„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.03.2017
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/52/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 92 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-06
ბიუროს ნომერი 35

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი 1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამართლებრივი ფორმის, მართვის, მისი უფლებამოსილების და დეპოზიტების დაზღვევის ფონდის ადმინისტრირების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. ამ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები შესასრულებლად სავალდებულოა ამავე კანონით განსაზღვრულ კომერციულ ბანკზე. 3. ამ კანონის მიზანია კომერციულ ბანკში ამ კანონით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურება, კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება, დანაზოგების წახალისება და ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის ხელშეწყობა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დეპოზიტების დაზღვევის სისტემა - დეპოზიტორებს, კომერციულ ბანკებს, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის ამ კანონით დარეგულირებული ურთიერთობები; ბ) დეპოზიტორი - ფიზიკური პირი, რომელსაც კომერციულ ბანკში აქვს დეპოზიტი; გ) დეპოზიტი – დეპოზიტორის ანგარიშზე რიცხული თანხები, რომელიც კომერციულმა ბანკმა უნდა გადაიხადოს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მათ შორის ვადიანი დეპოზიტი, მოთხოვნამდე დეპოზიტი. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები არ არის დეპოზიტი; დ) დაუზღვეველი დეპოზიტი - დეპოზიტი, რომელიც ამ კანონის მიხედვით 1 არ ექვემდებარება დაზღვევას და არ ანაზღაურდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას; ე) დაზღვეული დეპოზიტი - ფიზიკური პირის დეპოზიტი, რომელიც ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ამ კანონით დადგენილი ზღვარის ფარგლებში; ვ) დეპოზიტების დაზღვევის ფონდი (შემდგომში ფონდი) - ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი გამოიყენება პუნქტით სადაზღვევო განსაზღვრული ფულადი შემთხვევის დადგომისას სახსრები, რომელიც დეპოზიტორების ასანაზღაურებლად და ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის; ზ) სადაზღვევო შემთხვევა - „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომერციული ბანკის მიმართ ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობის ან გაკოტრების პროცესის დაწყება; თ) ზღვარი - დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურებადი სადაზღვევო თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც განისაზღვრება ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; ი) კომერციული ბანკი - ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომერციული ბანკი; კ) სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში საბჭო) - ამ კანონის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში არსებული სამეთვალყურეო საბჭო. 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელობები. თავი II დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო მუხლი 3. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 1. ამ კანონის მიზნებისათვის იქმნება დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო (შემდგომში სააგენტო). 2 2. დაუშვებელია სააგენტოს მიერ სადაზღვევო რისკის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემა სხვა მზღვეველისათვის. 3. სააგენტო დამოუკიდებელია თავის ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობაში. სხვა ორგანოებს უფლება არა აქვთ, ჩაერიონ მის საქმიანობაში გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. სააგენტოს აქვს საკუთარი სახსრები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით. სააგენტო აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებას საქართველოს კანონმდებლობის და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 5. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, ამ კანონის, სააგენტოს დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 6. სააგენტოს არც ერთ მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს ან სააგენტოს სახელით კანონიერად მოქმედ პირს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე ქმედებისთვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი უფლება-მოვალეობების შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. სააგენტოს სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 8. სააგენტოს საშტატო განრიგი და შესაბამისი წლის ბიუჯეტი მტკიცდება ამ კანონით დადგენილი წესით. 9. სააგენტოს საშტატო განრიგის დამტკიცებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. 10. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 11. ამ კანონის თანახმად, დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებისას სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა და ოპერაციები თავისუფლდება 3 ყოველგვარი მოსაკრებლისა და სახელმწიფო ბაჟისაგან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 12. სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს შესაბამის პირს კომპენსაცია სასამართლოს მეშვეობით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომერციული ბანკის ხელმძღვანელობის, აუდიტორის ან თანამშრომლის მიერ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებების გამო გაიზარდა სააგენტოს საერთო ფინანსური ვალდებულება. 13. სააგენტო, ინფორმაციის მიწოდების მიზნით, წლიურ ანგარიშს უგზავნის საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს ეროვნულ ბანკს. მუხლი 4. სააგენტოს უფლებები და ვალდებულებები 1. დეპოზიტების დაზღვევის ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია: ა) მიიღოს პირველადი შენატანი; ბ) განსაზღვროს და მიიღოს რეგულარული სადაზღვევო შენატანები; გ) ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიიღოს სპეციალური სადაზღვევო შენატანები; დ) მართოს ფონდი; ე) მისი კომპეტენციის ფარგლებში, კომერციული ბანკებისგან დროულად და დეტალურად მიიღოს ინსტრუქციით გათვალისწინებული ინფორმაცია; ვ) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეროვნულ ბანკთან დროულად და რეგულარულად გაცვალოს კომერციული ბანკების შესახებ ამ კანონის მიზნებით გათვალისწინებული ინფორმაცია; ზ) შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სააგენტოსთვის მატერიალურ- ტექნიკური დახმარების გაწევა და მასთან დაკავშირებული საკითხები; თ) კომერციული ბანკის მიმართ გაკოტრების, გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას, კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირისაგან, მიიღოს დეპოზიტების შესახებ ზუსტი და დროული ინფორმაცია; 4 ი) ინსტრუქციის შესაბამისად მოითხოვოს კომერციული ბანკებისაგან მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; კ) ინსტრუქციით შესაბამისად გათვალისწინებული ფორმატით მოითხოვოს კომერციული ბანკებისაგან დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია; ლ) გადაამოწმოს კომერციულ ბანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ მიღებული ინფორმაცია უშუალოდ ადგილზე შემოწმებით, დისტანციურად ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პირის ან/და გათვალისწინებული სხვა განსაზღვრული კომერციული ბანკების გარე აუდიტორების მეშვეობით; მ) მიიღოს გრანტები, ტექნიკური და სხვა სახის დახმარებები; ნ) განახორციელოს ამ კანონით უფლებამოსილებები. 2. ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტო ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული შენატანების აკუმულირება ფონდში; ბ) განსაზღვროს სპეციალური შენატანების საჭიროება და შესაბამის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი მოზიდვა; გ) გასცეს ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით; დ) განახორციელოს შიდა კონტროლისა და რისკების მენეჯმენტის ფუნქციები; ე) შეიმუშაოს კრიზისების მართვის პოლიტიკა, პროცედურები და სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში წარმოქმნილ რისკებზე ეფექტურ რეაგირებას; ვ) ანაზღაურების ოპერატიულად გაცემის უზრუნველყოფის მიზნით, შეიმუშაოს მართვის საინფორმაციო სისტემა და პროცედურები და არანაკლებ წელიწადში ერთხელ, განახორციელოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის სიმულაცია. მუხლი 5. სააგენტოს მართვა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი. 5 2. სააგენტოს მართვის მიზნით იქმნება საბჭო, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად. მუხლი 6. სააგენტოს უფროსი 1. სააგენტოს უფროსი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საბჭოს გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დასანიშნი კანდიდატის შერჩევა ხორციელდება კონკურსით, რომლის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით. 3. სააგენტოს უფროსი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით. ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობაზე ხელახალი დანიშვნა არ არის შეზღუდული. 4. სააგენტოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ქმედუნარიანი პირი; ბ) გააჩნდეს უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, სამართლის ან მომიჯნავე დარგში) და მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო, საბანკო, დაზღვევის ან ეკონომიკური სამართლის სფეროში; გ) არ უნდა იყოს ნასამართლევი; დ) არ უნდა იყოს სამსახურიდან დათხოვნილი სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო; ე) უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, პატიოსანი და კეთილსინდისიერი პირი. 4. სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან თავისუფლდება: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე; ბ) საბჭოს გადაწყვეტილების (კონსენსუსით) შესაბამისად; გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში; დ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; ე) ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებით; ვ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; 6 ზ) მისთვის შეუთავსებელი თანამდებობის ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში; თ) გარდაცვალების შემთხვევაში. 5. სააგენტოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს და ორგანიზებას უწევს მის საქმიანობასა და ფუნქციონირებას; ბ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, იყენებს მათ მიმართ წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; დ) ფონდში თანხის ამოწურვის ან/და დეფიციტის შემთხვევაში საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს დამატებითი თანხების მოზიდვის კონკრეტულ ღონისძიებებს; ე) ორგანიზებას უწევს სააგენტოს მიერ დეპოზიტების ანაზღაურების პროცესს; ვ) ამზადებს და საბჭოს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის შესახებ კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს; ზ) საბჭოს წარუდგენს სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებას; თ) საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომერციული ბანკების სავალდებულო შენატანის ოდენობას; ი) გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ლ) შეიმუშავებს და საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს შემდეგი სამართლებრივ აქტების პროექტებს (ინსტრუქციებს): ლ.ა) სააგენტოს საშტატო განრიგსა და წლიურ ბიუჯეტს; ლ.ბ) სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას და წლიურ საინვესტიციო გეგმას; ლ.გ) სააგენტოს სტრატეგიულ გეგმას, წლიურ გეგმას; ლ.დ) ბაზის დაანგარიშების წესს და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურებს; ლ.ე) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიას; ლ.ვ) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის და მიზნობრივი ფონდის ოდენობას; 7 ლ.ზ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესს, პერიოდულობას და პროცედურებს; ლ.თ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის ოდენობას; ლ.ი) კომერციული ბანკებისგან მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციას; ლ.კ) კომერციული ბანკებისაგან დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციას; ლ.ლ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისა და აღნიშნული მიზნით კომერციული ბანკის შერჩევის ინსტრუქციას; ლ.მ) დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების ინსტრუქციას; ლ.ნ) სააგენტოს ეთიკის კოდექსს; ლ.ო) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა ინსტრუქციებს; მ) ახორციელებს ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას. მუხლი 7. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭო შედგება 5 წევრისგან. საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ორი დამოუკიდებელი წევრი. 2. დამოუკიდებელი წევრი უნდა იყოს მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და ფინანსური ან ეკონომიკური ან იურიდიული უმაღლესი განათლების მქონე პირი. ის არ შეიძლება იყოს უკანასკნელი 6 თვის მანძილზე კომერციული ბანკის მოქმედი ან ყოფილი ადმინისტრატორი ან/და სხვა სახის ინტერესთა კონფლიქტის მატარებელი. 3. დამოუკიდებელი წევრები აირჩევა კომერციული ბანკების მიერ ფარული კენჭისყრით ხმათა უბრალო უმრავლესობით. კენჭისყრის ორგანიზებას უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი. 4. დამოუკიდებელი წევრის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ყველა კომერციულ ბანკს. კენჭისყრის ჩატარების დროისა და პროცედურის შესახებ 8 კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკის მიერ უნდა ეცნობოთ დანიშნულ თარიღამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე. 5. საბჭოს დამოუკიდებელი წევრობის თითოეული პოზიციისთვის კენჭისყრა ტარდება ინდივიდუალურად. დამოუკიდებელი წევრის არჩევაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ კომერციული ბანკების უფლებამოსილი წარმომადგენლები, ხოლო თითოეულ კომერციულ ბანკს გააჩნია მხოლოდ ერთი ხმის უფლება. კენჭისყრის გამართვა შესაძლებელია, თუ მასში მონაწილეობას იღებეს კომერციული ბანკების ორი მესამედი ნაწილი. 6. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც დააგროვებს ხმათა ყველაზე მეტ რაოდენობას. 7. თუ პირველივე კენჭისყრაზე გამარჯვებული ვერ გამოვლინდა ტარდება განმეორებითი კენჭისყრა საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს შორის. 8. დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 5 წლით, ხოლო მისი განმეორებითი შერჩევა არ არის შეზღუდული. 9. საბჭოს სხვა წევრების უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამის თანამდებობაზე მათი ყოფნის ვადით. 10. საბჭოს ერთი წლის ვადით და როტაციის პრინციპით თავმჯდომარეობენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შესაბამისი თანმიმდევრობით. 11. დამოუკიდებელი წევრი არ შეიძლება იყოს საბჭოს თავმჯდომარე. 12. საბჭოს დამოუკიდებელი წევრების შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ბიუჯეტით. მუხლი 8. საბჭოს უფლება-მოვალეობები 1. საბჭო: ა) ამ კანონისა და სააგენტოს დებულების შესაბამისად, სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბ) იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ შემუშავებულ შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტებს (ინსტრუქციებს): 9 ბ.ა) სააგენტოს საშტატო განრიგსა და წლიურ ბიუჯეტს; ბ.ბ) სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას და წლიურ საინვესტიციო გეგმას; ა.გ) სააგენტოს სტრატეგიულ გეგმას, წლიურ გეგმას; ბ.დ) ბაზის დაანგარიშების წესს და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურებს; ბ.ე) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიას; ბ.ვ) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის და მიზნობრივი ფონდის ოდენობას; ბ.ზ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესს, პერიოდულობას და პროცედურებს; ბ.თ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის ოდენობას; ბ.ი) კომერციული ბანკებისგან მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციას; ბ.კ) კომერციული ბანკებისაგან დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციას; ბ.ლ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისა და აღნიშნული მიზნით კომერციული ბანკის შერჩევის ინსტრუქციას; ბ.მ) დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების ინსტრუქციას; ბ.ნ) სააგენტოს ეთიკის კოდექსს; ბ.ო) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა ინსტრუქციებს. გ) დეპოზიტების დაზღვევის ფონდში თანხის ამოწურვის ან/და დეფიციტის შემთხვევაში იხილავს და ითანხმებს სააგენტოს მიერ დამატებითი თანხების მოზიდვის მიზნით წარმოდგენილ წინადადებებს; დ) განიხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ წარდგენილ კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს; ე) ითანხმებს სააგენტოს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებს; ვ) ითანხმებს სააგენტოს უფროსის ანგარიშებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ; ზ) შეარჩევს გარე აუდიტორს; თ) ასრულებს ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებს. 10 მუხლი 9. საბჭოს სხდომები 1. საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. 2. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს სხდომის მოწვევა შეუძლია საბჭოს თავჯდომარეს, ასევე საბჭოს არანაკლებ 2 წევრს წერილობითი მოთხოვნით. 3. საბჭოს სხდომას წარმართავს საბჭოს თავჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას - საბჭოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ განსაზღვრული წევრი. 4. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს სააგენტო. 5. საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ საბჭოს ყველა წევრს უნდა ეცნობოს სხდომის ჩატარების ადგილი და დღის წესრიგი სათანადო მასალებთან ერთად დანიშნულ თარიღამდე, როგორც წესი არანაკლებ 2 დღით ადრე. 6. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 7. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავჯდომარის ხმა. 8. საბჭოს სხდომას შეიძლება დაესწრონ მოწვეული პირები. 9. საბჭოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული კომონუკაციის საშუალებითაც. 10. საბჭოს სხდომის მუშაობა და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავჯდომარე. მუხლი 10. ინტერესთა კონფლიქტი 1. საბჭოს დამოუკიდებელ წევრს, სააგენტოს უფროსს და სააგენტოს თანამშრომელს უფლება არა აქვს, იყოს კომერციული ბანკის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი, წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი. ასევე, საბჭოს წევრის, სააგენტოს უფროსის და სააგენტოს თანამშრომელის საქართველოს „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით 11 განსაზღვრული ოჯახის წევრები არ შეიძლება იყვნენ კომერციული ბანკის წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები, ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები. 2. საბჭოს წევრს, სააგენტოს უფროსს და სააგენტოს თანამშრომელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიიღოს რაიმე ქონებრივი სიკეთე ან შეღავათი კომერციული ბანკისაგან ან მასთან დაკავშირებული სხვა პირისაგან, თავისი ან სხვა პირის სახელით, რომელთანაც მას ახლონათესაური კავშირი ან სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა აქვს. თავი III. დეპოზიტების დაზღვევის ფონდი მუხლი 11. ფონდის დაფინანსების წყაროები, დანიშნულება და მიზნობრივი მაჩვენებლები 1. ფონდი შედგება ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული შემდეგი წყაროებით: ა) პირველადი შენატანები; ბ) რეგულარული სადაზღვევო შენატანები; გ) სპეციალური სადაზღვევო შენატანები; დ) სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობით მიღებული შემოსავალი; ე) სადაზღვევო შემთხვევის მქონე კომერციული ბანკების აქტივებიდან მიღებული თანხები; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. კომერციული ბანკი ვალდებულია გადაიხადოს ამ კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შენატანები. 3. ფონდის სახსრები შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ამ კანონის მიზნებისათვის. სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები, ასევე სესხების მომსახურების ხარჯები ფინანსდება ფონდიდან. 12 4. ფონდში აკუმულირებულმა თანხებმა უნდა მიაღწიონ ფონდის მიზნობრივ ოდენობას, რომელიც შეადგენს დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 6%-ს. მუხლი 12. პირველადი შენატანი 1. კომერციული ბანკი ვალდებულია ფონდში ერთჯერადად გადაიხადოს პირველადი შენატანი ფულადი ფორმით, 100 000 ლარის ოდენობით. 2. ახალი კომერციული ბანკი ვალდებულია პირველადი შენატანი გადაიხადოს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 30 დღის ვადაში. 1. მუხლი 13. რეგულარული სადაზღვევო შენატანი კომერციული ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს რეგულარული სადაზღვევო შენატანი ამ კანონისა და ინსტრუქციის შესაბამისად. 2. ყოველთვიური რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: ა) შესაბამის ბანკში ლარით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-ს; ბ) შესაბამის ბანკში უცხოური ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს. 3. ყოველი თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანი გადახდილ უნდა იქნეს არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 4. კომერციული ბანკები რეგულარულ სადაზღვევო შენატანს იხდიან ეროვნული ვალუტით გადახდის დღისათვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ინსტრუქციის შესაბამისად. 5. სააგენტო ყოველწლიურად არაუგვიანეს 30 სექტემბრისა კომერციული ბანკების რისკების ანალიზის საფუძველზე ამტკიცებს თითოეული კომერციული ბანკისთვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალურ ოდენობას შემდგომი წლისთვის, მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობისა. რისკების ანალიზის მეთოდოლოგია უნდა იყოს საჯარო ყველა კომერციული ბანკისათვის, ხოლო კომერციული ბანკების შეფასება კონფიდენციალური. 13 მუხლი 14. სპეციალური სადაზღვევო შენატანი 1. თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს ფონდში არ არის საკმარისი რესურსი დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად, ამ კანონისა და ინსტრუქციის შესაბამისად სააგენტოს უფლება აქვს კომერციულ ბანკს ერთჯერადად დამატებით დაუწესოს სპეციალური სადაზღვევო შენატანი, მაგრამ არაუმეტეს კომერციულ ბანკში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1%-ისა კალენდარული წლის განმავლობაში. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების მობილიზაციის მიუხედავად, ფონდში არ შეგროვდა საკმარისი თანხა დეპოზიტების ასანაზღაურებლად, სააგენტო უფლებამოსილია მოიზიდოს სახსრები, მათ შორის სახელმწიფო გარანტიის საფუძველზე, შემდეგი წყაროებიდან და შემდეგი ფორმით: ა) ისესხოს ფული ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან; ბ) ისესხოს ფული საქართველოს ეროვნული ბანკისაგან; გ) ისესხოს ფული საქართველოს მთავრობისაგან; დ) განათავსოს ფასიანი ქაღალდები; ე) მოიძიოს სხვა ალტერნატიული წყაროები. 3. სესხის დაფარვის ვალდებულება ეკისრება სააგენტოს ფონდიდან. 4. დეტალური ინფორმაცია სპეციალური სადაზღვევო შენატანის დაწესების და პროცედურების შესახებ განისაზღვრება ინსტრუქციით. მუხლი 15. ფონდის რესურსების ინვესტირება 1. სააგენტო ფონდის რესურსების ინვესტირებას ახორციელებს ამ კანონით დამტკიცებული საინვესტიციო პოლიტიკის და წლიური საინვესტიციო გეგმის შესაბამისად. 2. ფონდის დაცულობისა და ლიკვიდურობის შენარჩუნების მიზნით, ფონდის რესურსების ინვესტირება შესაძლებელია მხოლოდ დაბალრისკიან აქტივებში, როგორებიცაა: 14 ა) საქართველოს მთავრობის ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდები; ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის დეპოზიტები. 3. სააგენტო ფონდის რესურსების ინვესტირებას ახორციელებს დივერსიფიკაციის, უსაფრთხოებისა, და ლიკვიდურობის პრინციპების შესაბამისად, რისკის ადეკვატური მართვის და შიდა კონტროლის უზრუნველყოფით. 4. სააგენტოს უფლება აქვს ინვესტიციების განსახორციელებლად ფონდი სამართავად გადასცეს საქართველოს საქვეუწყებო დაწესებულება - ფინანსთა სახაზინო სამინისტროს სამსახურს, სახელმწიფო აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს. თავი IV. დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურების წესები და პროცედურები მუხლი 16. ზღვარის ოდენობა 1. საბჭო რეგულარულად განიხილავს ზღვარის ოდენობის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდატებთან და პრაქტიკასთან და საჭიროების შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ზღვარის გაზრდის შესახებ. 2. ზღვარის გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 3 (სამი) თვის შემდეგ ან უფრო ადრე ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში. მუხლი 17. დაზღვეული დეპოზიტის თანხის გამოთვლა 1. თითოეული დეპოზიტორი უფლებამოსილია მიიღოს თავისი დაზღვეული დეპოზიტი კომერციულ ბანკში დეპოზიტების რაოდენობის ან ვალუტის მიუხედავად, ამ კანონით დადგენილი ზღვარის ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. 2. დეპოზიტორებს დეპოზიტები უნდა აუნაზღაურდეთ ეროვნული ვალუტით. იმ შემთხვევაში თუ დეპოზიტორს დეპოზიტი აქვს უცხოური ვალუტით, საკომპენსაციო თანხა გაიანგარიშება და ანაზღაურდება საქართველოს ეროვნული 15 ვალუტით სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, მაგრამ არაუმეტეს ზღვარის ოდენობისა. 3. დაზღვეული დეპოზიტების თანხა თითოეული დეპოზიტორისთვის უნდა განისაზღვროს კომერციულ ბანკში ყველა დასაზღვევი დეპოზიტის საკრედიტო ნაშთების შეკრებით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის დარიცხული პროცენტის ჩათვლით. 4. დეპოზიტორის მიერ სხვადასხვა კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტები განსაზღვრული ზღვარის ფარგლებში დაზღვეულია თითოეული კომერციული ბანკისთვის ცალ-ცალკე. 5. კომერციული ბანკების შერწყმის შემთხვევაში, შერწყმიდან 6 თვის განმავლობაში, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შერწყმამდე თითოეულ ბანკში ზღვარის ფარგლებში დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურება ცალ-ცალკე. 6. თუ დეპოზიტორსა ხელშეკრულება და ითვალისწინებს დეპოზიტორისთვის კომერციულ ბანკს შორის ვალდებულებების ასანაზღაურებელი თანხა დადებული ურთიერთგაქვითვას, დაინგარიშება ვადამოსული ვალდებულებების გამოკლებით. 7. დეპოზიტორს სააგენტოდან სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება უნარჩუნდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში, რომლის შემდგომაც სადაზღვევო თანხა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიემართება საქართველოს ეროვნულ ბანკში დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებლად. მუხლი 18. დაუზღვეველი დეპოზიტები დაზღვევას არ ექვემდებარება და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას არ ანაზღაურდება შემდეგი დეპოზიტები: ა) ამავე კომერციული ბანკის ადმინისტრატორების სახელზე არსებული დეპოზიტები; ბ) ამავე კომერციული ბანკის კაპიტალის 5% ან მეტის მფლობელი აქციონერების დეპოზიტები; 16 გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების, საქართველოს „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების დეპოზიტები ამავე ბანკში; დ) დეპოზიტორების დეპოზიტები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ამავე კომერციული ბანკის გარე აუდიტს სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში; ე) დეპოზიტები, რომლებიც განთავსებულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე და დეპოზიტები, რომელთა დეპოზიტორის იდენტიფიცირებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ ხდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტამდე; ვ) დეპოზიტები, რომელთა მიმართაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოყენებულია უზურნველყოფის ღონისძიებები ან რომლით სარგებლობის უფლებაც შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. მუხლი 19. ასანაზღაურებელი თანხის გადახდის ვადები და პროცედურები 1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ სააგენტო ვალდებულია დეპოზიტორებს დაუყოვნებლივ აცნობოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და ანაზღაურების გაცემის პროცედურების შესახებ ელექტრონულად ოფიციალური ვებგვერდის და ოფიციალური ბეჭვდითი გამოცემის საშუალებით. 2. სააგენტომ ანაზღაურების ორგანიზება უნდა უზრუნველყოს ინსტრუქციის შესაბამისად. 3. სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში, შესაბამისი კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ვალდებულია სააგენტოს ელექტრონულად მიაწოდოს სრული ინფორმაცია დაზღვეულ დეპოზიტორთა და მათი დეპოზიტების შესახებ. 4. სააგენტო ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს საკომპენსაციო თანხების გამოთვლა და ანაზღაურება. 17 მუხლი 20. ანაზღაურების შემდეგ წარმოქმნილი ვალდებულებები 1. სააგენტოს მიერ ანაზღაურების გაცემის შემდეგ დეპოზიტორის მოთხოვნა იმ კომერციული ბანკის მიმართ, რომელშიც სადაზღვევო შემთხვევა დადგა, შემცირდება გაცემული ანაზღაურების ოდენობით. 2. სააგენტოს მოთხოვნა იმ კომერციული ბანკის მიმართ, რომელშიც სადაზღვევო შემთხვევა დადგა, გაიზრდება ამ კომერციული ბანკის დეპოზიტორებზე გაცემული ანაზღაურების ოდენობით და შესაბამისი ხარჯებით, რომელიც სააგენტომ გასწია ანაზღაურების პროცესში. 3. სააგენტო, დეპოზიტორებზე ანაზღაურების გაცემისას, საქართველოს ეროვნული ბანკის შემდეგ სადაზღვევო შემთხვევის მქონე კომერციული ბანკის პირველი რიგის კრედიტორია და უფლება აქვს მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურება. თავი V. გამჭვირვალობა მუხლი 21. ინფორმაციის მიწოდება დეპოზიტორებისთვის 1. სააგენტო ვალდებულია ელექტრონულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია: დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკების შესახებ, ფონდში აკუმულირებული თანხების შესახებ, კვარტალური და წლიური ანგარიშები, სააგენტოს დებულება და ინსტრუქციები, ინფორმაცია ფონდის სახსრების განთავსების შესახებ, სააგენტოს წლიური ბიუჯეტი და აუდიტორის ანგარიში. 2. კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან მოქმედ ან პოტენციურ დეპოზიტორს მიაწოდონ კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაცია დაზღვეული და დაუზღვეველი დეპოზიტების შესახებ, დაზღვეული დეპოზიტის ზღვარის შესახებ ამ კანონის და ინსტრუქციის შესაბამისად. 3. კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან ელექტრონულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ამ კანონის და ინსტრუქციის შესაბამისად. 4. სააგენტოს თანამშრომელს ან მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებსა და მათ თანამშრომლებს, არ აქვთ უფლება, დაუშვან ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვან და გაავრცელონ ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენონ იგი პირადი სარგებლობისათვის. 18 5. სააგენტოში არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია კომერციული ბანკების ან მისი კლიენტების შესახებ შეიძლება გადაეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს შესასრულებლად. კანონმდებლობით სხვა ნებისმიერ პირს გათვალისწინებული ინფორმაცია ფუნქციების გადაეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. მუხლი 22. აუდიტი 1. სააგენტოს მიერ განხორციელებული სამუშაო პროცესის და აქტივობების მონიტორინგის მიზნით ამ კანონის, სააგენტოს დებულებისა და ინსტრუქციის შესაბამისად, უზრუნველყოფილია სააგენტოში შიდა აუდიტის ფუნქციის განხორციელება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სააგენტოს საბუღალტრო და ფინანსური ინფორმაციის და შესაბამისი ფინანსური განაცხადების სანდოობის და მათი კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება. 2. ყოველწლიურად სააგენტოს ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს საბჭოს მიერ შერჩეული გარე აუდიტორი. 3. სააგენტოს აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელმაც გაიარა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისათვის მოთხოვნილი, შესაბამისი ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესით. 4. გარე აუდიტის დასკვნა საჯაროა და ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. მუხლი 23. 1. სანქციების გამოყენება ამ მუხლით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას სააგენტოს უფლება აქვს, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) კომერციულ ბანკს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) კომერციულ ბანკს დააკისროს ფულადი სანქცია. 19 2. კომერციული ბანკს შეიძლება დაეკისროს ფულადი სანქცია, თუ: ა) არ მიაწვდის ინფორმაციას დეპოზიტორებს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ ამ კანონის და ინსტრუქციის შესაბამისად. ფულადი სანქციის ოდენობა განისაზღვრება 1 000 ლარით; ბ) სააგენტოს არ წარუდგენს ზუსტ ინფორმაციას დეპოზიტების შესახებ ინსტრუქციით განსაზღვრული ფორმით ან პერიოდულობით. ფულადი სანქციის ოდენობა განისაზღვრება 10 000 ლარით; გ) არ გადაიხდის ამ კანონით და ინსტრუქციით განსაზღვრული ოდენობით ან ვადებში, პირველად, რეგულარულ ან სპეციალურ სადაზღვევო შენატანს. სანქციის ოდენობა განისაზღვრება გადასახდელი თანხის 0.06%-ით ყოველ სახის განსაზღვრის საკითხი ვადაგადაცილებულ დღეზე. 3. კომერციული ბანკისათავის სანქციის თანხმდება საქართველოს ეროვნულ ბანკთან. 4. ამ მუხლით გამოყენებული სანქციები მიემართება ფონდში. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის გადახდა არ ათავისუფლებს კომერციულ ბანკს ამ კანონით ვალდებულების გათვალისწინებული შესრულებისაგან. 6. სანქციის ადმინისტრაციულ დაკისრების და მისი სამართალდარღვევათა გადახდევინების ოქმის ფორმა და წესი, ამასთან, მის შედგენაზე უფლებამოსილი პირი განისაზღვრება ინსტრუქციით. თავი VI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 24. 1. საბჭო გარდამავალი და დასკვნითი დებულებები იკრიბება ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში. დამოუკიდებელი წევრების არჩევამდე, საბჭო უფლებაუნარიანია 3 (სამი) წევრის შემადგენლობით. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში შერჩეულ უნდა იქნას საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი და ამ მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კენჭისყრის ჩატარება. პირველი კენჭისყრის შედეგად შერჩეული დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 5 (ხუთი) წლით. დარჩენილ კანდიდატებს 20 შორის ტარდება განმეორებითი კენჭისყრა ასევე მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად და შერჩეული კანდიდატის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2 (ორი) წლით. 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში საბჭოს წარდგინებით სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში საბჭოს მიერ ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფილ იქნეს სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა. 5. ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზღვრის ოდენობა განისაზღვრება 5 000 ლარით; საბჭოსთან შეთანხმებით სააგენტოს უფროსი განსაზღვრავს ზღვარის ახალ ოდენობას, არაუგვიანეს 2020 წლისა ან უფრო ადრე ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში. 6. 2018 წლის პირველ იანვრამდე სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების (მათ შორის ინსტრუქციები) მიღება. 7. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირველადი შენატანის გადახდა კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყონ არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა. 8. 2022 წლამდე ფონდში აკუმულირებული თანხები შეიძლება იყოს მიზნობრივ ოდენობაზე ნაკლები. მუხლი 25. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა მე-3 თავის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„ვ“ ქვეპუნქტების და მე-4 პუნქტისა, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა, მე-13 - მე-15 მუხლებისა და მე-4 და მე-5 თავებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის მე-3 თავის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„ვ“ ქვეპუნქტები და მე-4 პუნქტი, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-13 მუხლის პირველი - მე-4 პუნქტები, მე-14 - მე-15 მუხლები და მე-4 და მე-5 თავები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის მე-3 თავის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 21
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: პრუდენციული რეგულირების და ეფექტური ზედამხედველობის გარდა, ფინანსური სტაბილურობის და უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, როგორც ფინანსური უსაფრთხოების კომპონენტი დანერგილია და მოქმედებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. აღნიშნული სისტემის დანერგვა გათვალისწინებულია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით - საქართველო 2020 და ასევე, „ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით. დეპოზიტების დეპოზიტების დაზღვევის ანაზღაურებასთან სისტემის გარეშე დაკავშირებით ნებისმიერ შექმნილმა კომერციულ სირთულემ ბანკში შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. „დომინოს ეფექტი“ და დეპოზიტების მასობრივი გადინება კომერციული ბანკებიდან. აღნიშნული პანიკის შეჩერების ინსტრუმენტია დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის არარსებობის პირობებში, კომერციული ბანკების გადახდისუუნარობა გრძელვადიან პერიოდში საფინანსო სექტორისადმი ნდობის დაკარგვას გამოიწვევს, რაც ფუნდამენტური პრობლემაა გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: დეპოზიტების აპრობირებული დაზღვევის მეთოდია, სისტემა რომელიც დაცვის მსოფლიოში დეპოზიტების დაცულობას დეპოზიტორების უზრუნველყოფს 22 გარანტირებულად ანაზღაურებადი თანხის კონკრეტული ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ კომერციულ ბანკს ექმნება დეპოზიტების ანაზღაურების პრობლემა. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფინანსური სტაბილურობის და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვის მიზანს კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებით ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის ხელშეწყობა, დანაზოგების წახალისება, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და შიდა და გარე შოკების შემსუბუქება წარმოადგენს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი განსაზღვრავს საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და ფონდის ადმინისტრირების სამართლებრივ საფუძვლებს. არეგულირებს საქართველოში კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ განთავსებული დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევას და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი თავი არეგულირებს ზოგად დებულებებს, კერძოდ განსაზღვრულია ტერმითა განმარტებები და კანონის რეგულირების სფეროს და მიზნები. კანონის პროექტი განსაზღვრავს საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამართლებრივი ფორმის, მართვის, მისი უფლებამოსილების და დეპოზიტების დაზღვევის ფონდის ადმინისტრირების სამართლებრივ საფუძვლებს. ამასთან კანონპროექტის მიზანია კომერციულ ბანკში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურება, კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება, დანაზოგების წახალისება და ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის ხელშეწყობა. კანონპროექტის მე-2 თავით განსაზღვრულია სააგენტოს და სააგენტოს უფროსის უფლებამოსილებები, მისი მმართველი ორგანოს - სამეთვალყურეო საბჭოს უფლებები და ვალდებულებები. კანონპროექტის მე-3 თავი არეგულირებს ისეთ ძირითად დებულებებს როგორებიცაა ფონდის დაფინანსების წყაროები, დანიშნულება და მიზნობრივი მაჩვენებლები. ამასთან განსაზღვრულია ფონდში სადაზღვევო შენატანის სახეები, კერძოდ პირველადი შენატანი, სპეციალური სადაზღვევო შენატანი და რეგულარული სადაზღვევო შენატანი. 23 კანონპროექტის მე-4 თავი არეგულირებს დეპოზიდების ანაზღაურების წესსა და პროცედურებს, ასევე დაზღვეული დეპოზიტების თანხის გამოთვლის პრინციპს, ასანაზღაურებელი თანხის გადახდის ვადებს და სხვა. პროექტის მე-5 თავი განსაზღვრავს საააგენტოში შიდა და გარე აუდიტის ჩატარების შესაძლებლობას, ადგენს დეპოზიტორებისათვის დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკების შესახებ, ფონდში აკუმულირებული თანხების, კვარტალური და წლიური ანგარიშების, სააგენტოს დებულებისა და ინსტრუქციების, ფონდის სახსრების განთავსების შესახებ ინფორმაციის, სააგენტოს წლიური ბიუჯეტისა და აუდიტორის ანგარიშის მიწოდების წესს. განსაზღვრავს კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დასაკისრებელი სანქციების სახესა და ოდენობას. ამასთან, პროექტით დგინდება, რომ სანქციის დაკისრების და მისი გადახდევინების წესი, ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა და მის შედგენაზე უფლებამოსილი პირი განისაზღვრება ინსტრუქციით. მე-6 თავი მოიცავს გარდამავალ და დასკვნით დებულებებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს 2017 წლისა და შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტზე, რადგან სააგენტო მისი ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის შედეგად მიღებული სახსრებითა და კომერციული ბანკების შესაბამისი შენატანებით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა გავლენას მოახდენს სააგენტოს ბიუჯეტზე, რადგან კანონპროექტით გათვალისწინებულ ფონდში მიემართება კომერციული ბანკების მიერ გადახდილი პირველადი შენატანი 100 000 ლარის ოდენობით. კომერციული ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს რეგულარული სადაზღვევო შენატანი, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს: ა) შესაბამის ბანკში ლარით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-ს; 24 ბ) შესაბამის ბანკში უცხოური ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს. გარდა ამისა თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს ფონდში არ არის საკმარისი რესურსი დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად, კომერციულმა ბანკმა სააგენტოს მოთხოვნით ერთჯერადად უნდა შეიტანოს დამატებით სპეციალური სადაზღვევო შენატანი, მაგრამ არაუმეტეს კომერციულ ბანკში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1%-ისა კალენდარული წლის განმავლობაში. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამის სანქციებს, 1000 და 10 000 ლარის ოდენობით, ასევე თუ კომერციული ბანკი პირველად, რეგულარულ ან სპეციალურ სადაზღვევო შენატანს არ გადაიხდის კანონითა და ინსტრუქციით განსაზღვრული ოდენობით ან ვადებში, სანქციის ოდენობა განისაზღვრება გადასახდელი თანხის 0.06%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს 2017 წლისა და შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტზე, რადგან სააგენტო მისი ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის შედეგად მიღებული სახსრებითა და კომერციული ბანკების შესაბამისი შენატანებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს რაიმე ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს კომერციული ბანკებისთვის ხარჯების გაზრდას, რადგან კანონპროექტით გათვალისწინებულ ფონდში მიემართება კომერციული ბანკების მიერ გადახდილი პირველადი შენატანი 100 000 ლარის ოდენობით. კომერციული ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს რეგულარული სადაზღვევო შენატანი, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს: ა) შესაბამის ბანკში ლარით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-ს; 25 ბ) შესაბამის ბანკში უცხოური ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს. გარდა ამისა თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს ფონდში არ არის საკმარისი რესურსი დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად, კომერციულმა ბანკმა სააგენტოს მოთხოვნით ერთჯერადად უნდა შეიტანოს დამატებით სპეციალური სადაზღვევო შენატანი, მაგრამ არაუმეტეს კომერციულ ბანკში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1%-ისა კალენდარული წლის განმავლობაში. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამის სანქციებს, 1000 და 10 000 ლარის ოდენობით, ასევე თუ კომერციული ბანკი პირველად, რეგულარულ ან სპეციალურ სადაზღვევო შენატანს არ გადაიხდის კანონითა და ინსტრუქციით განსაზღვრული ოდენობით ან ვადებში, სანქციის ოდენობა განისაზღვრება გადასახდელი თანხის 0.06%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის ან მოსაკრებლის დადგენას, თუმცა ითვალისწინებს სხვა გადასახდელს, კეძოდ კანონპროექტით გათვალისწინებულ ფონდში მიემართება კომერციული ბანკების მიერ გადახდილი პირველადი შენატანი 100 000 ლარის ოდენობით. კომერციული ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს რეგულარული სადაზღვევო შენატანი, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს: ა) შესაბამის ბანკში ლარით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-ს; ბ) შესაბამის ბანკში უცხოური ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს. გარდა ამისა თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს ფონდში არ არის საკმარისი რესურსი დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად, კომერციულმა ბანკმა სააგენტოს მოთხოვნით ერთჯერადად უნდა შეიტანოს დამატებით სპეციალური სადაზღვევო შენატანი, მაგრამ არაუმეტეს კომერციულ ბანკში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1%-ისა კალენდარული წლის განმავლობაში. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამის სანქციებს, 1000 და 10 000 ლარის ოდენობით, ასევე თუ კომერციული ბანკი პირველად, რეგულარულ ან სპეციალურ სადაზღვევო შენატანს არ გადაიხდის კანონითა და ინსტრუქციით განსაზღვრული ოდენობით ან ვადებში, სანქციის ოდენობა განისაზღვრება გადასახდელი თანხის 0.06%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 26 გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღების ვალდებულება გამომდინარეობს ევროკავშირის 2014/49/EU დირექტივიდან (შეთანხმების დანართი XV-A) (ძველი დირექტივა 94/19/EC). გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო შემდეგი უწყებების წარმომადგენლებმა: საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. კანონპროექტის შემუშავებაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის ექსპერტები და კომერციული ბანკების წარმომადგენლები. სისტემა ინერგება მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელშეწყობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: სამუშაო პროცესში შეფასდა და აისახა ექსპერტების შესაბამისი შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები კანონპროექტთან დაკავშირებით. ე) კანონპროექტის ავტორი: 27 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 28