ამოცანები და ფუნქციები
1. მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტის
ძირითადი ამოცანაა:
ა) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა ეკონომიკური ინტეგრაციის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში პროგრამების/ქვეპროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა/შემუშავების უზრუნველყოფა;
ბ) ბენეფიციარებისთვის ეკონომიკური მხარდაჭერისა და დარგობრივი სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ეფექტიანი, დროული და გამჭვირვალე განხორციელების უზრუნველყოფა, დამტკიცებული განხორციელების წესისა და პროცედურების შესაბამისად;
გ) პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების პროცესზე სისტემური მონიტორინგისა და კონტროლის უზრუნველყოფა, საბიუჯეტო და მატერიალური რესურსების მიზნობრივი, ეფექტიანი და კანონიერ გამოყენებაზე ზედამხედველობის მიზნით.
2. მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტი მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს მის დაქვემდებარებაში არსებული სამმართველოების მეშვეობით.
3.
მხარდამჭერი პროგრამების
დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციებია:
ა)
მხარდამჭერი პროგრამების შემუშავების
სამმართველოს მიმართულებით:
ა.ა) პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების სტრატეგიული და ოპერატიული მიზნების განსაზღვრა;
ა.ბ) საბიუჯეტო პროგრამების დაგეგმვისა და პრიორიტეტების ფორმირების პროცესში მონაწილეობა;
ა.გ) პროგრამების ლოგიკური ჩარჩოს, მიზნობრივი ინდიკატორებისა და შედეგების მაჩვენებლების შემუშავება;
ა.დ) პროგრამების კონცეპტუალური დოკუმენტების, სამოქმედო გეგმებისა და საჭირო რესურსების გათვლების მომზადება;
ა.ე) ბენეფიციართა – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა ეკონომიკური საჭიროებების, დარგობრივი და საინვესტიციო პოტენციალის ანალიზი;
ა.ვ) დარგობრივი ეკონომიკური სერვისების კონცეფციის შემუშავება და განვითარების ხელშეწყობა;
ა.ზ) სამინისტროს სისტემის, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით პროგრამების პროექტების დამუშავება;
ა.თ) პროგრამების დაგეგმვის პროცესის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი;
ა.ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა;
ა.კ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ა.ლ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ბ) მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების სამმართველოს მიმართულებით:
ბ.ა) პროგრამებისა და ქვეპროგრამების პრაქტიკული განხორციელების ორგანიზება, მართვა და ადმინისტრირება;
ბ.ბ) პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულების პროცესის კოორდინაცია;
ბ.გ) პროგრამული აქტივობების ვადების, გრაფიკებისა და რესურსების მართვა;
ბ.დ) ბენეფიციართა განაცხადების მიღება, განხილვა, დამუშავება, კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა და შემდგომი პროცესების წარმართვა;
ბ.ე) დაფინანსებისა და სხვა ფორმის მხარდაჭერის პროცესების ადმინისტრირება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და რეესტრების წარმოება;
ბ.ვ) პროგრამების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება და დუკუმენტების დაარქივება;
ბ.ზ) ბენეფიციარებისა და დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ.თ) პროგრამების განხორციელებაში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან კოორდინაცია;
ბ.ი) განხორციელების პროცესში პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების ინიციირება;
ბ.კ) პროგრამების ოპერაციული, ადმინისტრაციული და საკომუნიკაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მათ შორის სამინისტროს ცხელი ხაზისა და სოციალური არხების ფარგლებში;
ბ.ლ) პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების ოპტიმიზაციისა და გამარტივების წინადადებების შემუშავება;
ბ.მ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ბ.ნ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
გ)
მხარდამჭერი პროგრამების მონიტორინგის სამმართველოს მიმართულებით:
გ.ა) ბენეფიციართა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
გ.ბ) პროგრამების ფარგლებში გადაცემული ფინანსური რესურსებისა და აქტივების მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენების კონტროლი;
გ.გ) ადგილზე მონიტორინგის განხორციელება და შემოწმების შედეგების დოკუმენტირება;
გ.დ) პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების ერთიანი მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების განვითარებაში მონაწილეობა;
გ.ე) მონიტორინგის ინდიკატორებისა და შეფასების ფორმების სტანდარტიზაცია;
გ.ვ) პროგრამების განხორციელების პროცესში რისკების, ხარვეზების, დარღვევების იდენტიფიცირება და გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაციების, მაკორექტირებელი ღონისძიებების ან შემდგომი მოქმედებების ინიციირება;
გ.ზ) მონიტორინგის შედეგების ანალიზი, შეფასება და ანგარიშგება;
გ.თ) მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მონაცემთა ბაზებისა და არქივის წარმოება;
გ.ი) მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით პროგრამების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
გ.კ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი
რეაგირება;
გ.ლ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
დანართი 1.9
შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულე