„ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“
- „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-03-14
ბიუროს ნომერი 385
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო
1. საქართველოს კანონი „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“
ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს,
საქართველოს სხვა კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
2. ეს კანონი განსაზღვრავს კომპანიონ ცხოველთა სამართლებრივ სტატუსს, მათი მოვლაპატრონობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პირობებს, მათ მფლობელთა
ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების
კომპეტენციას კომპანიონი ცხოველების, როგორც ნერვული სისტემის მქონე მგრძნობიარე
არსებების კეთილდღეობისა და დაცვის უზრუნველყოფის დარგში, კომპანიონ ცხოველთა
მიმართ ჰუმანური მოპყრობის მოთხოვნებს.
3. ამ კანონის მიზანია კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მათი
დაცვა, აგრეთვე ურბანულ გარემოში ადამიანისა და კომპანიონი ცხოველების თანაარსებობის
უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა და ამასთან დაკავშირებული რისკების შეფასება და
მართვა, კომპანიონი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის
თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.
4. ეს კანონი არ ვრცელდება შინაურ ფერმერულ და გარეულ ცხოველებზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კომპანიონი ცხოველი ცხოველი, რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური თუ
სოციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და
რომელსაც არ იყენებენ სურსათის (მათ შორის, ხორცის, რძისა და კვერცხის), ბეწვის,
ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად;
ბ) პატრონიანი კომპანიონი ცხოველი - ცხოველი, რომელსაც ჰყავს პატრონი (ფიზიკური ან
იურიდიული პირი), კონკრეტული მომენტისთვის იმყოფება ამ პირის, ან მის მიერ
უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ, ან რეგისტრირებულია როგორც საკუთრება;
გ) უპატრონო (უსახლკარო/მაწანწალა) კომპანიონი ცხოველი - ცხოველი, რომელსაც არ
გააჩნია სახლი ან ცხოვრობს მფლობელის მეურნეობის საზღვარს გარეთ და არ იმყოფება
მფლობელის ან მეპატრონის მეთვალყურეობისა და მზრუნველობის ქვეშ. ასევე, კომპანიონი
ცხოველი რომელსაც ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ, კანონით განსაზღვრული
ვადითა და პირობებით არ დაუდგინდა პატრონის ვინაობა;
დ) მიკედლებული კომპანიონი ცხოველი – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად
ბინადარი ცხოველი, რომლის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს მიმკედლებელი;
ე) უმეთვალყურეო კომპანიონი ცხოველი - ცხოველი, რომელსაც დროის კონკრეტულ
მონაკვეთში არ უდგინდება პატრონი ან მიმკედელებელი და ცხოველის პატრონის ან
მიმკედლებლის დადგენის მიზნით ხორციელდება ცხოველის თავშესაფარში გადაყვანა ან
დროებითი მიმკედლების მეთვალყურეობის ქვეშ დატოვება.
ვ) კომპანიონი ცხოველის მიმკედლებელი – გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად
ბინადარი კომპანიონი ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც
უფლებამოსილ ორგანოში კომპანიონი ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული
ვალდებულება
მიკედლებულ კომპანიონ ცხოველთან დაკავშირებით დაინტერესებული
პირისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემაზე, კვება-დაწყურვების შეძლებისდაგვარად
უზრუნველყოფაზე, უფლებამოსილი ორგანოს დახმარებით ან საკუთარი სურვილით სხვა
დაწესებულებაში კომპანიონი ცხოველის ვეტერინარული მომსახურების განხორციელებაზე.
ზ) კომპანიონი ცხოველის მოვლა-პატრონობა – კომპანიონი ცხოველისთვის აუცილებელი
საარსებო პირობების შექმნა: ვეტერინარ-სპეციალისტის მიერ ვეტერინარისა და კინოლოგის
მიერ დადგენილი რაციონით მისი კვება და დაწყურვება, საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა
შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით, რეგულარული გასეირნება, ვეტერინარული
ზედამხედველობის უზრუნველყოფა და მომსახურება – დაავადებების პროფილაქტიკა,
დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაცია,
ვეტერინარული მკურნალობა, ლაბორატორიული კვლევა და კომპანიონი ცხოველის აღზრდა
სოციალიზაციის ვალდებულებით, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
სხვა პირობების უზრუნველყოფა;
თ) კომპანიონი ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის
ობიექტური წინაპირობები - შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული კომპანიონი
ცხოველის მეპატრონის ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობა, კომპანიონი ცხოველის პატრონის
საცხოვრებელი პირობების მკვეთრი გაუარესება, რაც შეუძლებელს ხდის შესაბამისი
სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით კომპანიონი ცხოველისთვის საცხოვრებელი ფართობის
გამოყოფას, ხანგრძლივი პერიოდით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება, კომპანიონი
ცხოველისგან
პატრონის ხანგრძლივი პერიოდით იძულებითი მოცილება, კომპანიონი
ცხოველის პატრონის ან მისი ოჯახის წევრის დაავადება, რომლის გამოც შეუთავსებელია
კომპანიონ ცხოველთან თანაარსებობა, პირის მიერ კომპანიონი ცხოველის პატრონის
სამკვიდროზე უარის თქმა;
ი) კომპანიონ ცხოველის მზრუნველი ან დროებითი შემფარებელი - პირი, რომელიც
კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს უსახლკარო და მაწანწალა კომპანიონ
ცხოველებზე მუდმივ და დროებით ზრუნვას;
კ) კომპანიონი ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების ქმედითი
ღონისძიებები - ოპტიმალურ ვადებში კომპანიონი ცხოველის ფოტოსურათების და მის შესახებ
დეტალური ინფორმაციის (სახეობა, სქესი, ასაკი, ჯიში, გაწეული ვეტერინარული მომსახურება,
მონაცემები პატრონისა და კომპანიონი ცხოველის მოვლა-პატრონობის პირობების შესახებ და
სხვა) განთავსების უზრუნველყოფა უფლებამოსილი ორგანოში, სოციალურ ქსელებსა და მედია
საშუალებებში;
ლ) კინოლოგიური დაწესებულება - მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს კინოლოგიურ მომსახურებას;
მ) ფელინოლოგიური დაწესებულება
რეგისტრირებული იურიდიული პირი,
მომსახურებას;
- მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
რომელიც ახორციელებს ფელინოლოგიურ
ნ) კომპანიონი ცხოველის უმტკივნეულო მოკვდინება (ევთანაზია) - უფლებამოსილი პირის
(ექიმი-ვეტერინარის) მიერ კომპანიონი ცხოველისათვის სიცოცხლის შეწყვეტა, რაც თავისი
შინაარსით გულისხმობს კომპანიონი ცხოველების ჰუმანურად, მყისიერად და უმტკივნეულოდ
მოკვდინებას ვეტერინარული პრეპარატების მეშვეობით, ამ კანონით განსაზღვრულ
შემთხვევებში;
ო) კომპანიონი ცხოველის რეგისტრაცია – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის
საფუძველზე, უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური,
ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ პატრონიანი ან მიკედლებული კომპანიონი
ცხოველის პირველადი/საკონტროლო რეგისტრაცია (აღრიცხვა), ასევე ამ კანონით დადგენილი
კომპანიონ
ცხოველთა
კლასიფიკაციის
შესაბამისად
სარეგისტრაციო
მონაცემებში
ცვლილებების შეტანა;
პ) კომპანიონი ცხოველის იდენტიფიცირება - კომპანიონი ცხოველების მარკირება
უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური
დაწესებულების ან კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრის მიერ საგანგებო ნიშნით: სვირინგის,
სპეციალური საჭდის, მიკროჩიპის ან საყელურის მეშვეობით, რომელზეც განთავსებულია
კომპანიონი ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომერი და პატრონის მონაცემები, ასევე, ფრინველის
დარგოლვა;
ჟ) უფლებამოსილი ორგანო - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომლის
კომპეტენციას განეკუთვნება კომპანიონ ცხოველთა მონიტორინგი და პოპულაციების მართვაკონტროლის ორგანიზება, აღრიცხვა, დაკარგული კომპანიონი ცხოველების მოძიება და
რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად.
რ) საბელი - ცხოველის გადაადგილების კონტროლის საშუალება, რომელიც ზღუდავს
პატრონისგან კომპანიონი ცხოველის დაცილების შესაძლებლობას;
ს) ალიკაპი - მოწყობილობა, რომელიც ცხოველს უმაგრდება დრუნჩზე, ან თავზე და
განკუთვნილია სხვა ცხოველებისა და ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
ტ) გადამეტებული აგრესია - კომპანიონი ცხოველის იმგვარი ფსიქიური დისბალანსი,
რომელიც საფრთხეს წარმოადგენს სხვა ცხოველის ან/და ადამიანისთვის და შეუძლებელს ხდის
მის შემდგომ ინტეგრაციას;
უ) კომპანიონი ცხოველის მოკვლა - კომპანიონი ცხოველისათვის სიცოცხლის აღკვეთა
შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გარეშე;
ფ) კომპანიონ ცხოველთა გასეირნება - კომპანიონი ცხოველისათვის აუცილებელი
ფიზიკური დატვირთვის მიზნით, კომპანიონი ცხოველის ყოფნა არასაცხოვრებელ ან
სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში მეპატრონის ან თანმხლები პირის მეთვალყურეობით;
ქ) კომპანიონი ცხოველების
უზრუნველყოფის ღონისძიებები;
დაცვა
-
კომპანიონ
ცხოველთა
კეთილდღეობის
ღ) კომპანიონ ცხოველებზე ზრუნვა - პირის საქმიანობა მიმართული კომპანიონი ცხოველის
კეთილდღეობის და დაცულობის უზრუნველყოფისაკენ;
ყ) კომპანიონი ცხოველების დროებითი შემფარებელი - პირი, რომელიც ფლობს კანონით
დადგენილი ნორმების შესაბამის უძრავ ქონებას, სადაც შეიფარებს უსახლკარო და მაწანწალა
კომპანიონ ცხოველებს ბუნებრივ სიკვდილამდე (გარდა შემთხვევებისა, როდესაც კომპანიონი
ცხოველის სიცოცხლის აღკვეთა ხდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვით)
ახალი პატრონისათვის გასხვისების ან მის გამოჯანმრთელებამდე შეფარების მიზნით;
შ) კომპანიონ ცხოველთა კომერციული მოშენება - კანონმდებლობით დადგენილი
პროცედურების დაცვით, კომერციული მიზნით კომპანიონი ცხოველების რეპროდუქცია;
ჩ) ფუნქციური დანიშნულების ძაღლი - სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი, რომლის უნარჩვევებიც გამოიყენება დაცვის, მოძიების, სანიტარული და დივერსიული ფაქტების
აღმოსაფხვრელად, ასევე სამწყემსო დანიშნულების ძაღლი;
ც) კომპანიონ ცხოველთა ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარი - არაკომერციული
დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიონ ცხოველთა პოპულაციის მართვას და
სადაც ხორციელდება მაწანწალა და უპატრონოდ დარჩენილი კომპანიონი ცხოველების მოვლაპატრონობა და ახალი პატრონის მოძიება;
ძ) კომპანიონ ცხოველთა დროებითი თავშესაფარი - სპეციალიზირებული დაწესებულება,
სადაც გამოჯანმრთელებამდე დროებით არიან განთავსებული უმეთვალყურეო კომპანიონი
ცხოველები, ტრავმირებული ან ისეთი კომპანიონი ცხოველები, რომლებიც ვეტერინარული
სამსახურის მიერ კომპანიონ ცხოველთა გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით
არიან მეთვალყურეობაში;
ჭ) კომპანიონ ცხოველებზე დროებითი ზრუნვა - პირის საქმიანობა, რომელიც კომპანიონი
ცხოველის მესაკუთრის ან მზრუნველის ვინაობის დადგენამდე უზრუნველყოფს მაწანწალა ან
უსახლკარო კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობას და დაცვას;
ხ) უმეთვალყურეო კომპანიონი ცხოველების დაჭერა - უმეთვალყურეო ცხოველების
უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჰუმანური მეთოდით აყვანა და კომპანიონ ცხოველთა
დროებით თავშესაფარში კანონით დადგენილი წესით მოთავსება;
ჯ) კასტრაცია - მამალი კომპანიონი ცხოველის გამრავლების უნარის შეწყვეტა სათესლე
ჯირკვლების ამოჭრის გზით;
ჰ) სტერილიზაცია - დედალი კომპანიონი ცხოველისათვის გამრავლების უნარის შეწყვეტა
ოპერაციის გზით;
ჰ1) დაჭერა, სტერილიზაცია, დაბრუნება, ანტირაბიული ვაქცინაცია - პროგრამა, რომლის
თანახმადაც ხორციელდება ჰუმანური გზით მაწანწალა კომპანიონი ცხოველების პოპულაციის
მართვა, ასევე ცოფის პრევენცია;
ჰ2) კომპანიონი ცხოველის გასხვისება - კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრის, სხვა
ორგანიზაციის ან კერძო პირის მიერ კომპანიონი ცხოველის კანონით დადგენილი წესით
გადაცემა პასუხისმგებელი კერძო პირისათვის;
ჰ3) ცხოველთა ორთაბრძოლა - ცხოველის შებრძოლება თავისივე ან სხვა სახეობის
ცხოველთან, ან ადამიანთან, შეჯიბრების, დაკბენისა და ორთაბრძოლის მიზნით;
თავი II
კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის ხელშეწყობა
მუხლი 3. კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის ძირითადი პრინციპები
1. ყველა კომპანიონ ცხოველს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა იარსებოს
ბიოლოგიური წონასწორობის პირობებში.
2. დაუშვებელია კომპანიონი ცხოველის უმიზეზოდ, გაუმართლებლად მიტოვება ან
მოკვლა; თუ აუცილებელია კომპანიონი ცხოველის მოკვლა, ეს უნდა მოხდეს მყისიერად,
ტკივილისა და ტანჯვის მიყენების გარეშე.
3. მკვდარ კომპანიონ ცხოველს არ უნდა მოეპყრან უკადრისად.
4. კომპანიონი ცხოველის გამოყენების ნებისმიერი ფორმა და გამრავლების ნებისმიერი
სახე უნდა პასუხობდეს სახეობისთვის დამახასიათებელ ფიზიოლოგიურ და ქცევით ნორმებს.
5. ნებისმიერი ქმედება ან გადაწყვეტილება, მიმართული კომპანიონი ცხოველის
რომელიმე სახეობის განადგურებისკენ არის დანაშაული მიმართული კონკრეტული სახეობის
წინააღმდეგ.
6. კომპანიონ ცხოველთა დაცვა და
სახელმწიფო ორგანიზაციების დონეზე.
უსაფრთხოება
გარანტირებული
უნდა
იყოს
მუხლი 4. კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა
1. კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობა მოიცავს მათთვის ფიზიოლოგიური და
ეტიოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილებას, ორგანიზმის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. ამ კანონის მიზნებისათვის კომპანიონი ცხოველისათვის აუცილებელი გონივრული
საჭიროებები მოიცავს:
ა) სათანადო კვებასა და დაწყურვებას;
ბ) კომპანიონი ცხოველისათვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნას; საძილე ადგილის
გამოყოფა - მოწყობას, დათბუნებასა და განათებას;
გ) კომპანიონი ცხოველის გასეირნებასა და სათანადო ფიზიკური აქტივობით დატვირთვას;
დ) დროულ და სათანადო სამედიცინო - ვეტერინარული მომსახურეობას;
ე) კომპანიონი ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ - ჰიგიენური პირობების შექმნას;
ვ) კომპანიონი ცხოველისათვის აუცილებელი შესაბამისი საწვრთნელი საშუალებების
ხელმისაწვდომობა და მათი სოციალიზაცია;
3. დაუშვებელია დამახასიეთებელი ჩვეული და ინსტიქტური ქცევის შეზღუდვა,
ადამიანებთან და მისივე სახეობის კომპანიონ ცხოველებთან ურთიერთობის შეზღუდვა, თუ
ასეთი ქცევა საფრთხეს არ უქმნის გარშემომყოფებს.
4. კომპანიონი
მიმართული:
ცხოველების
კეთილდღეობისა
და
დაცვის
წინააღმდეგ
არ
არის
ა) კომპანიონი ცხოველების დაჭერა, სტერილიზაცია, კასტრაცია, ქიმიური საშუალებებით
უსაფრთხო კონტრაცეფცია, ანტირაბიული ვაქცინაციისა და დაბრუნების პროგრამა, რომლის
თანახმადაც ხორციელდება ჰუმანური გზით მაწანწალა კომპანიონი ცხოველების პოპულაციის
შემცირება ან მართვა და დაჭერის ადგილზე დაბრუნება;
ბ) კომპანიონ ცხოველთა მოკვდინება (ევთანაზია) უკურნებელი დაავადებისას ან
ინფექციური დაავადების აღმოფხვრის და ცხოველთა თუ ადამიანთა ჯანმრთელობისათვის
განსაკუთრებულად საშიში დაავადებების აღკვეთის მიზნით, კანონმდებლობის მოთხოვნათა
დაცვით;
გ) კომპანიონი ცხოველის მოკვდინება (ევთანაზია) საგანგებო სიტუაციებში, როცა
მიზანშეწონილია მძიმედ დაჭრილი ან დაავადებული კომპანიონი ცხოველის ტანჯვის
დასრულება;
დ) კომპანიონი ცხოველის მოკვლა ადამიანზე განხორციელებული
უკიდურესი აუცილებლობის და აუცილებელი მოგერიების დროს;
თავდასხმისას,
მუხლი 5. კომპანიონი ცხოველის მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელი მოთხოვნები
1. ნებისმიერი პირი, ვინც უვლის ან პატრონობს კომპანიონ ცხოველს, პასუხისმგებელია
მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, უნდა განახორციელოს ყველა გონივრული
ქმედება, რათა თავიდან აიცილოს კომპანიონი ცხოველის გაქცევა ან დაკარგვა.
2. კომპანიონი ცხოველის ყოლა ისეთ ბინებში, სადაც რამდენიმე მესაკუთრეა, უნდა
მოხდეს ყველა მესაკუთრის თანხმობით.
3. კომპანიონი ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს მის საკუთრებაში ან
მფლობელობაში არსებული კომპანიონი ცხოველის შთამომავლობის მოვლა - პატრონობა, ან
გასხვისება.
4. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად გაუშვას გასასეირნებლად
კომპანიონი ცხოველები თავის ნაკვეთში, თუ ტერიტორია უსაფრთხოდ იქნება
შემოსაზღვრული, შესასვლელთან ექნება გამაფრთხილებელი წარწერა და კომპანიონი
ცხოველები მოკლებული იქნებიან შესაძლებლობას ზიანი მიაყენონ ამ ტერიტორიის მიღმა
მყოფი პირების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას.
5. დაუშვებელია კომპანიონი ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა და
მოკლე საბელის ხანგრძლივად გამოყენება.
6. კომპანიონი ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის
ობიექტური წინაპირობების დადგომისა და კომპანიონი ცხოველის პატრონის მიმართვის
შემთხვევაში, კომპანიონი ცხოველის
გადაყვანას კომპანიონ ცხოველთა თავშესაფარში
უზრუნველყოფს კომპანიონი ცხოველის პატრონი ან უფლებამოსილი ორგანო, ხოლო
ვეტერინარული სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ვეტერინარულ
გამოკვლევასა და მკურნალობას. ამასთან, კომპანიონ ცხოველთა თავშესაფარში ცხოველის
ჩაბარებამდე, პატრონი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია ქმედითი ღონისძიებები
გაატაროს კომპანიონი ცხოველისათვის ახალი პატრონის მოძიების მიზნით.
7. დაუშვებელია კომპანიონი ცხოველის გაჩუქება 18 წლამდე ასაკის პირზე, თუ არ
არსებობს მშობლების ან პასუხისმგებელი პირის თანხმობა.
8. დაუშვებელია კომპანიონი ცხოველის გადაცემა ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით.
9. დაუშვებელია კომპანიონი ცხოველის საკვებად გამოყენება ან/და მისგან პრეპარატებისა
და ქიმიური საშუალებების დამზადება.
10. კომპანიონი ცხოველის გვამი უნდა დაიმარხოს სპეციალურად
ტერიტორიაზე, ან მოხდეს მისი კრემაცია, ან მოთავსება ბიოთერმულ ორმოში.
გამოყოფილ
11. ავტოსაგზაო შემთხვევისას გაუფრთხილებლობით დაშავებული კომპანიონი ცხოველი
გადაყვანილ უნდა იქნას უახლოეს ვეტერინარულ დაწესებულებაში.
12. პირი, რომელსაც ჰყავს 10 კომპანიონ ცხოველზე (ძაღლი ან/და კატა) მეტი და რომელთა
ნაშიერის ასაკი არ აღემატება 6 თვეს, ვალდებულია დაარეგისტრიროს თავშესაფარი,
წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პირი დაექვემდებარება პირველად გაფრთხილებას, რათა
დარეგისტრირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სახდელს ან კომპანიონ
ცხოველთა ჩამორთმევასა და სხვა თავშესაფარში განთავსებას.
მუხლი 6. კომპანიონ ცხოველთა გასეირნება
1. ძაღლების, დეკორატიული ჯიშის გარდა (დანართი 1), გასეირნება საზოგადოებრივ
ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის
ადგილები), ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბელით ან საბელითა და ალიკაპით.
2. კომპანიონი ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში,
კომპანიონი ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის
დასუფთავება.
3. აკრძალულია კომპანიონი ცხოველების შეყვანა სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში,
საავადმყოფოებში, იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტებსა და დაწესებულებებში, სადაც არის
შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, მსგავსი ნიშნის არსებობის შემთხვევაში დაწესებულება
ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიონი ცხოველის მისაბმელი ძელის დაცულ ფართზე
განთავსება.
მუხლი 7. კომპანიონ ცხოველთა ტრანსპორტირება
1. კომპანიონ
ცხოველთა
ტრანსპორტირებას
უზრუნველყოფს
საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუკი უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.
ნებისმიერი
2. კომპანიონი ცხოველების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს მოკლე საბელითა და
ალიკაპით ან კომპანიონ ცხოველთა გადასაყვანი კონტეინერით, რომელიც აღჭურვილია
შესაბამისი ზომის, ბუნების და მოგზაურობის გრაფიკის შესაბამისი მოცულობითა და
პირობებით.
3. დაუშვებელია კომპანიონი ცხოველის მოთავსება მანქანის საბარგულში ან მანქანის
დახურულ სივრცეში, სასუნთქი წყაროს დატოვების გარეშე.
მუხლი 8. კომპანიონ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები
1. კომპანიონი ცხოველის პატრონი ვალდებულია ყოველწლიურად უზრუნველყოს
კომპანიონი ცხოველის ვეტერინარული შემოწმება, იმუნიზაცია (მათ შორის ანტირაბიული) და
საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება.
2. კომპანიონი ცხოველის პატრონი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის
ვეტერინარულ დაწესებულებას ან უფლებამოსილ ორგანოს, საკუთრებაში ან მფლობელობაში
მყოფი კომპანიონი ცხოველის მიერ ადამიანის ან/და ცხოველის დაკბენის/დაკაწვრის ფაქტის
შესახებ და წარადგინოს კომპანიონი ცხოველი ვეტერინარულ დაწესებულებაში ან
უფლებამოსილ ორგანოში, კომპანიონ ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობის
დაწესების მიზნით. ასევე, წარმოადგინოს კომპანიონი ცხოველის ვეტერინარული მოწმობა და
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ვეტერინარული ზედამხედველობის ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს კომპანიონი
ცხოველის პატრონი.
3. კომპანიონი ცხოველის დაავადების შემთხვევაში, კომპანიონი ცხოველის პატრონი
ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ვეტერინარულ დაწესებულებას, რომელიც
ადამიანისა ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში განსაზღვრული
დაავადების დადგენის შემთხვევაში, ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) კომპანიონი ცხოველის მოკვდინება (ევთანაზია), ხოლო მის შემდგომ დამარხვა/კრემაცია/
მოთავსებას ბიოთერმულ ორმოში უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო;
ბ) კომპანიონი ცხოველის პატრონის მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობის
ჩატარება;
გ) კომპანიონი ცხოველის კვლევის, მკურნალობის, მოკვდინებისა (ევთანაზიის) და
დამარხვის/კრემაციის/ბიოთერმულ ორმოში მოთავსების ხარჯებს ანაზღაურებს კომპანიონი
ცხოველის პატრონი;
მუხლი 9 . კომპანიონ ცხოველთა ვეტერინარული მომსახურება
1. კომპანიონ ცხოველებს ქირურგიული ოპერაციები, სამედიცინო მომსახურება ან სხვა
სახის ვეტერინარული პროცედურები უტარდებათ მხოლოდ ვეტერინარი ექიმის მიერ,
მხოლოდ გაუტკივარებით. აკრძალულია მიორელაქსანტის მტკივნეული პროცედურების
ჩატარება.
2. აკრძალულია ჩვენებებისა და სხვა არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური
დანიშნულების მიზნის გარეშე კომპანიონი ცხოველებისათვის ქირურგიული ოპერაციების
ჩატარება, კერძოდ:
ა) კუდის მოჭრა;
ბ) ყურების დაჭრა;
გ) სმენის დაქვეითება;
დ) ნისკარტის, ბიბილოსა და ფრთების მოჭრა;
ე) კბილებისა და ეშვების ამოღება;
ვ) კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა;
ზ) ხმის იოგების გადაჭრა;
გამონაკლისია შემთხვევები, თუ ვეტერინარი გადაწყვეტს, რომ აუცილებელია მსგავსი
ოპერაციის ჩატარება სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე;
მუხლი 10. კომპანიონ ცხოველთა დაცვა სასტიკი მოპყრობისაგან
1. დაუშვებელია კომპანიონ ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა და წამება, მსგავსი
ქმედებების ნებისმიერი ხელშეწყობა, კომპანიონი ცხოველისადმი ძალადობისკენ მოწოდება.
2. კომპანიონ ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად ითვლება:
ა) კომპანიონი ცხოველის ცემა გაწვრთნის მიზნით ან ისეთი ქმედება, რომლის შედეგდაც
კომპანიონ ცხოველს აიძულებენ გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს და რომელიც
გამოიწვევს კომპანიონი ცხოველის მენტალურ ტანჯვას, ფიზიურ ტრავმას ან დასახიჩრებას;
ბ) კომპანიონ ცხოველთა გაგდება და მიტოვება;
გ) კომპანიონი ცხოველების გამოყენება სამიზნეებად;
დ) საჭიროების შემთხვევაში კომპანიონი ცხოველისათვის ვეტერინარული
აღმოუჩენლობა;
დახმარების
ე) კომპანიონ ცხოველებზე ანესთეზიის გარეშე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციები,
გარდა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) ვეტერინარული პროცედურები, რომელთა მიზანია კომპანიონი ცხოველის გარეგნობის
ან ფიზიოლოგიური ფუნქციების შეცვლა (ყურების, ყბის ძვლის, ბიბილოს, ნისკარტის, კუდის
მოჭრა, ხმის სიმების, კლანჭების, ფრთების, ჩლიქებისა და ეშვების დამახინჯება ან მოცილება,
ბუმბულის მოგლეჯა, სმენის დაქვეითება და სხვა), ასევე, კომპანიონი ცხოველის სხეულის
ნაწილის სტრუქტურის შეცვლა, იქნება ეს რბილი ქსოვილები თუ ძვლები; გამონაკლისს
წარმოადგენს კომპანიონი ცხოველის სტერილიზაცია და კასტრაცია ამ კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში და კომპანიონ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით,
ვეტერინარის გადაწყვეტილებით განხორციელებული ვეტერინარული პროცედურები;
ზ) კომპანიონი ცხოველის წვრთნის პროცესში მისი აგრესიისკენ მოწოდება და წახალისება
მისივე სახეობის, თუ სხვა ცხოველის ან/და ადამიანების საწინააღმდეგოდ, გარდა
სამსახურეობრივი წვრთნის შემთხვევებისა;
თ) კომპანიონი ცხოველების ყოლა ისეთ პირობებში, რომლებიც არ შეესაბამება მათს
სახეობას, ასაკს, ფიზიოლოგიურ და ბუნებრივ ქცევას;
ი) კომპანიონი ცხოველების გამოყენება რეკლამებში, კინოგადაღებებში, ფოტოგრაფიაში,
გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში, სადაც კომპანიონ ცხოველებს ადგება ტკივილი, შიში,
მწუხარება, ტანჯვა და თუ ასეთი ღონისძიებების დროს კომპანიონ ცხოველს აიძულებენ
გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს, ან სადაც კომპანიონი ცხოველი შეიძლება
დასახიჩრდეს ფიზიკურად ან მენტალურად;
კ) ზოოფილური აქტები კომპანიონ ცხოველებთან;
ლ) კომპანიონი ცხოველების გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის და
ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე,
გარდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა;
მ) სხვა ქმედებები, რომლებიც იწვევს კომპანიონი ცხოველის ძლიერ ფიზიკურ თუ
ფსიქიკურ ტანჯვას.
თავი III
კომპანიონ ცხოველთა მოშენება და გამოყენება.
მათი მოკვდინება (ევთანაზია)
მუხლი 11. კომპანიონი ცხოველების მოშენება
1. კომპანიონი ცხოველების მოშენება უნდა იყოს მიზნობრივი, გეგმაზომიერი და წინასწარ
განსაზღვრული.
2. ყველა პირი, რომელიც ეწევა სელექციას კომპანიონ ცხოველთა გამრავლების მიზნით,
პასუხისმგებელია კომპანიონი ცხოველისა და მისი ნაყარის ანატომიურ, ფიზიოლოგიურ და
კეთილდღეობის მახასიეთებლებზე, რათა რისკის ქვეშ არ დააყენოს ნაყარის ჯანმრთელობა და
კეთილდღეობა.
3. აკრძალულია გენეტური სნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების
მქონე გენეტიკურად არასრულფასოვანი კომპანიონი ცხოველების გამრავლება.
4. აკრძალულია გარეული ცხოველების შეჯვარება კომპანიონ ცხოველებთან.
5. ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან კომპანიონი ცხოველების კომერციულ მოშენებას
და მათ პერმანენტულ რეალიზაციას, სავალდებულოა, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით დარეგისტრირდნენ ბიზნესოპერატორებად.
მუხლი 12. კომპანიონ ცხოველთა გამოყენება
1. კომპანიონი ცხოველების გამოყენება სანახაობისათვის, სპორტულ, გასართობ ან სხვა
ღონისძიებებში დასაშვებია ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესების
დაცვით:
ა) ორგანიზატორი ვალდებულია თითოეული კომპანიონი ცხოველისათვის შექმნას
უსაფრთხოების ყველა საჭირო პირობა, რათა რისკის ქვეშ არ დადგეს კომპანიონი ცხოველის
ჯანმრთელობა და კეთილდღეობა;
ბ) დაუშვებელია კომპანიონი ცხოველისთვის ნებისმიერი ქიმიური პრეპარატის მიღება,
გარკვეული პროცედურის ჩატარება ან ხელსაწყოს გამოყენება, მისი ბუნებრივი
შესაძლებლობების ამაღლების მიზნით;
2. კომპანიონი ცხოველების საცირკო სანახაობებში მონაწილეობისათვის აუცილებელია
ცირკი ფლობდეს ვეტერინალურ სერტიფიკატს და საქმიანობა შეესაბამებოდეს ამ
სერტიფიკატის მოთხოვნებს.
3. ცირკის მენეჯერებმა, კინოფილმების და რეკლამების შემქმნელებმა, გამოფენების,
კონკურსების და სხვა ღონისძიებების ორგანიზატორებმა უნდა აცნობონ დაგეგმილი
ღონისძიებების შესახებ ვეტერინარიის სამსახურს და იმ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას,
სადაც ჩატარდება ხსენებული ღონისძიება.
4. უსაფრთხოების ზომების მიღების გარეშე დაუშვებელია კომპანიონი ცხოველების
მონაწილეობით მასობრივი ღონისძიებების ჩატარება საბავშვო მოედნებზე, სკოლამდელ და
საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათთან დაკავშირებულ ტერიტორიებზე.
5. დაუშვებელია კომპანიონი ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის პროპაგანდა,
დემონსტრაციების მოწყობა, აუდიოვიზუალური თუ სხვა სახის პროდუქციის გავრცელება,
რომელიც პროპაგანდას უწევს კომპანიონი ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას.
მუხლი 13. კომპანიონ ცხოველთა მოკვდინება (ევთანაზია)
1. კომპანიონ ცხოველთა მოკვდინება დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით,
მათთვის ფიზიკური ტკივილისა და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების გარეშე, სპეციალური
მედიკამენტების გამოყენებით, ამ კანონით გათვალისწინებული წესით და შემთხვევებში.
2. დასაშვებია იმ კომპანიონ ცხოველთა მოკვდინება, რომელთაც კლინიკური კვლევებით
ან დაკვირვების შესაბამის პირობებში, ვეტერინარის და კინოლოგის სავალდებულო
მონაწილეობით შემდგარი კომისია დაუდგენს:
ა) აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა კომპანიონი ცხოველის თანაარსებობის
საშუალებას ადამიანთან ან/და სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის
იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი);
ბ) ადამიანებისა და/ან ცხოველებისათვის საშიშ უკურნებელ დაავადებას;
გ) ძლიერ ტრავმებს და/ან დაზიანებებებს, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან;
დ) III – IV სტადიის ონკოლოგიურ დაავადებებს;
ე) დამბლას, პარეზს და სხვა განუკურნებელ დაავადებებს;
ვ) შეუქცევად დაუძლურებას, მათ შორის სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად;
ზ) სიცოცხლეთან შეუთავსებელ ფიზიოლოგიურ ნაკლს (ახალშობილებში).
3. კომპანიონი ცხოველების მოკვდინება დასაშვებია:
ა) ვეტერინარული პრაქტიკის მქონე ვეტერინარის ან სხვა პირის მიერ, მხოლოდ იმ
განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც კომპანიონი ცხოველი კრიტიკულ მდგომარეობაშია
და აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს ტანჯვისაგან, ან შეუძლებელია
ვეტერინარის ან სხვა კომპეტენტური პირის დროული ჩარევა.
ბ) მხოლოდ ვეტერინარული პრეპარატებით;
გ) ისეთი საშუალებების გამოყენებით, რაც კომპანიონ
შეძლებისდაგვარად მცირე ფიზიკურ და სულიერ ტკივილს;
ცხოველს
მიაყენებს
დ) მეთოდით, რომელიც გამოიწვევს კომპანიონი ცხოველის უშფოთველ სიკვდილს, საწყისს
ეტაპზე მძლავრი გაუმტკივარების ეფექტით, რომელიც გადაიზრდება სრული სიკვდილის
გამომწვევ პროცედურაში.
4. აკრძალულია კომპანიონი ცხოველების მოკვდინება შემდეგი არაჰუმანური მეთოდებით:
ა) გაგუდვა ან სხვ მსგავსი ქმედება;
ბ) მომწამვლელი ნივთიერების ან პრეპარატის გამოყენება;
გ) ელექტროშოკის გამოყენება, რაც იწვევს ინდუქციური მეთოდით გონების მოულოდნელ
დაკარგვას;
დ) დახრჩობა;
ე) მექანიკური დაზიანების მიყენება;
ვ) იძულებითი შიმშილი, წყურვილი;
ზ) პნევმატური, ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, გარდა „საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-5
პუნქტის „ვ“და მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 34ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“და მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტებით, „სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“
ქვეპუნქტით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-144 მუხლის მე-3
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევბისა;
თ) სხვა არაჰუმანური მეთოდები;
5. მოკვდინების პროცედურის დასრულების შემდეგ, ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ
კომპანიონი ცხოველი მკვდარია, რის შემდგომაც დასაშვებია სანიტარული ნორმების დაცვით
კომპანიონი ცხოველის ლეშის დამარხვა, კრემაცია, ბიოთერმულ ორმოში მოთავსება,
პათანატომიური გამოკვლევა.
6. დაუშვებელია ჯანმრთელი მაწანწალა კომპანიონი ცხოველის დაძინება.
თავი IV
უმეთვალყურეო, უსახლკარო და მაწანწალა კომპანიონი ცხოველები. უპატრონო
კომპანიონი ცხოველების პოპულაციის მართვა და კონტროლი. კომპანიონ ცხოველთა
თავშესაფრები.
მუხლი 14. უმეთვალყურეო, უსახლკარო და მაწანწალა ცხოველების დაჭერა
1. უმეთვალყურეო, უსახლკარო და მაწანწალა კომპანიონი ცხოველების დაჭერა
დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, სპეციალური მარყუჟიანი ჯოხით ან ბადით.
დაუშვებელია რკინის მაშის გამოყენება. მეძუძური კომპანიონი ცხოველების დაჭერა
დასაშვებია მხოლოდ ნაყართან ერთად.
2. კომპაანიონი ცხოველისაგან ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის მომდინარე
საფრთხეების თავიდან აცილებისა და კომპანიონი ცხოველების პოპულაციების მართვაკონტროლის მიზნით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, უფლებამოსილი ორგანო
ვალდებულია მოახდინოს კომპანიონი ცხოველების დაჭერა, ან/და კასტრაცია, სტერილიზაცია ვაქცინაციის პროგრამა თუ სახეზეა:
ა) ადამიანისა ან/და ცხოველების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის
მატარებელი და მომეტებული აგრესიის აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე კომპანიონი
ცხოველები;
ბ) ადამიანის ან/და ცხოველების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისათვის საფრთხის
მატარებელი, განსაკუთრებულად საშიში დაავადებების აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე
კომპანიონი ცხოველები;
გ) უმეთვალყურეო კომპანიონი ცხოველები, რომლებმაც მოახდინეს ადამიანის ან
ცხოველის დაკბენა/დაკაწვრა; დაკვირვებისა და საკარანტინე ვოლიერში განთავსების მიზნით,
შემდგომი პროცედურების გატარების გატარებამდე;
დ) სავარაუდოდ დაკარგული ან უპატრონოდ/მეთვალყურეობის გარეშე მიტოვებული
კომპანიონი ცხოველები, რომელთა გარეგანი მახასიათებლები ან/და იდენტიფიკაციის
ვიზუალური ნიშნები ან/და ქცევითი თავისებურებები მიუთითებენ, რომ კომპანიონ ცხოველს
შესაძლოა ჰყავს პატრონი;
3. უმეთვალყურეო, უსახლკარო და მაწანწალა კომპანიონი ცხოველები დაჭერის შემდეგ
ექვემდებარებიან
დროებით თავშესაფარში ან ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარში
მოთავსებას.
4. დაჭერისას კომპანიონი ცხოველის მოკვდინება (ევთანაზია) წარმოადგენს გამონაკლისს
და დასაშვებია მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა კომპანიონი ცხოველი საფრთხეს უქმნის
ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
5. დაუშვებელია ავადმყოფი და დასახიჩრებული კომპანიონი ცხოველების საბოლოო
განკურნებამდე მათი დაბრუნება დაჭერის ადგილზე, თუკი მათ არ ჰყავთ მეთვალყურე და
მათი უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი.
მუხლი 15. უპატრონო კომპანიონი ცხოველების პოპულაციის მართვა და კონტროლი
1. ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო კომპანიონი ცხოველების პოპულაციების
მართვა და კონტროლი, მათზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება და ამ
კანონით განსაზღვრული სხვა მიზნების უზრუნველყოფა უფლებამოსილი ორგანოს
საქმიანობის სფეროს განეკუთვნება.
2. კომპანიონი ცხოველების პოპულაციების მართვის ძირითადი და პრიორიტეტული
მეთოდია
კომპანიონი
ცხოველების
შობადობის
შემცირების
უზრუნველყოფა
სტერილიზაცია/კასტრაციის ან უსაფრთხო ქიმიური საშუალებებით კონტრაცეფციის გზით.
3. კომპანიონი
ცხოველების
პოპულაციების
მართვა-კონტროლის
ამოცანების
უზრუნველყოფის მიზნით, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია თანმიმდევრობით
მოახდინოს:
ა) კომპანიონი ცხოველების ჰუმანური მეტოდებით დაჭერა და იზოლაცია;
ბ) კომპანიონი ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობის (კლინიკური და
ლაბორატორიული კვლევით) და ქცევითი თავისებურებების (დაკვირვების შესაბამის
პირობებში და სპეციალური მეთოდიკით) დადგენა;
გ) ჯანმრთელი და არააგრესიული კომპანიონი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია;
დ) კომპანიონი ცხოველების პოსტოპერაციული რეაბილიტაცია;
ე) კომპანიონი ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია;
ვ) კომპანიონი ცხოველების მიკედლება, ან ბინადრობის პირვანდელ გარემოში დაბრუნება.
4. უფლებამოსილი ორგანო, კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად ატარებს
ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ფიზიკურად ჯანმრთელი და არააგრესიული
უპატრონო კომპანიონი ცხოველების სხვა კატეგორიაში გადაყვანაზე, მათთვის ახალი
პატრონის მოძიების ან მიკედლების უზრუნველყოფაზე.
5. დაუშვებელია ცხოველის დაბრუნება გზასთან ახლოს და დაუსახლებელ ადგილებში.
მუხლი 16. კომპანიონი ცხოველის მიმკედლებელი
1. კომპანიონი ცხოველის მიმკედლებელი ვალდებულია:
ა) თვალყური ადევნოს მიკედლებული ცხოველის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში
მოახდინოს
უფლებამოსილი
ორგანოს
ინფორმირება
ცხოველის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის შემოწმების საჭიროების შესახებ;
ბ) ერთ კვირაზე მეტი ვადით ცხოველის
ორგანოს ინფორმირება;
გაუჩინარების მოახდინოს უფლებამოსილი
გ) უფლებამოსილი ორგანოს შეკითხვის შემთხვევაში გასცეს ინფორმაცია მიკედლებული
ცხოველის მდგომარეობაზე;
დ) მიკედლებული ცხოველის მეთვალყურეობაზე საკუთარი სურვილით უარის თქმის
შემთხვევაში მოახდინოს უფლებამოსილი ორგანოს ინფორმირება და კონკრეტულ ცხოველზე
მიმკედებლის სტატუსის მოხსნამდე განაგრძოს მიკდელებული ცხოველის მეთვალყურეობა;
ე) შესაძლებელია კომპანიონ ცხოველს ჰყავდეს ერთზე მეტი მიმკედლებელი;
2. კომპანიონი ცხოველის მიმკედლებელი უფლებამოსილია უფლებამოსილი ორგანოს
მიერ მიკედლებული ცხოველისთვის საჭირო ვეტერინარული მომსახურების ან/და
ტრანსპორტირების მომსახურება მიიღოს უსასყიდლოდ.
3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიკედლებული ცხოველის ტრანსპორტირება ან
და გადაყვანა მოახდინოს მიმკედლებლის თანხმობით.
მუხლი 17. კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრები
1. კომპანიონი ცხოველების დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფრები
იქმნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის მიერ, ასევე,
არაკომერციული იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და ნებისმიერი
ორგანიზაციულ
სამართლებრივი
ფორმის
იურიდიული
წარმონაქმნის
მიერ
კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.
2. თავშესაფარში კომპანიონი ცხოველის გადაყვანისთანავე, ის უნდა განთავსდეს
კარანტინში, გაისინჯოს ვეტერინარის მიერ და 24 საათის განმავლობაში უნდა ჩაუტარდეთ
დეგელმინტიზაცია და ვაქცინაცია. კარანტინში ცხოველის დაყოვნების ვადა შეადგენს მინიმუმ
10 დღეს.
3. დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარებში უმეთვალყურეო, უსახლკარო
და მაწანწალა კომპანიონი ცხოველების მოთავსების შემდეგ ხდება მათი იდენტიფიკაცია.
დგინდება კომპანიონი ცხოველის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირის ვინაობა და
მათ კომპანიონი ცხოველი უბრუნდებათ შენახვის ხარჯების ანაზღაურებით.
4. თუ 2 თვის ვადაში დადგენილი ვერ იქნა უმეთვალყურეო, უსახლკარო და მაწანწალა
კომპანიონი ცხოველის პატრონი, ან კომპანიონი ცხოველის პატრონი შემდგომი სათანადო
მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების გამო უარს აცხადებს
კომპანიონი ცხოველის მიღებაზე, კომპანიონი ცხოველი შეიძლება გასხვისებულ იქნას, ასევე
დაშვებულია მათი პირვანდელი ბინადრობის არეალში გაშვება სტერილიზაციის, კასტრაციის,
რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვაქცინაციის შემდეგ.
5. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფარში აღინიშნება ცხოველისთვისა და ადამინისთვის
საშიში დაავდების გავრცელების საფრთხე, თავშესაფარი ვალდებულია ითანამშრომლოს
შესაბამის რაიონულ სანიტარულ - ჰიგიენურ ორგანოებთან და ჩაატაროს დეზინფექციის
ღონისძიება, დაავადების აღმოფხვრამდე თავშესაფარში ცხადდება კარანტინი და ტადრება
საკარანტინე ღონისძიებები.
6. თუკი თავშესაფრიდან გამოსულ კომპანიონ ცხოველს საკარანტინე პერიოდის
განმავლობაში გამოუვლინდება ინფექციური დაავადება, თავშესაფარი ვალდებულია,
უზრუნველყოს კომპანიონი ცხოველის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება ან განმეორებითი
მკურნალობა.
7. ნებისმიერი პირი უფლებამოსილია დაათვალიეროს თავშესაფარი და თავისუფლად
მოახდინოს ფოტო/ვიდეო გადაღება, მიიღოს ინფორმაცია განთავსებულ ცხოველებთან
დაკავშირებით.
8. დაუშვებელია თავშესაფარში კომპანიონი ცხოველების გამრავლება და გაყიდვა.
მუხლი 18. კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობის სტანდარტები
1. კომპანიონ ცხოველთა დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარს უნდა
გააჩნდეს კომპანიონი ცხოველების:
ა) ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბეწვის, ნაცხის, ფეკალიისა და სისხლის
კვლევას, ან ლაბორატორიული კვლევის უზრუნველყოფის ქმედითი შესაძლებლობა ან
ჰქონდეს დადებული ხელშეკრულება ვეტერინარული დაწესებულებასთან, რომელიც
უზრუნველყოფს ამ პროცედურებს.
ბ) ვეტერინარული სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფრის დანიშნულებით
განსაზღვრული აუცილებელი ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარებას, ასეთის არ
არსებობის შემთხვევაში თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია ითანამშრომლოს
ვეტერინარულ დაწესებულებასთან;
გ) საკარანტინო სივრცე (ვოლიერები), რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფარში
ახლადშემოყვანილი კომპანიონი ცხოველის იზოლაციას სხვა კომპანიონი ცხოველებისგან,
ლაბორატორიული კვლევის შედეგად კომპანიონი ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის
დადგენამდე, ან დაავადებული კომპანიონი ცხოველის განკურნებამდე, თავშესაფრიდან
გაყვანამდე, მოკვდინებამდე (ევთანაზიამდე);
დ) განთავსების ვოლიერები;
ე) გასეირნების უზრუნველყოფისათვის საკმარისი სივრცე;
2. კომპანიონ ცხოველთა დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარი უნდა
აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) უზრუნველყოფილი იყოს სანიტარულ - ჰიგიენური ნორმებით;
ბ) უზრუნველყოფილი იყოს კომპანიონ ცხოველთა ყოფა-ცხოვრებისათვის აუცილებელი
მინიმალური პირობებით - სათანადო კვება, დაწყურვება, სისუფთავე, დათბუნება, განათება;
გ) ძაღლის განთავსების ვოლიერის სივრცე უნდა აძლევდეს კომპანიონ ცხოველს
გადაადგილების, საკვების მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობას. ვოლიერის ფართი
უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3 კვადრატულ მეტრს, სიმაღლე - მინიმუმ 150 სანტიმეტრს, თითო
ვოლიერში შესაძლებელია 3 ძაღლის განთავსება;
დ) კატების განთავსების ვოლიერის სივრცე უნდა აძლევდეს კომპანიონ ცხოველს
მინიმალური გადაადგილების, საკვების მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობას;
ე) ვოლიერი არ უნდა იყოს ოთხმხრივად დახურული და კომპანიონ ცხოველს არ უნდა
ეზღუდებოდეს თავისუფალი სივრცის ხედვის შესაძლებლობა.
3. კომპანიონ ცხოველთა თავშესაფარი, მინიმუმ 300 მეტრით უნდა იყოს დაშორებული
საცხოვრებელი ტერიტორიიდან, საწარმო ობიექტებისგან და დაწესებულებებისგან;
4. კომპანიონ ცხოველთა თავშესაფარი ვალდებულია უფლებამოსილ ორგანოში
უსასყიდლოდ, ყოველთვიურად ან დაუყოვნებლივ მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს
თავშესაფარში კომპანიონ ცხოველთა ბრუნვის ამსახველი სტატისტიკური მონაცემების
წარდგენა ელექტრონული სახით.
5. კომპანიონ ცხოველთა თავშესაფარი ვალდებულია უზრუნველყოს უკლებლივ ყველა
კომპანიონი ცხოველის სტერილიზაცია, თუკი ამ კომპანიონ ცხოველს არ გამოუჩნდა
პირვანდელი პატრონი.
თავი V
კომპანიონ ცხოველთა იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია
მუხლი 19. კომპანიონ ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სავალდებულო
მოთხოვნები
1. კომპანიონი ცხოველები ექვემდებარებიან სავალდებულო პირველად რეგისტრაციას,
იდენტიფიკაციას და ყოველწლიურ საკონტროლო რეგისტრაციას.
2. რეგისტრაცია ხორციელდება უსასყიდლოდ.
3. კომპანიონი ცხოველის მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უფლებამოსილ
ორგანოს მიაწოდოს კომპანიონ ცხოველთა აღრიცხავასა და იდენტიფიცირებასთან
დაკავშირებული ყველა ინფორმაცია.
4. კომპანიონი ცხოველის პატრონი ვალდებულია კომპანიონი ცხოველის რეგისტრაციის
მომენტისთვის, ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს კომპანიონი
ცხოველის იდენტიფიკაცია სვირინგის, მიკროჩიპირებით,
სპეციალური საჭდით ან
საყელურით, ასევე, ფრინველის დარგოლვა.
5. კომპანიონი ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიონი ცხოველების
რეგისტრაციის განმახორციელებელი დაწესებულების ინფორმირება, საკუთრებაში ან
მფლობელობაში არსებული კომპანიონი ცხოველის შთამომავლობის და მისი გასხვისების
თითოეული ფაქტის შესახებ, ასეთი ფაქტების დადგომიდან 10 დღის ვადაში, მათი შემდგომი
რეგისტრაციის წინაპირობების შექმნისა და ამ კანონის სხვა მიზნების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 20. კომპანიონ ცხოველთა ერთიანი რეესტრი
1. კომპანიონი ცხოველების რეგისტრაცია და ყოველწლიური საკონტროლო რეგისტრაცია
ხორციელდება კომპანიონ ცხოველთა ერთიან რეესტრში კომპანიონი ცხოველის პატრონის
განცხადების საფუძველზე და დასტურდება კომპანიონი ცხოველის სარეგისტრაციო
მოწმობით, რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.
2. კომპანიონი ცხოველების იდენტიფიკაციის, რეგისტრაციისა და ერთიანი რეესტრის
შექმნის მიზანია:
ა) კომპანიონი ცხოველების რაოდენობის დადგენა, თვითოეულ მათგანზე ინფორმაციის
მოძიება და აღრიცხვა, მათი მფლობელებისა და მათზე მზრუნველი პირების
დადგენა/რეგისტრაცია;
ბ) კომპანიონი ცხოველებისგან ადამიანებზე გადამდები,
ვირუსული დაავადებების გავრცელების პროფილაქტიკა;
განსაკუთრებით
საშიში
გ) პატრონის მიერ კომპანიონი ცხოველის მიტოვების პრევენცია;
დ) დაკარგული/ნაპოვნი კომპანიონი ცხოველების მოძებნა, მათი იდენტიფიცირება და
პატრონისთვის დაბრუნება უფლებამოსილი ორგანოს მიერ;
3.
პირველადი სავალდებულო რეგისტრაციისა და ყოველწლიური საკონტროლო
რეგისტრაციის წინ კომპანიონ ცხოველებს უნდა ჩაუტარდეთ ყოველწლიური სავალდებულო
იმუნიზაცია.
4.
კომპანიონი ცხოველების რეგისტრაცია სავალდებულოა 2 თვის ასაკიდან. კომპანიონი
ცხოველის პატრონის შეცვლის შემთხვევაში ხელახალი რეგისტრაცია კომპანიონ ცხოველთა
ერთიან რეესტრში უნდა მოხდეს 1 თვის ვადაში.
5. მიკროჩიპი წარმოადგენს სპეციალური ინფორმაციის მატარებელ იმპლანტანტს,
რომელიც შეიცავს უნიკალურ 15 ციფრიან კოდს, სადაც შეყვანილი იქნება ინფორმაცია
კომპანიონი ცხოველისა და მისი პატრონის შესახებ. მიკროჩიპის ხარისხი და მონაცემები უნდა
აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
6. კომპანიონი ცხოველის გარდაცვალების ან მოკვდინების (ევთანაზიის) შემთხვევაში
მფლობელმა აღნიშნულის შესახებ, ერთი კვირის ვადაში უნდა აცნობოს შესაბამის
მარეგისტრირებელ ორგანოს, ინფორმაციის კომპანიონ ცხოველთა რეესტრში შეტანის მიზნით.
7. კომპანიონი ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, კომპანიონი ცხოველის პატრონი
ვალდებულია ერთი კვირის ვადაში შეატყობინოს უფლებამოსილ ორგანოს დაკარგვის ფაქტის
შესახებ.
8.
კომპანიონ ცხოველთა ერთიანი რეესტრის მონაცემებით სარგებლობა უფასოა.
თავი VI
ცხოველთა ორთაბრძოლების აკრძალვა და სახელმწიფოსა და ადგილობრივი
თვითმმართველობის მოვალეობები
მუხლი 21. ცხოველთა ორთაბრძოლები
1. დაუშვებელია ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება და პროპაგანდა
კომპანიონი ცხოველების მონაწილეობით.
2. პირი ჩადის დანაშაულს, თუ ეს პირი:
ა) ცდილობს მოაწყოს ან აწყობს ცხოველთა ორთაბრძოლებს;
ბ) შეგნებულად იღებს ფულს ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით;
გ) ავრცელებს ინფორმაციას ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ;
დ) საკუთარი ცხოველით მონაწილეობს ცხოველთა ორთაბრძოლებში;
ე) წვრთნის და ამზადებს ცხოველებს ორთაბრძოლაში მონაწილეობისათვის;
ვ) იყენებს ან სხვას რთავს ნებას თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობანაგებობა გამოიყენოს ორთაბრძოლების მოსაწყობად;
ზ) შეგნებულად იღებს და ავრცელებს ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო
გამოსახულებებს ან ინახავს მათ, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით;
მუხლი 22. სახელმწიფოსა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ვალდებულებები
1. საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობები კომპეტენციის
ფარგლებში უზრუნველყოფენ კომპანიონ ცხოველთა დაცვას.
2. საგანმანათლებლო
სახელმწიფო
ორგანოები
ადრეული
ასაკიდან
უნდა
უზრუნველყოფდნენ მოქალაქეთა მიერ კომპანიონ ცხოველებზე დაკვირვების, მათი ქცევის
გაგებისა და მათდამი ჰუმანურად მოპყრობის ცოდნისა და უნარ-ჩვევების დანერგვას;
3. ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები კომპეტენციის ფარგლებში:
ა) აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას და მოუწოდებენ მას კომპანიონ ცხოველებზე
ზრუნვისკენ;
ბ) მუნიციპალურ საცხოვრებელ ზონებში აკონტროლებენ კომპანიონ ცხოველთა მოვლის
დადგენილ ნორმების დაცვას.
გ) ორგანიზებას უწევენ აქტივობებს, რომელთა მიზანია მუნიციპალიტეტის ფარგლებში
მაწანწალა კომპანიონი ცხოველების რიცხვის შემცირება, უსახლკარო და მაწანწალა კომპანიონ
ცხოველებზე ზრუნვა, უსახლკარო კომპანიონი ცხოველების პატრონებთან დაბრუნება;
დ) უფლებამოსილნი არიან მოაწყონ კომპანიონ ცხოველთა გასასეირნებელი ადგილები,
სასაფლაოები და კრემატორიუმები, იზრუნონ მათ გამოყენებაზე;
თავი VII
პასუხისმგებლობა
მუხლი 23. პასუხიმგებლობის საფუძვლები
1. პირის პასუხისმგებლობა კომპანიონ ცხოველთა დაცვისა და კეთილდეობისათვის ამ
კანონით დადგენილი წესების დარღვევისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის
განისაზღვრება ამ თავით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსითა
და სისხლის სამართლის კოდექსით.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება
ხორციელდება
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით
დადგენილი წესებით.
3. უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელს ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და
იურიდიულ პირს აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და
ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შედგენილი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დამრღვევის მიერ საჩივრდება სასამართლოში.
თავი VIII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 24. გარდამავალი დებულებანი
1. 2018 წლის 1-ელ მაისამდე ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებმა
განსაზღვრონ შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს კანონით
დადგენილი ვალდებულებების შესრულებას.
2. 2018 წლის 1-ელ მაისამდე ადგილობრივი თვითმმართველობისს ორგანომ
უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავება, უფლებამოსილი
სამსახურის გამართული ფუნქციონირებისათვის.
3. 2018 წლის 1-ელ მაისამდე უფლებამოსილმა ორგანომ შეიმუშაოს კომპანიონი
ცხოველების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმა, რეგისტრაციის, მიკროჩიპზე დასატანი
ინფორმაციის, საკონტროლო რეგისტრირებისა და კომპანიონ ცხოველთა ერთიან რეესტრში
შეყვანის წესი.
4. 2018 წლის 1-ელ მაისამდე
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
პოპულაციის მართვის წესი.
უფლებამოსილმა ორგანომ შეიმუშაოს შესაბამისი
კომპანიონ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და
მუხლი 25. ძალაში შესვლა
1. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1-ლი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
კომპანიონ
ცხოველთა
კეთილდღეობისათვის აუცილებელი და სათანადო ინსტიტუციებისა და სამართლებრივი
ბაზის არარსებობა, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობისათვის
აუცილებელი უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნას. ამასთან, პროექტის შემუშავება
განაპირობა თავად კომპანიონ ცხოველთა საცხოვრებელ და საარსებო გარემოში მათი
რეალიზებისათვის აუცილებელი საჭიროებებისა და სათანადო პირობების არარსებობამ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ქვეყანაში კომპანიონი ცხოველის, როგორც ცოცხალი არსების
საარსებო გარემოს ხარისხის დამკვიდრება, მათთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა და
დაცვა, ურბანულ გარემოში უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა და ამასთან დაკავშირებული
რისკების განსაზღვრა-მართვა. კომპანიონი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი
პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და
მეთოდების დანერგვა.
კანონპროექტის შემუშავების კიდევ ერთი მიზანია, ადამიანისა და ცხოველის
თანაცხოვრების პირობებში მოხდეს, ერთი მხრივ ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების,
ხოლო მეორე მხრივ - ცხოველთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა გონივრული
ბალანსის უზრუნველყოფის მეშვეობით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი არეგულირებს ადამიანის კომპანიონ ცხოველთა სამართლებრივ სტატუსს და
აწესებს მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ სტანდარტებს.
ცხოველთა კეთილდღეობა გულისხმობს, იმ საჭიროებების უზრუნველყოფას, რომლებიც
მნიშვნელოვანია კომპანიონი ცხოველის უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოში საარსებოდ.
ასეთი მახასიათებლები კი გულისხმობს, რომ კომპანიონი ცხოველი არის ჯანმრთელი, თავს
გრძნობს კომფორტულად, უსაფრთხოდ, კარგად მოვლილია, აქვს ინსტიქტური მოქცევის
საშუალება და არ იტანჯება ისეთი უსიამოვნო შეგრძნებებით, როგორებიცაა ტკივილი და შიში.
ცხოველთა კეთილდღეობის მნიშვნელოვანი მოთხოვნაა დაავადებათა პრევენცია და კარგი
ვეტერინარული მომსახურება, შესაბამისი თავშესაფრის მოწყობა, მოვლა, გამოკვება, ჰუმანური
დამოკიდებულება და მოკვდინებისას ჰუმანური მეთოდების გამოყენება.
კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის დასაცავად საერთაშორისო დონეზე აღიარებულია
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დააარსებული ცხოველთა კეთილდღეობის
ზედამხედველობის კომიტეტის მიერ 1967 წელს შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები,
რომლებიც ცხოველთა ხუთი „თავისუფლების“ სახელითაა ცნობილი:
• ცხოველისათვის თავისუფალი წვდომა წყალსა და საკვებთან, სრულფასოვანი
ჯანმრთელობისა და მხნეობის შესანარჩუნებლად;
• შესაფერისი
გარემო-პირობების
უზრუნველყოფა
კომფორტული მოსასვენებელი არეალის ჩათვლით;
•
თავშესაფრისა
და
დაავადების პრევენცია დროული დიაგნოსტიკისა და მოვლა-პატრონობის გზით;
• შესაბამისი სივრცის, მოწყობილობებისა
ურთიერთობის უზრუნველყოფა;
• ისეთი პირობების შექმნა
ცხოველებს ფსიქიკურ ტანჯვას;
და
და
მის
მსგავს
ცხოველთან
მზრუნველობა,
რაც
აარიდებს კომპანიონ
აღსანიშნავია კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის დაცვის სფეროში მოქმედი
საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები. ცხოველთა უფლებების მსოფლიო
დეკლარაცია მიღებულია „ცხოველთა უფლებების საერთაშორისო ლიგის“ მიერ ქ.ლონდონში
და ითვალისწინებს ყველა ცოცხალი არსებისათვის მინიჭებული ბუნებრივი უფლებების
დაცვას, ხოლო მათი უგულებელყოფა, აბუჩად აგდება ან უბრალოდ მათი არცოდნა სერიოზულ
ზიანს აყენებს ბუნებას და ადამიანებს ცხოველების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებებისკენ
უბიძგებს. შინაური ცხოველების დაცვის ევროპის კონვენციის (1987 წლის 13 ნოემბერს მიიღეს
სტრასბურგში) ხელმომწერი ქვეყნები აღიარებენ, რომ ადამიანს გააჩნია მორალური
პასუხისმგებლობა პატივი სცეს შინაურ ცხოველებს. ამასთან, დოკუმეტის მონაწილე
სახელმწიფოები
აღაირებენ
შინაური
ცხოველისა
და
ადამიანის
ჰიგიენასთან,
ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს; ცხოველთა შეძენის,
შენახვის, კომერციული თუ არაკომერციული გამრავლებისა და ვაჭრობის სხვადასხვა
პირობებს; აღნიშნავენ იმას, რომ შინაურ ცხოველებთან მიმართება მნიშვნელოვნად იცვლება
ხშირ შემთხვევაში მწირი ცოდნის გამო.
რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფოთა პრაქტიკას, კომპანიონი ცხოველების (pet animals)
კეთილდღეობის დაცვა ევროკავშირის ქვეყნებში (ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ლატვია,
ლიტვა, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, შვედეთი, მალტა, ნიდერლანდები,
პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია, სერბეთი,
ხორვატია, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია), აგრეთვე თურქეთსა და უკრაინაში ძირითადად
რეგულირდება: ცხოველთა დაცვის შესახებ კანონით (Animal Protection Act), ცხოველთა
კეთილდღეობის შესახებ კანონით (Animal welfare Act), ვეტერინარული საქმიანობის შესახებ
კანონით (Law on Veterinary Activities), კანონით ცხოველების სასტიკად მოპყრობისგან დაცვის
შესახებ (Law On The Protection Of Animals from Cruelty), კანონი ძაღლების მოვლის შესახებ (Law
on keeping dogs), ცხოველთა ტრანსპორტირების შესახებ დადგენილება (Animal Transport
Regulations) და სხვა სპეციალური დადგენილებებით სახელმწიფო და მუნიციპალურ დონეზე.
ვინაიდან საქართველოში ამჟამად არ არსებობს კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის
მარეგულირებელი
სრულყოფილი
საკანონმდებლო
ინსტრუმენტები
და
ამასთან,
სახელმწიფოთა პერაქტიკაც გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და გარდაუვალია
აღნიშნული საკითხის რეგულირება, ზემოთ წარმოდგენილი პრინციპები და სტანდარტები
აისახა ინიცირებულ კანონპროექტში.
წარმოდგენილ პროექტში გაწერილია კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის ძირითადი
საჭიროებები, რაც თავის მხრივ გულისხმობს ბიოლოგიური წონასწორობის პირობებში
თანაბარი არსებობის შესაძლებლობასა და ცხოველთა ტკივილისა და ტანჯვისაგან დაცვას.
კანონპროექტით საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება შემდეგი საკითხები: კომპანიონი
ცხოველის
საზოგადოებრივი
თავშეყრის
ადგილებში
გადაადგილებისა
და
ტრანსპორტირებისათვის დასაშვები სტანდარტები, პატრონთა ვალდებულებები კომპანიონ
ცხოველთა
ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე,
ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვის რეგულირებას ითვალისწინებს ინიცირებული
პროექტი. რაც შეეხება კომპანიონ ცხოველთა წამების აკრძალვასა და სასტიკი მოპყრობის
პრევენციას, მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა და ამერიკის შეერთებული
შტატების პრაქტიკის გათვალისწინებაც. ასეთი ქმედებებისათვის პასუხისმგებლობა
გათვალისწინებულია როგორც დიდი ფულადი სახდელების, ისე სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის კუთხით. მაგალითად, ბელგიაში ფულადი ჯარიმის ოდენობა 2000
ევრომდე აღწევს და პატიმრობის ვადის შეფარდება მოსამართლის დისკრეციით 3 წლამდეა
შესაძლებელი. ესტონეთი, სლოვენია, ლიტვა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით
ითვალისწინებს. შვედეთში ცხოველისადმი განზრახ სასტიკად მოქცევა და მისთვის ტანჯვის
მიყენება ისჯება 2 წლამდე ვადის თავისუფლების აღკვეთით.
კანონპროექტი ადგენს კომპანიონ ცხოველთა მოკვდინებისა და მათი მოშენება-გამოყენების
პირობებს. დაუშვებელია კომპანიონ ცხოველთა გამოყენება ისეთი საშუალებებითა და
მეთოდებით, რაც გამოიწვევს მათს ტანჯვას ან ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. რაც შეეხება
მოკვდინებას, აუცილებელია მოკვდინებისას ჰუმანური მეთოდების გამოყენება, მხოლოდ იმ
შემთხვევაში, როდესაც ვეტერინარისა და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით
შემდგარი კომისია დაუდგენს კომპანიონ ცხოველს განუკურნებელ და საშიშ დაავადებებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელი ცხოველის მოკვდინება ჩაითვლება მისთვის
სიცოცხლის განზრახ მოსპობად.
გარდა ზემოთაღნიშნულისა, კანონპროექტი ითვალისწინებს კომპანიონ ცხოველთა
თავშესაფრებში მოთავსების შესაძლებლობას და ადგენს თავშესაფრებში საჭირო პირობების
აუცილებლობას. კერძოდ, პროექტი არეგულირებს უმეთვალყურეო, უსახლკარო და მაწანწალა
კომპანიონი ცხოველების დაჭერისათვის აუცილებელ წინაპირობებს და საჭიროების
შემთხვევაში, მათი თავშესაფრებში განთავსების შესაძლებლობას შემდგომი პროცედურების
განხორციელების მიზნით.
მნიშვნელოვანია ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც, კომპანიონი
ცხოველები
ექვემდებარებიან სავალდებულო პირველად
რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას და
ყოველწლიურ საკონტროლო რეგისტრირებას. რეგისტრაციის შემდეგ კი კომპანიონი ცხოველის
მაინდენტიფიცირებელ საშუალებებს წარმოადგენს სვირინგი, „საჭდი“, მიკროჩიპი ან
სპეციალური
საყელური,
რომელზეც
განთავსებულია
კომპანიონი
ცხოველის
საიდენტიფიკაციო ნომერი და პატრონის მონაცემები.
ინიცირებული კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს ცენტრალური და ადგილობრივი
ხელისუფლებების კომპეტენციას კომპანიონი ცხოველების, როგორც ნერვიული სისტემის
მქონე მგრძნობიარე არსებების კეთილდღეობის და დაცვის უზრუნველყოფის დარგში;
ფიზიკურ და იურიდიულ პირების და სხვა ორგანიზაციების ვალდებულებებს ისეთ
სფეროებში, როგორიცაა კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობა და დაცვა, უსახლკარო
ცხოველების კეთილდღეობა და დაცვა, მაწანწალა ცხოველების პოპულაციის შემცირებაზე
მიმართული ღონისძიებები, ცხოველთა ჰუმანური მოპყრობის მოთხოვნები, ცხოველთა
ტანჯვისა და სასტიკი მოპყრობისგან დაცვა ჰუმანური უსაფრთხოების უზრუნველყოფის
მიზნით. უშუალო ფუნქციები კომპანიონ ცხოველთა ყოლის წესების განსაზღვრისა და მათი
პოპულაციის
მართვა-მონიტორინგის
კუთხით
მინიჭებული
აქვს
ადგილობრივ
თვითმმართველობებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ
კანონის მოთხოვნათა დაცვას.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კანონპროექტით გათვალისწინებულ ამკრძალავ
ნორმებსაც. კერძოდ, მნიშვნელოვანი წინსვლა განხორციელდება ცხოველთა მონაწილეობით
ორთაბრძოლების მოწყობასა და ასეთი ორთაბრძოლების პროპაგანდის აკრძალვას
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ცხადია, მგავსი ქმედებები გამოიწვევს ინდივიდთა
პასუხისმგებლობას.
კანონპროექტის
მიხედვით,
პასუხისმგებლობა
კანონით
გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს
„ადმინისტრაციულს სამართლადარღვევათა კოდექსითა„ და „სისხლის სამართლის კოდექსით“.
ბ)კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით ხარჯების გაღებას 2016 და 2017 წლების
სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონპროექტით გათვალისწინებული დებულებები ამოქმედდება
2018 წლის 1-ლი იანვრიდან და ამ პერიოდიდან გამოიწვევს კანონპროექტი ხარჯებს, რომლის
დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფოს ბიუჯეტი და ასევე, ადგილობრივი
თვითმმართველობების ბიუჯეტები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2016 და 2017 წლების ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან გავლენას იქონიებს, რამდენადაც
პირთა დაჯარიმების შემთხვევაში, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტი, სახდელს
გადაიხდიან ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
ადგილობრივი თვითმმართველობებს უკვე გააჩნიათ ცხოველთა ყოლის წესების დადგენის
კუთხით გარკვეული უფლებამოსილებები და ასევე უპატრონო ცხოველების მოძიებისათვის
საჭირო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილებები. ამისათვის მუნიციპალიტეტებს
გააჩნიათ გარკვეული ოდენობის ბიუჯეტი, მაგალითად, ქალაქ თბილისის საკრებულოს
ცხოველთა მონიტორინგისა და დაცვის განსახორციელებლად აქვს დაახლოებით 3 მილიონ
ლარზე მეტი ოდენობის სახსრები. ამის გათვალისწინებით, ყველა რეგიონში, ადგილობრივი
მუნიციპალიტეტის დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი და საჭირო
დამატებითი ფინანსური ოდება გამოიყოფა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
2016 და 2017 წლების განმავლობაში სახელმწიფოს არ წარმოეშობა ახალი ფინანსური
ვალდებულებები, ხოლო 2018 წლიდან წარმოეშობა ახალი ფინანსური ვალდებულებები
ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, ვისზეც ვრცელდება მისი
მოქმედება.
კერძოდ,
კანონპროექტით
გათალისწინებული
ადმინისტრაციული
და
სისხლისსმართლებრივი სანქციების ნაწილში, დამრღვევ პირს დაეკისრება ფულადი სახდელი,
რაც გავლენას მოახდენს მის ფინანსურ მდგომარეობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი(პრინციპი).
კანონპროექტით
გადასახდელი.
არ
დგინდება
რაიმე
გადასახადი,
მოსაკრებელი
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი წინააღმდეგობაში არ მოდის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებთან.
გ.გ)კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია(დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები:
•
„ცხოველთა უფლებების კომიტეტი“ (თავმჯდომარე, თინათინ ჭავჭანიძე)
•
ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია „ჰუმანილი“ (თავმჯდომარე, სოფიო ჯიბუტი)
• „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება“ (თავმჯდომარე,
ვახტანგ მამალძე)
• „ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრი“ (თავმჯდომარე, თამარ
აქუბარდია)
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთს ადგილი არ ჰქონია.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან “ცხოველთა უფლებების კომიტეტი“ (თავმჯდომარე
თინათინ ჭავჭჭანიძე), ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "ჰუმანიმალი" (თავმჯდომარე სოფიო
ჯიბუტი), „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“ (თავმჯდომარე სოფიო
ბეროშვილი).
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი.
დანართი
დანართი
დეკორატიული ჯიშის ძაღლების ჩამონათვალი
1. ბიშონ ფრიზე
2. მალტეზი
3. ბიშონ ჰავანესე
4. კოტონ დე ტულეარ
5. მცირე ლომისებრი ძაღლი
6. პუდელი
7. ბელგიური გრიფონი
8. ბრიუსელური გრიფონი
9. მცირე ბრაბანტული გრიფონი
10. ჩინური ქოჩორა ძაღლი
11. ლჰასა აპსო
12. ტიბეტური სპანიელი
13. ტიბეტური ტერიერი
14. კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი
15. კინგ ჩარლზ სპანიელი
16. პეკინესი
17. იაპონური ხინი
18. პაგა (მოპსი)
19. ფრანგული ბულდოგი
20. ბოსტონ ტერიერი
21. ჩიხუახუა
22. კონტინენტური ტოი სპანიელი (პაპილონო და ფალენი)
23. კრომფორლანდერი
24. 6 კგმდე მეტისი (ნარევი ჯიშის) ძაღლები