„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“
- „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-03-14
ბიუროს ნომერი 385
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), №2287, 22/07/1999, სარეგისტრაციო
კოდი: 080.000.000.05.001.000.648) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსის 259-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 259. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა
1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია,
აგრეთვე ცხოველის წვალება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე და კომპანიონი
ცხოველის ყოლის უფლების შეზღუდვით, ვადით 5-დან 10 წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე და კომპანიონი
ცხოველის ყოლის უფლების შეზღუდვით, ვადით 5-დან 10 წლამდე.“
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2591-ე მუხლი:
„მუხლი 2591. კომპანიონ ცხოველზე ექსპერიმენტებისა და ქირურგიული ოპერაციების
ჩატარება
1. კომპანიონ ცხოველებზე ისეთი ექსპერიმენტების ჩატარება, რომლებიც იწვევს მათს
ფიზიკურ, ან ფსიქოლოგიურ ტანჯვას, ან ჩვენებებისა და სხვა არასამკურნალო მიზნით
ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2592-ე მუხლი:
„მუხლი 2592. კომპანიონი ცხოველის გაუმართლებელი მოკვლა
1. კომპანიონი ცხოველის გაუმართლებელი მოკვლა, ასევე კომპანიონი ცხოველის
რიტუალური მოკვლა ან/და მსხვერპლშეწირვა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე და
კომპანიონი ცხოველის ყოლის უფლების შეზღუდვით, ვადით 5-დან 10 წლამდე.
2. ისეთი ქმედება, რომელიც მიმართულია კომპანიონი ცხოველის კონკრეტული სახეობის
განადგურებისაკენ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე და კომპანიონი
ცხოველის ყოლის უფლების შეზღუდვით, ვადით 5-დან 10 წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე და
კომპანიონი ცხოველის ყოლის უფლების შეზღუდვით, ვადით 5-დან 10 წლამდე.“
4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2593 მუხლი:
„მუხლი 2593. ცხოველთა ორთაბრძოლების მოწყობა
1. ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ცხოველთა
ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა,
შემდგომში მათი გავრცელების მიზნით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით შეგნებულად ფულის აღება,
ასევე, პირის მიერ თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა
გამოიყენება ორთაბრძოლების მოსაწყობად ან სხვისითვის ასეთის ნების დართვა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება და პროპაგანდა, ან ასეთის
მცდელობა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ,
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) არასრულწლოვნის თავდასწრებით;
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე და
კომპანიონი ცხოველის ყოლის უფლების შეზღუდვით, ვადით 5-დან 10 წლამდე.“
მუხლი 2. ამ კანონის:
ა) 259 და 2593 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ) 2591 და 2592 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის
თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულია, როგორც „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა
კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი კანონპროექტი.
მითითებული კანონპროექტით იცვლება მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობის საფუძვლები, შესაბამისად აუცილებელია საჭიროებისამებრ მოწესრიგდეს
არსებული რეგულაცია.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „სისხლის სამართლის კოდექსში“ იმ ცვლილებების ასახვა, რასაც
იწვევს „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით „სისხლის სამართლის კოდექსის“ 259-ე მუხლს - „ცხოველის
მიამრთ სასტიკი მოპყრობას“ ემატება პასუხისმგებლობისას დამატებითი სანქცია, კერძოდ
კომპანიონი ცხოველის ყოლის უფლების შეზღუდვა 5-დან 10 წლამდე ვადით. აღნიშნული
მიდგომა მოქმედია არაერთ სახელმწიფოში და ზოგიერთ შემთხვევაში, ვადაც გაცილებით
მაღალია. გარდა ამისა, კოდექსს ემატება დამატებით სამი მუხლი, კომპანიონი ცხოველის
მიმართ ექსპერიმენტებისა და სამედიცინო ოპერაციების ჩატარება აუცილებლობისა და
გადაუდებელი საჭიროების გარეშე, ასევე კომპანიონ ცხოველთა გაუმართლებელი მოკვლა,
მიმართული კონკრეტული სახეობის წინააღმდეგ ან კომოანიონ ცხოველთა რიტუალური
მოკვლა. ასევე, მნიშვნელოვანი ჩანაწერია ცხოველთა ორთაბრძოლების აკრძალვის ნაწილი,
რომლითაც პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული საქართველის მთელი მასშტაბით
ცხოველთა
მონაწილეობით
ორთაბრძოლების
მოწყობისათვის,
ორგანიზებისათვის,
პროპაგანდისა თუ მასში მონაწილეობისათვის.
ბ)კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით ხარჯების გაღებას საქართველოს
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2016 და 2017 წლების ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან გავლენას იქონიებს, რამდენადაც
პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემთხვევაში, მოსამართლის დისკრეციის
გათვალისწინებით დაკისრებული ფინანსური ჯარიმა აისახება სახელმწიფოს ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტს გავლენა არ ექნება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, ვისზეც ვრცელდება მისი
მოქმედება. კერძოდ, კანონპროექტით გათალისწინებული სისხლისსმართლებრივი სანქციების
ნაწილში, დამრღვევ პირს შესაძლოა დაეკისრება ფულადი ჯარიმა და არა თავისუფლების
აღკვეთა რაც გავლენას მოახდენს მის ფინანსურ მდგომარეობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი(პრინციპი).
კანონპროექტით
გადასახდელი.
არ
დგინდება
რაიმე
გადასახადი,
მოსაკრებელი
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი წინააღმდეგობაში არ მოდის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებთან.
გ.გ)კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია(დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთს ადგილი არ ჰქონია.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთს ადგილი არ ჰქონია.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან “ცხოველთა უფლებების კომიტეტი“ (თავმჯდომარე
თინათინ ჭავჭჭანიძე), ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "ჰუმანიმალი" (თავმჯდომარე სოფიო
ჯიბუტი), „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“ (თავმჯდომარე სოფიო
ბეროშვილი).
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 259. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა
1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე
ცხოველის წვალება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.