1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და მასთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს/წყვეტს მინისტრი.

3.დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის
წინაშე.

4.
დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე. ორგანიზებას უწევს ამ დებულებით განსაზღვრული დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების შესრულებას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;

დ) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს და მოსაზრებებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ)
პერიოდულად განიხილავს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ზ)
მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

თ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას. ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს. სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, მათთვის სახელფასო დანამატის ან ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე;

ი) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის დებულების, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციისა და სამინისტროს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

კ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანებისა
და უფლებამოსილებების განსახორციელებლად;

ლ)უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას;

მ) მონაწილეობას იღებს სამინისტროში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში;

ნ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს;

ო) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5.
დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე.

6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და მასთან ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს/წყვეტს მინისტრი.

7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პასუხისმგებელია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს შესაძლოა საკურატოროდ განესაზღვროს კონკრეტული სამმართველო.

9. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) ზედამხედველობს მის საკურატორო სფეროში მომზადებულ დოკუმენტაციას;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე
ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;

დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) პასუხისმგებელია მის საკურატორო სფეროში შემავალ სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორ მინისტრის მოადგილის, მინისტრის მითითებებს, დავალებებს და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

ზ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებ