„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
09.03.2016
ავტორი
„ცხოველთა უფლებების კომიტეტი“, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია „ჰუმანიმალი“, „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი
ნომერი
#07-3/543/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-03-14
ბიუროს ნომერი 385

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს კანონში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს კანონში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), №161, 15/12/1984, სარეგისტრაციო კოდი: 020.000.000.05.001.000.010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 856-ე მუხლი: „მუხლი 856. კომპანიონ ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობის წესების დარღვევა 1. კომპანიონი ცხოველის ყოლის წესების დარღვევა და მისთვის არაკეთილსაიმედო საარსებო პირობების შექმნა, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 2. ძაღლების, დეკორატიული ჯიშის გარდა, გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში მოკლე საბელის ან საბელითა და ალიკაპის გარეშე, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 3. კომპანიონი ცხოველის პატრონის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაუსუფთავებლობა, კომპანიონი ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 4. კომპანიონი ცხოველის მოკვდინებისათვის დასაშვები წესების დარღვევა, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 5. კომპანიონ ცხოველთა საკვებად გამოყენება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 6. სანახაობებში, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში კომპანიონ ცხოველთა გამოყენებისას, ორგანიზატორთა მხრიდან მათი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 7. 10-ზე მეტი კომპანიონი ცხოველის ყოლისას, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ თავშესაფრის არ დარეგისტრირება გაფრთხილების შემდეგ, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან/და კომპანიონ ცხოველთა ყოლის უფლების შეზღუდვას 5-დან 10 წლამდე ვადით. 8. უსაფრთხოების ზომების მიღების გარეშე, კომპანიონი ცხოველების მონაწილეობით, მასობრივი ღონისძიებების ჩატარება საბავშვო მოედნებზე, სკოლამდელ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 9. ისეთი გამოფენების, დემონსტრაციების, რეკლამების, გასართობი შოუებისა და, კონკურსების მოწყობა, აგრეთვე ფილმების გადაღება კომპანიონ ცხოველთა მონაწილეობით, რომლებიც ლახავს მათს ღირსებას და შეიცავს ძალადობის ელემენტებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 10. გარეული ცხოველების შეჯვარება კომპანიონ ცხოველებთან, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 11. გენეტური სნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების გენეტიკურად არასრულფასოვანი კომპანიონი ცხოველების გამრავლება, - მქონე გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 12. ამ ქმედებათა განმეორებითი ჩადენა გამოიწვევს დარღვევისათვის გათვალისწინებული სახდელის გაორმაგებული ოდენობით დაკისრებას.“ 2. ამოღებულ იქნას 103-ე მუხლი. 3. კოდექსის 2093 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. „ამ კოდექსის 555, 856, 1072, 1073 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135ე, 1351 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511 და 1523 მუხლებით და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.“ ბ) მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. „ამ კოდექსის 555 და 856, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511 და 1523 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).“ გ) მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4 . „ამ კოდექსის 555, 856 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1351 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511 და 1523 მუხლებით და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური.“ 4. კოდექსის 2401 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 856 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებითა და 1536 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.“ 5. კოდექსის 252-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 45-ე, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−56-ე, 57-ე−59-ე, 59 2−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69 4, 69 5, 71-ე, 72 1−78-ე, 791−81-ე, 82 1, 82 1, 84-ე−86-ე, 856, 88-ე−893, 912, 921, 94-ე, 95-ე, 96 1, 96 2, 96 4, 98 1, 99-ე, 100 1, 100 2, 104-ე, 105 1, 134-ე, 135-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 1461, 148-ე−152-ე, 1522−1531, 1533−1542, 156-ე, 1571–158-ე, 164-ე, 1644, 165-ე, 1651, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1724, 173-ე–1732, 1736, 1737, 1739, 174-ე–174 2, 175ე−1752, 1771, 1778, 1779, 1792, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე−1872, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196 3 და 197 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“ 6. კოდექსის 262-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2 . ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით და 175 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 142-ე, 1533, 154-ე, 1741 და 1742 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501, 511, 513, 533, 55-ე, 552, 553, 555, 582, 592, 61-ე, მე-80 და 81-ე მუხლებით, 856, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 981, 99-ე, 1001, 1002, 104-ე, 1051, 1071, 141-ე, 143ე−1441, 1443−144 5, 14410, 145-ე, 1461, 148-ე–150 1, 151 1, 152-ე, 152 2−153-ე, 154 1, 154 2, 156-ე−158 1, 159-ე, 1591, 1595–1599, 163-ე, 164-ე, 167-ე, 170-ე, 174-ე, 175-ე, 1771, 1791, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე−1872, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 7 დღის ვადაში.“ 2 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულია, როგორც „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი კანონპროექტი. მითითებული კანონპროექტით იცვლება მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძვლები, შესაბამისად აუცილებელია საჭიროებისამებრ მოწესრიგდეს არსებული რეგულაცია. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იმ ცვლილებების ასახვა, რასაც იწვევს „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება მუხლი პასუხისმგებლობის საფუძვლებიდან გამომდინარე, რომელიც გათვალისწინებული „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონში. აუცილებელია დადგენილი სტანდარტების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გათვალისწინება, კერძოდ, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება. ბ)კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის ბიუჯეტიდან. მიღება არ საჭიროებს დამატებით ხარჯების გაღებას საქართველოს ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2016 და 2017 წლების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან გავლენას იქონიებს, რამდენადაც პირთა დაჯარიმების შემთხვევაში, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტი, გადახდილი სახდელის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე აისახება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტს გავლენა არ ექნება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, ვისზეც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, კანონპროექტით გათალისწინებული ადმინისტრაციული სანქციების ნაწილში, დამრღვევ პირს დაეკისრება ფულადი სახდელი, რაც გავლენას მოახდენს მის ფინანსურ მდგომარეობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი(პრინციპი). კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებთან კანონპროექტი წინააღმდეგობაში არ მოდის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებთან. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა)კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაცია(დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში ან/და ასეთს ადგილი არ ჰქონია. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ან/და ასეთს ადგილი არ ჰქონია. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან “ცხოველთა უფლებების კომიტეტი“ (თავმჯდომარე თინათინ ჭავჭჭანიძე), ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "ჰუმანიმალი" (თავმჯდომარე სოფიო ჯიბუტი), „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“ (თავმჯდომარე სოფიო ბეროშვილი). ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 103. ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა 1. ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა – გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თანამდებობის პირის დაჯარიმებას – შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. 2. ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში – გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, – გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. მუხლი 2093. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო 1. ამ კოდექსის 55 5, 103-ე, 107 2, 107 3 და 107 4 მუხლებით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125 2 და 125 3 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 135 1 და 146 1 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151 1 და 152 3 მუხლებით და 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. 2. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით და 1461 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას). 2 1 . ამ კოდექსის 119 1 მუხლით და 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას). 3. ამ კოდექსის 555 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511 და 1523 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას). სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს 4. ამ კოდექსის 55 5, 103-ე და 107 4 მუხლებით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125 2 მუხლით, 125 3 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 135 1 და 146 1 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151 1 და 152 3 მუხლებით და 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური. მუხლი 2401. ადგილობრივი თვითმმართველობის სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის განსაზღვრა ორგანოს მიერ ადმინისტრაციული 1. ამ კოდექსის 103-ე და 107 4 მუხლებით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125 2 მუხლით, 125 3 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 135 1 მუხლებითა და 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ოქმის შინაარსი შეიძლება არ ითვალისწინებდეს ამ კოდექსის 240-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. მუხლი 252. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები 1. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე. 1 1 . ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125 2 მუხლით და 125 3 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) პირს შესაძლოა შეეფარდოს მის დაუსწრებლადაც. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები უნდა განემარტოს წერილობით. 2. ამ კოდექსის 45-ე, 48-ე, 49-ე, 50 1, 51-ე−56-ე, 57-ე−59-ე, 59 2−მე-60, 60 3−61 1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69 4, 69 5, 71-ე, 72 1−78-ე, 791−81-ე, 82 1, 82 2, 84-ე−86-ე, 88-ე−89 3, 91 2, 92 1, 94-ე, 95-ე, 96 1, 96 2, 96 4, 98 1, 99-ე, 100 1, 100 2, 103-ე–104-ე, 105 1, 134-ე, 135-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 146 1, 148-ე−152-ე, 152 2−153 1, 153 3−154 2, 156-ე, 157 1–158-ე, 164-ე, 164 4, 165-ე, 165 1, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172 4, 173-ე–173 2, 173 6, 173 7, 173 9, 174-ე– 174 2, 175-ე−175 2, 177 1, 177 8, 177 9, 179 2, 180-ე–183 1, 185-ე–185 2, 187-ე−187 2, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196 3 და 197 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ. 3. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა შემთხვევებიც, როცა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის გამოცხადება საქმის გადამწყვეტ ორგანოში (თანამდებობის პირთან) სავალდებულოა. მუხლი 262. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ვადები 1 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და სხვა მასალების მიღებიდან თხუთმეტი დღის ვადაში. 11. ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 3 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ზეპირ განხილვას იწყებს დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების სხვა მასალების მიღებისთანავე, თუ პირის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული დაკავება და ამოწურული არ არის ადმინისტრაციული დაკავების ვადა. 2. ამ კოდექსის 42 1 და 42 2 მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით და 175 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 142-ე, 153 3, 154-ე, 174 1 და 174 2მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 50 1, 51 1, 51 3, 53 3, 55-ე, 55 2, 55 3, 55 5, 58 2, 59 2, 61-ე, მე-80 და 81-ე მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 91 2, 92 1, 94-ე, 95-ე, 96 1, 96 2, 96 4, 98 1, 99-ე, 100 1, 100 2, 103-ე, 104-ე, 105 1, 107 1, 141-ე, 143-ე−144 1, 144 3−144 5, 144 10, 145-ე, 146 1, 148-ე–150 1, 151 1, 152-ე, 152 2−153-ე, 154 1, 154 2, 156ე−158 1, 159-ე, 159 1, 159 5–159 9, 163-ე, 164-ე, 167-ე, 170-ე, 174-ე, 175-ე, 177 1, 179 1, 180-ე–183 1, 185-ე– 185 2, 187-ე−187 2, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196 3, 196 6 და 197 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 7 დღის ვადაში. 21 . ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ). 3. საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის სხვა ვადებიც.