„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.10.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ხეჩინაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/485/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-10-12
ბიუროს ნომერი 333

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება.“. ბ) კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 9013 მუხლი: „მუხლი 9013. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების აღსრულება 1. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის მიზნით მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსება ხორციელდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. 2. აღსრულების ეროვნული ბიურო პაციენტის ანებაყოფლობითი იზოლაციის მიზნით მის შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსებას ახორციელებს მოსამართლის ბრძანებაში მითითებული მონაცემების საფუძველზე. 3. თუ პაციენტი არ დაემორჩილება აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნას, აღსრულების ეროვნული ბიურო დახმარებისათვის მიმართავს აღსრულების პოლიციას. 4. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული ცალკეული ღონისძიებები ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 2015 წლის ... .............. № 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი დებულებები კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განპირობებულია “ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავებით. აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მიზანშეწონილია ცვლილებები შევიდეს სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონმდებლობაში, კონკრეტული ნორმების სრულყოფისა და ხარვეზის აღმოფხვრის თვალსაზრისით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიღების მიზანია სრულყოფილად დარეგულირდეს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ის საკითხები, რომელიც ეხება ტუბერკულოზის კონტროლის თვალსაზრისით, დაავადებული პირის არანებაყოფილობით იზოლაციასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოებით სასამართლოს მიერ მიღებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის მიხედვით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს ემატება „ო“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება. ამასთანავე, კანონს ემატება 9013 მუხლი, რომელიც არეგულირებს პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებულ ცალკეულ წესებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. 2 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის საშემოსავლო ნაწილზე. მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის თანახმად სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთა მიმართ, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტით არ არის დადგენილი რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან 3 კანონპროექტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ფტიზიატრიის, დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტები, ხოლო კონკრეტული საკვანძო თემების დამუშავება მოხდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჩართულობით. • • • • ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ტუბერკულოზის პრევენციის პროექტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული "ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის ხარისხიანი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროგრამა" დ.ბ) კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ კანონპროექტი შეთანხმებული დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები ასახულია კანონპროექტში. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი ხეჩინაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. 4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილება, სანოტარო აქტი, გირავნობის მოწმობა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება, უძრავი ქონების შემძენის (სააღსრულებო წარმოებისას – აუქციონზე ქონების შემძენი, აუქციონის გარეშე ქონების შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ და შემდეგი სასამართლო აქტები (შემდგომ – გადაწყვეტილება): ა) კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა; ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში; გ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ; ე) გადახდის ბრძანება და ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე; ვ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება; 5 ზ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება; თ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით; ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით; კ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, სავალდებულოა საქართველოსათვის; ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ; მ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ; ნ) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII8 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე. 6