„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.10.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ხეჩინაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/485/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-10-12
ბიუროს ნომერი 333

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ.244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ტუბერკულოზის პრევენციასა და კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებს ამ კანონის გარდა აწესრიგებს საქართველოს კანონი „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“.“. 2. 31-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.“. 3. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 2015 წლის ... ............... № 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განპირობებულია “ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავებით. აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მიზანშეწონილია ცვლილებები შევიდეს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ტუბერკულოზის კონტროლის პროცესში უფლებამოსილი ორგანოების მიმართ დადგენილი კონკრეტული ნორმების სრულყოფისა და ინფექციის მართვის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის თვალსაზრისით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიღების მიზანია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში სრულყოფილად დარეგულირდეს ის საკითხები, რომელიც ეხება ტუბერკულოზის კონტროლის პროცესში უფლებამოსილი ორგანოების მიმართ დადგენილ რეგულაციებს, მკვეთრად გაიწეროს მათი უფლებამოსილებები, ფუნქციები, ასევე პასუხისმგებლობის საკითხები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილების განხორციელებას „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის სამ მუხლში. კერძოდ, კანონის მე-15 მუხლს (სპეციალური ინფექციების პრევენცია და კონტროლი) ემატება 11 პუნქტი, რომლის თანახმად, ტუბერკულოზის პრევენციასა და კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის გარდა მოაწესრიგებს „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი. კანონის 31-ე მუხლს, ემატება „ი“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებებს ემატება „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელება, ხოლო „საზოგადოებრივი სამინისტროსათვის 36-ე მუხლს ჯანმრთელობის თვითმმართველობის ორგანოებს ემატება შესახებ“ განსაზღვრული უფლებამოსილებების „ი“ რომლის ქვეპუნქტი, საქართველოს საზოგადოებრივი კანონით თანახმად, ადგილობრივი ჯანმრთელობის სფეროში 2 დელეგირებული კონტროლის უფლებამოსილებების შესახებ“ საქართველოს ჩამონათვალს ემატება „ტუბერკულოზის კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე პროექტის მიღება არ ახდენს ნაწილზე. გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტი განსაზღვრავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულების ფუნქციებს ტუბერკულოზის კონტროლის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში; ვინაიდან „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია: „მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა; ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა; ოჯახის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან აცილება“, ხოლო წინამდებარე „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი გახლავთ სპეციალური ნორმების შემცველი ტბ კონტროლისათვის, მასში დაფიქსირებული ნორმები მხოლოდ ხაზს უსვავს, აკონკრეტებს და აძლიერებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულების ფუნქციებს ტუბერკულოზის კონტროლის სფეროში; წინამდებარე კანონპროექტი მისგან გამომდინარე კანონპროექტია და წარმოდგენილი ცვლილებით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი სამართლებრივ შესაბამისობაში მოდის ზემოხსენებულ სპეციალურ კანონთან. ამდენად, კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტით დელეგირებული უფლებამოსილებისათვის გადაცემული მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობის ზრდას. ამ სეგმენტში, სადღეისოდ ზემოაღნიშნული მომსახურებების ხარჯები იფარება ტუბერკულოზის პროგრამული ხარჯიდან (35 03 02 07 სულ სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული თანხა 11 850 000 ლარი), სეგმენტი - ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონალური მართვა და მონიტორინგი სულ 37.8 ათასი ლარი 3 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის თანახმად სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთა მიმართ, რომლებზეც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ფტიზიატრიის, დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტები, ხოლო კონკრეტული საკვანძო თემების დამუშავება მოხდა ამერიკის 4 საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჩართულობით. • • • • ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ტუბერკულოზის პრევენციის პროექტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული "ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის ხარისხიანი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროგრამა" დ.ბ) კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ კანონპროექტი შეთანხმებული დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები ასახულია კანონპროექტში. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს ხეჩინაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე. პარლამენტის წევრები გიორგი ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. 5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 15. სპეციფიკური ინფექციების პრევენცია და კონტროლი 1. სამინისტრო უზრუნველყოფს პრევენციისა და კონტროლის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას და მისი განხორციელების ორგანიზებას შემდეგი სპეციფიკური ინფექციების დროს: ა) ტუბერკულოზი; ბ) აივ-შიდსი. 2. სამინისტრო სპეციალური კანონმდებლობით ადგენს სისხლის ჩაბარებისა და გადასხმის კონტროლთან, სისხლისა და მისი კომპონენტების უსაფრთხოებასა და ხარისხთან, მათ წარმოებასთან, შენახვასა და გამოყენებასთან, დონორის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ნორმებს. მუხლი 31. სამინისტროს კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში 1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის განსაზღვრა; ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მონიტორინგის განხორციელება; გ) ამ კანონის ფარგლებში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება; დ) არაგადამდები დაავადებების სფეროში პოლიტიკის განსაზღვრა და მონიტორინგის უზრუნველყოფა; ე) ბიოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა; ვ) ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პოლიტიკის განსაზღვრა; ზ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოლიტიკის განსაზღვრა. თ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცება. 2. სამინისტრო განსაზღვრავს: ა) იმ გადამდები დაავადებების ჩამონათვალს, რომელთა მატარებლობაზე ეჭვის შემთხვევაში ეპიდჩვენების დროს ფიზიკური პირი ვალდებულია ჩაიტაროს სათანადო სამედიცინო შემოწმება; ბ) შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის ნორმებს; გ) გადამდები დაავადებების, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელების პრევენციის, მართვისა და აღკვეთის ღონისძიებებსა და მეთოდებს. 3. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებებია: ა) ნორმატიული აქტით სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების წესების განსაზღვრა; ბ) გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დადგენა; გ) იმ ქიმიური ნივთიერებების ნუსხის დადგენა, რომელთა გამოყენებაც დაუშვებელია საყოფაცხოვრებო, პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის, სინთეზური ნედლეულისა და მასალების წარმოებაში; 6 დ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით სპეციალიზებული სურსათის (დიეტური, დიაბეტური, ფორტიფიცირებული), აგრეთვე ბავშვთა (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა) კვების პროდუქტების უვნებლობის ნორმებისა და ეტიკეტირების წესების დადგენა; ე) განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებისა და ნორმების, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ვ) შრომის უსაფრთხოების ნორმების დადგენა; ზ) პროფესიულ დაავადებათა ნუსხის და ამ დაავადებათა პროფილაქტიკის წესების დადგენა. 4. სამინისტრო ახორციელებს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ სანიტარიული და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ზედამხედველობასა და მონიტორინგს. 5. სამინისტრო ახორციელებს მონიტორინგს ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში. მუხლი 36. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ამ კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში დელეგირებული აქვთ შემდეგი უფლებამოსილებები: ა) გადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების ჯანმრთელობას, მათ შორის, ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია; ბ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; დ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო- სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ვ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; ზ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა. 7