„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-27
ბიუროს ნომერი 33
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის
უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ) საქართველოს ეროვნული ბანკი - ყველა სარჩელზე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ :
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობით, რომლის
მიხედვითაც, საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა საზედამხედველო ფუნქციის
განმახორციელებელ ორგანოდ, სსიპ - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტოს ნაცვლად, განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველო ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტში და საერთო სასამართლოებში
განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულ ორგანოთა
ჩამონათვალიდან ხდება სსიპ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოზე
მითითების ამოღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო
საშემოსავლო ნაწილზე.
ბიუჯეტის
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 5. შეღავათები სახელმწიფო ბაჟში
1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
თავისუფლდებიან:
ა) ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა
მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის
სამართლებრივი ურთიერთობიდან;
ბ) მოსარჩელენი – სარჩელებზე, რომლებიც გამომდინარეობს საავტორო, აგრეთვე
აღმოჩენის, გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებებისა და სამრეწველო
ნიმუშების უფლებებიდან;
გ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ალიმენტების გადახდევინების შესახებ;
დ) ფიზიკური და იურიდიული პირები – მათზე იმ დოკუმენტების გაცემისათვის,
რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართლისა და ალიმენტის საქმეებთან;
ე) მოსარჩელენი – სარჩელებზე ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია
დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით;
ვ) ფიზიკური პირები – სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ საკასაციო
საჩივრებზე დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ამოღების
სისწორის შესახებ;
ზ) სოციალური დაზღვევის ორგანოები და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები
რეგრესულ სარჩელებზე ზიანის მიმყენებლის მიერ დაზარალებულზე გაცემული
დახმარების ან პენსიის გადახდევინების შესახებ, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის
ორგანოები – აგრეთვე სარჩელებზე არასწორად მიღებული დახმარებებისა და პენსიების
შესახებ;
თ ) მოსარჩელე – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შ
ესახებ სარჩელზე ;
თ1) მოსარჩელე − გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის
სახელშეკრულებო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქონებრივი ან/და
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ
სარჩელზე;
ი) მხარეები – საკასაციო საჩივრებზე განქორწინების საქმეების შეწყვეტის შესახებ;
კ) შინაგან საქმეთა ორგანოები, როგორც მოსარჩელეები – სარჩელებზე იმ პირების
ძებნასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ
ალიმენტებისა და სხვა მსგავსი თანხების გადახდას;
ლ) საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე; სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო და
სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, –
სარჩელებზე მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახადების
ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე
განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე;
მ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო
ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე;
მ 1 ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული
პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;
ნ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ისტორიული, მხატვრული და სხვა ფასეულობის
უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ;
ო) მხარეები – სარჩელებზე მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ, რომელიც
მიყენებულია ფიზიკური პირის უკანონოდ გასამართლების, მისი სისხლის სამართლის
პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით უკანონოდ
დაპატიმრების ან დაპატიმრების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ
დადების შედეგად;
პ) იძულებით გადაადგილებული პირები − დევნილები და თავშესაფრის მაძიებლები −
შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის სტატუსის მინიჭებასთან
და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებულ საჩივრებზე;
ჟ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო,
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი,
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს გარემოსა
და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირები: დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო,
გარემოს ეროვნული სააგენტო, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის
სატყეო სააგენტო გარემოს დაცვასა და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ საქმეებზე;
რ) ვეტერანები, რომლებმაც „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ”
საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს;
ს) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – სახელმწიფო
ქონების განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;
ს 1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული
სააგენტო – სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე;
ტ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე –
სარჩელზე მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობისა და მიწის კანონმდებლობის სხვა
დარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად
ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ
უ ) დაწესებულებები ( ორგანიზაციები ), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახ
ელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე ;
ფ ) არქიტექტორულ - სამშენებლო ინსპექციები , როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეე
ბი , საქართველოს კანონმდებლობით მათკომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე .
ქ ) მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი , როგორც მოსარჩლე
– სარჩელზე არასრულწლოვნის უფლებებისდარღვევის ან მისთვის მიყენებული ქონებრი
ვი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე .
ღ) საქართველოს ეროვნული ბანკი/საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტო – ყველა სარჩელზე;
ყ) ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები, მზღვეველი და არასაბანკო
სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები – კომერციული ბანკების,
მზღვეველისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო
კავშირებისათვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული
დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე;
შ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახური
–
„ ფასიანი ქაღალდების ბაზრისშესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთ
ხვევებში ;
ჩ ) მოსარჩელე – უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის
შესახებ აღძრულ სარჩელებზე .
ც) მოსარჩელე – თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და
რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე აღძრულ სარჩელებზე.
ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო,
როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე;
ძ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციის სააგენტო, როგორც
მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე კონკურენციის შესახებ საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე;
წ ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო , როგორც მოსარჩელე – ნორმატიულ აქტებ
თან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;
ჭ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მისი ტერიტორიული
ორგანოები და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სხვა ორგანოები – კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლებზე, არქეოლოგიურ ობიექტებზე და კულტურული მემკვიდრეობის
დამცავ ზონებში კანონის დარღვევით წარმოებულ მიწის, სამშენებლო და სხვა
სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ხ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირი
–
აღსრულების
ეროვნული
ბიურო
−
სარჩელებზე
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
ან
ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობისას ;
ჯ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია, როგორც მოსარჩელე ან
მოპასუხე, – საქართველოს კანონმდებლობით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ
საკითხებზე;
ჰ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო – სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს
გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხებთან დაკავშირებით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლოების მიერ
შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, თუ
ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებით, რომლის მონაწილეც არის
საქართველო.
6. (ამოღებულია).
7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის მოქმედების
ვადის გაგრძელებისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება
უცხოელი − საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის
მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.
8. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სხვა სახელმწიფოებიდან შემდეგი
დოკუმენტების გამოთხოვისას:
ა) გარდაცვალების მოწმობა;
ბ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა;
გ) ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო
გადაწყვეტილებები;
დ) სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტი;
ე) დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება.
9. საქართველოს C4 კატეგორიის ვიზის გაცემისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის
გადახდისაგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოითხოვს საერთაშორისო დაცვას.