„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“
- „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-03-14
ბიუროს ნომერი 385
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), №540, 25/12/1996, სარეგისტრაციო კოდი:
410.000.000.05.001.000.186) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის 26-ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„26. ჰიბრიდიზაცია _ გარეულ ცხოველთა სხვადასხვა სახეობების, ქვესახეობებისა და
ფორმების, ასევე გარეულ და შინაურ ფერმერულ ცხოველთა ერთმანეთთან შეჯვარება,
რომლის შედეგადაც მიიღება ნაჯვარი _ ჰიბრიდი.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულია, როგორც „ადამიანის კომპანიონ
ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი
კანონპროექტი.
მითითებული
კანონპროექტით
იცვლება
მოქმედი
რედაქციით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძვლები, შესაბამისად აუცილებელია
საჭიროებისამებრ მოწესრიგდეს არსებული რეგულაცია.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში იმ
ტერმინოლოგიური ცვლილებების ასახვა, რასაც იწვევს „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა
კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით აკრძალული კომპანიონი ცხოველის შეჯვარება გარეულ
ცხოველთან, შესაბამისად, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემულ
ჩანაწერში დაკონკრეტდა, „შინაური ბინადარი ცხოველი“, რომლის შეჯვარებაც დასაშვებია,
მაგრამ არა კომპანიონი ცხოველის.
ბ)კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით ხარჯების გაღებას საქართველოს
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტს არ ექნება გავლენა საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტს გავლენა არ ექნება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას არ იქონიებს იმ პირებზე, ვისზეც ვრცელდება მისი
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის,
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი(პრინციპი).
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
კანონპროექტი წინააღმდეგობაში არ მოდის საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებთან.
გ.გ)კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
ორმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
საქართველოს
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია(დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთს ადგილი არ ჰქონია.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთს ადგილი არ ჰქონია.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან “ცხოველთა უფლებების კომიტეტი“ (თავმჯდომარე
თინათინ ჭავჭჭანიძე), ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "ჰუმანიმალი" (თავმჯდომარე სოფიო
ჯიბუტი), „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“ (თავმჯდომარე სოფიო
ბეროშვილი).
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის
ცაგარეიშვილი.
ინიციატორია
საქართველოს
პარლამენტის
წევრი
გიორგი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი რედაქცია,
რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი
1. ცხოველთა სამყარო _ ყველა სახის გარეული ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც
მუდმივად ან დროებით ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ
წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და იმყოფებიან
ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში.
2. გარეული ცხოველები _ ცხოველთა სამყაროს მიკუთვნებულ ცოცხალ ორგანიზმთა ყველა
სისტემატიკური კატეგორია, მათში შემავალი სახეობები და პოპულაციები.
3. ქორდიანი ცხოველები _ გარეული ცხოველები, რომელთაც აქვთ ქორდა (ზურგის სიმი).
4. ხერხემლიანი ცხოველები _ ქორდიან გარეულ ცხოველთა ერთ-ერთი ტიპი, რომელიც
აერთიანებს ხერხემლისა და ქალის მქონე მაღალორგანიზებულ ცხოველებს. მათ
მიეკუთვნება მრგვალპირიანები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და
ძუძუმწოვრები.
5. უხერხემლო ცხოველები _ გარეული ცხოველები, რომელთაც ქორდა (ზურგის სიმი) არ
გააჩნიათ. მათ მიეკუთვნება ცხოველთა სამყაროში შემავალი ყველა ცოცხალი ორგანიზმი,
ხერხემლიან ცხოველთა გარდა.
6. ეგზოტური ცხოველები _ ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოყვანილი გარეული ცხოველები,
რომლებიც ადგილობრივი პირობებისათვის (კლიმატი და სხვა) არ არიან დამახასიათებელი.
7. პოპულაცია _ გარკვეულ ტერიტორიაზე მობინადრე ერთი სახეობის ინდივიდთა
ერთობლიობა.
8. გარეულ ცხოველთა ჯგუფი _ ერთი სახეობის ინდივიდთა ბუნებრივი გაერთიანება.
9. ტაქსონომიური ერთეული _ მეტ-ნაკლები ხარისხით ურთიერთისაგან ნათესაურად
განსხვავებულ გარეულ ცხოველთა დაქვემდებარებული სისტემატიკური ჯგუფი.
10. დერივატები _ გარეულ ცხოველთა სხეულის ნაწილები (ორგანოები, ტყავი, ბეწვი, რქები
და სხვა).
11. ცხოველთა სამყაროს (გარეულ ცხოველთა) საბინადრო გარემო (ჰაბიტატი)_ ადგილი ან
ადგილმდებარეობის ტიპი, სადაც ბუნებრივი თავისუფლების პირობებში იმყოფებიან
გარეულ ცხოველთა ცალკეული ინდივიდები ან პოპულაციები.
12. ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნება _ ცხოველთა მრავალფეროვნება
სახეობებს შორის, ერთი სახეობის ფარგლებში და ეკოლოგიურ სისტემებში.
13. ცხოველთა სამყაროს გენეტიკური რესურსები _ ბიოლოგიური რესურსების ნაწილი,
რომელიც შეიცავს ცხოველური წარმოშობის მემკვიდრეობის ფუნქციონალური ერთეულების
მატარებელ გენეტიკურ მასალას.
14. მდგრადი განვითარება _ საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც
გარემოს დაცვისა და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ინტერესების
გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ზრდას და მომავალი
თაობების უფლებას _ ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი
ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.
15. მდგრადი განვითარების პრინციპები _ პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და
განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and
Development, Rio de Janeiro, 1992) მიერ მიღებულ „გარემოსა და განვითარების რიოს
დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის _ დღის
წესრიგ 21-ის“ და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების
შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების“ დასკვნით დოკუმენტებში.
16. ცხოველთა სამყაროს მდგრადობა _ ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების
არსებობა განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.
17. ცხოველთა სამყაროს მდგრადი გამოყენება _ ცხოველთა სამყაროს ისეთი გამოყენება,
რომლის დროსაც განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უზრუნველყოფილია ცხოველთა
სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება, მდგრადობა და აღწარმოების უნარი.
18. გადარჩენის სტაცია _ ტერიტორია, სადაც გარეული ცხოველები თავს აფარებენ
ექსტრემალური პირობების დროს.
19. ცხოველთა სამყაროს in-situ კონსერვაცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა
ბუნებრივ პირობებში.
20. ცხოველთა სამყაროს ex-situ კონსერვაცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა
ხელოვნურ პირობებში.
21. გენოფონდის რეზერვატი _ ტერიტორია, სადაც ხელოვნურ პირობებში ხდება გარეულ
ცხოველთა სახეობების შენარჩუნება და გამრავლება ბუნებაში მათი აღდგენის მიზნით.
22. ტრანსლოკაცია _ კრებსითი შინაარსის ტერმინი, რომელიც მოიცავს რეინტროდუქციის,
ინტროდუქციისა და რესტოკინგის ცნებებს.
23. ინტროდუქცია _ ფაუნისთვის უცხო სახეობების შემოყვანა მათი ბუნებაში გაშვების
მიზნით.
24. რეინტროდუქცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება.
გარეული ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც ამ სახეობის
არც ერთი ინდივიდი აღარ არის შენარჩუნებული.
25. რესტოკინგი _ გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება. გარეული
ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც შემორჩენილია ამ
სახეობის ძალზე მცირერიცხოვანი პოპულაცია.
26. ჰიბრიდიზაცია _ გარეულ ცხოველთა სხვადასხვა სახეობების, ქვესახეობებისა და
ფორმების, ასევე გარეულ და შინაურ ცხოველთა ერთმანეთთან შეჯვარება, რომლის
შედეგადაც მიიღება ნაჯვარი _ ჰიბრიდი.
27. დაცული ტერიტორია _ ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და
ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით
განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია,
რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ
საფუძველზე. დაცული ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის
_ უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა
სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და
აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი
რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარებისათვის გამოყენების უზრუნველსაყოფად.
28. სახელმწიფო ნაკრძალი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის
საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას _ მკაცრი ბუნებრივი
რეზერვატი (Strict Narure Reserve / Wilderness Area).
29. ეროვნული პარკი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის
საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას _ „ეროვნული
პარკი“ (National Park).
30. ბუნების ძეგლი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის
საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას _ ბუნების ძეგლი
(Natural Monument).
31. აღკვეთილი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის
საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას _
ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat / Species Management Area).
32. დაცული ლანდშაფტი _ დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის
საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას _ დაცული
ლანდშაფტი (Protected Landscape).
33. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია _ დაცული ტერიტორია, რომელიც
შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI
კატეგორიას _ რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area).
34. სამინისტრო _ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
35. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეგიონალური
ორგანო _ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსადმი
დაქვემდებარებული ორგანიზაციები, კერძოდ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
რეგიონალური (საქალაქო) სამმართველოები, ასევე ქალაქ თბილისის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტი.
36. საქმიანობა _ სამეწარმეო, სამეურნეო ან ყველა სხვაგვარი საქმიანობა, განსახლებისა და
განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული
პროექტების, განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმების, საქართველოს
ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების
დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელების
ჩათვლით, ასევე არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ტექნიკური და
ტექნოლოგიური განახლება, რომლებიც ახდენენ ან შეუძლიათ მოახდინონ გავლენა გარემოს
მდგომარეობის ხარისხზე.
37. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და
ფორმით, განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა საქმიანობის
განმახორციელებელზე და საქმიანობის დაწყების სამართლებრივი საფუძველია.
38. მანიპულაციები _ მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და
საქმიანობა, კერძოდ ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი
სადგურების მოწყობა, გარეულ ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია,
ტრანსლოკაცია, სანიტარიული, სამეცნიერო-საცდელი და სხვა მოვლითი და აღდგენითი
სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები (მათ შორის ყველა სახეობის საცდელი ჭრა) და სხვა.
39. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობები - საქართველოს
„წითელ ნუსხაში“ შეტანილი გარეული ცხოველების სახეობები.