„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“
- „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-10-12
ბიუროს ნომერი 333
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება
არანებაყოფლობითი
ფსიქიატრიული
დახმარების
მიზნით
პირის
სტაციონარში
მოთავსების და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14
მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის
საქმეები.“;
2. მე-6 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ)
„ტუბერკულოზის
კონტროლის
გათვალისწინებული
საზოგადოებრივი
ერთეულის
-
(შემდგომ
შესახებ“
საქართველოს
ჯანმრთელობის
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
დაცვის
კანონით
ადგილობრივი
ადგილობრივი
ერთეული)
მიმართვის საფუძველზე ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის თაობაზე.“;
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII13 თავი:
„თავიVII13. ადმინისტრაციული სამართალწარმოება „ტუბერკულოზის
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობით იზოლაციასთან დაკავშირებით
მუხლი 2151. ტერმინის განმარტება
ამ თავის მიზნებისთვის ტერმინ „პაციენტში“ იგულისხმება „ტუბერკულოზის
კონტროლის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მე-14
მუხლის
მე-3
პუნქტით
გათვალისწინებული პირი.
მუხლი 2152. მოსამართლის ბრძანება პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის
შესახებ
1.
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
შესაბამისი
ადგილობრივი
ერთეულის
მიმართვის საფუძველზე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის
1
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანებას
გამოსცემს მაგისტრატი
მოსამართლე,
ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ
ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, - რაიონული (საქალაქო)
სასამართლოს მოსამართლე საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი
ერთეულის ადგილსამყოფელის მიხედვით.
2.
მოსამართლე
პაციენტის
არანებაყოფლობითი
იზოლაციისა
და
მისი
შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების საქმეს
განიხილავს და ბრძანებას გამოსცემს ამ თავით დადგენილი წესით.
მუხლი 2153. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამისი
სამედიცინო
მომსახურების
მიმწოდებელ
დაწესებულებაში
მოთავსების
შესახებ
მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა
1.
პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო
მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანების გამოცემის
თხოვნით მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
ის
ტერიტორიაზედაც
განთავსებულია
ადგილობრივი
ის
ერთეული,
სამედიცინო
რომლის
მომსახურების
სამოქმედო
მიმწოდებელი,
რომელმაც მიმართა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ერთეულს პაციენტის
მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობით.
2.
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
შესაბამისი
ადგილობრივი
ერთეული
მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ბრძანების გამოცემის
თხოვნით მიმართავს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის
შუამდგომლობით მიმართვიდან 72 საათის ვადაში.
3.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულის მიმართვა უნდა
იყოს დასაბუთებული და უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების
მიმწოდებლის
შუამდგომლობას,
რომელიც
პაციენტის
საიდენტიფიკაციო
დოკუმენტებთან (პასპორტი, პირადობის მოწმობა და ა.შ.) ერთად უნდა დაერთოს
შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის შუამდგომლობა.
მუხლი 2154. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის განხილვისა და
ბრძანების გამოცემის წესი
1.
მოსამართლე
პაციენტის
არანებაყოფლობითი
იზოლაციის
საქმეს
განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 48 საათის
ვადაში.
2
2.
მოსამართლე პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის სამეს განიხილავს
ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე. სხდომაზე დასწრების უფლება
აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია ადმინისტრაციული
სამართალწარმოების
უზრუნველსაყოფად.
სასამართლოს
მიერ
საქმის
განხილვაში
პაციენტის მონაწილეობა აუცილებელია. პაციენტის გარდა, საქმის განხილვაში უნდა
მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის და
შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენლები, პაციენტის
ადვოკატი, აგრეთვე სხვა კანონიერი წარმომადგენელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თუ პაციენტს არა აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, პაციენტის სურვილის
შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი სახელმწიფოს
ხარჯზე.
არასრულწლოვანი
პაციენტის საკითხის განხილვისას,
არასრულწლოვანი
პაციენტის ინტერესებს წარმოადგენს მისი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი.
განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია
მისი ავადმყოფობის ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი
იზოლაციის საკითხის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ
სამედიცინო
მომსახურების
მიმწოდებელ
დაწესებულებაში,
რომელშიც
პაციენტი
იმყოფება.
3.
მოსამართლე სასამართლო სხდომის გახსნის შემდეგ აცხადებს, თუ რა
მიმართვა განიხილება, ასახელებს სასამართლო პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ
არა
აცილებები.
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
ადგილობრივი
ერთეულის
წარმომადგენელი ასაბუთებს თავის მიერ წარმოდგენილ მიმართვას, რის შემდეგაც
უპასუხებს მოსამართლის, პაციენტის, მისი ადვოკატის ან/და კანონიერი წარმომადგენლის
შეკითხებს.
პაციენტის
კანონიერი
წარმომადგენლის
სასამართლოს
სხდომაზე
გამოუცხადებლობა არ არის მიმართვის განხილვის გადადების საფუძველი.
4.
მოსამართლეს უფლება აქვს დაკითხოს იმ სამედიცინო მომსახურების
მიმწოდებლის წარმომადგენელი, რომელმაც მიმართა საზოგადოებრივი ჯანდაცვის
ადგილობრივ ერთეულს შუამდგომლობით პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი
იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობით. პაციენტი, მისი ადვოკატი ან/და კანონიერი
წარმომადგენელი უფლებამოსილია მოითხოვოს სხვა პირთა დაკითხვაც, რომელთა
ჩვენებას საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. პაციენტს,
მის ადვოკატს ან/და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს სასამართლოს მისცეს
განმარტებები და ჩამოაყალიბოს საპირისპირო მოსაზრებები.
5.
სასამართლოს სხდომაზე დგება ოქმი. მიმართვის დასაბუთებულობის
შემოწმებისა და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14
მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შეფასების შემდეგ
მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას პაციენტის არანებაყოფლობითი
3
იზოლაციისა და მისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში
მოთავსების შესახებ არანებაყოფლობითი იზოლაციის გარემოებების ამოწურვამდე,
მაგრამ არა უგვიანეს 6 თვისა.
6.
თუ არ არსებობს პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის კანონით
დადგენილი
საფუძვლები,
მოსამართლეს
გამოაქვს
დადგენილება
პაციენტის
არანებაყოფლობით იზოლაციაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, თუ პაციენტი
უკვე
იმყოფება
სამედიცინო
მომსახურების
მიმწოდებელ
დაწესებულებაში,
იგი
დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს ამ დაწესებულებიდან.
7.
პაციენტის
არანებაყოფლობითი
იზოლაციის
შესახებ
მოსამართლის
ბრძანებაში მიეთითება:
ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი;
ბ) მოსამართლის გვარი;
გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ის ადგილობრივი ერთეული, რომელმაც წარადგინა
მიმართვა;
დ) სამართლო პროცესის მონაწილე მხარეები;
ე) განკარგულება პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ, შესაბამისი
დასაბუთებით,
და
სამედიცინო
მომსახურების
მიმწოდებელ
დაწესებულებაში
მოსათავსებელი პირის ვინაობა;
ვ) ბრძანების მოქმედების ვადა, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
ბრძანებაში როგორც წესი მიეთითება, რომ იგი მოქმედებს პაციენტის არანებაყოფლობითი
იზოლაციის საფუძვლების გაქრობამდე, რასაც ადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის
ადგილობრივი ერთეული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის/„ტუბერკულოზის
კონტროლის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მე-15
მუხლის
მე-12
პუნქტით
გათვალისწინებული სამედიცინო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე;
ზ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი, რომელმაც უნდა შეასრულოს
ბრძანება;
თ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
8.
პაციენტის
არანებაყოფლობით
იზოლაციაზე
უარის
თქმის
შესახებ
მოსამართლის დადგენილებაში მიეთითება:
ა) დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი;
ბ) მოსამართლის გვარი;
გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული, რომელმაც წარადგინა
სასამართლოში მიმართვა;
დ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები;
4
ე) განკარგულება პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ, შესაბამისი
დასაბუთებით,
და
სამედიცინო
მომსახურების
მიმწოდებელ
დაწესებულებაში
მოსათავსებელი პირის ვინაობა;
ზ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელმაც უნდა
შეასრულოს დადგენილება;
თ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
9.
მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) დგება ოთხ ცალად, რომელთაგან
ერთი ეგზავნება მიმართვის წარმდგენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ
ერთეულს, მეორე - სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას, რომელმაც
შუამდგომლობით მიმართა
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ადგილობრივ ერთეულს
პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ, მესამე - პაციენტს (ან მის
ადვოკატს/სხვა კანონიერ წარმომადგენელს), ხოლო მეოთხე რჩება სასამართლოში.
10.
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
ადგილობრივ
ერთეულს
უფლება
აქვს
სასამართლოში მიმართვის განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე
გამოითხოვოს თავისი მიმართვა.
11.
შესახებ“
მოსამართლე წყვეტს საქმის წარმოებას „ტუბერკულოზის კონტროლის
საქართველოს
კანონის
მე-15
მუხლის
მე-11
პუნქტით
განსაზღვრულ
შემთხვევებში.
12.
მოსამართლის ბრძანება (დადგენილება) ძალაში შედის მხარეებისათვის
ბრძანების (დადგენილების) გამოცხადებისთანავე.
მუხლი 2155. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის
ბრძანების მოქმედების ვადა, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების
ვადის შეწყვეტის წესი
1.
პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება
მოქმედებს პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის საფუძვლის ამოწურვამდე,
მაგრამ ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ
დაწესებულებაში მოთავსების ვადა აითვლება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე
პირის ამ დაწესებულებაში მოთავსებიდან.
2.
პაციენტის
ჯანმრთელობის
მდგომარეობიდან
გამომდინარე
და
„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-16
პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას საზოგადოებრივი ჯანდაცვის
ადგილობრივი ერთეულის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე დასაშვებია ამ
მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება არა უმეტეს 2 თვისა.
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
ადგილობრივი
ერთეულის
მიმართვა
პაციენტის
5
არანებაყოფლობითი იზოლაციის ვადის გაგრძელების შესახებ განიხილება ამ კოდექსის
2154
მუხლით
დადგენილი
წესით,
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
ადგილობრივი
ერთეულის შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 72 საათში.
3.
არანებაყოფლობითი
იზოლაციის
შეწყვეტის
შუამდგომლობით
სასამართლოს შეიძლება მიმართოს პაციენტმა, თუ იგი მიიჩნევს, რომ არანებაყოფლობით
იზოლაციაში
ყოფნისას
ირღვევა
მისი
„ტუბერკულოზის
კონტროლის
შესახებ“
საქართველოს კანონით ან საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი
მოთხოვნები,
ან
აღარ
არსებობს
მისი
არანებაყოფლობით
იზოლაციაში
ყოფნის
საფუძველი. სასამართლო შუამდგომლობის მიღებიდან 72 საათის განმავლობაში წყვეტს
პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის საკითხს. სასამართლო
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სხვა გარემოებებთან ერთად მხედველობაში
ასევე იღებს პაციენტის მიერ იზოლაციის პირობებში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო
წამლების
მიღების
აღდგენის
საკითხს.
სასამართლოს
მიერ
არანებაყოფლობითი
იზოლაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პაციენტი
მკურნალობას განაგრძობს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების
მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტის მიმართვა არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ
მოსამართლის ბრძანების ვადამდე შეწყვეტის შესახებ განიხილება ამ კოდექსის 2154
მუხლით დადგენილი წესით.
4.
იმ შემთხვევაში, თუ არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძვლები აღარ
არსებობს, პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების
გამოცემიდან 6 თვის გასვლამდე ან/და პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის
შესახებ მოსამართლის ბრძანების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ მოსამართლის
ბრძანების გამოცემიდან 2 თვის გასვლამდე, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს
სამედიცინო
მომსახურების
მიმწოდებელი
დაწესებულებიდან.
გადაწყვეტილებას
პაციენტის გაწერის შესახებ იღებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეული
შესაბამისი
სამედიცინო
მომსახურების
მიმწოდებელი
დაწესებულების
დასკვნის
საფუძველზე, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება მაგისტრატ მოსამართლეს ან/და შესაბამის
რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
მუხლი
2156.
პაციენტის
არანებაყოფლობით
იზოლაციასთან
დაკავშირებით
მოსამართლის ბრძანების (დადგენილების) გასაჩივრება
1.
ბრძანება
პაციენტის არანებაყოფლობით იზოლაციასთან დაკავშირებით მოსამართლის
(დადგენილება)
შეიძლება
გაასაჩივროს
საზოგადოებრივი
ჯანდაცვის
ადგილობრივმა ერთეულმა, პაციენტმა, მისმა ადვოკატმა ან მშობელმა/სხვა კანონიერმა
წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში ამ მუხლით დადგენილი წესით.
6
2.
გაუქმების
საჩივარი
შესახებ
მოსამართლის
შეიტანება
დასაბუთებული
ბრძანების
ბრძანების
(დადგენილების)
(დადგენილების)
გამომცემ
(გამომტან)
სასამართლოში მხარისთვის ბრძანების (დადგენილების) ასლის გადაცემიდან 48 საათის
ვადაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ გადაუგზავნის
სააპელაციო
სასამართლოს.
საჩივრისა
და
თავდართული
მასალების
ასლები
გადაეგზავნება მეორე მხარესაც.
3.
სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ბრძანების (დადგენილების)
გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
4.
საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება არსებითად, კოლეგიური
წესით, საჩივრის შეტანიდან ერთი კვირის ვადაში, ამ კოდექსის 2154 მუხლით
გათვალისწინებული
წესით.
ამასთანავე,
სააპელაციო
საჩივრის
განხილვისას
სასამართლოს უფლება აქვს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით
საკუთარი ინიციატივით ან მხარეთა მოთხოვნით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა.
დამატებითი ექსპერტიზა ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს პროცესის მონაწილე ერთერთი მხარე.
5.
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ ბრძანებას აუქმებს ბრძანებით,
ხოლო გასაჩივრებულ დადგენილებას - დადგენილებით.
6.
სააპელაციო
სასამართლოს
ბრძანება
(დადგენილება)
საბოლოოა
და
გასაჩირებას არ ექვემდებარება.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
2015 წლის ... ........
№
7
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
კანონპროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განპირობებულია “ტუბერკულოზის
კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავებით. აღნიშნული კანონპროექტის მიღების
შემთხვევაში მიზანშეწონილია ცვლილებები შევიდეს საპროცესო კანონმდებლობაში,
კონკრეტული ნორმების სრულყოფისა და ხარვეზის აღმოფხვრის თვალსაზრისით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია სრულყოფილად დარეგულირდეს საქართველოს
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ის საკითხები, რომელიც ეხება ტუბერკულოზის
კონტროლის თვალსაზრისით, დაავადებული პირის არანებაყოფილობით იზოლაციასთან
დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი
საქართველოს
არეგულირებს
კანონის
გათვალისწინებული
„ტუბერკულოზის
პროექტიდან
პირის
კონტროლის
გამომდინარე,
(პაციენტის)
შესახებ“
ამ
კანონპროექტით
არანებაყოფლობით
იზოლაციასთან
დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების საკითხებს.
კანონპროექტის
სამართალწარმოების
მიხედვით,
წესით
სასამართლოში
განიხილება
ადმინისტრაციული
„ტუბერკულოზის
კონტროლის
შესახებ“
საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის
არანებაყოფლობითი იზოლაციის თაობაზე საქმეები.
კოდექსს
ემატება
არეგულირებს
VII13
თავი
ზემოაღნიშნულ
(2152-2156
მუხლები),
რომელიც
ადმინისტრაციულ
დეტალურად
სამართალწარმოებასთან
დაკავშირებულ საკითხებს.
2152
მუხლი
მოსამართლის
ადგენს
ბრძანების
პაციენტის
არანებაყოფლობითი
მარეგულირებელ
ნორმებს.
იზოლაციის
კერძოდ,
შესახებ
საზოგადოებრივი
8
ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის მიმართვის საფუძველზე პაციენტის
არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების
მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანებას გამოსცემს მაგისტრატი
მოსამართლე, ხოლო იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ
მოქმედებს
მოსამართლე
მაგისტრატი
მოსამართლე,
საზოგადოებრივი
-
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს
ჯანდაცვის
შესაბამისი
ადგილობრივი
ერთეულის
ადგილსამყოფელის მიხედვით.
2153 მუხლი აწესრიგებს პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი
შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების
შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვასთან დაკავშირებულ
საკითხებს, ხოლო 2154 მუხლი - პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის
განხილვისა და ბრძანების გამოცემის წესს.
წარმოდგენილი
კანონპროექტით
დეტალურადაა
გაწერილი
პაციენტის
არანეყოფლობითი იზოლაციის შესახებ ბრძანების მოქმედების ვადა, მისი მოქმედების
ვადის
გაგრძელებისა
არანებაყოფლობით
და
მოქმედების
იზოლაციასთან
შეწყვეტის
დაკავშირებით
წესები,
აგრეთვე
პაციენტის
მოსამართლის
ბრძანების
(დადგენილების) გასაჩივრებასთან დაკავშირებული საკითხები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
პროექტის მიღება არ ახდენს
ნაწილზე.
გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
პროექტის მიღება
ნაწილზე.
არ ახდენს გავლენას სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვით
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
9
კანონპროექტის თანახმად სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთა მიმართ,
რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
მასში აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის
ჯანმრთელობის,
შემუშავების
ფტიზიატრიის,
პროცესში
მონაწილეობდნენ
დაავადებათა
კონტროლისა
საზოგადოებრივი
და
ჯანდაცვის
ორგანიზაციის ექსპერტები, ხოლო კონკრეტული საკვანძო თემების დამუშავება მოხდა
10
ამერიკის
საერთაშორისო
განვითარების
სააგენტოს
ტუბერკულოზის
პრევენციის
პროექტისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჩართულობით.
•
•
•
•
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში
ტუბერკულოზის პრევენციის პროექტი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის
ცენტრები
აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ
ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული "ტუბერკულოზის
ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის ხარისხიანი
დიაგნოსტირებისა და მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფის პროგრამა"
დ.ბ) კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
კანონპროექტი შეთანხმებული დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და მათ მიერ
გამოთქმული შენიშვნები ასახულია კანონპროექტში.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან
ხეჩინაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე.
საქართველოს
პარლამენტის
წევრები
გიორგი
3) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
11
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 2. სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები
1. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს
კანონმდებლობასთან;
ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების,
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების
განხორციელების თაობაზე;
დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობაარარსებობის დადგენა.
2. სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში
მოთავსების საქმე.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა,
სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა
საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე
გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
4. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს სარჩელი იმ საკითხთან
დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც მის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
5. სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს
სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული
საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
მუხლი 6. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი ადმინისტრაციული
საქმეები
მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს:
ა) ამოღებულია
ბ)
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით
გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსით დადგენილი წესით; (
ბ1) სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს
მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;
გ) სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე;
დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან
12
დაკავშირებით წარმოშობილი დავის თაობაზე;
ე) საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან
დაკავშირებით;
ვ) მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მაკონტროლებელი ორგანოს
შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანების გამოცემის თაობაზე.
ზ) შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების
დაწესებულების ადმინისტრაციის
მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი
ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ.
13