1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს პირველად სტრუქტურულ ქვედანაყოფს,რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოსა და აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი)
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით – ბრძანებებით (შემდგომში – ბრძანება).

3. დეპარტამენტების უშუალო დაქვემდებარების საკითხი განისაზღვრება მინისტრის
ბრძანებით.

4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5. დეპარტამენტში შეიძლება შედიოდეს მეორადი სტრუქტურული ერთეული – სამმართველო (შემდგომში – სამმართველო).

6. დეპარტამენტის/სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულები