მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა.
ათას ლარში
პროგრამული კოდი
დ
ასახელება
2026 წლის გეგმა
04 00
განათლება
5 610,0
04 01
სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
5 610,0
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
დაფინანსება ათას ლარში
04 01
5 610,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ "თვითმმართველ ქალაქ ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანება".
პროგრამის აღწერა და მიზანი
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება.
დღეის მდგომარეობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 15 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 1 400 ბავშვი. ბაგა-ბაღებში, ჯამში, დასაქმებულია 162 აღმზრდელი, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი.
სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირების პროგრამის მიზანია: ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა-შენახვა, დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება, ინკლუზიური სწავლების დანერგვით თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნა.
ა(ა)იპ "თვითმმართველ ქალაქ ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში" ბავშვთა კვებისათვის დადგენილია ერთ ბავშვზე 4.3 ლარი დღეში, რომელიც განისაზღვრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორის მიერ დამტკიცებული მენიუთი (ბავშვთა კვების რაციონიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, დამტკიცებულ მენიუში დასაშვებია ერთ ბავშვზე გათვლილი კვების ღირებულების ცდომილება თეთრებით).
მოსალოდნელი შედეგი
ხარისხიანი მუნიციპალური სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნა და თანაბარი ხელმისაწვდომობა.
სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სკოლისათვის მზაობ