექმნა/თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შექმნა, სახვითი ხელოვნების დაცვის, წარმოჩენისა და ხელოვანთა ადგილობრივი და საერთაშორისო პოპულარიზაციის ზრდის მიზნით.

აღნიშნული ქვეპროგრამით დაფინანსდება სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეთა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა საქართველოს მასშტაბით.

ქვეპროგრამით გათვალისწინებული პირების მატერიალურ წახალისებაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი.

მოსალოდნელი შედეგი

მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება,  ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია,  მოსახლეობის კულტურულ და საგანმანათლებლო ცხოვრებაში ჩართულობის ზრდა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების შემოქმედების წარმოჩენა.

დასახელება

კოდი

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

დაფინანსება ათას ლარში

05 03

70,0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი;

ფოთისა და ხობის ეპარქია.

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის   ფარგლებში განხორციელდება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძრის, ფოთისა და ხობის ეპარქიის (ქალაქ ფოთში მდებარე რეზიდენციის) კომუნალური ხარჯების და საჭიროებისამებრ, გარკვეული სამუშაოების დაფინანსება.

მოსალოდნელი შედეგი

ქალაქის იერსახის გაუმჯობესება, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, მოსახლეობის სულიერების ამაღლება, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდა.

პროგრამის დასახელება

კოდი

ახალგაზრდული ჰაბის ხელშეწყობა

დაფინანსება ათას ლარში

05 06

362,0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ჰაბი".

პროგრამის აღწერა და მიზანი

ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ჰაბი" შედგება შემდეგი სტრუქტურისგან:

1. იდეოთეკა - ციფრული განათლების, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური საგანმანათლებლო,  საკონსულტაციო და ნეთვორქინგის სივრცე.

2. მედიალაბი - youtube არხის სივრცე, ხმის ჩამწერი სტუდია, ინტერნეტ ტელევიზია.

მიზნები და ამოცანები:

ა)  იდეათეკის მიმართულებით:

ა.ა) ახალგაზრდებში ციფრული ტექნოლოგიური უნარების  განვითარების ხელშეწყობა;

ა.ბ) რეგულარული ვორქშოფების, ჰაკათონების, ტრენინგების  და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება;

ა.გ) ახალგაზრდებისთვის ელექტრონული წიგნების,  რესურსების და ონლაინ ბიბლიოთეკებთან ხელმისაწვდომობის ზრდა;

ა.დ) ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების შესაძლებლობების შექმნა;

ა.ე) ახალგაზრდებში პროექტების დაგეგმვისა და მართვის უნარების განვითარება სხვადასხვა მიმართულებით;

ა.ვ) ახალგაზრდული ინიციატივების მენტორობა და მხარდაჭერა;

ა.ზ) ახალგაზრდული სამუშაო და ნეთვორქინგის სივრცის შექმნა;

ა.თ) ახალგაზრდებს შორის გამოცდილების გაზიარება და კოლაბორაციული პროექტების შექმნა.

ბ) მედიალაბის   მიმართულებით:

ბ.ა) მედიასა და ციფრული პლატფორმების საშუალებით ახალგაზრდების თვითგამოხატვის და საზოგადოებრივ ჩართულობის  ხელშეწყობა;

ბ.ბ) ციფრული საკომუნიკაციო არხებისა და მედია-კონტენტის წარმოება;

ბ.გ)YouTube არხის/არხების  და ინტერნეტ ტელევიზის შექმნა ახალგაზრდული იდეების, ინიციატივებისა და თემების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით;

ბ.დ) ხმის ჩამწერი სტუდიის მოწყობა;

ბ.ე) ახალგაზრდების  ხელშეწყობა  მუსიკალური კომპოზიციებისა და კონტენტის შექმნის მიზნით.

მოსალოდნელი შედეგი

ახალგაზრდების  აქტიური ჩართვა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში. ახალგაზრდების მხრიდან თავისუფალი დროის შინაარსიანად და ეფექტურად გატარება. ახალგაზრდული იდეების, ინიციატივებისა და თემების პოპულარიზაციის ხელშეწყობ