1. საფინანსო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა:
ა) სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და განხორციელება;
ბ) სამინისტროს ფინანსური რესურსების დაგეგმვის, მართვის, აღრიცხვის, კონტროლისა და ანგარიშგების პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;
გ) რესურსების ეფექტიანი, მიზნობრივი და კანონმდებლობის შესაბამისად მართვის უზრუნველყოფა;
დ) საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ორგანიზება, სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში. კომპეტენციის ფარგლებში, რესპუბლიკის მასშტაბით სატენდერო პროცედურების ორგანიზება და წარმართვა, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ფინანსური პროცესების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების კონსოლიდაციის გათვალისწინებით, კანონმდებლობის ფარგლებში ზედამხედველობისა და საქმიანობის მონიტორინგის უზრუნველყოფა.
2. საფინანსო დეპარტამენტი მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს მის დაქვემდებარებაში არსებული სამმართველოების მეშვეობით.
3. საფინანსო დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციებია:
ა) საფინანსო სამმართველოს მიმართულებით:
ა.ა) სამინისტროს ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ა.ბ) სამინისტროსათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;
ა.გ) სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებთან კოორდინირებული მუშაობა;
ა.დ) სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესის კოორდინაცია; კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში, მასში ცვლილების შეტანა; დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით;
ა.ე) სამინისტროს ფინანსური ანგარიშგებისა და სამინისტროს არსებული ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შედგენა;
ა.ვ) სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზების უზრუნველყოფა; საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა; საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში (https://www.etreasury.ge) მუშაობა;
ა.ზ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების ბიუჯეტების, საშტატო ნუსხების, სახელფასო ფონდების, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საწვავისა და საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების შეთანხმება;
ა.თ) სამინისტროს შტატით გათვალისწინებული და შრომითი ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის ხელფასების დარიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა;
ა.ი) ქონების მართვის ელექტრონულ სისტემაში (https://www.eproperty.ge) მუშაობა, ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის უზრუნველყოფა;
ა.კ) სამინისტროს მიერ დასადები ან დადებული ფინანსური ხასიათის ხელშეკრულებების აღრიცხვა და მონიტორინგი, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ა.ლ) სამინისტროს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ეფექტიანი მართვის მიზნით, იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ა.მ) სამინისტროს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაციის მიზნით სამინისტროში შემავალი სუბიექტებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისგან საჭირო ინფორმაციისა და მონაცემების მიღება;
ა.ნ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განმახორციელებელ ყველა შესაბამის რგოლთან კოორდინირებული თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის გაცვლის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის შესრულების ანალიზის მიზნით;
ა.ო) შიდა და გარე აუდიტის ორგანოებთან თანამშრომლობა, მათ შორის აუდიტის პროცესში საჭირო ფინანსური და საბუღალტრო დოკუმენტაციის, ინფორმაციისა და განმარტებების მიწოდება, აუდიტის შედეგების განხილვაში მონაწილეობა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
ა.პ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ა.ჟ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ბ) შესყიდვების სამმართველოს მიმართულებით:
ბ.ა) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად;
ბ.ბ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა და საჭიროების შემთხვევაში, მასში ცვლილებების განხორციელება;
ბ.გ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობისა და სამინისტროში დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის: მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება და წარმართვა, ინფორმაციის ანალიზი და კოორდინაცია, სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა, შესყიდვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და სატენდერო პროცედურების ჩატარება;
ბ.დ) ბაზრის კვლევის განხორციელების მიზნით MRS (ბაზრის კვლევის სისტემა) მოდულზე მუშაობა, ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შედეგების გამოყენება დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
ბ.ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მათში ცვლილებების შეტანა, ხელშეკრულებების დადება მიმწოდებლებთან და ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი;
ბ.ვ) სამინისტროს შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა, აგრეთვე რისკების შემცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ბ.ზ) სამინისტროში შემავალი სუბიექტების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, განხორციელებული შესყიდვების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ.თ) შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის ფარგლებში, ეფექტიანი მართვის და კანონმდებლობის სრული დაცვის მიზნით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციით;
ბ.ი)
შიდა და გარე აუდიტის ორგანოებთან თანამშრომლობა, მათ შორის აუდიტის პროცესში საჭირო შესყიდვების დოკუმენტაციის, ინფორმაციისა და განმარტებების მიწოდება, აუდიტის შედეგების განხილვაში მონაწილეობა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ.კ)საფინანსო დეპარტამენტის ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ბ.ლ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ბ.მ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
დანართი 1.7
ქონების მართვის დეპარტამენტის დებულე