„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-27
ბიუროს ნომერი 33
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.09.2015, სარეგისტრაციო კოდი:
220010000.04.001.016149) მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ :
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობით, რომლის
მიხედვითაც, სსიპ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო წყვეტს
ფუნქციონირებას და მის ნაცვლად, საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა
საზედამხედველო ფუნქციის განმახორციელებელ ორგანოდ, განისაზღვრება საქართველოს
ეროვნული ბანკი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის იმ
გარდამავალი დებულებების გაუქმება, რომლებიც სსიპ საქართველოს საფინანსო
ზედამხედველობის სააგენტოს შექმნასა და მის შემდგომ ფუნქციონირებასთან
დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის ამოღებას, რომელიც სსიპ
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შექმნისა და მის ამოქმედებასთან
დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების საკითხებს აწესრიგებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს
სახელმწიფო
საშემოსავლო ნაწილზე.
ბიუჯეტის
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი
– საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში განხორციელდეს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს
ამოქმედებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებები.
3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
საქართველოს
საფინანსო
ზედამხედველობის
სააგენტო
უზრუნველყოს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების
განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ფინანსური სახსრებითა და
სხვა ქონებით. ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს
ეროვნულმა ბანკმა შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც შექმნიდან 10 დღის
ვადაში უზრუნველყოფს სააგენტოსათვის გადასაცემი ქონების (მათ შორის, უძრავი
ქონება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა ქონება), ზედამხედველობასთან
დაკავშირებული სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, ელექტრონულად
შექმნილი დოკუმენტი, შესაბამისი საარქივო მასალა, საინფორმაციო ბაზა და სხვა
დოკუმენტაცია) აღრიცხვა-ინვენტარიზაციას (ეს კომისია იქმნება ამ პუნქტით
გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადით). ამ მუხლით
გათვალისწინებული შესაბამისი ქონება და სამსახურებრივი დოკუმენტაცია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო
ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით გადასცეს სააგენტოს.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შექმნის დღიდან 4 თვის
ვადით უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებებითა
და მხარდაჭერით. ამ ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და
სააგენტოს
შორის
იდება
მემორანდუმი
სააგენტოს
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებების
განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებებითა და მხარდაჭერით
უზრუნველსაყოფად.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო
ზედამხედველობის სააგენტოს შექმნიდან არაუგვიანეს 2 თვისა საქართველოს
ეროვნულ ბანკსა და სააგენტოს შორის იდება მემორანდუმი, რომლითაც
განისაზღვრება სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრები.
6. ამ კანონის ამოქმედების დროისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული
საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის, სპეციალიზებული ჯგუფების და
საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტისა და არასაბანკო დაწესებულებების
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს
საშტატო ნუსხისა და სააგენტოს დებულების დამტკიცებიდან არაუგვიანეს 7
სამუშაო დღისა პირდაპირ დაინიშნონ სააგენტოს შესაბამის თანამდებობებზე.
7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო
ზედამხედველობის
სააგენტო
არის
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
უფლებამონაცვლე საფინანსო სექტორის ზედამხედველობის საკითხებში.
სააგენტოს საბჭოს შექმნამდე, სააგენტოს უფროსის დამტკიცებამდე და სააგენტოს
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფორმირებამდე, მაგრამ არაუგვიანეს
სააგენტოს დებულების დამტკიცებიდან 1 თვისა , სააგენტოს ფუნქციებს ასრულებს
საქართველოს ეროვნული ბანკი.[ ( შეჩერდეს მოქმედება საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე) - საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2015 წლის 12 ოქტომბრის
ჩანაწერი №3/6/668 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. ]
საოქმო
8. საფინანსო სექტორის ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი
აქტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შესაბამისი
სამართლებრივი
აქტების
გამოცემამდე.
სააგენტომ
ამ
პუნქტით
გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები გამოსცეს ამ კანონის ამოქმედებიდან
3 თვის ვადაში.
9. საფინანსო სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიები,
ნებართვები და განხორციელებული რეგისტრაციები, რომლებიც გაუქმებული არ
არის, იურიდიულ ძალას ინარჩუნებს.
10. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში:
ა)
საქართველოს
პარლამენტმა
და
საქართველოს
მთავრობამ
განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები ამ კანონით გათვალისწინებული
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო
ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრთა არჩევისათვის;
ბ) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი
აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;
გ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების
ამ კანონთან შესაბამისობა.
11. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულმა
პირმა – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ უზრუნველყოს
სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის, სააგენტოს უფროსის, სააგენტოს უფროსის
მოადგილისა და სააგენტოს თანამშრომლების ანგარიშვალდებულების წესის
დამტკიცება. ეს წესი საჯარო უნდა იყოს.
12. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო
ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს პირველი შემადგენლობის (გარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ეროვნული
ბანკის საბჭოს წევრისა) 2 წევრს 5 წლის ვადით, ხოლო 3 წევრს – 7 წლის ვადით,
საქართველოს მთავრობის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით.