„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.01.2007 ბოლო ცვლილება 13.07.2007
ნომერი
№53
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.009.861
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 12, 30/01/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.861

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №53

2007 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ� საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის �მ� ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ� საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ III, №112, 2005 წ., მუხლი 1233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ზუგდიდის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს ქ. ზუგდიდის №10 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, სოფ. ოდიშის №3 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, ზუგდიდის რაიონის ბაშისა და ნაცატუტის სკოლები, რომელებიც სწავლებას ახორციელებენ დაწყებით-საბაზო საფეხურზე, სოფ. ოქტომბრის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, სოფ. ოირემეს სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, სოფ. შამგონის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, სოფ. ცაცხვის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, 37-ე პუნქტად მითითებული სოფ. დიდობერის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, სოფ. ბაღმარანის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე;

ბ) ჩხოროწყუს რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს ჩხოროწყუს რაიონის პირველი მოდინახოს საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე;

გ) წყალტუბოს რაიონის საჯარო სკოლების ნუხსხიდან ამოღებულ იქნეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ყუმისთავის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

დ) მარნეულის რაიონის საჯარო სკოლების ნუხსხიდან ამოღებულ იქნეს მარნეულის რაიონის სოფელ მეორე ქესალოს საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ე) გარდაბნის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს სოფ. პატარა ლილოს სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, სამგორის №2 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე;

ვ) ქ. თელავის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მითითებული №10 სკოლა-პანსიონი, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ზ) მცხეთის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს სოფ. კევლიანის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით საფეხურზე;

თ) ქ. რუსთავის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ მითითებული №19 სკოლა, რომელიც სწავლას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე; №27 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე, მითითებული №30 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს საშუალო საფეხურზე;

ი) ლაგოდეხის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს №2 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე. ლაგოდეხის რაიონის სოფ. ბოლქვისა და სოფ. ფიჩხიგორის სკოლები, რომლებიც სწავლებას ახორციელებენ დაწყებით-საბაზო საფეხურზე;

კ) თერჯოლის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს თერჯოლის რაიონის სოფ. ბარდუბნის სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე;

ლ) მარტვილის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს სოფ. ნახარებაოს საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე; სოფ. ნალეფსაოს სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე; სოფ. ქვაითის სკოლა, რომლებიც სწავლებას ახორციელეს დაწყებით-საბაზო საფეხურზე; სოფ. ნაჩილაჩაოს სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე; სოფ. ნაჯახაოს საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო საფეხურზე;

მ) დაბა ჩოხატაურის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს დაბა ჩოხატაურის №2 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე.

ნ) ქ. ქუთაისის საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს ქ. ქუთაისის №45 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშულო საფეხურზე; ქ. ქუთაისის №47 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს საბაზო-საშუალო საფეხურზე; ქ. ქუთისის №49 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს საშუალო საფეხურზე; ქ. ქუთაისის №46 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს საშუალო საფეხურზე;

ო) საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სკოლების ნუსხიდან ამოღებულ იქნეს ქ. ქობულეთის №4 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე; ქ. ქობულეთის №7 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე; ქ. ქობულეთის №8 სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს საწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

პ) საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქედის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხიდან მე-11 პუნქტად მითითებული სოფ. ცხომორისის №1 სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, შეეცვალოს სახელი და იწოდოს სოფ. ახოს №1 სკოლად, რომელიც სწავლებას განახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე;

ჟ) ქ. თბილისის საჯარო სკოლების ნუსხაში გლდანი-ნაძალადევის რაიონის 71-ე პუნქტად მითითებულ №71 სკოლას, მისამართად მითითებული გლდანის 1-ლი მ/რ, მისამართად განესაზღვროს გლდანის მე-8 მ/რ და პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

71

№71

გლდანის მე-8 მ/რ/

დაწ-საბ-საშ.

რ) ბოლნისის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხაში

შევიდეს ცვლილება და 47-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს

შემდეგი სახით:

47

ქვემო ბოლნისის სკოლა

სოფ. ბოლნისი

დაწ-საბ.

ს) ახალციხის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხაში

37-ე პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს

შემდეგი სახით:

37

სოფ. კლდე სკოლა

სოფ. კლდე

დაწ-საბ-საშ.

ტ) შევიდეს ცვლილება მე-4 დანართის მე-9 პუნქტში

და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

9

თბილისის №201 სკოლა

ჭიჭინაძის №12

დაწ-საბ-საშ.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია