მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების საწინდარია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ყოველი განხორციელებული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი მუნიციპალიტეტში ეკონომიკური აქტივობის და ბიზნესის განვითარების ახალი წყაროა. შესაბამისად, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და განვითარება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა, დაფინანსდება მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებები.
ათას ლარში
პროგრამული კოდი
და
სახელება
2026 წლის გეგმა
02 00
ინფრასტრუქტურის განვითარება
13 882,4
02 01
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
4 318,5
02 01 01
გზების კაპიტალური შეკეთება
2 873,0
02 01 02
გზების მიმდინარე შეკეთება
77,0
02 01 03
საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება
473,0
02 01 04
ქუჩების სარემონტო სამუშაოები
895,5
02 02
გარე განათება
1 022,1
02 02 01
გარე განათების ელ. ენერგიის ხარჯების ანაზღაურება
600,0
02 02 02
გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა
422,1
02 03
სანიაღვრე არხებისა და სატუმბო სადგურების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
1 406,0
02 03 01
სატუმბო სადგურების ელ. ენერგიის ხარჯების ანაზღაურება
40,0
02 03 02
სანიაღვრე არხებისა და სატუმბო სადგურების მოვლა-პატრონობა
1 216,0
02 03 03
სანიაღვრე არხების მოწყობა, სატუმბო სადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია
150,0
02 04
ბინათმშენებლობა
1 265,8
02 04 01
მრავალსართულიანი ს/სახლების ფასადების, სახურავებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია
457,0
02 04 02
მრავალსართულიანი ს/სახლების ლიფტების რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია
200,0
02 04 03
საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობა
408,8
02 04 04
გარე საკანალიზაციო ქსელისა და სარდაფების მოწყობა
200,0
02 06
კეთილმოწყობის ღონისძიებები
910,0
02 06 01
საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია
650,0
02 06 03
სასაფლაოების მოვლა-პატრონობა
260,0
02 07
სერვისების ცენტრის ხელშეწყობა
620,0
02 08
სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება
340,0
02 09
ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის პროექტირება
330,0
02 10
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება
350,0
02 13
ცენტრალური პარკის ხელშეწყობა
1 200,0
02 14
მუნიციპალური ინსპექციის ხელშეწყობა
670,0
02 15
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა
1 450,0
პროგრამის დასახელება
კოდი
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
დაფინანსება ათას ლარში
02 01
4 318,5
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური;
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“.
პროგრამის აღწერა და მიზანი
ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, განხორციელდება ქუჩების რეაბილიტაციის, ასფალტირებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების მიმდინარე შეკეთების (ორმული შეკეთება), ქუჩების მოხრეშვა-დაგრეიდერების სამუშაოები და სხვა.
დაგეგმილია შშმ პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა საჭიროებების გათვალისწინებით გზების ადაპტირება; დაფინანსდება საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ჰორიზონტალური მონიშვნის, საგზაო ნიშნების მოწყობის, ვიდეოსათვალთვალო კამერების მოვლა-პატრონობის სამუშაოების განხორციელება.
ასევე განხორციელდება ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების და სიჩქარის შემზღუდავი საშუალებების მოწყობა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებთან.
მოსალოდნელი შედეგი
მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გზების კაპიტალური შეკეთება
დაფინანსება ათას ლარში
02 01 01
2 873,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილებისათვის ეტაპობრივად განხორციელდება ახალგაზრდობის, გორის, ცაგარელის, ქუჩიშვილის, გორკის, ლომოურის, კაკულიას, მცხეთის, თბილისის, ქუთაისის, პაიჭაძის, ანდრო გაბუნიას, ინგოროყვას, გია ღვინჯილიას ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები და სხვა.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროექტირება-ექსპერტიზის ხარჯები.
მოსალოდნელი შედეგი
მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა. მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გზების მიმდინარე შეკეთება
დაფინანსება ათას ლარში
02 01 02
77,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს რეაბილიტირებული გზების მოვლას, რაც გულისხმობს მიმდინარე შეკეთების (ორმული შეკეთება) სამუშაოებს. საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ, გზების რეაბილიტაციის სამუშაოებიც.
მოსალოდნელი შედეგი
მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა. მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება
დაფინანსება ათას ლარში
02 01 03
473,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საჭიროა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე, ჰორიზონტალური მონიშვნის, საგზაო ნიშნების მოწყობა, ვიდეოსათვალთვალო კამერების მოვლა-პატრონობის სამუშაოების განხორციელება და სხვა.
დაგეგმილია სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან, სკოლისგარეშე დაწესებულებებთან, სპორტისა და კულტურის ობიექტებთან სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგი
ორგანიზებული საგზაო მოძრაობა და საგზაო შემთხვევათა პრევენცია; ტრანსპორტისა და ქვეითთა (ბავშვების, ქალების, შშმ პირების, ხანდაზმულების და სხვა) უსაფრთხო გადაადგილებისთვის შექმნილი პირობები.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ქუჩების სარემონტო სამუშაოები
დაფინანსება ათას ლარში
02 01 04
895,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყოველწლიურად მიმდინარეობს. ქვეპროგრამა 2026 წელსაც მოიცავს ქალაქის ქუჩებში გზის საფარის მოხრეშვას, მრავალსართულიანი ს/სახლების ეზოებში მოსაზვინად ღორღის (ქვიშა) შეტანას, დაგრეიდერებას. ქუჩების დაგრეიდერებისას აყრილი მიწანარევი ხრეშქვიშის მასის გატანა მოხდება საჭიროების მიხედვით სხვადასხვა ლოკაციაზე. ასევე განხორციელდება დაზიანებული საგზაო ნიშნებისა და ბორდიურების აღდგენა, ხიდის ბორდიურების და მოაჯირის შეღებვა და სხვა.
მოსალოდნელი შედეგი
ქუჩების მოხრეშვა, დაგრეიდერება და წლის მანძილზე გზების მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება. შექმნილი უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობები.
პროგრამის დასახელება
კოდი
გარე განათება
დაფინანსება ათას ლარში
02 02
1 022,1
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური;
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“.
პროგრამის აღწერა და მიზანი
ღამის პერიოდში, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნისათვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარე განათების ქსელის გამართულ ფუნქციონირებას. რისი გათვალისწინებითაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების, ს/სახლებისა და ძეგლების მინათების, სხვა ტიპის განათების ელექტროენერგიის ხარჯების და გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობის სამუშაოები.
პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება გარე განათების სისტემის მოდერნიზაცია და სრულყოფა დაბალემისიიანი მიდგომების დანერგვით. პროგრამა ხელს უწყობს გარე განათების სექტორში ენერგოეფექტური მიდგომების დანერგვას, კერძოდ, გაგრძელდება სოდიუმ ნათურების LED სანათებით ჩანაცვლება.
მოწესრიგებული გარე განათების სისტემა მნიშვნელოვანია, რადგან გაუნათებელი ქუჩები განსაკუთრებით რისკის შემცველია ქალების, ბავშვების, ხანდაზმული და შშმ პირებისთვის. გარე განათების სისტემის გამართული ფუნქციონირება ამცირებს დანაშაულის რისკებს.
მოსალოდნელი შედეგი
გარე განათების სისტემის ენერგოეფექტური ასპექტების გათვალისწინებით მოდერნიზება, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირება და ღამის საათებში მოსახლეობის (განსაკუთრებით ქალების, ბავშვების, ხანდაზმულებისა და შშმ პირების) უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გარე განათების ელ. ენერგიის ხარჯების ანაზღაურება
დაფინანსება ათას ლარში
02 02 01
600,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ღამის პერიოდში, მუნიციპალიტეტში, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისათვის მნიშვნელოვანია გარე განათების ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირება. რისი გათვალისწინებითაც, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების, ს/სახლების, სადარბაზოების და ძეგლების მინათების და სხვა ტიპის განათების ელექტროენერგიის ხარჯების დაფინანსება.
მოსალოდნელი შედეგი
მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა
დაფინანსება ათას ლარში
02 02 02
422,1
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქში პროჟექტორების, სანათების და ელექტროკარადების მოვლა-პატრონობა, გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლოატაცია, მომსახურება, სადენების შეერთების შემოწმება პერიოდულად, სადენების დამჭერების შემოწმება რეგულარულად, დაზიანებული კაბელების შეცვლა, საჰაერო ხაზების შემოწმება ყოველთვიურად, დაზიანებული ლითონის ბოძების აღდგენა ან ახლით შეცვლა, გამანაწილებელ ყუთებში კაბელების შეერთებების დათვალიერება და გაწმენდა, აღმოჩენილი დაზიანებების აღმოფხვრა, გარე განათების, ლედ სანათების, დრაივერების, გამთიშველების, განათების ბურთების და სხვა შეცვლა, ქსელში ძაბვის შემოწმება, დენკვეთების დარეგულირება და სხვა.
გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა ხელს უწყობს ენერგოეფექტურობის გაზრდას და მწვანე პოლიტიკის ეფექტურ განხორციელებას.
გარე განათების სისტემის მოწყობა მნიშვნელოვანია, რადგან გაუნათებელი ქუჩები განსაკუთრებით რისკის შემცველია ქალების, ბავშვების, ხანდაზმული და შშმ პირებისათვის. გარე განათების სისტემის გამართული ფუნქციონირება ამცირებს დანაშაულის რისკებს.
მოსალოდნელი შედეგი
პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებების დროული აღმოფხვრა. მთელი წლის მანძილზე, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, გარე განათების სისტემის გამართული ფუნქციონირება. ტრანსპორტისა და ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილება.
პროგრამის დასახელება
კოდი
სანიაღვრე არხებისა და სატუმბო სადგურების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
დაფინანსება ათას ლარში
02 03
1 406,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური;
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“.
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე წყლების მაგისტრალური არხების მოწყობის, სანიაღვრე არხების, პრობლემური ხიდბოგირების (საჭიროების შემთხვევაში მისი დემონტაჟი-მონტაჟი), არხების ურთიერთშეერთების ადგილების, საწვიმური ჭების და პრობლემატური მონაკვეთების ლოკალური და სისტემატიური გაწმენდა გამტარუნარიანობის შესანარჩუნებლად.
ქალაქის სამელიორაციო ქსელის გამტარიანობის გაზრდის, ნიაღვრული წყლების წყალმიმღებებში დროულად ჩაშვებისა და ექსტრემალურ პირობებში ქალაქის დატბორვის თავიდან აცილების ან ვითარების შემსუბუქების მიზნით, აუცილებელია წყალშემკრები მაგისტრალური არხების ბოლოში, წყალმიმღებებთან, სათანადო სიმძლავრის სატუმბი წყალგადამქაჩი სატუმბების გამართული ფუნქციონირება.
პროგრამის ფარგლებში, ასევე, დაფინანსდება სატუმბო სადგურების ელექტრო ენერგიის ხარჯები და სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის სამუშაოები.
მოსალოდნელი შედეგი
გარემოზე უარყოფითი გავლენების შემცირება, შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სატუმბო სადგურების ელ. ენერგიის ხარჯების ანაზღაურება
დაფინანსება ათას ლარში
02 03 01
40,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქალაქის სამელიორაციო ქსელის გამტარიანობის გაზრდის, ნიაღვრული წყლების წყალმიმღებებში დროულად ჩაშვებისა და ექსტრემალურ პირობებში ქალაქის დატბორვის თავიდან აცილების ან ვითარების შემსუბუქების მიზნით, აუცილებელია წყალშემკრები მაგისტრალური არხების ბოლოში, წყალმიმღებებთან, სათანადო სიმძლავრის სატუმბი წყალგადამქაჩი სატუმბების გამართული ფუნქციონირება. რისი გათვალისწინებითაც, ქვეპროგრამის ფარგლებში, განხორციელდება სატუმბო სადგურების ელექტრო ენერგიის ხარჯების დაფინანსება.
მოსალოდნელი შედეგი
გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სანიაღვრე არხებისა და სატუმბო სადგურების მოვლა-პატრონობა
დაფინანსება ათას ლარში
02 03 02
1 216,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე არხების, პრობლემური ხიდ-ბოგირების, არხების ურთიერთშეერთების ადგილების, საწვიმური ჭების და პრობლემატური მონაკვეთების ლოკალური და სისტემატიური გაწმენდა წყლის გამტარუნარიანობის შესანარჩუნებლად, არხებიდან ამოღებული მასის გატანა ამოწმენდიდან 2-3 დღის ვადაში, სატუმბო სადგურების ტუმბო ძალოვანი დანადგარებისა და ელექტროქსელების ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა, სატუმბი აგრეგატების, საკონტროლო მზომის სასიგნალო მოწყობილობების, ძალოვანი ტრანსფორმატორების, მართვის ფარების და გამშვები აპარატურის მუშაობაზე მუდმივი მეთვალყურეობის დაწესება და მათი ექსპლუატაცია დადგენილი ნორმების მიხედვით, მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარება და სხვა.
მოსალოდნელი შედეგი
სატუმბო სადგურების გამართული მუშაობა, სანიაღვრე არხებში წყლის გამტარიანობის გაზრდა და ქალაქის ტერიტორიების დატბორვის თავიდან აცილება, გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სანიაღვრე არხების მოწყობა, სატუმბო სადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია
დაფინანსება ათას ლარში
02 03 03
150,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
სატუმბო სადგურის გამართული მუშაობისათვის, სანიაღვრე არხებში წყლის გამტარიანობის გაზრდისათვის, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მშვიდობის ქუჩა N32-ში მდებარე სატუმბო სადგურის რეაბილიტაციის სამუშაოები.
მოსალოდნელი შედეგი
შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა.
პროგრამის დასახელება
კოდი
ბინათმშენებლობა
დაფინანსება ათას ლარში
02 04
1 265,8
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური;
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“.
პროგრამის აღწერა და მიზანი
ქალაქში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ვერ ახორციელებენ საერთო ქონების დამოუკიდებელ მოვლა-პატრონობას და განვითარებას. აქედან გამომდინარე, განხორციელდება მრავალბინიანი ს/სახლების ფასადების, სახურავების და ლიფტების კაპ.შეკეთების სამუშაოები. დაფინანსდება მრავალბინიანი ს/სახლების სარდაფებში არსებული კანალიზაციის შიდა და ეზოს ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები, საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობის სამუშაოები და სხვა.
აღნიშნული სამუშაოების განხორციელებას დადებითი გავლენა ექნება გარემოზე, აღარ მოხდება გრუნტის წყლების დაბინძურება. ამასთან, წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაციის შემდეგ, შემცირდება წვიმის წყლით კორპუსების დაზიანების რისკი და ეზოების დატბორვა.
შესრულებული სამუშაოების შედეგად მოეწყობა პასუხისმგებლიანი ინფრასტრუქტურა, რადგან მაღალ სართულებზე მცხოვრებ ხანდაზმულებს, ბავშვებსა და შშმ პირებს ექნებათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება, გაუმჯობესდება სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, რაც ზრუნვის სფეროში ჩართული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის მნიშვნელოვანია.
მოსალოდნელი შედეგი
მოწესრიგებული და გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მრავალსართულიანი ს/სახლების ფასადების, სახურავებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია
დაფინანსება ათას ლარში
02 04 01
457,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქალაქში არსებულ საერთო საცხოვრებელ სახლებს სჭირდება ფასადური რეაბილიტაციის და სახურავების სარემონტო სამუშაოების ჩატარება. იმის გამო, რომ მოსახლეობა ვერ ახერხებს აღნიშნული სამუშაოების დაფინანსებას, მუნიციპალიტეტი გეგმავს განახორციელოს აღნიშნული სამუშაოები. კერძოდ, განხორციელდება გურიის N179 და 26 მაისის N4-ში მდებარე მრავალბინიანი ს/სახლის ფასადების რეაბილიტაციის, მემედ აბაშიძის N41, ზამბახიძის N26, N28-ში მდებარე მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოები და სხვა.
აღნიშნული სამუშაოების განხორციელება მაცხოვრებლებისათვის შექმნის უსაფრთხოდ ცხოვრების გარანტიას და გაზრდის შენობების ექსპლოატაციის ვადას.
მოსალოდნელი შედეგი
მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. შენობების ექსპლოატაციის ვადის გაზრდა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მრავალსართულიანი ს/სახლების ლიფტების რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია
დაფინანსება ათას ლარში
02 04 02
200,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქალაქში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ვერ ახორციელებენ საერთო ქონების დამოუკიდებელ მოვლა-პატრონობას და განვითარებას. აქედან გამომდინარე, დაფინანსდება მრავალსართულიანი ს/სახლების ლიფტების კაპ.შეკეთება-რეაბილიტაციის ხარჯი. კერძოდ, დაფინანსდება თავდადებულის N9 და დავით აღმაშენებლის N35-ში მდებარე მრავალსართულიანი ს/სახლების ლიფტების რეაბილიტაციის ხარჯები.
მრავალბინიან სახლებში ლიფტების მოწესრიგება მნიშვნელოვანია, რადგან მოწყვლად ჯგუფებს შეეძლებათ სხვადასხვა სერვისების მისაღებად სახლიდან შეუფერხებლად გამოსვლა.
მოსალოდნელი შედეგი
მოწესრიგებული და გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის, მაღალ სართულებზე გადაადგილების ხელშეწყობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობა
დაფინანსება ათას ლარში
02 04 03
408,8
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ვერ ახორციელებენ საერთო ქონების დამოუკიდებელ მოვლა-პატრონობას და განვითარებას. აქედან გამომდინარე, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი ს/სახლების საერთო სარგებლობის და სართულებს შუა სასმელი წყლისა და საკანალიზაციო კომუნიკაციების - სახლის შიდა და ეზოს საკანალიზაციო ქსელის აღდგენა-შეცვლა, საკანალიზაციო ჭების შეკეთება და საჭიროების შემთხვევაში ახალი ჭების აშენება-მოწყობა, თავსახურების მონტაჟი, სარდაფებში საკანალიზაციო სისტემის შეკეთების სამუშაოები, ახლის მონტაჟი, ამონიჩბვის ორმოების და საერთო სარგებლობის საპირფარეშოების გაწმენდა, სარდაფებიდან წყლისა და ფეკალური მასის ამოტუმბვა, მრავალსართულიან ბინებში წყალსაწრეტი - საწვიმური სისტემის დემონტაჟი, გაწმენდა-შეკეთება, მონტაჟი ან ახლით შეცვლა და სხვა.
მოსალოდნელი შედეგი
მოწესრიგებული და გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გარე საკანალიზაციო ქსელისა და სარდაფების მოწყობა
დაფინანსება ათას ლარში
02 04 04
200,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, მრავალბინიანი ს/სახლების სარდაფებში არსებული კანალიზაციის შიდა და ეზოს ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები.
მოსალოდნელი შედეგი
მოწესრიგებული და გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურა.
პროგრამის დასახელება
კოდი
კეთილმოწყობის ღონისძიებები
დაფინანსება ათას ლარში
02 06
910,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური;
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი“.
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კეთილმოწყობის, დასასვენებელი და გასართობი სივრცეების მოწყობის სამუშაოები.
ასევე დაფინანსდება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული 7 სასაფლაოს მოვლა-პატრონობის სამუშაოები.
მოსალოდნელი შედეგი
ქალაქის იერსახის, მოსახლეობისათვის დასასვენებელი პირობებისა და სარიტუალო მომსახურების გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია
დაფინანსება ათას ლარში
02 06 01
650,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მრავალსართულიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები. კერძოდ, მოეწყობა სამანქანო გზები და მოსახლეობის თავშეყრის ადგილებში საჩრდილობლები.
მოსალოდნელი შედეგი
ქალაქის იერსახის და მოსახლეობისათვის დასასვენებელი პირობების გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სასაფლაოების მოვლა-პატრონობა
დაფინანსება ათას ლარში
02 06 03
260,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი“.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. ფოთის ტერიტორიაზე არსებული 7 სასაფლაოს მოვლა-პატრონობა. კერძოდ: ნინოშვილის, მალთაყვის, მალთაყვის (ბარათაშვილი), კუნძულის, ნაბადის, ე.წ. ებრაელების და ე.წ. სტარავერების სასაფლაოების. ამ სასაფლაოების მთლიანი ფართობი შეადგენს 232 232 კვ/მეტრს.
ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი" უზრუნველყოფს:
- მისასვლელი ბილიკების მოწესრიგებას;
- საჭიროების შემთხვევაში სასაფლაოების მოზვინვას;
- სასაფლაოების ღობის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთებასა და შეღებვას;
- სასაფლაოების დაცვას მოთარეშე პირუტყვისაგან;
- სასაფლაოების გაცელვით სამუშაოებს;
- გამოჩენილი და დამსახურებული ფოთელების საფლავების მოვლა-პატრონობას;
- უსახელო საფლავების გაწმენდა-დასუფთავებას და სხვა.
მოსალოდნელი შედეგი
სარიტუალო მომსახურებისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესება.
პროგრამის დასახელება
კოდი
სერვისების ცენტრის ხელშეწყობა
დაფინანსება ათას ლარში
02 07
620,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“.
პროგრამის აღწერა და მიზანი
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“ ახორციელებს გარე განათების მოვლა-პატრონობის, საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობის, ქალაქის ქუჩების დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების გატანის, დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების, სკვერებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების კონტროლის, ქუჩების სარემონტო, სანიაღვრე არხებისა და სატუმბი სადგურების მოვლა-პატრონობის, საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციული შენობის (მათ შორის მერიის სტრუქტურული ერთეულების) მოვლა-პატრონობის, მინი სპორტული მოედნების მოვლა-პატრონობის სამუშაოებს და სხვა.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საწარმოს მართვის სწორი მენეჯმენტი, შესასრულებელი სამუშაოების ანალიზი და შესაბამისი გაანგარიშებების გაკეთება ბიუჯეტის სწორად დაგეგმვის მიზნით, საშტატო განრიგის დამუშავება, განყოფილებების და მომუშავე პერსონალის ფუნქცია-მოვალეობების და საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურის დამუშავება, ბიუჯეტის თანხის მუხლობრივი გადანაწილება, საჭირო შესყიდვების წარმოება, კონტროლი დაგეგმილის მიხედვით მუშაობის წარმართვაზე, განყოფილებების მიხედვით ყოველთვიური შესრულებების წარმოება, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და სხვა.
მოსალოდნელი შედეგი
საწარმოს ეფექტიანი და ხარისხიანი მუშაობის უზრუნველყოფა, სწორი დაგეგმვა და კონტროლი მის შესრულებაზე.
პროგრამის დასახელება
კოდი
სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება
დაფინანსება ათას ლარში
02 08
340,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური.
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში მოხდება ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ, შესრულებული სამუშოების (ფორმა №2) ინსპექტირება.
მოსალოდნელი შედეგი
სამუშაო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვა, საბოლოო ეტაპზე ხარისხიანი სამშენებლო სამუშაოების მიღება და გაწეული ხარჯების ოპტიმიზაცია.
პროგრამის დასახელება
კოდი
ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის პროექტირება
დაფინანსება ათას ლარში
02 09
330,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური.
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში გათვალისწინებულ იქნება ქალების/გოგონებისათვის, კაცების/ბიჭებისათვის განსხვავებული ასპექტები.
პროგრამის თანხების განკარგვა ხორციელდება რეგიონალურ დონეზე ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით.
მოსალოდნელი შედეგი
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დროული და კვალიფიციური მომზადება, შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხი, ისე რომ იგი აკმაყოფილებდეს პროექტით განსაზღვრულ და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო ნორმებს (სტანდერტებს).
პროგრამის დასახელება
კოდი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება
დაფინანსება ათას ლარში
02 10
350,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური.
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება.
პროექტების განხორციელების პროცესში გათვალისწინებული იქნება გარემოსდაცვითი მიდგომები და მოსახლეობის მოთხოვნები.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოსახლეობის მოთხოვნაზე ორიენტირებული შედეგის მიღწევა.
პროგრამის დასახელება
კოდი
ცენტრალური პარკის ხელშეწყობა
დაფინანსება ათას ლარში
02 13
1 200,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „ქალაქის-ფოთის ცენტრალური პარკი“.
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია პარკის ეკოლოგიური და რეკრეაციული ფუნქციის გაძლიერება, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო, მიმზიდველი და ეკოლოგიურად მდგრადი სივრცის შექმნა, ინფრასტრუქტურის განახლება და გამწვანების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი სივრცეების განვითარება, კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობების ინტეგრაცია პარკში.
კერძოდ: დაემატება სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი და შეიქმნება მეტი საბავშვო სივრცე, ასევე მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები სხვადასხვა ასაკის ადამიანებისათვის, რაც გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას და ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას, გაუმჯობესდება რეკრეაციული ზონის ინფრასტრუქტურა, დაირგვება მეტი მარადმწვანე ბუჩქი, ხე-მცენარე და დეკორატიული ყვავილი, შეძენილ იქნება ურნები, სკამები და სხვა.
მოსალოდნელი შედეგი
მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, გამწვანებული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. კულტურული და გასართობი აქტივობების განხორციელება.
პროგრამის დასახელება
კოდი
მუნიციპალური ინსპექციის ხელშეწყობა
დაფინანსება ათას ლარში
02 14
670,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექცია“.
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების, გარე რეკლამის განთავსების, ტერიტორიებსა და შენობა-ნაგებობების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლის ფაქტების გამოვლენა;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირების დადგენილი წესების, სანიტარიული დასუფთავების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;
ვ) კონტროლი და შესაბამისი რეაგირება ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვასა და დაზიანებაზე;
ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა (გარდა 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა) და მოქმედი კანონმდებლობით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმების, საჯარიმო ქვითრების, დადგენილების შედგენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ზემოხსენებულ სამართალდარღვევებზე ოქმის, საჯარიმო ქვითრის, დადგენილების და სხვა დოკუმენტის გამოცემის უფლება ორგანიზაციას ენიჭება მერის ან საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, საქართველოს კანონის “ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებული მითითებებისა და დადგენილებების გამოცემა და ღონისძიებების გატარება;
ი) გარემოსდაცვითი ღონიძიებების განხორციელების მიზნით კომპეტენტურ უწყებებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
კ) გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) მიღება-განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოება მერიის სხვა სამსახურებთან, მერის წარმომადგენლებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან;
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მოსალოდნელი შედეგი
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის“ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება, ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის, ქალაქის იერსახის დამახინჯების, უნებართვო რეკლამის, აბრის, გარე ვაჭრობის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების და სხვა უკანონო ფაქტების მინიმუმამდე დაყვანა.
პროგრამის დასახელება
კოდი
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა
დაფინანსება ათას ლარში
02 15
1 450,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
შპს „ფოთის სატრანსპორტო კომპანია“.
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის შექმნა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მოსახლეობის, მ.შ. საბავშვო ეტლით მოსარგებლე პირების, შშმ პირების სწრაფ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ადამიანთა გადაადგილების სხვადასხვა საშუალებებს შორის, ყველაზე იაფი ტრანსპორტია. რის გამოც, საზოგადოების ფართო მასა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელი. ამიტომ, მუნიციპალური სატრანსპორტო ქსელის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია საზოგადოების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთვარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, კერძოდ: შპს „ფოთის სატრანსპორტო კომპანიის“ სუბსიდირება.
შპს „ფოთის სატრანსპორტო კომპანია“-ს ბიუჯეტიდან თანხები სუბსიდიის სახით მიეცემა, საიდანაც განხოხორციელდება საწარმოს ხარჯების დაფინანსება.
სუბსიდიის ხარჯები ძირითადად მოხმარდება ხელფასებს, ავტობუსების სარემონტო სამუშაოებს და საწვავს.
შპს „ფოთის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე ირიცხება 14 ავტობუსი:
№1 მარშრუტზე მუშაობს 1 ავტობუსი, №2 მარშრუტზე მუშაობს 2 ავტობუსი,№3 მარშრუტზე მუშაობს 2 ავტობუსი, №4 მარშრუტზე მუშაობს 1 ავტობუსი,№5 მარშრუტზე მუშაობს 1 ავტობუსი, №6 მარშრუტზე მუშაობს 1 ავტობუსი,№7 მარშრუტზე მუშაობს 1 ავტობუსი, №8 მარშრუტზე მუშაობს 2 ავტობუსი,№10 მარშრუტზე მუშაობს 1 ავტობუსი.
ყოველდღიურად მუშაობს 12 ერთეული ევროპული სტანდარტების ავტობუსი. 2 ერთეული ავტობუსი არის რეზერვ მდგომარეობაში, რომელიც მოძველებულია. მათი ჩანაცვლება ეტაპობრივად მოხდება, რაც ხელს შეუწყობს სათბური აირების ემისიების შემცირებას.
ტრანსპორტით მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 50 თეთრის ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
შეუფერხებელი და ხარისხიანი მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის უზრუნველყოფა. მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას. ადაპტირებულ და საჭიროების მქონე პირთათვის თანაბარი ხელმისაწვდომობა