„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“
- „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-03-14
ბიუროს ნომერი 385
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონში „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს კანონში „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), №136, 07/03/1996, სარეგისტრაციო კოდი:
360.050.000.05.001.000.127) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) უპატრონოდ მიტოვებული შინაური ცხოველების გარეკვა, იზოლირება.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონში „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“
ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულია, როგორც „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა
კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევი კანონპროექტი.
მითითებული კანონპროექტით იცვლება მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობის საფუძვლები, შესაბამისად აუცილებელია საჭიროებისამებრ მოწესრიგდეს
არსებული რეგულაცია.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს
კანონში იმ ცვლილებების ასახვა, რასაც იწვევს „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა
კეთილდღეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით აკრძალულია კომპანიონი ცხოველის გაუმართლებელი
განადგურება, კერძოდ კომპანიონი ცხოველისათვის სიცოცხლის მოსპობა დასაშვებია მხოლოდ
უკიდურეს შემთხვევაში. შესაბამისად, დაცულ ტერიტორიაზე უპატრონოდ მიტოვებული
კომპანიონი ცხოველის ყოფნის შემთხვევაში, მისი განადგურება დასაშვები არ იქნება. ასეთ
შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოსათვის ასეთი ცხოველის არსებობის შემთხვევაში
შეტყობინების შემდეგ, უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს ამ ცხოველის ჰუმანურად
დაწერას და მის გადაყვანას თავშესაფარში, შემდგომი პარტონის მოძიების ღონისძიებების
განხორციელების მიზნით.
ბ)კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით ხარჯების გაღებას საქართველოს
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტს არ ექნება გავლენა საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტს გავლენა არ ექნება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას არ იქონიებს იმ პირებზე, ვისზეც ვრცელდება მისი
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი(პრინციპი).
კანონპროექტით
გადასახდელი.
არ
დგინდება
რაიმე
გადასახადი,
მოსაკრებელი
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი წინააღმდეგობაში არ მოდის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებთან.
გ.გ)კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია(დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთს ადგილი არ ჰქონია.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთს ადგილი არ ჰქონია.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან “ცხოველთა უფლებების კომიტეტი“ (თავმჯდომარე
თინათინ ჭავჭჭანიძე), ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია "ჰუმანიმალი" (თავმჯდომარე სოფიო
ჯიბუტი), „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“ (თავმჯდომარე სოფიო
ბეროშვილი).
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 20. საქმიანობა დაცულ ტერიტორიებზე
1.დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიების კატეგორიების
მიხედვით, საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების შესაბამისად.
2. დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზაცია ხდება:
ა) ტერიტორიის შიგნით რეგულირებით;
ბ) ტერიტორიის გარეთ რეგულირებით;
გ) დროებითი რეგულირებით.
3. საქმიანობის რეგულირების წესი დეტალურად განისაზღვრება დაცული ტერიტორიის
ინდივიდუალური დებულებითა და მენეჯმენტის გეგმით.
4. დაცული ტერიტორიის შიგნით იკრძალება:
ა) ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევა და სახის შეცვლა;
ბ) ექსპლუატაციის ან რაიმე სხვა მიზნით რომელიმე ბუნებრივი რესურსის განადგურება
(ამოწყვეტა), ამოღება (დატყვევება), რღვევა, დაზიანება (დახეიბრება), შეშფოთება;
გ) გარემოს დაბინძურების მიზეზით ბუნებრივი ეკოსისტემების და სახეობების დაზიანება;
დ) ცოცხალ ორგანიზმთა უცხო და ეგზოტიკური სახეობების შემოყვანა და გავრცელება;
ე) ტერიტორიაზე ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებების შეტანა;
ვ) დაცული ტერიტორიის ინდვიდუალური
დაუშვებელი სხვა საქმიანობა.
დებულებითა
და
მენეჯმენტის
გეგმით
5. დაცული ტერიტორიის შიგნით რეგულირებას ექვემდებარება:
ა) ვიზიტორთა დაშვება განსაზღვრულ ადგილებში;
ბ) ნადირობა, თევზაობა, დაბანაკება, ცეცხლის დანთება, სავაჭრო და კომერციული საქმიანობა,
შენობების, გზებისა და ნაგებობების მშენებლობა და მათი ისტორიული სახის შეცვლა,
ტერიტორიაზე, მის თავზე, ან მის ქვეშ სახმელეთო, საჰაერო და წყლის ტრანსპორტის
გამოყენება;
გ) ვიზიტორთა ქცევა, დაცვითი რეჟიმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დღე-ღამის
განმავლობაში;
დ) მცენარეებისა და ცხოველების შეგროვება, დაჭერა და მათი გატანა (გაყვანა) ტერიტორიის
გარეთ;
ე) უპატრონოდ მიტოვებული შინაური ცხოველების გარეკვა, იზოლირება, განადგურება.
6. დაცული ტერიტორიის შიგნით კონტროლდება:
ა) ყველა სახის დაშვებული სამეცნიერო საქმიანობა;
ბ) ყველა სახის დაშვებული საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) ყველა სახის დაშვებული სამეურნეო საქმიანობა;
დ) ტურისტულ-რეკრეაციული საქმიანობა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება:
დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ნაკადის თანაბარი განაწილება;
ვიზიტორთა ინეტერესების მიხედვით შერჩეული ტერიტორების წინასწარი რეგისტრაცია;
ვიზიტორთა დაშვების დროისა და ხანგრძლივობის შესაბამისობა დაცული ტერიტორიების
მიზნებთან;
თითოეულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა დაშვებული ლიმიტის შესაბამისობა ვიზიტორთა
რაოდენობასთან.
ე) სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის საფრთხე.
7) დაცული ტერიტორია დროებითი რეგულირებით კონტროლდება:
ა) კატეგორიის დაკანონებამდე და მენეჯმენტის პირველი გეგმის დამტკიცებამდე;
ბ) სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებების დროს (საგანგებო
წესები განისაზღვრება ნორამატიული აქტებით).
8. დაცული ტერიტორიის გარეთ კონტროლდება:
ა) ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობა ბუფერულ ზონაში;
ბ) ბუფერული ზონასთან შეხებაში მყოფი განვითარების პროგრამები და ცალკეული
მნიშვნელოვანი სამეურნეო და სამშენებლო პროექტები (გარემოზე მავნე ზემოქმედების
შეფასების მიზნით);
გ) დაცული ტერიორიისათვის საზიანო გარეშე საქმიანობის პრევენტული ღონისძიებები
(აღმკვეთი ჯარიმის დაწესება);
დ) დაცული ტერიტორიისათვის მავნე საქმიანობით მიყენებული ზარალის კომპენსაცია.