„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
09.03.2016
ავტორი
„ცხოველთა უფლებების კომიტეტი“, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია „ჰუმანიმალი“, „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი
ნომერი
#07-3/543/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-03-14
ბიუროს ნომერი 385

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), №1958-IIს, 05/02/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა, კომპანიონ ცხოველთა პოპულაციების მართვა-კონტროლის ორგანიზება და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა კანონით დადგენილი წესით;“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) ორგანული კანონის პროექტის მიღების მიზეზი: წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტის მიღების მიზეზია კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობისათვის აუცილებელი მარეგულირებელი სრულყოფილი ქცევის წესების არარსებობა, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობისათვის აუცილებელი უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნას. ა.ბ) ორგანული კანონის პროექტის მიზანი: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისობაში მოყვანა „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) ორგანული კანონის პროექტის ძირითადი არსი: ორგანული კანონის პროექტის მიხედვით დამატებითი ჩანაწერი კეთდება არსებულ რეგულაციაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება განივრცობა, კერძოდ, მითითება კეთდება კომპანიონ ცხოველთა პოპულაციის მართვა-კონტროლის ორგანიზებაზე და კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებზე. ბ) ორგანული კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) ორგანული კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო ორგანული კანონის პროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით ხარჯების გაღებას 2016 და 2017 წლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონპროექტით გათვალისწინებული დებულებები ამოქმედდება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან და ამ პერიოდიდან გამოიწვევს კანონპროექტი ხარჯებს, რომლის დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფოს ბიუჯეტი და ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტები. ბ.ბ) ორგანული კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ორგანული კანონის პროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2016 და 2017 წლების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან გავლენას იქონიებს, რამდენადაც პირთა დაჯარიმების შემთხვევაში, რომელთა მიმართაც ვრცელდება ორგანული კანონის პროექტის, გადახდილი სახდელის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე აისახება. ბ.გ) ორგანული კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ადგილობრივი თვითმმართველობებს უკვე გააჩნიათ ცხოველთა ყოლის წესების დადგენის კუთხით გარკვეული უფლებამოსილებები და ასევე უპატრონო ცხოველების მოძიებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილებები. ამისათვის მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ გარკვეული ოდენობის ბიუჯეტი, მაგალითად, ქალაქ თბილისის საკრებულოს ცხოველთა მონიტორინგისა და დაცვის განსახორციელებლად აქვს დაახლოებით 3 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის სახსრები. ამის გათვალისწინებით, ყველა რეგიონში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი და საჭირო დამატებითი ფინანსური ოდება გამოიყოფა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები 2016 და 2017 წლების განმავლობაში სახელმწიფოს არ წარმოეშობა ახალი ფინანსური ვალდებულებები, ხოლო 2018 წლიდან წარმოეშობა ახალი ფინანსური ვალდებულებები ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ. ბ.ე) ორგანული კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება ორგანული კანონის პროექტი ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, ვისზეც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, კანონპროექტით გათალისწინებული ადმინისტრაციული და სისხლისსმართლებრივი სანქციების ნაწილში, დამრღვევ პირს დაეკისრება ფულადი სახდელი, რაც გავლენას მოახდენს მის ფინანსურ მდგომარეობაზე. ბ.ვ) ორგანული კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი(პრინციპი). ორგანული კანონის პროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) ორგანული კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) ორგანული კანონის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან ორგანული კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) ორგანული კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებთან ორგანული კანონის პროექტი წინააღმდეგობაში არ მოდის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებთან. გ.გ) ორგანული კანონის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ორგანული კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დ) ორგანული კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) ორგანული კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია(დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთს ადგილი არ ჰქონია. დ.ბ) ორგანული კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთს ადგილი არ ჰქონია. ე) ორგანული კანონის პროექტის ავტორი ორგანული კანონის პროექტის ავტორები არიან “ცხოველთა უფლებების კომიტეტი“ (თავმჯდომარე თინათინ ჭავჭჭანიძე), ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "ჰუმანიმალი" (თავმჯდომარე სოფიო ჯიბუტი), „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“ (თავმჯდომარე სოფიო ბეროშვილი). ვ) ორგანული კანონის პროექტის ინიციატორი ორგანული კანონის პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები 1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები ექსკლუზიური უფლებამოსილებებია. ამ კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების მოცულობა (ფარგლები) და განხორციელების წესი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კანონი პირდაპირ მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების რეგულირების შესაძლებლობაზე. 2. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია: ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო სახსრების განკარგვა, სახაზინო ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო ტრანზაქციების წარმოება; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, წყლისა და ტყის რესურსების და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების, მართვა კანონით დადგენილი წესით; დ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება კანონით დადგენილი წესით, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში; ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება; ე) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, დამტკიცება; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, ტერიტორიის გამწვანება, გარე განათების უზრუნველყოფა; ზ) მუნიციპალური ნარჩენების მართვა; თ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფა; ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარება; ი) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; აღზრდის კ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირება; ლ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება; მ) გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება; ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში; ო) შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება კანონით დადგენილი წესით; პ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების, კერძოდ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის, სახელდება კანონით დადგენილი წესით; ჟ) გარე რეკლამის განთავსების რეგულირება; რ) შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; ს) სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა; ტ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახალი ობიექტების მშენებლობა; უ) ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა; ფ) უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია. 3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით განახორციელოს ღონისძიებები დასაქმების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, მხარდაჭერისა და ტურიზმის განვითარების, სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის, ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, საზოგადოებრივი განათლების, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის და სხვა მიზნებით.