1. სამსახურის თანამშრომლები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. სამსახურის თანამშრომელი:
ა) კოლეგიურად საქმის განმხილველი წევრების მითითებით წარმართავს საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის განხილვის შიდა პროცედურებს, მათ შორის შეისწავლის და ამზადებს საქმეს არსებითად განსახილველად, გამოითხოვს და შეისწავლის საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და დოკუმენტაციას;
ბ) ორგანიზებას უწევს ან/და სხდომის მდივნის სტატუსით მონაწილეობს ზეპირი მოსმენის სხდომებში, მათ შორის ამოწმებს გამოცხადებულ პირთა ვინაობას;
გ) ადგენს ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმებს;
დ) ამზადებს გადაწყვეტილებების/ბრძანების, განუხორციელებელი საპენსიო შენატანის და მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შეთანხმების პროექტებს;
ე) უზრუნველყოფს სამსახურის გადაწყვეტილებების/ბრძანების, შეტყობინებების და სხვა დოკუმენტების მხარეთათვის გაგზავნას/ჩაბარებას;
ვ) აწარმოებს საქმის მასალებს, კორესპონდენციასა და შინა დოკუმენტაციას;
ზ) ახორციელებს მმართველობითი საბჭოს მხარდაჭერას ამ დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტითა და მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
თ) ახორციელებს გადაწყვეტილებების/ბრძანების, განუხორციელებელი საპენსიო შენატანის და მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შეთანხების საპენსიო ფონდის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მონიტორინგის ან აღსრულების მიზნებისთვის გადაცემის ორგანიზაციულ ფუნქციებს;
ი) ახორციელებს კანონითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის თანამშრომელს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის განხილვისათვის მომზადების პროცედურებში, თუ მის მიმართ არსებობს ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აცილების საფუძველი, რის შესახებაც იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს სამსახურის უფროსს (მმართველობით საბჭოს მე-10 მუხლის მე-5 პუნქტითა და მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში). თანამშრომლის აცილების საფუძვლის არსებობისას, სამსახურის უფროსი საქმეს დაუყოვნებლივ გადასცემს სხვა თანამშრომელს.
განაწილვადება