1. ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის (შემდგომში – ფონდი) დავების განხილვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, საქმიანობის მიზანსა და პრინციპებს, უფლებამოსილებებს, საჩივრის, განცხადებისა და პრეტენზიის განხილვის, ასევე გადაწყვეტილებისა და შეთანხმების აღსასრულებლად გადაცემის წესს.
2. სამსახური საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ„ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი), ამ დებულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.