მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს შეჭირვებული მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
ათას ლარში
პროგრამული კოდი
დასახელება
2026 წლის გეგმა
06 00
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
5 699,8
06 01
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
288,8
06 02
ჯანდაცვის სხვა პროგრამები
1 777,5
06 02 01
სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა
900,0
06 02 02
მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა
120,0
06 02 04
სასმელი, სარეკრეაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური და სანიტარულ-ქიმიური გამოკვლევა
50,0
06 02 05
შშმ ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის დაფინანსება
650,0
06 02 06
ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულ პირთა კვებითი დანამატებით უზრუნველყოფა
16,5
06 02 07
კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარება
4,0
06 02 10
საქმიანობათა ცენტრი ფოთში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის
30,0
06 02 11
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვეწარმავლების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა
7,0
06 04
სოციალური დაცვა
1 733,5
06 04 01
სარიტუალო მომსახურება
35,0
06 04 02
მარტოხელა მშობელთა დახმარება
190,0
06 04 03
ბავშვთა ცენტრის ხელშეწყობა
200,0
06 04 04
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამა
55,0
06 04 05
2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისა და დაჭრილ მოქალაქეთა დახმარება
25,6
06 04 06
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა, ამავე ომის შშმ პირთა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეთა დახმარება
6,6
06 04 08
უსინათლოებისა და სმენადაქვეითებულთა დახმარების პროგრამა
75,0
06 04 09
უსინათლოებისათვის წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შეძენა
3,0
06 04 10
შშმ ბავშვთა დღის ცენტრის დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად
14,5
06 04 11
სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერა
20,0
06 04 12
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებები
4,0
06 04 14
ახალშობილთა ოჯახების დახმარება
15,0
06 04 16
მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება
250,0
06 04 17
ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება
40,0
06 04 18
სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარებები
250,0
06 04 19
განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევის, სტიქიური მოვლენების და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება
30,0
06 04 20
მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მყოფი სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოდ მცხოვრები (მარტოხელა) პენსიონრებისა და შშმ მოქალაქეთათვის გაზიფიცირების ხელშეწყობის პროგრამა
3,0
06 04 21
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა
30,0
06 04 22
თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა
290,0
06 04 26
ჟანგბადდამოკიდებული ბენეფიციარების მატერიალური დახმარება ჟანგბადით უზრუნველყოფის მიზნით
10,0
06 04 27
საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების ფინანსური დახმარება
10,0
06 04 28
დიაბეტით დაავადებულ (18 წლამდე) ბავშვთა მატერიალური დახმარების პროგრამა
16,8
06 04 30
სოციალურად დაუცველი და საჭიროების მქონე მოსწავლეების სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფა
10,0
06 04 31
სოციალური საწარმოს “ჩვენი გული მოქარგული“ თანადაფინანსება
15,0
06 04 32
რეინტეგრირებული და რეინტეგრაციას დაქვემდებარებული ბავშვიანი ოჯახების დახმარება
5,0
06 04 33
შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე
110,0
06 04 34
პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა
20,0
06 07
სოციალური მომსახურების ცენტრის ხელშეწყობა
1 900,0
პროგრამის დასახელება
კოდი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
დაფინანსება ათას ლარში
06 01
288,8
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ "თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი".
პროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება, არსებული რეალობებისადმი მიდგომების ახლებურად გააზრებას და რადიკალურ გარდაქმნებს ითხოვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა მოსახლეობის მომსახურების მრავალფეროვნებაში, არსებულ პირობებთან ადაპტირებაში, ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკ-ფაქტორების თავიდან აცილებაში მდგომარეობს.
თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის:
ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება;
გ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი;
ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის;
ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა;
თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტრატეგიული ფუნქციებია:
გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება; ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების მონიტორინგი და მყისიერი რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს; ეპიდ.სიტუაციის შეფასება; სწრაფი რეაგირებისათვის რადიკალური ინფექციის შემოტანის შემზღუდავი ღონისძიებების დასახვა; პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციების ინფორმირება არსებულ სიტუაციაზე და მათი ჩართულობა მოსახლეობის ხარისხიან სამედიცინო მომსახურეობაში; კოორდინაცია ცენტრალურ სტრუქტურებთან; ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა, საკვებისა და სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა და მუნიციპალური მმართველობის ორგანოების ინფორმირება სავარაუდო საკვებისმიერი და წყლისმიერი ინფექციების გავრცელების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ; დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა; მოსახლეობის ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების ორგანიზება და წარმართვა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. ვირუსულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის გაძლიერება და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება.
მოსალოდნელი შედეგი
მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება.
პროგრამის დასახელება
კოდი
ჯანდაცვის სხვა პროგრამები
დაფინანსება ათას ლარში
06 02
1 777,5
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
შპს „ლაბორატორიული კვლევის ცენტრი“;
ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“.
პროგრამის აღწერა და მიზანი
ჯანდაცვის სხვა პროგრამები ითვალისწინებს ჯანდაცვის პროგრამის დაგეგმარებისა და განხორციელების დროს ქალებისა და კაცების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია ბავშვების, შშმ პირების, ხანდაზმულების, ქალებისა და კაცებისთვის ორიენტირებული ჯანდაცვის პროგრამები.
ჯანდაცვის სხვა პროგრამები მოიცავს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების, მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის, სასმელი, სარეკრიაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური და სანიტარულ-ქიმიური გამოკვლევის, შშმ ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის დაფინანსების, ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულ პირთა კვებითი დანამატებით უზრუნველყოფის, კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარების, საქმიანობათა ცენტრის ფოთში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვეწარმავლების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამებს.
მოსალოდნელი შედეგი
ჯანდაცვის სერვისებზე და სამკურნალო საშუალებებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა, მოსახლეობის უსაფრთხოება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა
დაფინანსება ათას ლარში
06 02 01
900,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების, რომელთა შემოსავალი საანგარიშო წლის განმავლობაში არ აღემატება 18 000 ლარს, 0-18 წლამდე ასაკის პირების, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 0-18 წლამდე ასაკის პირების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 120 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირების, შშმ ბავშვების, ონკოლოგიური დაავადებების (ავთვისებიანი სიმსივნე, ლეიკემია) მქონე მოქალაქეების, ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის ხარჯების, ძვირადღირებული ოპერაციების და ძვირადღირებული გამოკვლევების იმ კომპონენტის თანადაფინანსებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული საყოველთაო ან კერძო დაზღვევით.
განცხადების წარდგენა:
დახმარების მიღების მიზნით, მოქალაქემ განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (წინასწარი კალკულაცია) გასაწევ სამედიცინო მომსახურებაზე;
გ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამების ან/და კერძო დაზღვევის ფარგლებში გაცემული მიმართვის/დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ამონაწერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (თუ მოქალაქის სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით);
ზ) მოქალაქესა და სამედიცინო დაწესებულებას შორის დადებული ხელშეკრულება და /ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოქალაქის დავალიანება სამედიცინო დაწესებულების წინაშე (აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც განმცხადებელს მერიაში მომართვამდე არაუმეტეს 1 თვემდე, უკვე გაეწია სამედიცინო მომსახურება);
თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა ბენეფიციარის შემოსავლების შესახებ, ან ცნობა სამუშაო ადგილიდან ხელფასის შესახებ.
გადაწყვეტილების მიღება და დახმარების გაცემის წესი:
მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთან არსებული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის მიზნით“ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ კვირაში ერთხელ, ოთხშაბათ დღეს (უქმე დღის შემთხვევაში მომდევნო დღეს), გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, კვირის ნებისმიერ სხვა სამუშაო დღეს.
განხილვისას გათვალისწინებული იქნება დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ შედგენილი დოკუმენტი/დასკვნა (თანდართული გამოკითხვის აქტით) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ (თუ ოჯახი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში), გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციით (წინასწარი კალკულაცია) მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა და დამტკიცებული ლიმიტი.
საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნის მიხედვით) მიერ გამოთხოვილ იქნეს ცნობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, ბენეფიციარის შემოსავლების შესახებ.
აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში, მოქალაქეს საბიუჯეტო წლის განმავლობაში დახმარება შეიძლება გაეწიოს ერთხელ, ხოლო ონკოლოგიური დაავადებების (ავთვისებიანი სიმსივნე, ლეიკემია) მქონე მოქალაქეებს, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 0-18 წლამდე ასაკის პირებს, შშმ ბავშვებს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და/ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს - ორჯერ.
სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე, ინდივიდუალურად თითოეულ მოქალაქეს და სამედიცინო დაწესებულებას წარედგინება მერიის წერილობითი თანხმობა დაფინანსების შესახებ, სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (წინასწარი კალკულაცია) მიხედვით. დაფინანსების შესახებ გაცემული წერილობითი თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუმეტეს 2 თვის განმავლობაში.
ქვეპროგრამის ფარგლებში პირი არ დაფინანსდება, თუ:
ა) იგი არ არის რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში;
ბ) განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ პირს წლის განმავლობაში ერთხელ უკვე დაუფინანსდა აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება. გამონაკლისს წარმოადგენს ონკოლოგიური დაავადების (ავთვისებიანი სიმსივნე, ლეიკემია) მქონე მოქალაქეები, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 0-18 წლამდე ასაკის პირები, შშმ ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და/ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები;
გ) მომსახურების გამწევ ორგანიზაციას აუნაზღაურდა მომსახურების ხარჯი პაციენტის მიერ;
დ) განცხადების შესწავლისას ან წერილობითი ინფორმაციის გაცემამდე, ცნობილი გახდება დაინტერესებული პირის გარდაცვალების შესახებ;
ე) მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი საანგარიშო წლის განმავლობაში აღემატება 18 000 ლარს.
ქვეპროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება შემდეგი სამედიცინო მომსახურებები:
ა) სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მკურნალობა;
ბ) ესთეტიკური ქირურგია და პლასტიკური ან კოსმეტიკური მიზნით ქირურგიული მკურნალობა;
გ) სტომატოლოგიური მომსახურება და დენტალური იმპლანტაცია;
დ) სამედიცინო დანიშნულების ინვენტარის შეძენა (იმპლანტი, სუპინატორები და ორთოპედიული ფეხსაცმელი, პროთეზი, სამედიცინო აპარატურა და მისთვის განკუთვნილი სახარჯი მასალები);
ე) საექსპერტო მომსახურება.
დაფინანსების ოდენობა:
აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოქალაქეებს, მკურნალობის ღირებულება დაუფინანსდებათ გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციით (წინასწარი კალკულაცია) წარმოდგენილი თანხის 80%-მდე, არანაკლებ 500 (ხუთასი) ლარისა და არაუმეტეს 1 300 (ერთი ათას სამასი) ლარისა, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 0-18 წლამდე პირებს, შშმ ბავშვებს და/ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს 100%-მდე, არაუმეტეს 1 300 (ერთი ათას სამასი) ლარისა, ხოლო ონკოლოგიური დაავადების (ავთვისებიანი სიმსივნე, ლეიკემია) მქონე მოქალაქეებს 100%-მდე, არაუმეტეს 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა.
იმ შემთხვევაში, თუ გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯი არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, დაფინანსება განხორციელდება 100%-მდე.
პროგრამის ფარგლებში მინიმალური ზღვარი შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს.
თანხები გამოიყოფა სამუშაო ჯგუფის შესაბამისი გადაწყვეტილების და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
ანგარიშსწორების წესი:
ანგარიშსწორების მიზნით, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელი დაწესებულების მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 15 დღის ვადაში.
სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელმა დაწესებულებამ, გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა წარუდგინოს მომსახურების გაწევიდან 2 (ორი) თვის ვადაში.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
1. გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. ფორმა N100/ა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების მიერ მომსახურების გაცემის ფაქტს;
3. ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
მოსალოდნელი შედეგი
ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა
დაფინანსება ათას ლარში
06 02 02
120,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამასთან ერთად, აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია მატერიალურ დახმარებას უწევს სხვადასხვა მწვავე თუ ქრონიკული დაავადებების მქონე ადგილობრივ მოსახლეობას, იმ სახის მედიკამენტების შესაძენად, რომელიც არ არის გათვალისწინებული ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პენსიონრების და 0-18 წლამდე ბავშვების (სარეიტინგო ქულა არაუმეტეს 120 000), მარტოხელა პენსიონრების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირების და შშმ ბავშვების, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 0-18 წლამდე პირების, ავთვისებიანი სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებული პირების მედიკამენტებით, ეპილეფსიით დაავადებული პირების ანტიკონვულსანტებით უზრუნველყოფას.
ქვეპროგრამის მართვა:
მოქალაქემ დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100/ა, პირადობის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით); აფთიაქიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა ან/და მედიკამენტის ღირებულების შესახებ ამონაწერი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი (არსებობის შემთხვევაში) (თუ სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს).
მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურთან არსებული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის მიზნით“ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ კვირაში ერთხელ, ოთხშაბათ დღეს (უქმე დღის შემთხვევაში მომდევნო დღეს), გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, კვირის ნებისმიერ სხვა სამუშაო დღეს.
განცხადებების განხილვისას გათვალისწინებული იქნება დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (რაც დასტურდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ შედგენილი დოკუმენტით/დასკვნით (თანდართული გამოკითხვის აქტით)), ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული თითოეული მედიკამენტური დახმარებით, ბენეფიციარებს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში მედიკამენტის სახით, დახმარება შეიძლება გაეწიოთ:
ა) სოციალურად დაუცველ პენსიონრებს და 0-18 წლამდე ბავშვებს (სარეიტინგო ქულა არაუმეტეს 120 000), მარტოხელა პენსიონრებს, მკვეთრად გამოხატულ შშმ პირებს, შშმ ბავშვებს, 100 (ასი) ლარამდე, წელიწადში ერთხელ;
ბ) ავთვისებიანი სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ პირებს 1 000 (ერთი ათასი) ლარამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წელიწადში ორჯერ;
გ) ეპილეფსიით დაავადებულ პირებს 150 (ასორმოცდაათი) ლარამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წელიწადში ერთხელ;
დ) აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 0-18 წლამდე პირებს 300 (სამასი) ლარამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წელიწადში ერთხელ.
მოქალაქემ, ზემოაღნიშნული თითოეული ქვეპროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების დახმარებით შეუძლია ისარგებლოს საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ.
თანხები გამოიყოფა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების (ბრძანება გამოიცემა სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე გასაწევ ან/და გაწეულ ხარჯებზე) საფუძველზე.
მოსალოდნელი შედეგი
ბენეფიციართათვის გაწეული დახმარებები, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სასმელი, სარეკრეაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური და სანიტარულ-ქიმიური გამოკვლევა
დაფინანსება ათას ლარში
06 02 04
50,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
შპს „ლაბორატორიული კვლევის ცენტრი“.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სასმელი, სარეკრიაციო და საბანაო წყლის ხარისხის სისტემატიური ლაბორატორიული კვლევა, ინფექციური დაავადებებისა და ეპიდაფეთქებების თავიდან აცილების მიზნით.
მოსალოდნელი შედეგი
ინფექციური დაავადებების და ეპიდაფეთქებების პრევენცია.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
შშმ ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის დაფინანსება
დაფინანსება ათას ლარში
06 02 05
650,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პიროვნების შესაძლებლობების შეზღუდვა ხელს უშლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, რაც თავის მხრივ მძიმე ტვირთს წარმოადგენს არა მხოლოდ ამ პირებისთვის, არამედ მათი ოჯახებისთვისაც. შშმ პირების (ბავშვების) საზოგადოებაში ინტეგრაციის გაუმჯობესების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს მათი ფსიქოსომატური აბილიტაცია-რეაბილიტაცია.
აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების, 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მათ შორის აუტიზმის, გონებრივი და/ან მეტყველების განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე პირთა ფსიქოსომატური აბილიტაცია-რეაბილიტაციის დაფინანსებას.
განცხადების წარდგენა:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას.
განცხადებას თან უნდა ახლდეს:
ა) პროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა), მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა)ასლი.
ბ) კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დ) ფორმა N00/ა (დოკუმენტი განახლებას ექვემდებარება ორ წელიწადში ერთხელ, გარდა იმ ბენეფიციარების შემთხვევისა, რომლებიც პირველად ერთვებიან პროგრამაში) და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (წინასწარი კალკულაცია) გასაწევ სამედიცინო მომსახურებაზე საქართველოში განთავსებული შესაბამისი სამედიცინო-სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან.
ე) აუტიზმის მქონე ბავშვის დაფინანსების შემთხვევაში, საინფორმაციო/რეგისტრაციის ბარათი ბენეფიციარის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ, იუსტიციის სახლიდან/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.
ვ) ქვეპროგრამაში პირველადი ჩართვის შემთხვევაში, ბენეფიციარის დიაგნოზი განსაზღვრული უნდა იყოს „ADOS-2” ტესტირების სადიაგნოსტიკო კვლევის შედეგის საფუძველზე.
სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია მომსახურების გაწევის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში წარმოადგინოს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმა, ხოლო აღნიშნული გეგმის შესრულების ანგარიში შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად.
გადაწყვეტილების მიღება, დახმარების გაცემის წესი:
ა) აუტიზმის მქონე ბავშვებს (ICD-10 განსაზღვრული კლასიფიკატორები F84.0, F84.1, F84.5, F84.9) წელიწადში ერთხელ - არაუმეტეს 3 600 (სამიათას ექვსასი) ლარით.
აუტიზმის მქონე 18 წლამდე ბავშვი რეგისტრირებული უნდა იყოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ბოლო 1 წლის მანძილზე, რაც დასტურდება საინფორმაციო/რეგისტრაციის ბარათით იუსტიციის სახლიდან/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მათ შორის გონებრივი ან მეტყველების განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვებს წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარით, ხოლო დაუნის სინდრომის (ICD-10 განსაზღვრული კლასიფიკატორი: Q 90) მქონეებს 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარამდე წელიწადში ერთხელ.
მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურთან არსებული ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის მიზნით“ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ კვირაში ერთხელ, ოთხშაბათ დღეს (უქმე დღის შემთხვევაში მომდევნო დღეს), გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, კვირის ნებისმიერ სხვა სამუშაო დღეს.
სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე,ინდივიდუალურად თითოეულ მოქალაქეს და სამედიცინო დაწესებულებას წარედგინება მერიის წერილობითი თანხმობა დაფინანსების შესახებ, სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (წინასწარი კალკულაცია) მიხედვით. დაფინანსების შესახებ გაცემული წერილობითი თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღების დღიდან საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
ბენეფიციარს უფლება აქვს წელიწადში ერთხელ მოითხოვოს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის შეცვლა, რისთვისაც წერილობით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. მუნიციპალიტეტი, უკვე გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე გაწეული მომსახურების ღირებულებას ამავე პროგრამით დადგენილი წესით აუნაზღაურებს დაწესებულებას, ხოლო რაც შეეხება დარჩენილ, ჯერ კიდევ ასათვისებელ თანხას, მუნიციპალიტეტი გასცემს წერილობით თანხმობას მომსახურების ახალ მიმწოდებელ ორგანიზაციაზე, პროგრამით განსაზღვრული პროცედურის დაცვით.
ანგარიშსწორების წესი:
ანგარიშსწორების მიზნით, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელი დაწესებულების მიერ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.
სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელმა დაწესებულებამ გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, უნდა წარუდგინოს საბიუჯეტო წლის ბოლომდე.
სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია გაწეული მომსახურების ანაზღაურება მოითხოვოს ნაწილ-ნაწილ, არაუმეტეს 4-ჯერ საბიუჯეტო წლის ბოლომდე, გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
1. გაწეული სამედიცინო - სარეაბილიტაციო მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. ფორმა N100/ა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების მიერ მომსახურების გაცემის ფაქტს;
3. ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
თანხები გამოიყოფა შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
მოსალოდნელი შედეგი
შშმ ბავშვთა ინტეგრაცია საზოგადოებაში.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულ პირთა კვებითი დანამატებით უზრუნველყოფა
დაფინანსება ათას ლარში
06 02 06
16,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ფენილკეტონურია და ცელიაკია გენეტიკური დაავადებებია. ფენილკეტონურია ღრმა გონებრივ ჩამორჩენას, ხოლო ცელიაკია ფსიქო-ფიზიკური განვითარების შეფერხებას იწვევს. მკურნალობის ერთადერთი საშუალება დიეტოთერაპიაა, რომელიც გულისხმობს ძვირადღირებული სპეციალიზირებული კვებითი დანამატების მიღებას მუდმივად, რაც მძიმე ეკონომიურ ტვირთს წარმოადგენს თითოეული ოჯახისთვის და ხშირად შეუძლებელს ხდის მის ჩატარებას.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ფენილკეტონურიით და/ან ცელიაკიით დაავადებულ პირთა დაფინანსებას კვებითი დანამატების შესაძენად, წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით.
პროგრამის მართვა:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ფენილკეტონურიით/ცელიაკიით დაავადებული პირი ან მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა ახლდეს პროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა), მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ფორმა №100/ა და ანგარიშ-ფაქტურა საქართველოში განთავსებული შესაბამისი დაწესებულებიდან.
დაფინანსებაზე გადაწყვეტილება მიიღება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების (სხდომის ოქმის) საფუძველზე. სამუშაო ჯგუფი მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ ოთხშაბათ დღეს (უქმე დღის შემთხვევაში მომდევნო დღეს), გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე კვირის ნებისმიერ სხვა სამუშაო დღეს.
მოსალოდნელი შედეგი
შშმ ბავშვებისთვის გაწეული დახმარებები, ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულ პირთა გაუმჯობესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი ოჯახების მატერიალური და მორალური თანადგომა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარება
დაფინანსება ათას ლარში
06 02 07
4,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ძვირადღირებული კოხლეარული იმპლანტაციის დაფინანსებას სმენის დაქვეითების მძიმე ფორმების დაძლევის მიზნით, თუმცა იმპლანტი მუდმივად საჭიროებს ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას, რაც დაკავშირებულია მატერიალურ ხარჯებთან და მძიმე ეკონომიურ ტვირთს წარმოადგენს ოჯახებისთვის.
აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალიწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე პირთა დახმარებას, აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს:
ა) კვების წყაროსთვის საჭირო ელემენტის შეძენას;
ბ) პროცესორის და მიკროფონის შემაერთებელი სადენის შეძენას.
პროგრამის მართვა:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე პირი, ან არასრულწლოვანი პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა ახლდეს პროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა), მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ფორმა №100/ა და ანგარიშ-ფაქტურა.
კვების წყაროსთვის საჭირო ელემენტის შესაძენი თანხის წლიური ლიმიტი განისაზღვრულია 700 (შვიდასი) ლარით;
პროცესორის და მიკროფონის შემაერთებელი სადენის შესაძენი თანხის წლიური ლიმიტი განსაზღვრულია 300 (სამასი) ლარით.
დაფინანსებაზე გადაწყვეტილება მიიღება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის (სხდომის ოქმის) საფუძველზე. სამუშაო ჯგუფი მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ ოთხშაბათ დღეს (უქმე დღის შემთხვევაში მომდევნო დღეს), გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე კვირის ნებისმიერ სხვა სამუშაო დღეს.
მოსალოდნელი შედეგი
შშმ პირთათვის გაწეული დახმარებები, შშმ პირთა ოჯახების მატერიალური და მორალური თანადგომა, სმენადაქვეითებული პირების საზოგადოებაში ინტეგრირება სხვების თანასწორად.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საქმიანობათა ცენტრი ფოთში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის
დაფინანსება ათას ლარში
06 02 10
30,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია ზრუნვა მოსახლეობის დაუცველი ფენის ჯანმრთელობაზე და სოციალურ კეთილდღეობაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა; კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების ეფექტური მეთოდების შემუშავება.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქმიანობათა ცენტრის ფუნქციონირება.
ქვეპროგრამის პრიორიტეტებს წარმოადგენს:
კატასტროფის მართვა (რისკის შემცირება, მზადება, რეაგირება), ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სოციალური მხარდაჭერა, ახალგაზრდული და მოხალისეობრივი მოძრაობის განვითარება.
ძირითად (პირდაპირ) სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:
1. ახალგაზრდები, სასკოლო და სკოლამდელი ასაკის მქონე პირები;
2. 60-65 წელს ზემოთ, ოჯახურ მხარდაჭერას მოკლებული ხანდაზმულები, რომლებიც იღებენ სახელმწიფო პენსიასა და შემწეობას;
3. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფები;
4. შერჩეული თემის ლიდერები და წევრები.
მოსალოდნელი შედეგი
უსაფრთხო თემების ჩამოყალიბება/განვითარება კატასტროფებისათვის მზადებით, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოციალური მხარდაჭერა, ახალგაზრდული და მოხალისეობრივი მოძრაობის განვითარება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვეწარმავლების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა
დაფინანსება ათას ლარში
06 02 11
7,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
შპს „ლაბორატორიული კვლევის ცენტრი“.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქვეწარმავლების წინააღმდეგ ბრძოლა, მოსახლეობის ქვეწარმავლების დაკბენისგან მაქსიმალური დაცვა, საცხოვრებელ და სარეკრიაციო ზონებში მოსახლეობის ცხოვრებისა და დასვენებისათვის კომფორტული და უსაფრთხო პირობების შექმნა. ზემოხსენებული ქვეპროგრამის განხორციელება ხდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს „ლაბორატორიულ კვლევის ცენტრთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
ქვეპროგრამის მიზანი, აღწერა, გასატარებელი ღონისძიებები, შემსრულებელი, მონიტორინგისა და სხვა საკითხები ასახულ იქნება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და შპს „ლაბორატორიულ კვლევის ცენტრთან“ დადებულ ხელშეკრულებაში.
მოსალოდნელი შედეგი
მოსახლეობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა.
პროგრამის დასახელება
კოდი
სოციალური დაცვა
დაფინანსება ათას ლარში
06 04
1 733,5
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ა(ა)იპ "თვითმმართველი ქალაქის -ფოთის ბავშვთა ცენტრი";
ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის“;
ა(ა)იპ „ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა განვითარების ფონდი“;
ა(ა)იპ - აფხაზეთიდან დევნილთა სარეაბილიტაციო, ეკონომიკური და კულტურული აღორძინების ხელშემწყობი ასოციაცია „დიოსკურია“;
შპს „ფოთის სატრანსპორტო კომპანია“.
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას და სოციალური პროგრამის დაგეგმარებისა და განხორციელების დროს ქალებისა და კაცების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია ბავშვების, შშმ პირების, ხანდაზმულების, ქალებისა და კაცებისთვის სხვადასხვა სოციალური სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია, სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, ხანდაზმულთა, დიალიზზე მყოფი პირების (პაციენტების) სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით ფინანსური დახმარების გაწევას, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის სასწრაფო და რეფერალური ბრიგადების მიერ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა ქალაქგარეთ ტრანსპორტირებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალშობილთა ოჯახების დახმარებას, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერად დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალურ და კომუნალურ სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობა და საზოგადოების ცალკეული კატეგორიების სოციალური პირობების გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სარიტუალო მომსახურება
დაფინანსება ათას ლარში
06 04 01
35,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
აღნიშნული ქვეპროგრამით ხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი (100 000-მდე ქულის მქონე) მოქალაქეების გარდაცვალების შემთხვევაში, მათი ოჯახებისათვის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსება 500 ლარით.
ასევე, დიდი სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა გარდაცვალების შემთხვევაში მათი ოჯახები დაფინანსდება 500 ლარით.
პროგრამის მართვა:
აღნიშნული პროგრამით დახმარების მისაღებად გარდაცვლილის ოჯახის წევრმა უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით, რომელსაც უნდა დაერთოს:
1) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
2) გარდაცვალების მოწმობის ასლი ან გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა ან/და გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
3) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი;
4) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
5) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით);
6) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა;
7) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
8) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ბიუჯეტიდან გამოყოფილი მატერიალური დახმარება, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრულ პირებს დაერიცხებათ საბანკო ანგარიშზე.
9) შსს მიერ გაცემული ცნობა, არაიდენტიფიცირებული ან უპატრონო გარდაცვლილის შესახებ.
უპატრონო და არაიდენტიფიცირებული მიცვალებულის შემთხვევაში, დაკრძალვის ორგანიზებას და ჩასასვენებელი სასახლის (კუბოს) შესყიდვისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ახორციელებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები (უბნების მიხედვით).
მოსალოდნელი შედეგი
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა გარდაცვლილთა ოჯახებისათვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მარტოხელა მშობელთა დახმარება
დაფინანსება ათას ლარში
06 04 02
190,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
სამუშაო ადგილების დეფიციტის გამო, მარტოხელა მშობელთა უმრავლესობა უმუშევარია, მათ მძიმე ტვირთად აწევთ მცირეწლოვანი შვილების მოვლა-პატრონობა. იზრდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა რაოდენობა, ამიტომ მიზანშეწონილია გაეწიოს ყოველთვიური მატერიალური დახმარება მარტოხელა მშობლებს 100 ლარის ოდენობით, მოზარდის 18 წლის ასაკის შესრულებამდე.
პროგრამის მართვა:
მატერიალური დახმარების მისაღებად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა მარტოხელა მშობელმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
3) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ მარტოხელა მშობელი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში;
4) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით);
5) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ბიუჯეტიდან გამოყოფილი მატერიალური დახმარება, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, მარტოხელა მშობლებს ან/და მათ მიერ განსაზღვრულ პირებს დაერიცხებათ საბანკო ანგარიშზე.
საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.
მოსალოდნელი შედეგი
მარტოხელა მშობელთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის უნარის გაძლიერება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ბავშვთა ცენტრის ხელშეწყობა
დაფინანსება ათას ლარში
06 04 03
200,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ "თვითმმართველი ქალაქის -ფოთის ბავშვთა ცენტრი".
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა მოიცავს ეკონომიურად უკიდურესად შეჭირვებულ, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ფიზიკური გაჯანსაღებისა და უფასო კვებით მომსახურებას. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო ამბულატორიული მკურნალობისათვის, მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
ქვეპროგრამა ეყრდნობა ბავშვის უფლებების დაცვის კონვენციას ბავშვის გადარჩენის დაცვისა და განვითარების უზრუნველყოფის საყოველთაო დეკლარაციას და შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებთან და სალიცენზიო პირობებთან.
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს უკიდურესად შეჭირვებულ, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ბავშვთა განვითარებისათვის ხელშეწყობას, მათთვის ოჯახური გარემოს შექმნას, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესაბამისად, 24 საათიან მომსახურებას.
ქვეპროგრამის დაფინანსება მოიცავს თანამშრომელთა ხელფასებს, ბავშვთა ოთხჯერად კვებას, კომუნალურ ხარჯებს, ბავშვებისთვის საჭირო ტანსაცმლისა და მედიკამენტების შეძენის ხარჯებს (საჭიროების შემთხვევაში), პირადი ჰიგიენისა და სასკოლო ნივთების შეძენას, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებისა და სალიცენზიო პირობების შესაბამისად, ბავშვთა საკურორტო ზონაში დასვენების ხარჯებს.
ქვეპროგრამა, ლიცენზიის შესაბამისად, გათვლილია 10 ბავშვზე.
მოსალოდნელი შედეგი
მზრუნველობამოკლებულ, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ბავშვების ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, მათი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარება, მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. სამომავლოდ, თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრებისათვის მზადყოფნა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამა
დაფინანსება ათას ლარში
06 04 04
55,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
„განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამა“ მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს:
ა) დიალიზზე მყოფი პირების (პაციენტების) სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, ფინანსური დახმარების გაწევა.
დიალიზზე მყოფი პირებს (პაციენტებს) სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევათ თვეში 150 ლარის ოდენობით;
პაციენტი ან/და ოჯახის წევრი განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით);
3) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა №100 ავადმყოფის დიაგნოზის მითითებით;
4) საბანკო ანგარიშის ნომერი.
შემოსული დოკუმენტაცია მოწმდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურში.
ყოველი თვის დასაწყისში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ გადამოწმდება დიალიზზე მყოფი ბენეფიციარები სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში. საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.
ბიუჯეტიდან გამოყოფილი მატერიალური დახმარება, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრულ პირებს დაერიცხებათ საბანკო ანგარიშზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბენეფიციარი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.
ბ) საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის სასწრაფო და რეფერალური ბრიგადების მიერ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა ქალაქგარეთ ტრანსპორტირების დაფინანსება.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის სასწრაფო და რეფერალური ბრიგადების მიერ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა, კერძოდ: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების, რომელთა შემოსავალი საანგარიშო წლის განმავლობაში არ აღემატება 18 000 ლარს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირების, მარტოდ მცხოვრები (მარტოხელა) პენსიონრების და ონკოლოგიური დაავადების (ავთვისებიანი სიმსივნე, ლეიკემია) მქონე მოქალაქეების ქალაქგარეთ ტრანსპორტირებას/სამედიცინო მომსახურებას (რაც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როდესაც სამედიცინო დაწესებულებას გააჩნია შესაბამისი სერვისის/მკურნალობის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში პაციენტს უზრუნველყოფს ტრანსპორტირებით).
პროგრამით გათვალისწინებული ტრანსპორტირების გაწევის შემთხვევაში, საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
1. ავადმყოფის ტრანსპორტირების/სამედიცინო მომსახურების გაწევის საფასური 35 კმ-ის (35 კმ-ის ჩათვლით) მანძილზე - 130 ლარი;
2. ავადმყოფის ტრანსპორტირების/სამედიცინო მომსახურების გაწევის საფასური 35 კმ-ზე მეტ მანძილზე - ყოველ დამატებით გავლილ 1 კილომეტრზე, საწყის საფასურს (130 ლარს) დამატებული 4 ლარი;
3. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ავადმყოფის ტრანსპორტირება/სამედიცინო მომსახურება, როგორც ქალაქგარეთ, ასევე ქალაქგარეთ მყოფი ავადმყოფის ტრანპორტირება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიმართულებით;
4. ტრანსპორტირებით მომსახურების მანძილის ათვლა დაიწყება ტრანსპორტირების განხორციელების საწყისი წერტილიდან, მომსახურების დასრულების წერტილამდე, გავლილი კილომეტრაჟის მიხედვით;
5. ტრანსპორტირებით მომსახურება ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე;
6. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარება გაიწევა წელიწადში ერთხელ.
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა ქალაქგარეთ ტრანსპორტირების დაფინასების შესახებ წარმოდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს:
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
3) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით), არსებობის შემთხვევაში;
4) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა №100 ავადმყოფის (პაციენტის) სასწრაფო დახმარების ავტომობილით გადაყვანის საჭიროების მითითებით;
5) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, ბენეფიციარის შემოსავლების შესახებ;
6) საბანკო ანგარიშის ნომერი.
შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიერ გამოთხოვილ იქნება ცნობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, ბენეფიციარის შემოსავლების შესახებ.
შემოსული დოკუმენტაცია მოწმდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურში.
ბიუჯეტიდან გამოყოფილი მატერიალური დახმარება, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრულ პირებს დაერიცხებათ საბანკო ანგარიშზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბენეფიციარი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში. მატერიალური დახმარების მიმღები პირი (წარმომადგენელი) ვალდებულია წარმოადგინოს ტრანსპორტირების დამასტურებელი დოკუმენტი.
მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ფინანსური მხარდაჭერა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისა და დაჭრილ მოქალაქეთა დახმარება
დაფინანსება ათას ლარში
06 04 05
25,6
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს, 2008 წლის აგვისტოს თვეში, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევას, მათი ხსოვნისადმი პატივის მიგებას, კერძოდ:
ა) რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი 11 მოქალაქის ოჯახისათვის - 500 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ;
ბ) რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი 4 მშვიდობიანი მოქალაქის ოჯახისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ - 500 ლარის ოდენობით ყოველთვიურად;
გ) რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ სამოქალაქო პირებზე - 300 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.
პროგრამის მართვა:
მატერიალური დახმარების მისაღებად, გარდაცვლილი მოქალაქის დედ-მამამ, მეუღლემ, სრულწლოვანმა შვილმა ან მემკვიდრემ უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
3) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ბენეფიციარების დაფინანსებაზე ბრძანებას გამოსცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი. გამოყოფილი თანხა ბენეფიციარებს დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე.
საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.
მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამაში მონაწილეთა ოჯახებისათვის მატერიალური და მორალური დახმარების გაწევა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა, ამავე ომის შშმ პირთა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეთა დახმარება
დაფინანსება ათას ლარში
06 04 06
6,6
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს:
დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და ამავე ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას. კერძოდ:
ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ბენეფიციარებს, თითოეულს 400 ლარის ოდენობით;
ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ბენეფიციარებს, თითოეულს 300 ლარის ოდენობით;
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ ბენეფიციარებს, თითოეულს 300 ლარის ოდენობით.
პროგრამის მართვა:
მატერიალური დახმარების მისაღებად დიდი სამამულო ომის მონაწილეებმა და ამავე ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეებმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა;
გ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ბენეფიციარების დაფინანსებაზე ბრძანებას გამოსცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი. გამოყოფილი თანხა ბენეფიციარებს დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბენეფიციარი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.
საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.
მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამაში მონაწილეთა ბენეფიციარების ფინანსური მხარდაჭერა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
უსინათლოებისა და სმენადაქვეითებულთა დახმარების პროგრამა
დაფინანსება ათას ლარში
06 04 08
75,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ა(ა)იპ „ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა განვითარების ფონდი“.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა გულისხმობს:
ა) უსინათლო და სმენადაქვეითებულ პენსიონერთათვის კომუნალური გადასახადების დაფინანსება
პროგრამის მართვა:
უსინათლო და სმენადაქვეითებული პენსიონერი (შემდგომში ბენეფიციარი) კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების მისაღებად განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
1) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის განყოფილებიდან, რომ ბენეფიციარი არის უსინათლო პენსიონერი ან სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის (სსე) შემოწმების აქტის ამონაწერი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა N100;
3) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის განყოფილებიდან, რომ ბენეფიციარი არის უსინათლო და სმენადაქვეითებული;
4) საბანკო ანგარიშის ნომერი.
მატერიალური დახმარება შეადგენს:
ა) პროგრამაში მონაწილე უსინათლო პენსიონერთათვის, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათი 70 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად;
ბ) პროგრამაში მონაწილე სმენადაქვეითებულ ბენეფიციარებზე მატერიალური დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად 35 ლარის ოდენობით, წელიწადში ოთხჯერ.
ბენეფიციარების დაფინანსებაზე ბრძანებას გამოსცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. გამოყოფილი თანხა ბენეფიციარებს დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბენეფიციარი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.
ყოველი თვის დასაწყისში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მოთხოვნილი იქნეს აღნიშნული ბენეფიციარების გადამოწმება სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.
ბ) ა(ა)იპ „ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა განვითარების ფონდი“-ს დახმარება კომუნალური გადასახადების და ინტერნეტით სარგებლობის ღირებულების დასაფინანსებლად
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ „ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა განვითარების ფონდი“-ს დახმარებას კომუნალური გადასახადების და ინტერნეტით სარგებლობის ღირებულების ანაზღაურებას.
პროგრამის მართვა:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და ა(ა)იპ „ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა განვითარების ფონდს“ შორის იდება ხელშეკრულება პროგრამის განხორციელების ხელშეწყობაზე, კერძოდ: კომუნალური გადასახადების და ინტერნეტით სარგებლობის ღირებულების ანაზღაურებაზე, წელიწადში არაუმეტეს 1 800 ლარისა.
ა(ა)იპ „ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა განვითარების ფონდი“ კომუნალური გადასახადების და ინტერნეტით სარგებლობის ღირებულების დარიცხვის შემდეგ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს წერილობით წარუდგენს შესაბამისი კომპანიის მიერ გაცემულ დოკუმენტს, აბონენტის ნომრის მითითებით (ქვითარი).
ა(ა)იპ „ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა განვითარების ფონდი“-ს კომუნალური გადასახადების და ინტერნეტით სარგებლობის ღირებულების დაფინანსება მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ფინანსური მხარდაჭერა კომუნალური გადასახადების და ინტერნეტით სარგებლობის ღირებულების დასაფინანსებლად.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
უსინთლოებისათვის წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შეძენა
დაფინანსება ათას ლარში
06 04 09
3,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს უსინათლო პენსიონერთათვის წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შეძენას.
პროგრამის მართვა:
უსინათლო პენსიონერი (შემდგომში ბენეფიციარი), წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შესაძენად, განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას.
განცხადებას თან უნდა დაერთოს:
1) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის განყოფილებიდან, რომ ბენეფიციარი არის უსინათლო პენსიონერი;
3) ფორმა №IV-100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
4) სააფთიაქო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა.
თანხა დაირიცხება სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. ბენეფიციარი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.
მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა ფინანსური მხარდაჭერა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
შშმ ბავშვთა დღის ცენტრის დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად
დაფინანსება ათას ლარში
06 04 10
14,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის“.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს შშმ ბავშვთა დღის ცენტრის დახმარებას კომუნალური ხარჯების დასაფინანსებლად.
პროგრამის მართვა:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის“ შორის ფორმდება ხელშეკრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამის განხორციელების ხელშეწყობაზე. კერძოდ, კომუნალური ხარჯების ნაწილობრივ ანაზღაურებაზე. ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის“ კომუნალური გადასახადების დარიცხვის შემდეგ, წერილობით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს და წერილს თან დაურთავს კომუნალური გადასახადების ოდენობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
შშმ ბავშვთა დღის ცენტრის კომუნალური ხარჯების დაფინანსება მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
მოსალოდნელი შედეგი
შშმ ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერა
დაფინანსება ათას ლარში
06 04 11
20,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის მართვა:
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის მატერიალურ წახალისებას, სწავლის სრულად დაფინანსებას საბიუჯეტო წლის განმავლობაში არაუმეტეს 2 250 (ორიათას ორასორმოცდაათი) ლარისა. კერძოდ: სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს. სტუდენტი ბოლო 3 წლის მანძილზე უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, რაც დასტურდება საინფორმაციო/რეგისტრაციის ბარათით იუსტიციის სახლიდან/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა, მათთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სწავლის ხარისხის ამაღლება.
დახმარების მისაღებად სტუდენტმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
ე) ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;
ვ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ;
ზ) საინფორმაციო/რეგისტრაციის ბარათი ბენეფიციარის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ, იუსტიციის სახლიდან/ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;
თ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით).
გადაწყვეტილების მიღების წესი:
სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლის საფასური (პროგრამით გათვალისწინებული თანხის ოდენობით) აკრედიტებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სწავლის საფასურის დავალიანების არსებობის შესახებ გაცემული ცნობის შესაბამისად. სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტით, თანხა დაირიცხება შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშის ნომერზე.
მოსალოდნელი შედეგი
სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებები
დაფინანსება ათას ლარში
06 04 12
4,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად, მოქალაქეზე (მსხვერპლზე) დახმარების გაწევა, რომლის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/ და ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ძალადობით, ეკონომიკური ძალადობით, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის მატერიალური დახმარების პროგრამა არის, ძალადობის მსხვერპლი ფიზიკური პირების გაძლიერების ღონისძიება, რომლის მიზანია ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა სოციალიზაციის პროცესში.
ქვეპროგრამის ამოცანაა, ძალადობის მსხვერპლის ან ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების მატერიალური დახმარება. მხარდაჭერის პროცესი მოიცავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ძალადობის მსხვერპლი ფიზიკური პირების განცხადებების განხილვას და ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლია მსხვერპლს, შესაბამისი სამართალდამცავი ან სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე. ამასთან, ქვეპროგრამით შესაძლოა ისარგებლოს პირმა, რომელმაც მიიღო სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დახმარების სააგენტოს სერვისი ბოლო 6 თვის განმავლობაში (თავშესაფრით, კრიზისული ცენტრით, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით) და წარმოადგენს ცნობას სერვისით სარგებლობის შესახებ.
პროგრამის მიზნებისთვის:
- მსხვერპლი არის პირი, რომლის დაცვის მიზნით მოქმედებს შემაკავებელი ორდერი, რომლის დაცვის მიზნით მოქმედებს დამცავი ორდერი ან პირი, რომლის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი პროცესი და მსხვერპლს აქვს პროკურორის მიერ გაცემული დადგენილება დაზარალებულად ცნობის
შესახებ.
- თავშესაფარი – მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე არსებული მსხვერპლთა
დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას და დაცვას.
- ბავშვიანი პირი – კანონიერი წარმომადგენელი-მეურვე/მზრუნველი;
12 კვირიდან ორსული.
- დაზარალებული – ფიზიკური პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა ფიზიკური, მორალური ან ქონებრივი ზიანი.
პროგრამის მართვა:
1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად განმცხადებელი მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს და წარადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) მსხვერპლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
ბ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობა;
გ) კანონიერი წარმომადგენლობის ან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა პირის რეგისტრაციის ადგილის შესახებ (სრული საინფორმაციო ბარათი);
ე) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ძალადობის მსხვერპლზე სამართალდამცავი ან სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი ან სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“-ს მიერ გაცემული ცნობა, სერვისით სარგებლობის შესახებ.
შემაკავებელი ან დამცავი ორდერის წარმოდგენის შემთხვევაში, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა მუნიციპალიტეტს მხარდამჭერი პროგრამით სარგებლობის უფლების მისაღებად უნდა მიმართოს შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში.
ზ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
თ) ძალადობის მსხვერპლი პირის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ, კანონით დადგენილი წესით;
ი) თავშესაფარში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
დაფინანსების ოდენობა:
- ძალადობის მსხვერპლ პირზე დახმარება გაიცემა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, წელიწადში ერთხელ.
- ძალადობის მსხვერპლ ბავშვიან პირზე დახმარება გაიცემა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, წელიწადში ერთხელ.
დახმარება გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა, ძალადობის მსხვერპლთა და
ძალადობის მსხვერპლ ბავშვიან პირთა სოციალიზაციის პროცესში მატერიალური დახმარება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ახალშობილთა ოჯახების დახმარება
დაფინანსება ათას ლარში
06 04 14
15,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ახალშობილთა ოჯახების წახალისებას, რათა ხელი შეუწყოს დემოგრაფიული ფონის გაუმჯობესებას. ქვეპროგრამის ფარგლებში ახალშობილთა ოჯახებისათვის (მათ შორის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილებზე) გათვალისწინებულია ერთჯერადად 100 ლარით დახმარება, იმის გათვალისწინებით, რომ ახალშობილის მშობლები უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.
ქვეპროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებისათვის მატერიალური დახმარების უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება ახალშობილის მშობლის მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით:
1) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
2) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით);
3) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
4) საბანკო ანგარიშის ნომერი.
პროგრამის მართვა:
თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების თანადგომა და წახალისება. მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება
დაფინანსება ათას ლარში
06 04 16
250,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტის მკვიდრ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალშვილიანის მშობლები (განქორწინების შემთხვევაში მშობელი) უნდა იყვნენ რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლებიც ზრდიან 3 და მეტ არასრულწლოვან მოზარდს (უფროსი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებამდე), უმცროს შვილზე დაენიშნოს ყოველთვიური მატერიალური დახმარება:
3-შვილიან ოჯახს – 50 ლარი;
4-შვილიან ოჯახს – 100 ლარი;
5-შვილიან ოჯახს – 190 ლარი;
6-შვილიან ოჯახს – 220 ლარი;
7-შვილიან ოჯახს – 300 ლარი;
8 და მეტ-შვილიან ოჯახს – 450 ლარი.
ქვეპროგრამის ბენეფიციარია დაახლოებით 350-მდე ოჯახი.
მატერიალური დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა ოჯახმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, შესაბამისი დოკუმენტაციით:
1) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
2) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით);
3) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
4) საბანკო ანგარიშის ნომერი;
5) განქორწინების მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).
პროგრამის მართვა:
თანხა ყოველთვიურად განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების თანადგომა და წახალისება. მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება
დაფინანსება ათას ლარში
06 04 17
40,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქალაქში დემოგრაფიული სიტუაციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალშვილიანის მშობლები უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი ქალაქ ფოთში, რომელთაც ჰყავთ ხუთი და მეტი შვილი (უფროსი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებამდე), წელიწადში ერთხელ გაეწიოთ მატერიალური დახმარება 2 000 ლარის ოდენობით.
მატერიალური დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა ოჯახმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, შესაბამისი დოკუმენტაციით:
1) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
2) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
3) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით);
4) საბანკო ანგარიშის ნომერი.
პროგრამის მართვა:
თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.
მოსალოდნელი შედეგი
მრავალშვილიან ოჯახთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის უნარის გაძლიერება, დემოგრაფიული მაჩვენებლის ზრდა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარებები
დაფინანსება ათას ლარში
06 04 18
250,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს:
1. სადღესასწაულო დღეებში შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარების მატერიალურ წახალისებას:
- დედით ან მამით ობლები 18 წლამდე ასაკის – 100 ლარი წელიწადში ერთხელ.
- დედ-მამით ობლები 18 წლამდე ასაკის – 500 ლარი წელიწადში ერთხელ.
- ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის ლიკვიდაციაში მონაწილეთათვის (26 აპრილს) – 100 ლარი ერთჯერადად.
- ქალაქის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პენსიონრები – 200 ლარი ერთჯერადად.
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 18 წლამდე ასაკის მოზარდები – 100 ლარი წელიწადში ორჯერ.
- დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები 18 წლამდე ასაკის – 500 ლარი წელიწადში ორჯერ.
- ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვთათვის, 18 წლამდე ასაკის ბავშვები - 500 ლარი ერთჯერადად.
- ქალაქში მცხოვრები უხუცესები:
ა) 90-100 წლამდე უხუცესები – 100 ლარი ერთჯერადად;
ბ) 100 წლის და 100 წელს გადაცილებული უხუცესები - 500 ლარი ერთჯერადად.
პროგრამის მართვა:
ბენეფიციარის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
- დედით ან მამით ობლები:
1) ობლის (ობლების) დაბადების მოწმობის ასლი;
2) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
3) გადაწყვეტილება მეურვეობა/მზრუნველობის დაწესების შესახებ;
4) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით);
5) საბანკო ანგარიშის ნომერი.
- დედ-მამით ობლები:
1) ობლის (ობლების) დაბადების მოწმობის ასლი;
2) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი;
3) გადაწყვეტილება მეურვეობა/მზრუნველობის დაწესების შესახებ;
4) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით);
5) საბანკო ანგარიშის ნომერი.
- ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის ლიკვიდაციაში მონაწილეთათვის:
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) საბანკო ანგარიშის ნომერი;
3) მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ქალაქის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პენსიონრები:
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) საბანკო ანგარიშის ნომერი;
3) ინფორმაცია ქალაქის წინაშე დამსახურების შესახებ.
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 18 წლამდე ასაკის მოზარდები:
1) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
2) შშმ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
3) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4) საბანკო ანგარიშის ნომერი.
- დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები 18 წლამდე ასაკის:
1) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
2) შშმ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
3) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ ფორმა №100;
4) საბანკო ანგარიშის ნომერი.
- ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვთათვის, 18 წლამდე ასაკის ბავშვები:
1) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
2) შშმ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
3) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ ფორმა №100;
4) საბანკო ანგარიშის ნომერი.
- ქალაქში მცხოვრები უხუცესები:
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) საბანკო ანგარიშის ნომერი.
თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. ბენეფიციარი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში. საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.
2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებისათვის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით.
დახმარების მიმღებ ბენეფიციარებს წარმოადგენს:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ოჯახები, ასევე მრავალშვილიანი, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, დედით, მამითა და დედ-მამით 18 წლამდე ასაკის ობლები, უსინათლო, ყრუ და მეტყველების უნარის არმქონე პირები.
ბენეფიციართათვის საკვები პროდუქტების გადაცემა განხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლისა (უბნების მიხედვით) და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სიების მიხედვით.
მოსალოდნელი შედეგი
ობლების, ქალაქის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პენსიონრების, ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის ლიკვიდაციის მონაწილეთათვის, ქალაქში მცხოვრები უხუცესების, შშმ მოზარდების, დაუნის სინდრომის მქონე და ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვთათვის ფინანსური წახალისება. სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევის, სტიქიური მოვლენების და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება
დაფინანსება ათას ლარში
06 04 19
30,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. კერძოდ:
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება, კერძოდ: სრული ზარალის შემთხვევაში ერთ ოჯახზე 7 000-მდე ლარის ოდენობით; ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში 4 000-მდე ლარით.
პროგრამის მართვა:
დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მოქალაქემ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა (ხანძრის შესახებ) გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ქ.ფოთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მიერ;
დ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) დასკვნა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
დახმარება გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის საფუძველზე.
მოსალოდნელი შედეგი
სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მყოფი სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოდ მცხოვრები (მარტოხელა) პენსიონრებისა და შშმ მოქალაქეთათვის გაზიფიცირების ხელშეწყობის პროგრამა
დაფინანსება ათას ლარში
06 04 20
3,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მყოფი, სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 70 000 ქულის მქონე) მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოდ მცხოვრები (მარტოხელა) პენსიონრებისა და შშმ პირების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, კერძოდ ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ღირებულების 100%-ის დაფინანსება, ერთი წერტილის გათვალისწინებით.
ბენეფიციარი განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) საჯარო რეესტრის ამონაწერი უძრავი ქონების საკუთრების შესახებ;
ვ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) დასკვნა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ინდივიდუალურად თითოეულ ბენეფიციარს და ბუნებრივი გაზის მომწოდებელს წარედგინება მერიის წერილობითი თანხმობა დაფინანსების შესახებ.
ანგარიშსწორების მიზნით, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება ბუნებრივი გაზის მომწოდებლის მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი გაწეული მომსახურეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
მოსალოდნელი შედეგი
სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა
დაფინანსება ათას ლარში
06 04 21
30,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის ქვეპროგრამით გათვალისწინებულია: ქალების ცნობიერების ამაღლება, საჭიროების მქონე ქალთა წახალისება სხვადასხვა ფორმით, მეწარმე ქალთა გაძლიერება, ქალთა ჩართულობის ზრდა და მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორი უფლებებითა და შესაძლებლობებით.
„ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ ხელშეწყობა“
ქვეპროგრამის მიზანი:
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გზით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის წარმატებით მიღწევა, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა ეკონომიკურ/სოციალურ აქტიურობას და ხელს შეუწყობს თანაბარი/თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, ქალთა გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.
ქვეპროგრამის მართვა:
„ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების (ქალები) მიერ წარმოდგენილი პროექტების 80%-მდე თანადაფინანსებას.
საუკეთესო პროექტი გამოვლინდება კონკურსის საფუძველზე.
საბიუჯეტო წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების ჯამური ოდენობა განისაზღვრება 30 000 ლარით. თითოეული გამარჯვებულისათვის თანადაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ხოლო მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს.
თანადაფინანსებად ჩაითვლება მხოლოდ თანხობრივი მონაწილეობა.
კონკურსის მონაწილე შეიძლება იყოს: ფიზიკური პირ(ებ)ი (ქალი) – ასევე პირ(ებ)ი (ქალი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად (სრულწლოვანი -18 წელს მიღწეული), ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი.
წარმოდგენილი პროექტი უნდა ემსახურებოდეს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. პროექტი არ უნდა ეხებოდეს სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს წარმოების მიმართულებებს, რელიგიურ საკითხებს, ასევე მხოლოდ ინფორმირებას.
საკონკურსო რესურსით არ ფინანსდება შემდეგი ხარჯები:
ა) ხელფასები და მიმდინარე ხარჯები;
ბ) უძრავი ქონების შეძენა;
გ) სემინარებში, სამუშაო შეხვედრებში და კონფერენციებში ინდივიდუალური მონაწილეობა;
დ) კვლევები;
ე) სასწავლო/სამეცნიერო გრანტები;
ვ) ჰუმანიტარული აქციები და საქმიანობა;
ზ) გადასახდელი პროცენტები, საურავები, ჯარიმები;
თ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობები.
წარმოდგენილი პროექტი უნდა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
კონკურსში ჩართვის მიზნით, ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარმოდგენა.
მუნიციპალიტეტი იტოვებს უფლებას, გადაულახავი გარემოებების დადგომის შემთხვევაში, მისგან დამოუკიდებელი გარემოების არსებობისას, უარი თქვას პროექტის დაფინანსებაზე.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროგრამის მართვის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ, გამარჯვებულმა პროექტმა უნდა გაიაროს კონკურსის I და II ეტაპი.
კონკურსის I ეტაპი:
კონკურსანტის განცხადება განიხილება მოცემული კრიტერიუმების მიხედვით, რომელთაც მიენიჭებათ შესაბამისი ქულების ოდენობა:
- პროექტი ახალ ინიციატივებსა და სიახლეებზეა ორიენტირებული – 10 ქულა;
- პროექტი დეტალურად და ნათლადაა აღწერილი – 10 ქულა;
- პროექტის განაცხადი ნათლად აჩვენებს ქალის განვითარების შესაძლებლობებს ეკონომიკურ სფეროში – 10 ქულა;
- სამიზნე ბაზარი – 10 ქულა;
- დასაქმებულთა რაოდენობა – 10 ქულა;
- პროექტის განხორციელების შედეგების ეფექტურობა – 10 ქულა;
- პროექტის მდგრადობა – 10 ქულა;
- პროექტის განაცხადის ყველა პუნქტი შევსებულია – 10 ქულა;
- პროექტის ბიუჯეტი რეალურადაა დაგეგმილი – 10 ქულა;
- პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები ტექნიკურად განხორციელებადია – 10 ქულა.
კონკურსის I ეტაპის გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება უმაღლესი შეფასების შედეგად, რომელსაც მიღებული აქვს ქულათა საშუალო არითმეტიკულის 50%-ზე მეტი.
კონკურსის II ეტაპი:
კონკურსის II ეტაპის გამარჯვებული გამოვლინდება აპლიკანტის, კომისიის წევრებთან გასაუბრების საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს კომისიის წევრების მიერ ობიექტის ადგილზე დათვალიერება.
პროექტები, რომლებიც დადებით შეფასებას მიიღებენ, ამასთან წარმატებით გაივლიან გასაუბრებას, რეიტინგის შესაბამისად, გამარჯვებულად ჩაითვლებიან.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) შევსებული განცხადება მერის სახელზე;
ბ) შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ფორმა წინასწარ მტკიცდება საკონკურსო კომისიის მიერ);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სამოტივაციო წერილი (ხელმოწერილი);
ვ) მიწის ნაკვეთის საკუთრების/იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), იჯარის შემთხვევაში ამონაწერთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება;
ზ) დანადგარის, ტექნიკის ან სხვა ნივთის შეძენის შემთხვევაში ბაზრის კვლევის შედეგები (ინვოისი - სულ მცირე 3 მომწოდებლისაგან. ამასთან, განახლებული ინვოისი წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულების დადებისას, რის მიხედვით დადგინდება აპლიკანტის თანამონაწილეობის თანხის საბოლოო ოდენობა);
თ) დაფინანსების შემთხვევაში - კონკურსანტის/განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დამატებითი დოკუმენტაცია.
კონკურსს აცხადებს და შესაბამის პროცედურებს ახორციელებს მერის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისია. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა ხდება საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამის პირობების შესაბამისად. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც გამარჯვებულ აპლიკანტთან დებს ხელშეკრულებას და გამოსცემს
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით.
თანხის ჩარიცხვა განხორციელდება გამარჯვებული აპლიკანტის მიერ გასაღები თანამონაწილეობის თანხის (პროექტის საერთო ღირებულების 20%) გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.
გამარჯვებულ აპლიკანტს თანხა დაერიცხება წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ნომერზე. კონკურსში გამარჯვებულის მიერ შესასრულებელი პირობები განისაზღვრება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას (მერი) და კონკურსში გამარჯვებულ აპლიკანტს შორის, დადებული ხელშეკრულებით.
პროგრამა არ ვრცელდება წინა საბიუჯეტო წლის კონკურსის გამარჯვებულებზე.
მოსალოდნელი შედეგი
ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მიმართული ინიციატივების გამოვლენა. საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა აქტიური ჩართულობისა და გაძლიერების ხელშეწყობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა
დაფინანსება ათას ლარში
06 04 22
290,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამით ისარგებლებენ:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები თავშესაფრის გარეშე დარჩენილი
ოჯახები ან პირი, რომელთა საცხოვრებელი სახლი, სტიქიური უბედურების,უბედური შემთხვევების და სხვა გარემოებების გამო დაინგრა, დაიწვა ან
საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისათვის საშიში გახდა. ასევე,უსახლკაროდ დარჩენილი შშმ პირები და ძალადობის მსხვერპლნი.
თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირის/ოჯახის დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში 12 თვემდე ვადით. ბინის ქირის ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურად არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
ფორსმაჟორის შემთხვევაში დაზარალებული ოჯახის (მოქალაქის) სასტუმროში
განთავსება და დაბინავების ხარჯები ანაზღაურდეს ამ პროგრამის ფარგლებში,გონივრულ ვადაში, ალტერნატიული ფართის მოძიებამდე.
პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, რომელმაც მერიის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურთან და მერის წარმომადგენელთან ერთად პერიოდულად, არანაკლებ თვეში ერთხელ, უნდა შეისწავლოს ბენეფიციარის სოციალური და ქონებრივი მდგომარეობა. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს დაუფიქსირდება საკუთრებაში სხვა საცხოვრებლად ვარგისი ფართი, ან/და უსახლკარო ოჯახის წევრ(ებ)ს სახელმწიფოსგან ერთხელ უკვე მიღებული
აქვს/აქვთ საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია
საცხოვრებელი ფართის შესაძენად, აღნიშნული გარემოება გამოიწვევს პროგრამით გათვალისწინებული დახმარების შეწყვეტას.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, უზრუნველყონ ქირავნობის ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ საცხოვრებელ ფართში, ბენეფიციარის ფაქტობრივი ცხოვრებისფაქტის სისტემატური გადამოწმება და ინფორმაცია მიაწოდონ ქალაქ ფოთის
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.
გადამოწმების შედეგად, ბენეფიციარის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის
მისამართის შეცვლა გამოიწვევს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული
დახმარების შეწყვეტას.
პროგრამის მართვა:
ამ პროგრამის ფარგლებში მოქალაქემ მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის საცხოვრებელი ფართის
საკუთრების რეგისტრაციის თაობაზე (არსებობის შემთხვევაში);
დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის
მოხსენებითი ბარათი;
ე) ქირავნობის ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული ბენეფიციარსა და
გამქირავებელს შორის;
ვ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს გამქირავებლის
სახელზე საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის ფაქტს;
ზ) ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში შემაკავებელი, დამცავი ორდერი ან
ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისი გარემოების არსებობის შემთხვევაში);
თ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისი გარემოების არსებობის შემთხვევაში);
ი) გამქირავებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
დაფინანსებაზე გადაწყვეტილება მიიღება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის (სხდომის ოქმის) საფუძველზე.
გამოყოფილი თანხა გამქირავებელს დაერიცხება საბანკო ანგარიშზე.
მოსალოდნელი შედეგი
თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ავარიული და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი შენობიდან მოქალაქეების დროული გაყვანა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ჟანგბადდამოკიდებული ბენეფიციარების მატერიალური დახმარება ჟანგბადით უზრუნველყოფის მიზნით
დაფინანსება ათას ლარში
06 04 26
10,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ჟანგბადდამოკიდებული ბენეფიციარებისათვის ჟანგბადით უზრუნველყოფის მიზნით, მატერიალურ დახმარებას 300 ლარით, წელიწადში ორჯერ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბენეფიციარებისათვის.
პროგრამის მართვა:
დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა №100 ავადმყოფის დიაგნოზისა და ჟანგბადის მოხმარების აუცილებლობის მითითებით;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
დახმარება გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის (სხდომის ოქმის) საფუძველზე.
მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამით მოსარგებლე მოქალაქეთა ფინანსური მხარდაჭერა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების ფინანსური დახმარება
დაფინანსება ათას ლარში
06 04 27
10,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების ფინანსურ დახმარებას.
პროგრამით გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 200 ლარს, წელიწადში არაუმეტეს ორჯერ.
პროგრამის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას, განვითარებას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას.
პროგრამის მართვა:
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან მესამე პირების მიერ განხორციელებული შეტყობინება (მათ შორის ანონიმური ზარი).
ბავშვიანი ოჯახების ფულადი სოციალური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციული აქტით, რომლის საფუძველია ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სოციალური მუშაკის შესაბამისი დასკვნა.
გადაწყვეტილების მისაღებად ასევე წარმოსადგენია:
ა) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლები, დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტი (აუცილებლობის შემთხვევაში);
ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
გ) საჭიროების შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) სხვა დამატებითი დოკუმენტი საჭიროების შემთხვევაში.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება ბავშვის კანონიერ წარმომადგენელზე/მეურვეზე/მზრუნველზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
ამასთან, დასკვნას და შესაბამის დოკუმენტებს ამზადებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სოციალური მუშაკი, ხოლო ბრძანების პროექტს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვისა და დევნილთა განყოფილება.
მოსალოდნელი შედეგი
„ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ბავშვის ოჯახის მხარდამჭერი ღონისძიება, საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
დიაბეტით დაავადებულ (18 წლამდე) ბავშვთა მატერიალური დახმარების პროგრამა
დაფინანსება ათას ლარში
06 04 28
16,8
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს ღონისძიებები სოციალური დახმარებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ბავშვები საჭიროებენ სპეციფიკურ მოვლას და კვებას, რაც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული.
ამდენად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ბავშვების მატერიალური დახმარების მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი პროგრამა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, დიაბეტით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვს (შემდგომში - ბავშვი) ფინანსური დახმარება გაეწევა თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით.
მშობელი ან/ კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
1. მშობლის ან/ კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განცხადება შემოაქვს კანონიერ წარმომადგენელს);
2. იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით), თუ ბენეფიციარი იძულებით გადაადგილებული პირია (აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში საინფორმაციო ბარათი იუსტიციის სახლიდან/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან არ არის საჭირო);
3. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100, ბენეფიციარის დიაგნოზის (დიაბეტი) მითითებით;
4. დიაბეტით დაავადებული ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
5. საინფორმაციო ბარათი ბენეფიციარის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში
რეგისტრაციის შესახებ, იუსტიციის სახლიდან/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;
6. დიაბეტით დაავადებული ბავშვის მშობელის/კანონიერი წარმომადგენელის საბანკო ანგარიშის ნომერი.
დახმარება გაეწევა დიაბეტით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვებს, რომლებიც განცხადების შეტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო 6 თვე რეგისტრირებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.
შემოსული დოკუმენტაცია მოწმდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურში.
ბიუჯეტიდან გამოყოფილი მატერიალური დახმარება, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრულ მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს დაერიცხებათ საბანკო ანგარიშზე.
მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამით მოსარგებლე - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ფინანსური მხარდაჭერა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სოციალურად დაუცველი და საჭიროების მქონე მოსწავლეების სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფა
დაფინანსება ათას ლარში
06 04 30
10,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ოჯახები ვერ ახერხებენ ბავშვებისათვის სასკოლო ნივთების შეძენას, რაც ხშირ შემთხვევაში ბავშვის განვითარების შემაფერხებელია. ბავშვებისთვის ცხოვრების ეს ეტაპი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ ასაკში ბავშვი ინტენსიურად ითვისებს სასკოლო უნარებს, გრამატიკულად სწორად მეტყველებას, წერას, თეორიულ აზროვნებას.
ქვეპროგრამის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა და განათლების ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას, განვითარებას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას.
ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს მიეკუთვნებიან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები საჭიროების მქონე I-VI კლასის მოსწავლეები, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები.
სამიზნე ჯგუფის პირთა იდენტიფიცირება განხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ, მათ მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
ქვეპროგრამით გათვალისწინებულია სასკოლო ნივთების შესყიდვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პროგრამის მართვა:
აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული სასკოლო ნივთებით დახმარება, საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეიძლება გაეწიოთ წელიწადში ერთხელ, თითოეულ ბავშვზე, სასწავლო წლის დაწყებამდე.
მოსალოდნელი შედეგი
„ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ბავშვის ოჯახის მხარდამჭერი ღონისძიება, საჭიროების მქონე ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარებას, განათლების მიღების და ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას.
სასწავლო წლის განმავლობაში, სასწავლო ნივთებით უზრუნველყოფილი იქნება 150-მდე ბავშვი.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სოციალური საწარმოს “ჩვენი გული მოქარგული“ თანადაფინანსება
დაფინანსება ათას ლარში
06 04 31
15,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ა(ა)იპ - აფხაზეთიდან დევნილთა სარეაბილიტაციო, ეკონომიკური და კულტურული აღორძინების ხელშემწყობი ასოციაცია „დიოსკურია“.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ა(ა)იპ - აფხაზეთიდან დევნილთა სარეაბილიტაციო, ეკონომიკური და კულტურული აღორძინების ხელშემწყობი ასოციაცია „დიოსკურია“-სთან (საიდენტიფიკაციო კოდი 215110350) არსებული სოციალური საწარმო „ჩვენი გული მოქარგული“ ფუნქციონირებს 2018 წლიდან.
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების: ქალების და 12-დან 16 წლამდე მოზარდი გოგონების (სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული, შშმ, ძალადობის მსხვერპლი) პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას, კერძოდ: ქარგვის ტექნიკის, კერვის, თექვის, ბატიკის, საქსოვ დაზგაზე ქსოვის, პოლიმერულ თიხაზე მუშაობის, ტექსტილზე, ჭიქაზე პრინტვის უნარების, კომპიუტერული და ციფრული პლატფორმების გამოყენების საბაზისო მეთოდების შესწავლასა და განვითარებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ - აფხაზეთიდან დევნილთა სარეაბილიტაციო, ეკონომიკური და კულტურული აღორძინების ხელშემწყობი ასოციაცია „დიოსკურია“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 215110350) შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, განხორციელდება სოციალური საწარმოს დახმარება, რომლის ფარგლებში დაფინანსდება/თანადაფინანსდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ქალების და 12-დან 16 წლამდე მოზარდი გოგონების (სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული, შშმ, ძალადობის მსხვერპლი) სწავლა-გადამზადების პროგრამის საფასური. ბენეფიციარები პროგრამის ფარგლებში იღებენ ცოდნას, იუმჯობესებენ უნარებს, ეუფლებიან თექვას, ქარგვას, პოლიმერულ თიხაზე მუშაობას, საქსოვ დაზგაზე ქსოვას, ამზადებენ სხვადასხვა ტიპის ხელნაკეთ სუვენირებს, ბატიკის სუვენირებს. ბენეფიციარები შემდგომში აგრძელებენ თანამშრომლობას სოციალურ საწარმოსთან, ან სხვა საწარმოში საქმდებიან, ან დამოუკიდებლად აწარმოებენ და რეალიზაციას უკეთებენ მათ მიერ შექმნილ პროდუქციას.
სწავლა-გადამზადების პროგრამა, ბენეფიციარებს ასევე აძლევს შესაძლებლობას დაეუფლონ საბაზისო კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს და გაიღრმავონ ამ სფეროში კომპეტენციები, რაც სამომავლოდ დაეხმარებათ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა გამოიყენონ საოფისე საქმიანობასა და ციფრულ პლათფორმებზე (ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედია და ა.შ.).
ქვეპროგრამის ფარგლებში, სოციალური საწარმოს მიერ დამზადებული პროდუქციის ნაწილი, საჭიროებისამებრ, უსასყიდლოდ გადაეცემათ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების ბენეფიციარებს.
სწავლის კურსი შეადგენს 4 თვეს. საწარმო გადაამზადებს 2 ჯგუფს (თითო ჯგუფში, სულ მცირე 20 ბენეფიციარი). საერთო რაოდენობა არანაკლებ 40 ბენეფიციარი.
დაფინანსება/თანადაფინანსება მოხდება მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი წარმოადგენს დამატებით დოკუმენტაციას სამსახურის მოთხოვნით.
მოსალოდნელი შედეგი
მოწოდებული სერვისის განხორციელების შედეგად მოწყვლადი ჯგუფების ქალებისა და 12-დან 16 წლამდე მოზარდი გოგონების (სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული, შშმ, ძალადობის მსხვერპლი) პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
რეინტეგრირებული და რეინტეგრაციას დაქვემდებარებული ბავშვიანი ოჯახების დახმარება
დაფინანსება ათას ლარში
06 04 32
5,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები რეინტეგრირებული ან/და რეინტეგრაციას დაქვემდებარებული ბავშვიანი ოჯახების სოციალურ ხელშეწყობას, სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების, მიტოვების რისკების პრევენციას და აღმოფხვრას, ასევე სახელმწიფო მზრუნველობიდან რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახების გაძლიერებას, კომუნალური გადასახადების
(ელექტროენერგიის, წყლის ან/და ბუნებრივი აირის) სარგებლობის სრული/ნაწილობრივ დაფარვას.
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე რეინტეგრირებული ბავშვების ან რეინტეგრაციას დაქვემდებარებული ბავშვების (1-დან -18 წლამდე) ოჯახები, რომელთაც აქვთ ამ პროგრამაში ჩართვის საჭიროება.
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის პირთა იდენტიფიცირება განხორციელდება კომპეტენტური ორგანოს – სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, მიერ გაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე.
1. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა თითოეულ რეინტეგრირებულ ან რეინტეგრაციას დაქვემდებარებულ ბავშვს, თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. მატერიალური დახმარება მიეცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და იმავდროულად, ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახს/პირს, რომელსაც 2026 წლამდე მოპოვებული აქვს და არ აქვს შეწყვეტილი რეინტეგრაციის შემწეობის მიღების უფლება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად და ასევე, 2026 წლის განმავლობაში მოიპოვებს ამ უფლებას, ასევე ოჯახს, რომლის არასრულწლოვანი
შვილი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში და იგეგმება მისი ოჯახში რეინტეგრაცია. დახმარების გაცემის ვადა განისაზღვრება ბავშვის ოჯახში რეინტეგრაციითა და რეინტეგრაციის მოქმედების ვადით. ბენეფიციარებს დახმარების მისაღებად უფლება წარმოეშობათ, სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში, მომართვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ქვეპროგრამაში ჩართული ოჯახები მატერიალური დახმარებით დაკმაყოფილდებიან რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამით მომსახურების ვადის დასრულებამდე 2026 საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება ბავშვის კანონიერ წარმომადგენელზე/მეურვეზე/მზრუნველზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე, ყოველთვიურად კალენდარული წლის ბოლომდე, მაგრამ არაუმეტეს რეინტეგრაციის მოქმედების ვადით.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება პროგრამის სამიზნე ჯგუფების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, მათ მიერ მოხმარებული კომუნალური გადასახადების (ელექტროენერგიის, წყლის ან/და ბუნებრივი აირის) სარგებლობის ღირებულების ანაზღაურების დაფინანსება/თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
- ბენეფიციარებს ყოველთვიურად აუნაზღაურდებათ მოხმარებული კომუნალური გადასახადის - ელექტროენერგიის, წყლის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულება, თვიური ლიმიტის მიხედვით, ოჯახზე არაუმეტეს 50 ლარისა. თანხა აუნაზღაურდება მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველის მქონე ბენეფიციარებს, ფაქტობრივი მისამართის მიხედვით. კომუნალური გადასახადების ღირებულება
აუნაზღაურდება, მის მიერ წარმოდგენილ შესაბამის აბონენტის ნომერზე (ელექტროენერგიის, წყლის ან/და ბუნებრივი აირის), მიმწოდებელი კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
პროგრამის მიზანია ოჯახები, რომელთა წევრთა შემადგენლობიდან რეინტეგრირებულია ან რეინტეგრაციას დაქვემდებარებულია ერთი ან მეტი ბავშვი.
პროგრამის მართვა:
პროგრამით სარგებლობისთვის მშობელი ან/კანონიერი წარმომადგენელი ან სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“ წერილობით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას.
რეინტეგრაციას დაქვემდებარებული ბავშვის ოჯახის სტატუსს ადასტურებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო წერილობით.
დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, ადმინისტრაციული აქტით, რომლის საფუძველია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ გაცემული დასკვნა - რეკომენდაცია.
გადაწყვეტილების მისაღებად ასევე წარმოსადგენია:
ა) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლები, დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (აუცილებლობის შემთხვევაში);
ბ) საჭიროების შემთხვევაში, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
გ) სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნული იქნება პირის სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსებისა და ვადების შესახებ;
დ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) კომუნალური გადასახადების (ელექტროენერგიის, წყლის ან/და ბუნებრივი აირის) სარგებლობის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი კომპანიის მიერ გაცემული დოკუმენტი, აბონენტის ნომრის მითითებით (ქვითარი);
ვ) სხვა დამატებით დოკუმენტი საჭიროების შემთხვევაში.
დასკვნას და შესაბამის დოკუმენტებს ამზადებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სოციალური მუშაკი, ხოლო ბრძანების პროექტს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვისა და დევნილთა განყოფილება.
მოსალოდნელი შედეგი
„ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ბავშვის ოჯახის მხარდაჭერა, ბავშვიანი ოჯახების სოციალური ხელშეწყობა, სახელმწიფო მზრუნველობაში
განთავსებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება და მიტოვების რისკების პრევენცია.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე
დაფინანსება ათას ლარში
06 04 33
110,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
შპს „ფოთის სატრანსპორტო კომპანია“.
პროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ხელს უწყობს ქალების, ბავშვების, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების გადაადგილებას და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
1) M3 კატეგორიის იმ ავტობუსებით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით, 50% შეღავათიანი მგზავრობით ისარგებლებენ ქალაქ ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
დ) სამხედრო ძალების ვეტერანები;
ე) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
მგზავრობის გადასახადისაგან სრულად თავისუფლდება ქალაქ ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
ა) 0 – 6 წლამდე ბავშვები;
ბ) სკოლის მოსწავლეები (24 საათში 2-ჯერ);
გ) ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის“ ბენეფიციარები, სასადილოს თანამშრომლები, მედდები და ექიმები;
დ) ა(ა)იპ კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ დღის ცენტრის თანამშრომლები;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი დამხმარე ნებისმიერი პირი;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სმენადაქვეითებული პირები.
2) M2 კატეგორიის ტრანსპორტით მგზავრობის გადასახადისაგან თავისუფლდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარები, ასევე ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის“ მედდები და ექიმები.
მოსალოდნელი შედეგი
მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა
დაფინანსება ათას ლარში
06 04 34
20,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის“.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, პერსონალური ასისტენტის საშუალებით.
ქვეპროგრამის ამოცანაა დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, მომსახურების მიმღებ პირთათვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიმღებთა მიერ ინდივიდუალურ საჭიროებაზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნაზე მორგებული მომსახურების მიწოდება, ხელი შეუწყოს მათ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, სოციალურ აქტივობაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაში.
ქვეპროგრამის მიზანი, აღწერა, გასატარებელი ღონისძიებები, შემსრულებელი, მონიტორინგის და სხვა საკითხები ასახულ იქნება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებაში.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის განხორციელების წესი განისაზღვრება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
მოსალოდნელი შედეგი
შშმ პირთა პერსონალური ასისტირებით ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
პროგრამის დასახელება
კოდი
სოციალური მომსახურების ცენტრის ხელშეწყობა
დაფინანსება ათას ლარში
06 07
1 900,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრი".
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია მოქალაქეთა მომსახურების სერვისის გაუმჯობესება, აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება, სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბების, მოსახლეობის სამართლიანი და ეფექტური დახმარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წინადადებებისა და ინფორმაციების მომზადება.
ა) შინმოვლის სერვისი
პროგრამის მიზანია შინმოვლის სერვისის განვითარებისა და დანერგვის გზით უნარშეზღუდული/მოწყვლადი ადამიანებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, კვალიფიციური სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიწოდება საცხოვრებელ ადგილზე იმ პირთათვის, რომლებიც საკუთარ თავს ვერ უვლიან.
პროგრამა ვრცელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეებზე.
პროგრამა ითვალისწინებს დაუძლურებული ან/და ლოგინს მიჯაჭვული ბენეფიციარებისათვის, კვალიფიციური მედდების, ექიმისა და ტექნიკური მუშაკის დახმარებით, სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდებას ადგილებზე.
სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია მოიცავს მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: საკვებისა და მედიკამენტების მიღებას, წნევის კონტროლს, პირად ჰიგიენას, ყოველდღიურ ინსტრუმენტალურ აქტივობებს და სხვას.
მოქალაქემ მომსახურების მისაღებად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
1) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა IV-100/ა - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
2) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
3) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
4) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით).
მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრში“ შექმნილი კომისიის მიერ 10 დღეში ერთხელ; კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება დასკვნის სახით. კომისიის დასკვნის საფუძველზე გამოიცემა დირექტორის ბრძანება პროგრამის ბენეფიციარების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ.
შინმოსვლის სერვისის ბენეფიციარია დაახლოებით 28 ადამიანი.
b) უფასო კვებით უზრუნველყოფა
არამდგრადი შრომის ბაზარი, სოციალურად დაუცველი ოჯახები, საკვებ პროდუქტებზე მაღალი ფასები მოითხოვს შეიქმნას ერთჯერადად, უფასო კვების სერვისი. პროგრამა ითვალისწინებს ყოველდღიურად უმწეო მოქალაქეთა უზრუნველყოფას ცხელი სადილით დღეში ერთხელ. იმ მოქალაქეებს, რომელთაც უჭირთ გადაადგილება, არიან ლოგინს მიჯაჭვულები, გაეწევათ მომსახურება ბინაზე მიტანით.
სასადილოს ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული პირები, რომლებიც იღებენ ფულად დახმარებას ან აქვთ ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობის უფლება, მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერები, შშმ პირები და სხვა.
პროგრამა ვრცელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეებზე.
მოქალაქემ მომსახურების მისაღებად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
1) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
2) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით).
მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრში“ შექმნილი კომისიის მიერ 10 დღეში ერთხელ; კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება დასკვნის სახით. კომისიის დასკვნის საფუძველზე გამოიცემა დირექტორის ბრძანება პროგრამის ბენეფიციარების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ.
უფასო კვებით უზრუნველყოფის სერვისის ბენეფიციარია დაახლოებით 360 ადამიანი.
გ) სამსახური ახორციელებს მოქალაქეებიდან შემოსული წინადადებებისა და განცხადებების (საცხოვრებელი ადგილის დადასტურების, ოჯახის შემადგენლობის, საკუთრების დადასტურება - მიწის, შინაური პირუტყვის, საშენი მასალის, სტაციონარული დახმარების, წამლის ვაუჩერით დახმარების და სხვა) შესწავლას და დაგეგმილ ვადებში კვალიფიციური პასუხის მომზადებას, მათ შორის მოსახლეობის ცხოვრების დონის, სოციალური სერვისებით უზრუნველყოფის, შესაბამისი საჭიროების მქონე შშმ პირთა (მათ შორის ბავშვთა) პრევენციული, სარეაბილიტაციო და ალტერნატიული მომსახურების, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ და მიუსაფარ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით; ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მუშაობის ხელშეწყობას მათ უფლებამოსილების ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით (წარმომადგენლის მომართვის საფუძველზე შესაბამისი ინფორმაციისა და დასკვნის მიწოდება), არსებული საინფორმაციო ბანკის სისტემატურ განახლებას, მოსახლეობის სამართლიანი და ეფექტური დახმარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წინადადებებისა და ინფორმაციების მომზადებას.
მოსალოდნელი შედეგი
გაუმჯობესდება მოსახლეობის მომსახურების სერვისი და ცალკეული კატეგორიების მოქალაქეთა სოციალური პირობებ