„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-27
ბიუროს ნომერი 33
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 24.07.2002,
მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) კომერციული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული
იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;
კ) ლიცენზია – საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით არასაბანკო
სადეპოზიტო დაწესებულებისათვის – საკრედიტო კავშირისათვის მინიჭებული უფლება,
განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა შესაბამისი
პირობების დაცვით;“;
ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) მაკორექტირებელი ღონისძიებები – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების –
საკრედიტო კავშირის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების მიზნით
საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ
განხორციელებული ღონისძიებები;“.
2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. არავის არა აქვს უფლება, თავის დასახელებაში გამოიყენოს ტერმინი „საკრედიტო
კავშირი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით, თუ მას არა აქვს საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია, გარდა იმ შემთხვევებისა,
როდესაც ასეთი რამ დაწესებულია ან აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან
შეთანხმებით, ან როდესაც სახელწოდებიდან აშკარაა, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით
გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას.“.
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრედიტო კავშირი ვალდებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების
შესახებ მისი რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში შეატყობინოს საქართველოს
ეროვნულ ბანკს.“.
4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
საკითხების გადაწყვეტისას აუცილებელია საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი
თანხმობა.“.
5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ვ) დაუბრუნებელი სესხების ჩამოწერის დამტკიცება საქართველოს ეროვნული
ბანკის მიერ დადგენილი წესის თანახმად;
ზ) ამ კანონით გათვალისწინებული სარეზერვო სახსრების გამოყენება
საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით;“.
6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სესხების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;“.
7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. გარე აუდიტი და ბუღალტრული აღრიცხვა
საკრედიტო კავშირი ვალდებულია:
ა) ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ დადგენილი წესით აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წესების მიხედვით.“.
8. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრედიტო კავშირი სესხს გასცემს მხოლოდ თავის წევრებზე ამ კანონისა და
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად,
საკრედიტო კომიტეტის მიერ პერიოდულად განსაზღვრული ვადებითა და პირობებით.“.
9. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საზედამხედველო ფუნქციის განსახორციელებლად საქართველოს ეროვნულ
ბანკს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული და საკრედიტო
კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი.“.
10. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრედიტო კავშირს შეუძლია ასევე ჭარბი ლიკვიდურობის გათვალისწინებით
განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაშვებული სხვა სახის
ინვესტიციები.“.
11. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი
საერთო რეზერვის გარდა, საკრედიტო კავშირმა საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ დადგენილი წესების შესაბამისად უნდა შექმნას აქტივების შესაძლო დანაკარგების
რეზერვი. აღნიშნული რეზერვი არ არის საერთო რეზერვის შემადგენელი ნაწილი.“.
12. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო კავშირებს პერიოდულად
განუსაზღვრავს საწესდებო კაპიტალის მინიმალურ ოდენობას ფულადი სახით.
საკრედიტო კავშირის საწესდებო კაპიტალი შეიძლება შემცირდეს მხოლოდ საქართველოს
ეროვნული ბანკის თანხმობით, მაგრამ არანაკლებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი მინიმალური საწესდებო კაპიტალის ოდენობისა.“.
13. 23-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრედიტო კავშირი ლიცენზიის მისაღებად განცხადებით მიმართავს
საქართველოს ეროვნულ ბანკს. განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის ვინაობასა და იურიდიულ მისამართს, ფილიალების ჩათვლით;
ბ) მოთხოვნას ლიცენზიის მიღების თაობაზე;
გ) განცხადების წარდგენის თარიღს და უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;
დ) განცხადებისათვის დართული საბუთების ნუსხას;
ე) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემებს.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი
დასაბუთებულად მოითხოვს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში.“.
14. 24-ე-26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ
1. ლიცენზირების შესახებ განცხადების მიღების დღიდან 1 თვის განმავლობაში
საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიის
გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომლის თაობაზედაც
გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით აცნობებს
საკრედიტო კავშირს.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიას სალიცენზიო მოწმობის სახით
აძლევს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ
იმ საკრედიტო კავშირს, რომელსაც აქვს განაღდებული საწესდებო კაპიტალი საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნის ოდენობით და რომლის მიერ
წარდგენილი დოკუმენტაციაც აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს.
3. ლიცენზია არ გაიცემა, თუ საკრედიტო კავშირის მიერ წარდგენილი
დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილ მოთხოვნებს.
4. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. მისი სხვა პირისათვის გადაცემა
აკრძალულია.
5. საქართველოს ეროვნული ბანკი აწარმოებს გაცემული ლიცენზიების უწყებრივ
რეესტრს. იგი ვალდებულია, ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების, აგრეთვე ლიცენზიის
ასლის გაცემის შესახებ მონაცემები შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო
დღის განმავლობაში შეიტანოს რეესტრში.
მუხლი 25. ლიცენზიის გაუქმება
ლიცენზიას აუქმებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი, თუ:
ა) საკრედიტო კავშირმა დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მიმართა
საქართველოს ეროვნულ ბანკს და ამას დაეთანხმა საქართველოს ეროვნული ბანკი;
ბ) საკრედიტო კავშირმა ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში არ დაიწყო ამ
კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა;
გ) დადგინდა, რომ ლიცენზია გაცემულია ყალბი მონაცემების ან უზუსტობების
შემცველი საბუთების საფუძველზე;
დ) დადგინდა საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობა;
ე) ხდება საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია;
ვ) საკრედიტო კავშირმა შეიცვალა საქმიანობის საგანი;
ზ) საკრედიტო კავშირს აღარ აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური
ოდენობა;
თ) საკრედიტო კავშირი ამოღებულია
მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ი) სისტემატურად ირღვევა ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის
ნორმატიული აქტების მოთხოვნები.
მუხლი 26. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი
შედეგები
1. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება
საქართველოს ეროვნული ბანკისა და სხვა ბეჭდვით ორგანოებში; იგი იმავდროულად
ეგზავნება საკრედიტო კავშირს, რომელიც ვალდებულია, სალიცენზიო მოწმობა
გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში დაუბრუნოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.
გადაწყვეტილება მოქმედებს მისი მიღების დღიდან ან თვით ამ გადაწყვეტილებით
განსაზღვრული თარიღიდან.
2. ლიცენზიის გაუქმების დღიდან საკრედიტო კავშირს ეკრძალება ამ ლიცენზიით
გათვალისწინებული საქმიანობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი
წესით უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია. საკრედიტო კავშირი ვალდებულია, ლიცენზიის
გაუქმების დღიდან უმოკლეს ვადაში გაანაღდოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული
ყველა ვალდებულება. საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში ყველა ვალდებულების
განაღდებამდე საკრედიტო კავშირი ემორჩილება ამ კანონის დებულებებს ისევე, როგორც
ლიცენზირებული საკრედიტო კავშირი.
3. საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს
მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც ლიცენზიის გაუქმებისთანავე იწყებს
საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციას. საკრედიტო კავშირის ლიკვიდატორს ნიშნავს
მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი.“.
15. X თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი X
საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობა საკრედიტო კავშირების
საქმიანობაზე
მუხლი 27. საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე ზედამხედველობა
1. საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს
საქართველოს ეროვნული ბანკი. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიების
გაცემასა და გაუქმებას, საკრედიტო კავშირის ნებისმიერი სახით შემოწმებასა და
რეგულირებას, მისთვის შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას, საკრედიტო კავშირის
დროებითი ადმინისტრაციის მეშვეობით მართვასა და ლიკვიდაციას „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს
ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე ზედამხედველობის მიზნით საქართველოს
ეროვნული ბანკი გამოსცემს შემდეგ ნორმატიულ აქტებს:
ა) ფულადი ფორმით განაღდებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური
მოთხოვნისა და საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური რაოდენობის შესახებ
(ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით);
ბ) კაპიტალის კოეფიციენტის ადეკვატურობის შესახებ;
გ) რისკის დონეების შესახებ;
დ) აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ფორმირების წესის შესახებ;
ე) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სხვა ლიმიტებისა და
ნორმატივების შესახებ.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი პერიოდულად ამოწმებს საკრედიტო კავშირებს
(დოკუმენტური შემოწმებისა და ადგილზე ინსპექტირების ჩათვლით) მათი ფინანსური
მდგომარეობის შესასწავლად, აგრეთვე საკრედიტო კავშირების საქმიანობის ამ კანონთან
და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად.
4. საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების შედეგად გამოვლენილი
დარღვევებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და საკრედიტო კავშირების ფინანსური
მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი ატარებს
მაკორექტირებელ ღონისძიებებს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და
ლიცენზიის გაუქმების ჩათვლით.
მუხლი 28. საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია
საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია შეიძლება განხორციელდეს საქართველოს
ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, მისი სამართლებრივი ფორმის
შეცვლის გარეშე, საკრედიტო კავშირის წევრთა უფლებებისა და ინტერესების სრულად
დაცვით.
მუხლი 29. დროებითი ადმინისტრაცია და ლიკვიდაცია
1. თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო კავშირის საქმიანობაზე
ზედამხედველობის განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ საფრთხე ემუქრება
საკრედიტო კავშირის წევრთა ანაბრებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია,
ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით დანიშნოს დროებითი ადმინისტრაცია.
2. დროებით ადმინისტრაციაზე, ისევე როგორც ლიკვიდატორზე გადადის
საკრედიტო კავშირის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.
3. საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები უნდა დაიფაროს
შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც
საკრედიტო კავშირს წარმოეშვა ვალდებულებები ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;
ბ) მეანაბრეები;
გ) საკრედიტო კავშირის მიმართ სხვა მოთხოვნები.
4. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დაფარვისათვის, მაშინ ყველა მოთხოვნა
თანაბარი პროპორციით უნდა დაიფაროს.
5. დროებითი ადმინისტრაციისა და ლიკვიდაციის რეჟიმების და მართვის წესს
განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
მუხლი 30. დარღვევები და სანქციები
1. ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების
მოთხოვნებისა და წერილობითი მითითებების, აგრეთვე „უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების
შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საკრედიტო
კავშირის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;
ბ) გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება), რომ საკრედიტო კავშირმა შეაჩეროს ან
შეწყვიტოს ესა თუ ის საქმიანობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ
ვადებში მიიღოს ზომები დარღვევების აღმოსაფხვრელად;
გ) დააჯარიმოს საკრედიტო კავშირი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი წესითა და ოდენობით;
დ) გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა აღმასრულებელ დირექტორს ან გამგეობის
წევრს, თუ მისმა ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა საკრედიტო კავშირს;
ე) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს და ბუღალტერს (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) შეუჩეროს ხელმოწერის უფლება;
ვ) სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა
დარღვევათა განსახილველად, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების
განსახორციელებლად ან ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობის განსაახლებლად;
ზ) შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება,
დივიდენდების გაცემა, ხელფასების გაზრდა და ანაბრების მოზიდვა, პრემიებისა და სხვა
ჯილდოების გაცემა;
თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის
მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის
რეჟიმი;
ი) გააუქმოს საკრედიტო კავშირის ლიცენზია.
2. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობით, რომლის
მიხედვითაც, საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა საზედამხედველო ფუნქციის
განმახორციელებელ ორგანოდ, სსიპ - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტოს ნაცვლად, განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო
კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება „არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ის მუხლები,
რომლებიც აწესრიგებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო კავშირების
ზედამხედველობისა და რეგულირების საკითხებს. აღნიშნულ ნორმებში საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს
ნაცვლად, მითითება კეთდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო
საშემოსავლო ნაწილზე.
ბიუჯეტის
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
(რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი
(მათი) ამოღება
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი – კოოპერატივის
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმო, რომელიც
მხოლოდ თავისი წევრებისაგან იღებს ანაბრებს, აძლევს მათ სესხს, ახორციელებს ამ
კანონით ნებადართულ საბანკო საქმიანობას და რომლის უმთავრესი მიზანი არ არის
მოგების მიღება;
ბ) ანაბარი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის მიერ
შეტანილი ფულადი სახსრები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს საკრედიტო
კავშირი და რომლებსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტი;
გ) პაი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საწესდებო
კაპიტალში საკრედიტო კავშირის წევრის ფულადი შესატანი, რომელიც მის წევრს ანიჭებს
ამ კანონითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებებს
საკრედიტო კავშირის მიმართ;
დ) საბანკო საქმიანობა – ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობა;
ე) სესხი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის მიერ თავისი
წევრისათვის დაბრუნებადობის, ფასიანობისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი
სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;
ვ) ხელმძღვანელი ორგანო – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო
კავშირის საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო, გამგეობა;
ზ) ინვესტიცია – შესაძლო მოგების მიღების მიზნით ჭარბი ლიკვიდური სახსრების
დაბანდება მოკლევადიან მატერიალურ ან არამატერიალურ აქტივებში;
თ) ჭარბი ლიკვიდურობა – ფულადი სახსრები, რომლებიც რჩება არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს მეანაბრეების მიმართ არსებული, ასევე სხვა
ფინანსური ვალდებულებების დროული დაფარვისა და სესხზე მისი წევრების მოთხოვნის
დაკმაყოფილების შემდეგ;
ი) კომერციული ბანკი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ
ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი
გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;
კ) ლიცენზია – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გადაწყვეტილებით
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის – საკრედიტო კავშირისათვის
მინიჭებული უფლება, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო
საქმიანობა შესაბამისი პირობების დაცვით;
ლ) სალიცენზიო მოწმობა – ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მ) რეზერვები – ქონება, რომელიც იქმნება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების –
საკრედიტო კავშირის მიერ მიზნობრივი დანიშნულებით და არ წარმოადგენს მისი
წევრების საერთო წილობრივ საკუთრებას;
ნ) მაკორექტირებელი ღონისძიებები – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების –
საკრედიტო კავშირის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების მიზნით
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ან/და საკრედიტო კავშირის
სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები;
ო) ოჯახის წევრი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის
წევრის მეუღლე, მშობლები, შვილები, ნაშვილები და მის კმაყოფაზე მყოფი პირი;
პ) ახლო ნათესავი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის
წევრის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს სხვა ნათესავი, გერი, და,
ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები;
ჟ) საქმიანი პარტნიორი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასთან – საკრედიტო
კავშირთან კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი;
რ) (ამოღებულია).
მუხლი 2. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ვრცელდება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე – საკრედიტო
კავშირებზე (შემდგომში – საკრედიტო კავშირი) და მისი მიზანია მათი საქმიანობის
სამართლებრივი რეგულირება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის, ამ კანონის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
2. საკრედიტო კავშირებმა თავიანთ საფირმო დასახელებაში „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა უნდა შეიტანონ ტერმინი
„საკრედიტო კავშირი“. არც ერთ საკრედიტო კავშირს არა აქვს სიტყვის „ბანკი“ გამოყენების
უფლება.
3. არავის არა აქვს უფლება, თავის დასახელებაში გამოიყენოს ტერმინი „საკრედიტო
კავშირი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით, თუ მას არა აქვს საქართველოს
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ასეთი რამ დაწესებულია ან აღიარებულია საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ან როდესაც სახელწოდებიდან აშკარაა,
რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას.
მუხლი 4. საკრედიტო კავშირის რეგისტრაცია
1. საკრედიტო კავშირის რეგისტრაცია ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. საკრედიტო კავშირი ვალდებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების რეესტრში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ მისი
რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში შეატყობინოს საქართველოს საფინანსო
ზედამხედველობის სააგენტოს.
მუხლი 7. საერთო კრება
1. საკრედიტო კავშირის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება, რომელიც კანონმდებლობითა
და წესდებით მინიჭებული უფლებების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს
საკრედიტო კავშირის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. საერთო კრება, გარდა ამ
კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოწვეულ უნდა იქნეს წელიწადში ერთხელ
მაინც, წლიური ბალანსის სამეურნეო წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში
განხილვისა და დამტკიცებისათვის.
2. საერთო კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოსა და გამგეობის წევრთა არჩევა-გადარჩევა;
გ) გამგეობის მიერ წარდგენილი საკრედიტო კავშირის საქმიანობის წლიური ანგარიშისა და
მის თაობაზე სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნის დამტკიცება;
დ) საკრედიტო კავშირის შემოსავლების გამოყენების, აგრეთვე ზარალის დაფარვის
თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
ე) საერთო რეზერვის შექმნა, მისი მოცულობის დადგენისა და გამოყენების პროცედურების
განსაზღვრა;
ვ) ფილიალების შექმნა;
ზ) საკრედიტო კავშირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების
მიღება;
თ) საკრედიტო კავშირის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და გამოუყენებელი სახსრების
განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
ი) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების
გადაწყვეტა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების
გადაწყვეტისას აუცილებელია საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს
წინასწარი თანხმობა.
4. საერთო კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა
არანაკლებ 60 პროცენტისა, ხოლო საგანგებო კრებას – 40 პროცენტისა. საერთო კრების
განმეორებით მოწვევის შემთხვევაში იგი ჩაითვლება გადაწყვეტილებაუნარიანად,
მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა. საერთო კრება მოიწვევა ერთიდან სამ
კვირამდე დროის განმავლობაში, მისი მოწვევის თაობაზე წესდებით გათვალისწინებულ
გაზეთში ან ამავე წესდებით განსაზღვრული სხვა საშუალებით განცხადების
გამოქვეყნებით.
მუხლი 9. გამგეობა
1. გამგეობას ირჩევს საერთო კრება 2 წლის ვადით. გამგეობის წევრთა რაოდენობა კენტი
უნდა იყოს – არანაკლებ 3 და არა უმეტეს 9 წევრისა. გამგეობას ხელმძღვანელობს და მესამე
პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს მისივე შემადგენლობიდან დანიშნული
აღმასრულებელი დირექტორი.
2. გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) საკრედიტო კომიტეტის არჩევა;
ბ) საკრედიტო კავშირის პოლიტიკის განსაზღვრა;
გ) საკრედიტო კავშირში ახალი წევრის მიღება, წევრის უფლებამოსილების შეჩერება და
გარიცხვა;
დ) აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლება;
ე) საკრედიტო კავშირის წევრთათვის გასაწევი მომსახურების, მათ შორის, ანაბრების
მიღების პირობებისა და წესების განსაზღვრა;
ვ) დაუბრუნებელი სესხების ჩამოწერის დამტკიცება საქართველოს საფინანსო
ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესის თანახმად;
ზ) ამ კანონით გათვალისწინებული სარეზერვო სახსრების გამოყენება საქართველოს
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების
დაცვით;
თ) წლიური ანგარიშის შედგენა და მისი საერთო კრებისათვის განსახილველად წარდგენა;
ი) ინვესტიციების განხორციელების თაობაზე პროცედურების შემუშავება;
კ)
საქართველოს
კანონმდებლობითა
და
წესდებით
მინიჭებული
უფლებამოსილებების განხორციელება.
სხვა
მუხლი 10. საკრედიტო კომიტეტი
1. საკრედიტო კომიტეტი არის გამგეობის წინაშე ანგარიშვალდებული სპეციალური
ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია საკრედიტო კავშირის საკრედიტო საქმიანობისთვის.
იგი ვალდებულია სრული ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველთვიურად
წარუდგინოს გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოს.
2. საკრედიტო კომიტეტს ირჩევს გამგეობა 2 წლის ვადით. იგი შედგება არანაკლებ 3
წევრისაგან, რომელთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება წესდებით.
3. საკრედიტო კომიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) საკრედიტო კავშირის წევრთა განცხადებების განხილვა სესხის გამოყოფის თაობაზე და
მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ასევე გამგეობის წევრთა მიერ სესხის
მოთხოვნის შესახებ განცხადებების განხილვა და აღნიშნულის თაობაზე სამეთვალყურეო
საბჭოსათვის წინადადებების წარდგენა;
ბ) საკრედიტო პორტფელის პერიოდული კონტროლი და განხილვა, ყველა გირაოს ან სხვა
სახის უზრუნველყოფის შეფასება, ნებისმიერ სესხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის
შემოწმება, სესხის ამოღების მიზნით ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
გ) სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ზარალის ასანაზღაურებლად ზომების მიღება;
დ) სესხების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესების
შესაბამისად;
ე) სესხის დაბრუნების კონტროლი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების
გადაწყვეტა.
4. საკრედიტო კავშირის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, აგრეთვე
დაქირავებულ პირებს უფლება არა აქვთ იყვნენ საკრედიტო კომიტეტის წევრები.
5. საკრედიტო კომიტეტის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც. განხილული საკითხები
და მიღებული გადაწყვეტილებები აისახება ოქმში, რომელიც ეგზავნება გამგეობას
საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირებისათვის.
მუხლი 11. გარე აუდიტი და ბუღალტრული აღრიცხვა
საკრედიტო კავშირი ვალდებულია:
ა)
ყოველწლიურად
მოიწვიოს
გარე
აუდიტორი
საქართველოს
საფინანსო
ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აუდიტორული შემოწმების
ჩასატარებლად;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს საქართველოს
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის
წესების მიხედვით.
მუხლი 15. სესხის გაცემის პირობები და მიზანი
1. საკრედიტო კავშირი სესხს გასცემს მხოლოდ თავის წევრებზე, ამ კანონით და
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების
შესაბამისად, საკრედიტო კომიტეტის მიერ პერიოდულად განსაზღვრული ვადებითა და
პირობებით.
2. საკრედიტო კავშირის მიერ გაცემული სესხი შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი ან
არაუზრუნველყოფილი. უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს
წევრის პაი, ანაბარი, უძრავი ან მოძრავი ქონება ან სხვა გადახდისუნარიანი პირის
თავდებობა ან/და საბანკო გარანტია. გამგეობის, სამეთვალყურეო საბჭოსა და საკრედიტო
კომიტეტის წევრს არა აქვს უფლება, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაუდგეს თავდებად ან
გასცეს გარანტია საკრედიტო კავშირის მიერ გაცემულ რომელიმე სესხზე.
მუხლი 16. კონფიდენციალობა
1. საკრედიტო კავშირის წევრის ანაბრის და სასესხო ოპერაციის შესახებ ინფორმაცია
კონფიდენციალურია და იგი შეიძლება მიეცეთ მხოლოდ თავად საკრედიტო კავშირის
წევრს და მის წარმომადგენელს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, აგრეთვე
საგადასახადო ორგანოს – „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს
მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების
გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA)
შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ
სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მიეწოდებათ.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია „ამერიკის
შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო
საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის
საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების
ფარგლებში შეიძლება გადაეცეს საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანოს უფლება
აქვს, მიაწოდოს ეს ინფორმაცია ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული
შტატების კომპეტენტურ ორგანოს.
2. საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისათვის საქართველოს საფინანსო
ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული და საკრედიტო კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებული
ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი.
მუხლი 17. დასაშვები ინვესტიციები
1. საკრედიტო კავშირს შეუძლია ჭარბი ლიკვიდურობის გათვალისწინებით
განახორციელოს ინვესტიციები:
ა) სახაზინო ვალდებულებებში;
ბ) კომერციულ ბანკებში მოკლევადიანი დეპოზიტების სახით;
გ) სხვა საკრედიტო კავშირებზე მოკლევადიანი სესხების გაცემით.
2. საკრედიტო კავშირს შეუძლია ასევე ჭარბი ლიკვიდურობის გათვალისწინებით
განახორციელოს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ
დაშვებული სხვა ინვესტიციები.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინვესტიციების სახეობათა
მიხედვით ერთ საწარმოში ინვესტირებული თანხების საერთო მოცულობა არ უნდა
აღემატებოდეს საკრედიტო კავშირის აქტივების 15 პროცენტს.
4. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ინვესტიციები ერთობლივად არ
უნდა აღემატებოდეს საკრედიტო კავშირის აქტივების 30 პროცენტს.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ლიმიტების გადაჭარბება დასაშვებია
საერთო კრების გადაწყვეტილებით.
მუხლი 20. აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი
საკრედიტო კავშირმა, საერთო რეზერვის გარდა, საქართველოს საფინანსო
ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად უნდა შექმნას
აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი. ეს რეზერვი არ არის საერთო რეზერვის
შემადგენელი ნაწილი.
მუხლი 21. საკრედიტო კავშირის კაპიტალი
1. საკრედიტო კავშირის კაპიტალი შედგება საწესდებო კაპიტალის, დამატებითი ფულადი
შესატანების, ფულადი შემოწირულობების, ამ კანონით გათვალისწინებული საერთო
რეზერვის და გასული წლის გაუნაწილებელი მოგებისა და სამეურნეო წლის მოგებისაგან.
2. საწესდებო კაპიტალი იქმნება საკრედიტო კავშირის წევრების მიერ პაის შეტანით. პაის
მინიმალური ოდენობა, ასევე მისი შეტანის წესი განისაზღვრება ამ კანონით, „მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს კანონითა და წესდებით.
3. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო საკრედიტო კავშირებს
პერიოდულად განუსაზღვრავს საწესდებო კაპიტალის მინიმალურ ოდენობას ფულადი
სახით. საკრედიტო კავშირის საწესდებო კაპიტალი შეიძლება შემცირდეს მხოლოდ
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს თანხმობით, მაგრამ არანაკლებ
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაზღვრული საწესდებო
კაპიტალის მინიმალური ოდენობისა.
მუხლი 23. შუამდგომლობა ლიცენზიის მიღების შესახებ
1. საკრედიტო კავშირი ლიცენზიის მისაღებად განცხადებით მიმართავს საქართველოს
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს. განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის ვინაობასა და იურიდიულ მისამართს, ფილიალების ჩათვლით;
ბ) მოთხოვნას ლიცენზიის მიღების შესახებ;
გ) განცხადების წარდგენის თარიღს და უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;
დ) განცხადებისათვის დართული დოკუმენტების ნუსხას;
ე) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
რეგისტრაციის შესახებ მონაცემებს.
2. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) სადამფუძნებლო დოკუმენტების (მათ შორის, წესდების) დედნები ან მათი სანოტარო
წესით დამოწმებული ასლები;
ბ) ცნობა განცხადებული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;
გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
დ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე საკუთრებას ან სხვა
უფლებას, რომელშიც განთავსებული იქნება საკრედიტო კავშირი;
ე) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკრედიტო კავშირის მმართველი ორგანოს არც ერთი
წევრი არ ყოფილა ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის,
ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან
სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;
ვ) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკრედიტო კავშირის მმართველი ორგანოს წევრებს
აქვთ სათანადო განათლება ან/და გამოცდილება;
ზ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტო დასაბუთებულად მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში.
3. (ამოღებულია – 20.12.2011, №5528).
მუხლი 24. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ
1. ლიცენზირების შესახებ განცხადების მიღების დღიდან 1 თვის განმავლობაში
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იღებს დასაბუთებულ
გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ,
რომლის თაობაზედაც გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში
წერილობით აცნობებს საკრედიტო კავშირს.
2. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ლიცენზიას სალიცენზიო
მოწმობის სახით აძლევს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
რეგისტრირებულ იმ საკრედიტო კავშირს, რომელსაც აქვს განაღდებული საწესდებო
კაპიტალი საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი
მოთხოვნის ოდენობით და რომლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციაც აკმაყოფილებს ამ
კანონის მოთხოვნებს.
3. ლიცენზია არ გაიცემა, თუ საკრედიტო კავშირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ
აკმაყოფილებს ამ კანონით და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს
მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
4. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა
აკრძალულია.
5. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო აწარმოებს გაცემული
ლიცენზიების უწყებრივ რეესტრს. იგი ვალდებულია ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების,
აგრეთვე ლიცენზიის ასლის გაცემის შესახებ მონაცემები შესაბამისი გადაწყვეტილების
მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში შეიტანოს აღნიშნულ რეესტრში.
მუხლი 25. ლიცენზიის გაუქმება
ლიცენზიას აუქმებს მხოლოდ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, თუ:
ა) საკრედიტო კავშირმა დასაბუთებული წერილობითი განცხადებით მიმართა
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს და ამას დაეთანხმა საქართველოს
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო;
ბ) საკრედიტო კავშირმა ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში არ დაიწყო ამ
კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა;
გ) დადგინდა, რომ ლიცენზია გაცემულია ყალბი მონაცემების ან უზუსტობების შემცველი
დოკუმენტების საფუძველზე;
დ) დადგინდა, რომ საკრედიტო კავშირი გადახდისუუნაროა;
ე) ხდება საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია;
ვ) საკრედიტო კავშირმა შეიცვალა საქმიანობის საგანი;
ზ) საკრედიტო კავშირს აღარ აქვს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს
მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საწესდებო კაპიტალის
მინიმალური ოდენობა;
თ) საკრედიტო კავშირი ამოღებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების რეესტრიდან;
ი) სისტემატურად ირღვევა ამ კანონისა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტოს ნორმატიული აქტების მოთხოვნები.
მუხლი 26. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი
შედეგები
1. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსა და სხვა ბეჭდვით ორგანოებში.
იგი იმავდროულად ეგზავნება საკრედიტო კავშირს, რომელიც ვალდებულია სალიცენზიო
მოწმობა გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში დაუბრუნოს საქართველოს საფინანსო
ზედამხედველობის სააგენტოს. ეს გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღების დღიდან ან
თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან.
2. ლიცენზიის გაუქმების დღიდან საკრედიტო კავშირს ეკრძალება ამ ლიცენზიით
გათვალისწინებული საქმიანობა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტოს მიერ დადგენილი წესით უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია. საკრედიტო კავშირი
ვალდებულია ლიცენზიის გაუქმების დღიდან უმოკლეს ვადაში გაანაღდოს მის
საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება. საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში
ყველა ვალდებულების განაღდებამდე საკრედიტო კავშირი ემორჩილება ამ კანონის
დებულებებს, ისევე, როგორც ლიცენზირებული საკრედიტო კავშირი.
3. საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც ლიცენზიის
გაუქმებისთანავე იწყებს საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციას. საკრედიტო კავშირის
ლიკვიდატორს ნიშნავს მხოლოდ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო.
მუხლი 27. საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობა
1. საკრედიტო კავშირების საქმიანობას ზედამხედველობს საქართველოს საფინანსო
ზედამხედველობის სააგენტო. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიების გაცემასა
და გაუქმებას, საკრედიტო კავშირის ნებისმიერი სახით შემოწმებასა და რეგულირებას,
მისთვის შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას, საკრედიტო კავშირის დროებითი
ადმინისტრაციის მეშვეობით მართვასა და ლიკვიდაციას „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონისა
და
საქართველოს
საფინანსო
ზედამხედველობის სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. საკრედიტო კავშირების საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით საქართველოს
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო გამოსცემს შემდეგ ნორმატიულ აქტებს:
ა) ფულადი ფორმით განაღდებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნისა და
საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური რაოდენობის შესახებ (ტერიტორიული
პრინციპის გათვალისწინებით);
ბ) კაპიტალის კოეფიციენტის ადეკვატურობის შესახებ;
გ) რისკის დონეების შესახებ;
დ) აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ფორმირების წესის შესახებ;
ე) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი სხვა
ლიმიტებისა და ნორმატივების შესახებ.
3. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო პერიოდულად ამოწმებს
საკრედიტო კავშირებს (დოკუმენტური შემოწმებისა და ადგილზე ინსპექტირების
ჩათვლით) მათი ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად, აგრეთვე საკრედიტო
კავშირების საქმიანობის ამ კანონთან და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტოს ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად.
4. საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა
და ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და საკრედიტო კავშირების ფინანსური მდგომარეობის
გაჯანსაღებისათვის საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს
მაკორექტირებელ ღონისძიებებს, დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და
ლიცენზიის გაუქმების ჩათვლით.
მუხლი 28. საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია
საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია შეიძლება განხორციელდეს საქართველოს
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე, მისი
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის გარეშე, საკრედიტო კავშირის წევრთა
უფლებებისა და ინტერესების სრული დაცვით.
მუხლი 29. დროებითი ადმინისტრაცია და ლიკვიდაცია
1. თუ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ საკრედიტო კავშირის
საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ საფრთხე
ემუქრება საკრედიტო კავშირის წევრთა ანაბრებს, საქართველოს საფინანსო
ზედამხედველობის
სააგენტო
უფლებამოსილია
ფინანსური
მდგომარეობის
გაჯანსაღებისათვის დანიშნოს დროებითი ადმინისტრაცია.
2. დროებით ადმინისტრაციაზე, ისევე, როგორც ლიკვიდატორზე გადადის საკრედიტო
კავშირის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.
3. საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი
თანამიმდევრობით:
ა) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო და სხვა კრედიტორები,
რომელთა მიმართაც საკრედიტო კავშირს წარმოეშვა ვალდებულებები ლიცენზიის
გაუქმების შემდეგ;
ბ) მეანაბრეები;
გ) საკრედიტო კავშირის მიმართ სხვა მოთხოვნები.
4. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
მოთხოვნების სრულად დაფარვისათვის, ყველა მოთხოვნა თანაბარი პროპორციით უნდა
დაიფაროს.
5. დროებითი ადმინისტრაციისა და ლიკვიდაციის რეჟიმებისა და მართვის წესს
განსაზღვრავს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო.
მუხლი 30. დარღვევები და სანქციები
1. ამ კანონის, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნორმატიული
აქტების მოთხოვნებისა და წერილობითი მითითებების, აგრეთვე „უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების
შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს
უფლება აქვს, საკრედიტო კავშირის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ
გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;
ბ) გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება), რომ საკრედიტო კავშირმა შეაჩეროს ან შეწყვიტოს ესა
თუ ის საქმიანობა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ
განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;
გ) დააჯარიმოს საკრედიტო კავშირი საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტოს მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;
დ) გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა აღმასრულებელ დირექტორს ან გამგეობის წევრს, თუ
მისი ქმედებით ფინანსური ზარალი მიადგა საკრედიტო კავშირს;
ე) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს და ბუღალტერს (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) შეუჩეროს ხელმოწერის უფლება;
ვ) სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევათა
განსახილველად, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად
ან ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობის განსაახლებლად;
ზ) შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდების
გაცემა, ხელფასების გაზრდა და ანაბრების მოზიდვა, პრემიებისა და სხვა ჯილდოების
გაცემა;
თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის
მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის
რეჟიმი;
ი) საკრედიტო კავშირს გაუუქმოს ლიცენზია.
2. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში.