„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-27
ბიუროს ნომერი 33
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 238) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ბ) რეგისტრაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი
იურიდიული პირის ნებაყოფლობითი რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში;“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული
იურიდიული პირი, რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ
საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობით.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ
მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
ნორმები, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გააფრთხილოს იგი,
დააკისროს ფულადი ჯარიმა ან მიიღოს გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის
რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი
წესით.“.
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია, განახორციელოს ამ კანონით
გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი,
როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, რეგისტრაციის შემდეგ, რომლის წესსა და
პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.“.
4. მე-7 მუხლის მე-5-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის
მნიშვნელოვანი წილი, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს
განაცხადი და დოკუმენტაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან
შესაბამისობის თაობაზე.
6. საქართველოს ეროვნული ბანკი განაცხადს განიხილავს მისი წარმოდგენიდან 15
კალენდარული დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი ოპერაციის
განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.
7. განაცხადის წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ დაინტერესებული პირისათვის პასუხის გაუცემლობა
ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.
8. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე
გარიგება ბათილია, თუ დაინტერესებულმა პირმა საქართველოს ეროვნულ ბანკს
განაცხადი არ წარუდგინა ან ეროვნული ბანკისაგან დასაბუთებული უარი მიიღო, მაგრამ
მაინც შეიძინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილი.“.
5. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება.
ანგარიშგების ფორმა და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის
ნორმატიული აქტით;“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ მუხლით გათვალისწინებულ ფინანსურ
ანგარიშგებას ზედიზედ ორჯერ არ წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს მის მიერვე
დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით, საქართველოს ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია გააუქმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია.“.
6. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო
ორგანიზაციას დაუწესოს მის მიერ გაცემული მიკროსესხების რეფინანსირების ან
საკუთარი სახსრებით დაფარვის შედეგად წინსწრებით დაფარვის საკომისიოს პირობები
და ზღვრული ოდენობა.“.
7. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მსესხებლის შესახებ არსებული ინფორმაცია
შეიძლება მიეცეს მხოლოდ თავად მსესხებელს, მის წარმომადგენლებს, საქართველოს
ეროვნულ ბანკს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს ეს
ინფორმაცია მიეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან
მსესხებელთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ :
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის აუცილებლობით,
რომლის მიხედვითაც, საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა, მათ შორის,
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საზედამხედველო ფუნქციის განმახორციელებელ
ორგანოდ, სსიპ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად,
განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
„მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების
შესახებ“
საქართველოს კანონის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის
პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლებში, რომლებშიც მითითება კეთდება სსიპ საქართველოს
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოზე, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების
ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოზე. აღნიშნულ ნორმებში სსიპ
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, მიეთითება
საქართველოს ეროვნული ბანკი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო
საშემოსავლო ნაწილზე.
ბიუჯეტის
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მიკროლიზინგი – ლიზინგი, რომლის ღირებულება განისაზღვრება მიკროკრედიტის
დადგენილი ზღვრით;
ბ) რეგისტრაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული
პირის ნებაყოფლობითი რეგისტრაცია საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტოში;
გ) (ამოღებულია);
დ) მნიშვნელოვანი წილი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განცხადებული ან შევსებული
კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილი, რომელსაც პირი ფლობს
პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით.
2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით
დადგენილი მნიშვნელობა.
მუხლი 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების
ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული
იურიდიული პირი, რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ და ახორციელებს ამ
კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტოს ზედამხედველობით.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა,
რომლის მიმართაც გამოყენებულ უნდა იქნეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო
საბჭოს თაობაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები.
3. მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა უფლებამოსილი, თავის საფირმო
სახელწოდებაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
აღნიშვნის გარდა შეიტანოს ტერმინი „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია“ ან მისი
აბრევიატურა „მისო“.
4. თუ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო შემოწმების შედეგად
დაადგენს,
რომ
მიკროსაფინანსო
ორგანიზაციამ
დაარღვია
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტო უფლებამოსილია გააფრთხილოს იგი, დააკისროს ფულადი ჯარიმა ან მიიღოს
გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ,
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 4. მიკროსაფინანსო საქმიანობა
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი
საქმიანობა:
ა) იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების, მათ შორის,
სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა
სესხების (კრედიტების) გაცემა; ამ მიზნით საკრედიტო საგადახდო ბარათის გამოშვება;
ბ) ინვესტირება სახელმწიფო და საჯარო ფასიან ქაღალდებში;
გ) ფულადი გზავნილების განხორციელება;
დ) სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება;
ე) მიკროდაკრედიტებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
ვ) სესხების (კრედიტების) მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული და
ფიზიკური პირებისაგან;
ზ) იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალის წილების ფლობა, რომელთა ჯამური
ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო
კაპიტალის 15%-ს;
თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური მომსახურებები და
ოპერაციები: მიკროლიზინგი, ფაქტორინგი, ვალუტის გადაცვლა, თამასუქების,
ობლიგაციების გამოშვება, რეალიზაცია, გამოსყიდვა და ამ ფინანსურ მომსახურებებთან
და ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონით
გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტოს მიერ მისი, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, რეგისტრაციის შემდეგ,
რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტო.
21. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ
განსაზღვრული წესით შეასრულოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული სადაზღვევო აგენტის ფუნქცია.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური,
ისე იურიდიული პირებისაგან.
მუხლი 7. შესაფერისობის კრიტერიუმები
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი) არ
შეიძლება იმავდროულად იყოს რომელიმე კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის
პარტნიორი (აქციონერი), სამეთვალყურეო ან/და დირექტორთა საბჭოს წევრი.
2. პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორი, თუ:
ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ
ბანკს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს ან სხვა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ან შელახა კომერციული ბანკის ან არასაბანკო
სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის დეპოზიტართა ან სხვა
კრედიტორთა უფლებები, ან გამოიწვია კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის
გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;
ბ) წარსულში იყო კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო
ორგანიზაციის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად აღნიშნული
კომერციული ბანკი, საკრედიტო კავშირი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
გადახდისუუნარო გახდა;
გ) არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება რომელიმე კომერციული ბანკის, საკრედიტო
კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ;
დ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის
დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა
ეკონომიკური დანაშაულისათვის;
ე) არა აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორს ეკრძალება მონაწილეობა იმ საკითხზე
გადაწყვეტილების მიღებაში, რომლის მიმართაც მას პირადი ინტერესი აქვს.
4. პირს ეკრძალება იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის
მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის,
ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან
სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.
5. პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი
წილი, ვალდებულია საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს
წარუდგინოს განაცხადი და დოკუმენტაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ
მოთხოვნასთან შესაბამისობის თაობაზე.
6. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო განაცხადს განიხილავს მისი
წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი
ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.
7. განაცხადის წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს საფინანსო
ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დაინტერესებული პირისათვის პასუხის გაუცემლობა
ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.
8. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება
ბათილია, თუ დაინტერესებულმა პირმა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტოს განაცხადი არ წარუდგინა ან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსაგან
დასაბუთებული უარი მიიღო, მაგრამ მაინც შეიძინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის
მნიშვნელოვანი წილი.
მუხლი 8. აუდიტი, აღრიცხვა და ანგარიშგება
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) აწარმოოს გამჭვირვალე ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგება და დაიცვას
საჯაროობის პრინციპი;
ბ) შეიმუშაოს და განახორციელოს შიდა კონტროლის სისტემა და პროცედურები;
გ) ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი აუდიტორული შემოწმების
ჩასატარებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება ბუღალტრული
აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად;
ე) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს წარუდგინოს ფინანსური
ანგარიშგება. ანგარიშგების ფორმა და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნორმატიული აქტით;
ვ) იყოს პასუხისმგებელი ანგარიშგების უტყუარობაზე, ასევე ინფორმაციის და
ანგარიშგების სრულად წარდგენაზე;
ზ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს ბეჭდვით ორგანოში სამეურნეო წლის ფინანსური
ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა.
2. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ მუხლით გათვალისწინებულ ფინანსურ
ანგარიშგებას
ზედიზედ
ორჯერ
არ
წარუდგენს
საქართველოს
საფინანსო
ზედამხედველობის სააგენტოს მის მიერვე დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით,
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია 6 წლის განმავლობაში შეინახოს შემდეგი
დოკუმენტაცია:
ა) საბუღალტრო წიგნები, საინვენტარიზაციო აღწერილობა, ბალანსი, ასევე მათი
გაგებისათვის აუცილებელი ინსტრუქციები და სხვა ორგანიზაციული დოკუმენტები;
ბ) საბუღალტრო წიგნში ჩანაწერების დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტები.
მუხლი 9. მიკროსესხის გაცემის პირობები
1. მიკროსესხის გაცემის თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის
იდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება ამ კანონისა და საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული სესხი შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური,
უზრუნველყოფილი ან საბლანკო. მიკროსესხის გაცემის წესებს და პირობებს ადგენს
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
3. საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, საკომისიო გასამრჯელოს და მომსახურების
გადასახდელს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუძლია განახორციელოს კონტროლი მსესხებლის
მიერ კრედიტის გამოყენების მიზნობრიობაზე, ხოლო მსესხებელი ვალდებულია
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოს ასეთი კონტროლის განხორციელების
შესაძლებლობით. თუ მსესხებელი არ შეასრულებს კრედიტის მიზნობრივად გამოყენების
ვალდებულებას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უფლება აქვს უარი თქვას კრედიტის
გაცემის თაობაზე ხელშეკრულების შესრულებაზე გაუცემელი კრედიტის ნაწილში და
მოითხოვოს კრედიტის გაცემული ნაწილის ვადამდე დაფარვა.
5.
საქართველოს
საფინანსო
ზედამხედველობის
სააგენტო
უფლებამოსილია
მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუწესოს მის მიერ გაცემული მიკროსესხების
რეფინანსირების ან საკუთარი სახსრებით დაფარვის შედეგად წინსწრებით დაფარვის
საკომისიოს პირობები და ზღვრული ოდენობა.
მუხლი 10. ინფორმაციის კონფიდენციალობა
1.
მიკროსაფინანსო
ორგანიზაცია
ვალდებულია
დაიცვას
ინფორმაციის
კონფიდენციალურობა. ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის
საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და
უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“
შეთანხმების საფუძველზე.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მსესხებლის შესახებ არსებული ინფორმაცია შეიძლება
მიეცეს მხოლოდ თავად მსესხებელს, მის წარმომადგენლებს, საქართველოს საფინანსო
ზედამხედველობის
სააგენტოს,
აგრეთვე
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.
სხვა პირს ეს ინფორმაცია მიეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების
ან მსესხებელთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
3. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე საგადასახადო სამსახურებს
ეკრძალებათ სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე
ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოსთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების
ჩათვლით, ასევე ამ ინფორმაციის საჯარო გამოყენება, გარდა ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია გადაცემულია
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის
საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და
უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“
შეთანხმების საფუძველზე.