1. ქონების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა:

ა). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების, ასევე, სარგებლობის უფლებით გადმოცემული სახელმწიფო ქონების მართვა/განკარგვა;

ბ) ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით საერთო პოლიტიკის შემუშავება და შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებული სააუქციონო პროცედურების ორგანიზება/წარმართვა
;

დ) ქონების სარგებლობაში გადაცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმით.

2. ქონების მართვის დეპარტამენტი მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს მის დაქვემდებარებაში არსებული სამმართველოების მეშვეობით.

3. ქონების მართვის დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციებია:

ა) ქონებრივ საკითხთა ანალიზისა და პოლიტიკის სამმართველოს მიმართულებით:

ა.ა) ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით საერთო პოლიტიკის შემუშავება, შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია და დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;

ა.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, მათ შორის, აქციებისა და წილების განკარგვის ინიციირება, შესაბამისი ანალიზი და წინადადებების მომზადება;

ა.გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ქონების სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ა.დ)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ასევე, სარგებლობის უფლებით გადმოცემული
უძრავი ქონების, სატრანსპორტო საშუალების და საჭიროების შემთხვევაში სხვა მატერიალური საშუალებების ნუსხის წარმოება და პერიოდული განახლება, მათ შორის, მათი სამართლებრივი მდგომარეობის ასახვა და შესაბამისი დოკუმანტაციის შექმნა;

ა.ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად დაგეგმილი პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული და სარგებლობის უფლებით გადმოცემული
სახელმწიფო ქონების მიზნობრივად გამოყენების საკითხის პრიორიტეტიზაცია/იდენტიფიკაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა/წარმოება;

ა.ვ)
სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონების ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;

ა.ზ)ქონებრივ საკითხთა პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების ინიციირება და შესაბამისი კორესპონდენციის წარმოება;

ა.თ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ა.ი)
მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

ბ) ქონების კოორდინირებისა და განკარგვის სამმართველოს მიმართულებით:

ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების, ასევე სარგებლობის უფლებით გადმოცემული სახელმწიფო ქონების მართვა/განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან, მათ შორის შესაბამის უწყებებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით საჭირო პროცედურების განხორციელება;

ბ.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების პრივატიზება/რეალიზაციისათვის, ასევე იჯარის წესით გაცემისათვის სააუქციონო პროცედურების ორგანიზება ელექტრონული აუქციონის გზით
და მასთან დაკავშირებული პროცესის კანონით დადგენილი წესით წარმართვა;

ბ.გ) სამინისტროსათვის გადმოცემული უძრავ/მოძრავი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება, აღრიცხვა/რეგისტრაცია (მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთის), მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კომპეტენციის ფარგლებში, მიღება -ჩაბარების აქტის გაფორმების უზრუნველყოფა;

ბ.დ)
სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონების ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;

ბ.ე) სამინისტროს საკუთრებაში არსებულ და სარგებლობის უფლებით გადმოცემულ ქონებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების დადება და მათი შესრულების კონტროლი;

ბ.ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების და ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირება საქართველოს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით;

ბ.ზ) ქონების სარგებლობასა და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების ინიციირება და შესაბამისი კორესპონდენციის წარმოება;

ა.თ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ბ.ი) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

დანართი 1.8

მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტის დებულე