„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“
- „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-10-12
ბიუროს ნომერი 333
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17.
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოები
მოსახლეობის
ჯანმრთელობის
დაცვას უზრუნველყოფენ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.“.
2.
73-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადამდები (მათ შორის ზოოანთროპონოზური, ზოონოზური ბუნების), ენდემური
დაავადებებისა და ეპიდემიების, აგრეთვე, განსაკუთრებით გავრცელებული არაგდამდები
დაავადებების კონტროლი შესაბამისად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრეროგატივაა.“.
3. მე-80 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 80.
1.
სახელმწიფო უზრუნველყოფს ტუბერკულოზთან ბრძოლის ღონისძიებების
განხორციელებას. აღნიშნულ საქმიანობას სახელმწიფო წარმართავს კერძო სამართლის
იურიდიულ პირებთან თანამშრომლობის გზით. ტუბერკულოზთან ბრძოლის მიზანია
ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის
უზრუნველყოფა,
საქართველოში
ტუბერკულოზის
გავრცელების
თავიდან
აცილება,
ცალკეული პაციენტის განკურნება და მისი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური
რეაბილიტაცია.
2.
საქართველოში ტუბერკულოზის კონტროლის ღონისძიებების ორგანიზების
ძირითად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ფინანსურ პრინციპებს, ტუბერკულოზის
კონტროლთან
და
ტუბერკულოზით
დაავადებული
პირის
უფლება-მოვალეობებთან
დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს საქართველოს კანონი „ტუბერკულოზის კონტროლის
შესახებ“.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
2015 წლის ... ............, №
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
კანონპროექტზე
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაციის კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მომზადება
განპირობებულია
„ტუბერკულოზის
კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავებით. აღნიშნული კანონპროექტის მიღების
შემთხვევაში მიზანშეწონილია ცვლილება შევიდეს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
საქართველოს
კანონში,
ტუბერკულოზის
კონტროლის
პროცესში
უფლებამოსილი
ორგანოების მიმართ დადგენილი კონკრეტული ნორმების სრულყოფისა და ინფექციის
მართვის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის თვალსაზრისით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში სრულყოფილად დარეგულირდეს ის საკითხები, რომელიც ეხება ტუბერკულოზის
კონტროლის პროცესში უფლებამოსილი ორგანოების მიმართ დადგენილ რეგულაციებს,
მკვეთრად გაიწეროს მათი უფლებამოსილებები, ფუნქციები, ასევე პასუხისმგებლობის
საკითხები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება ხორციელდება „ჯანმრთელობის დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და მე-80 მუხლებში, აგრეთვე, 73-ე მუხლის პირველ
პუნქტში. კერძოდ, მე-17 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას
უზრუნვეყოფენ
მოქმედი
კანონმდებლობის
მიხედვით.
იქიდან
გამომდინარე,
რომ
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, რომლის შემადგენელი ნაწილიც „ჯანმრთელობის
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტია,
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებს მნიშვნელოვანი
ფუნქცია
ეკისრებათ,
მნიშვნელოვანია რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დასახელება სწორად
იყოს კანონში აღნიშნული განსხვავებით კანონის დღეს მოქმედი რედაქციისაგან. სწორედ ამ
მიზნით ყალიბდება ახალი რედაქციით მე-17 მუხლი და 73-ე მუხლის პირველი პუნქტი.
რაც შეეხება კანონის მე-80 მუხლს, რომელიც კანონპროექტით ახალი რედაქციით
ყალიბდება,
ეს
მუხლი
აწესრიგებს
ტუბერკულოზის
ბრძოლის
ღონისძიებების
2
განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხს. ამასთანავე, მე-80 მუხლს ემატება ნორმა,
რომლის
თანახმადაც,
ორგანიზების
ძირითად
საქართველოში
ტუბერკულოზის
სამართლებრივ,
კონტროლის
ორგანიზაციულ
და
ღონისძიებების
ფინანსურ
პრინციპებს,
ტუბერკულოზის კონტროლთან და ტუბერკულოზით დაავადებული პირის უფლებამოვალეობებთან
დაკავშირებულ
საკითხებს
აწესრიგებს
საქართველოს
კანონი
„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
წარმოდგენილი კანონპროექტის
დამატებითი სახსრების გამოყოფას.
მიღება
არ
იწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ ახდენს
ნაწილზე.
გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის თანახმად სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე,
რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
3
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
მასში აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის
შემუშავების
პროცესში
მონაწილეობდნენ
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის, ფტიზიატრიის, დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის
ექსპერტები,
ხოლო კონკრეტული საკვანძო თემების დამუშავება მოხდა ამერიკის
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტისა და
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჩართულობით.
•
•
•
•
ამერიკის
საერთაშორისო
განვითარების
სააგენტოს
საქართველოში
ტუბერკულოზის პრევენციის პროექტი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის
ცენტრები
აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის
გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული "ტუბერკულოზის ყველა ფორმის,
მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის ხარისხიანი დიაგნოსტირებისა
და მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის
პროგრამა"
4
დ.ბ) კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
კანონპროექტი შეთანხმებული დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და მათ მიერ
გამოთქმული შენიშვნები ასახულია კანონპროექტში.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი ხეჩინაშვილი
და დიმიტრი ხუნდაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორებია საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 17.
ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოები მოსახლეობის
ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
მუხლი 73.
1. გადამდები (მათ შორის ზოოანთროპონოზური, ზოონოზური ბუნების), ენდემური
დაავადებებისა და ეპიდემიების, აგრეთვე, განსაკუთრებით გავრცელებული არაგადამდები
დაავადებების კონტროლი შესაბამისად სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური და
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების პრეროგატივაა.
2. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, ადამიანთა და ცხოველთა
განსაკუთრებით
საშიში
ზოოანთროპონოზული
დაავადებებისაგან
და
ტოქსიკოინფექციებისაგან დაცვის მიზნით, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის
დაწესებულებებთან ერთად შეიმუშავებს სათანადო პროგრამებს და ახორციელებს
ურთიერთშეთანხმებულ ღონისძიებებს.
მუხლი 80.
სახელმწიფო
უზრუნველყოფს
ტუბერკულოზთან
ბრძოლის
ღონისძიებების
განხორციელებას. აღნიშნულ საქმიანობას სახელმწიფო წარმართავს კერძო და არასამთავრობო
ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით. ბრძოლის მიზანია ცალკეული პაციენტის
განკურნება, მისი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაცია,
მოსახლეობაში დაავადების გავრცელების შემცირება და აღმოფხვრა.
6