„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.10.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ხეჩინაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/485/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-10-12
ბიუროს ნომერი 333

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „პაციენტის უფლებების შესახებ“ აქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 2000 წელი, მუხ.49) დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი: „მუხლი 261 ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტისთვის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების შეთავაზებასთან და შესაბამის თანხმობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვარს. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისი, 2015 წლის ... ............... № გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაციის კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავებით. აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მიზანშეწონილია ცვლილება შევიდეს „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში, ინფექციის მართვის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის თვალსაზრისით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიღების მიზანია „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში სრულყოფილად ტუბერკულოზის დარეგულირდეს კონტროლის პროცესში ის საკითხები, უფლებამოსილი რომელიც ორგანოების ეხება მიმართ დადგენილ რეგულაციებს, მკვეთრად გაიწეროს მათი უფლებამოსილებები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიხედვით, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 261 მუხლი, რომლის თანახმად, ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტისთვის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების შეთავაზებასთან და შესაბამის თანხმობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით.“ ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის საშემოსავლო ნაწილზე. მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის თანახმად სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ფტიზიატრიის, დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტები, ხოლო კონკრეტული საკვანძო თემების დამუშავება მოხდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჩართულობით. • • • • ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ტუბერკულოზის პრევენციის პროექტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული "ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის ხარისხიანი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროგრამა" დ.ბ) კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ კანონპროექტი შეთანხმებული დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები ასახულია კანონპროექტში. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს ხეჩინაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე. პარლამენტის წევრები გიორგი ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორებია საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.