1. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:
ა) ასრულებენ სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
ბ) პასუხისმგებლები არიან მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
გ) პასუხისმგებლები არიან მათთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;
დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;
ე) კომპეტენციის ფრგლებში განიხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;
ვ) პერიოდულად სამმართველოს/დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის
შესახებ;
ზ) ახორციელებენ კანონმდებლობით
განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სამუშაო აღწერილობები