1. ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა:

ა) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა სოციალურ-ეკონომიკური, აგრარული და გარემოსდაცვითი მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;

ბ)
შესაბამისი მხარდამჭერი პოლიტიკის შემუშავება;

გ) პოტენციურ ბენეფიციართა ეკონომიკური ინსტრუმენტებისა და შესაძლებლობების გაფართოებაზე ორიენტირებული გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება, მათ შორის სოფლის მეურნეობის განვითარების, დასაქმების, მეწარმეობისა და ინოვაციური საქმიანობის წახალისების მიმართულებით.

2. ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს მის დაქვემდებარებაში არსებული სამმართველოების მეშვეობით.

3. ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციებია:

ა)
დარგობრივი პოლიტიკის სამმართველოს მიმართულებით:

ა.ა) ეკონომიკურ, აგრარულ და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, შესაბამისი ინფორმაციების მოძიება, დამუშავება და ანალიზი. ამავე მიზნებისთვის თანამშრომლობა სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;

ა.ბ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა სოციალურ-ეკონომიკური (მათ შორის აგრარული) და გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება, სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა;

ა.გ) დევნილთა ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ინიციატივებისა და პოლიტიკის
შემუშავება, მათ შორის, აგრარული განვითარებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსების გამოყენების მიმართულებით;

ა.დ) მცირე, საშუალო და საოჯახო მეწარმეობის მხარდაჭერის მექანიზმების ანალიზი და განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლის მეურნეობის სექტორში;

ა.ე) თვითდასაქმებისა და ინოვაციური ეკონომიკური საქმიანობის ხელშემწყობი წინადადებების მომზადება;

ა.ვ) აგრარული მიმართულებით თვითდასაქმებისა და შემოსავლის გენერირების ხელშემწყობი ინიციატივების შემუშავება, მათ შორის მიწის, რესურსების და ცოდნის ხელმისაწვდომობის გაძლიერების გზით;

ა.ზ) ეკონომიკურ და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით, მიმდინარე და ახალი წინადადებების შემუშავებისა და მისი განხორციელების მხარდაჭერის მიზნით თანამშრომლობა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;

ა.თ) საუკეთესო საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის შესწავლა/ანალიზი;

ა.ი) ეკონომიკური, ბიზნესის ხელშეწყობის, გარემოსდაცვითი სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობა კერძო სექტორთან, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურებთან;

ა.კ) ეკონომიკური, აგრარული, გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე
ორგანიზებულ ტრენინგებში, ფორუმებში, სემინარებსა და სხვა ანალოგიურ ღონისძიებებში ჩართულობა;

ა.ლ) კომპეტენციის ფარგლებში,გარემოსდაცვითი რეგულაციების დაცვის კუთხით დევნილი მეწარმეების ინფორმირებულობა;

ა.მ) სამინისტროში შემოსული და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი
რეაგირება;

ა.ნ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

ბ) სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს მიმართულებით:

ბ.ა) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის (მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით) ამსახველი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება/დამუშავება და ამ მიზნით, თანამშრომლობა საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა უწყებებთან, ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;

ბ.ბ) სსიპ – „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა“ და სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობა;

ბ.გ) ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებულ სტატისტიკურ მონაცემთა კონფიდენციალობის უზრუნველყოფა, თუ ისინი იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას ან თუ მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა;

ბ.დ)
ეკონომიკური და სტატისტიკური ანალიზის მომზადება პოლიტიკის დაგეგმვისა და შეფასების მიზნით;

ბ.ე)
სტატისტიკური, ეკონომიკური, აგრარული და ბიზნეს საინფორმაციო რეესტრებისა და
ბაზების შექმნა/განახლება, მათ შორის, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიტიკის თანამედროვე მეთოდების დანერგვით. არსებული მონაცემთა ბაზებისა და კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო სისტემების განვითარება და განახლება;

ბ.ვ)სამინისტროში შემოსული და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ბ.ზ) მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

დანართი 1.4

იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენ