პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. კერძოდ, აღნიშნული პრიორიტეტიდან დაფინანსდება მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები. მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა. პრიორიტეტი ასევე მოიცავს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობისა და სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების ხარჯებს.

ამავე პრიორიტეტიდან დაფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორიცაა სარეზერვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულებების (წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა) დაფარვა, მუნიციპალური არქივის მომსახურების ხარჯები და სხვა.

ათას ლარში

პროგრამული კოდი

დასახელება

2026 წლის გეგმა

01 00

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები

9 796,6

01 01

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

2 623,0

01 02

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია

6 249,3

01 04

სარეზერვო ფონდი

150,0

01 05

წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა

20,0

01 06

მუნიციპალიტეტის ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა

754,3

თავი IIIქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებე