ამოცანები და ფუნქციები
1. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის
ძირითადი ამოცანაა:
ა) სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფა და სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება;
ბ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ბრძანებების პროექტების მომზადება/ექსპერტიზა, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა, სამართლებრივი დახმარება, სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;
გ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა/ვიზირება;
დ) სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა;
ე) ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება;
ვ) სამინისტროს ვაკანტური
თანამდებობის
მოთხოვნებთან
შესაბამისი უნარ-ჩვევების,ცოდნის
და გამოცდილების მქონე ადამიანთა მოზიდვის, შერჩევისა და სამუშაოზე მიღების ორგანიზება;
ზ) სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება, ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა და ამ კუთხით კანონმდებლობით
დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს მის დაქვემდებარებაში არსებული სამმართველოების მეშვეობით.
3. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციებია:
ა)
იურიდიული სამმართველოს მიმართულებით:
ა.ა) სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროს სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ა.ბ) სხვადასხვა უწყებიდან შემოსული და სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების კომპეტენციის ფარგლებში ექსპერტიზა, სამართლებრივი დახმარება, სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;
ა.გ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ა.დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების აფხაზეთის მთავრობაში, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა ან/და კოორდინაცია;
ა.ე) სამინისტროს სახელით დასადები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე
ხელშეკრულებების პროექტების (მათ შორის ცვლილებები/შეთანხმებები) მომზადება;
ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების ექსპერტიზა, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება (გარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა);
ა.ზ)
საკანონმდებლო ბაზის შესწავლა/ანალიზი, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინიცირებული პროექტების მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ა.თ) ყველა ინსტანციის სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა;
ა.ი) განცხადებების, სასარჩელო განცხადებების, კერძო საჩივრების, შესაგებლების, შეგებებული სარჩელების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისა და შესაგებლების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სასამართლო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება;
ა.კ) სამინისტროს სახელით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;
ა.ლ) საკითხის მნიშვნელობისა და აქტუალობის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემაში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;
ა.მ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამისი რეაგირება;
ა.ნ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მიმართულებით:
ბ.ა) სამინისტროში პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის პოლიტიკის შემუშავება, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
ბ.ბ) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ.გ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, კლასების მინიჭების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების, წახალისების, უფლებამოსილების შეჩერებისა და მივლინების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადება;
ბ.დ) რანგების მინიჭების დადგენილი წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა;
ბ.ე) სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების ელექტრონული ან/და მატერიალური სახით შედგენისა და წარმოების უზრუნველყოფა;
ბ.ვ) სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; სტაჟიორთა დანიშვნის ბრძანების პროექტების მომზადება, სტაჟიორის მენტორისგან მიღებული შეფასების საფუძველზე, სტაჟირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მომზადება და ადრესატისათვის გადაცემა;
ბ.ზ) ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
ბ.თ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით თითოეული თანამდებობისათვის სამინისტროს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
ბ.ი) მოხელეთა შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით მოხელისათვის შესაბამისი მოხელის კლასის მინიჭებაზე წინადადებების წარდგენა;
ბ.კ) სამინისტროს კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების უზრუნველყოფა; ვაკანტურ თანამდებობათა
დასაკავებლად კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა; კომისიის შემადგენლობისა და თავმჯდომარის განსაზღვრის შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება;
საქართველოს მთავრობის ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ვაკანსიების განთავსების უზრუნველყოფა, განაცხადების/აპლიკაციების გადარჩევა/შეფასება და საკონკურსო მასალის საკონკურსო კომისიისათვის მიწოდება, საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე კონკურსანტთა ინფორმირება და კონკურსანტთათვის შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა; გამარჯვებული კანდიდატების დანიშვნის ბრძანების პროექტის მომზადება, მათთვის შინაგანაწესის გაცნობის უზრუნველყოფა;
ბ.ლ) სამინისტროს შინაგანაწესის და მასში ცვლილების პროექტების შემუშავება; სამინისტროს შინაგანაწესის მოთხოვნათა შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის სისტემის მართვა და კონტროლის უზრუნველყოფა;
ბ.მ) სამინისტროში დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი მიმართულებით ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების და სხვა სასწავლო პროგრამების
ორგანიზება და დასაქმებულთა მოტივირების ზრდის ხელშეწყობა;
ბ.ნ) შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების მომზადება/გაფორმება;
ბ.ო)სამინისტროში შემოსული და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ბ.პ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
დანართი 1.5
სახაზინო დეპარტამენტის დებულე