„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.03.2017
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/52/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-06
ბიუროს ნომერი 35

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცნობები ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების, მესამე პირების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდებისა.“. 2. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს მიერ დადგენილი პირობებით, ეროვნულ ბანკს შეუძლია გასცეს სესხი საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სესხის გაცემა უნდა მოხდეს მხოლოდ ლიკვიდობის მწვავე უკმარისობის დროს და შესაბამისი უზრუნველყოფით. სესხის ვადა უნდა იყოს მაქსიმალურად მოკლევადიანი და არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ხოლო, სესხის საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს საბაზროსთან მიახლოებული და არ უნდა იყოს უფრო ნაკლები ვიდრე, ეროვნული ბანკის ერთდღიანი მუდმივმოქმედი სესხის განაკვეთი.“. 3. 65-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „დ) გასცეს სესხი საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო დაწესებულებებზე, გარდა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა.“. 4. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 66. ეროვნული ბანკის განსაკუთრებული უფლებამოსილებები 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) გასცეს კრედიტები, შეიძინოს წილობრივი მონაწილეობის უფლება ან ნებისმიერი სახით მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობაში, რომლის მუშაობაც დაკავშირებულია ეროვნული ბანკის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებასთან; ბ) განსაზღვროს ეროვნული ბანკის სისტემის იმ მოსამსახურეთა ნუსხა, რომლებსაც უფლება აქვთ, კანონით დადგენილი წესით ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი. გ) განახორციელოს ოქროს ზოდების დამზადება, შესყიდვა და რეალიზაცია. დ ) თავის მიერ დადგენილი წესით აწარმოოს ოპერაციები ოქროთი ან/და ოქროსთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტებით. ამ ფინანსურ ინსტრუმენტებზე არ ვრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება და მათი რეგისტრაცია და მიმოქცევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით; ე) განახორციელოს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციისათვის საჭირო ნივთების დამზადება, შესყიდვა და რეალიზაცია; ვ) მართოს დეპოზიტების დაზღვევის ფონდი; ზ) საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, მატერიალურ-ტექნიკური დახმარება გაუწიოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის მატერიალურტექნიკურ დახმარებაში არ მოიაზრება ფულადი სახით დახმარების გაწევა, გარდა ამ კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სესხისა.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფლება აქვს მიიღოს დაფინანსება საქართველოს ეროვნული ბანკისგან. შესაბამისად, საჭირო გახდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების განხორციელება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია გასცეს სესხი საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოზე. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფლება აქვს მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღნიშნული ინფორმაცია ცვლილების საქართველოს მიხედვით, ეროვნული საქართველოს ბანკისგან. ეროვნულ ბანკს შესაბამისად, უფლება აქვს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება ეძლევა, მართოს დეპოზიტების დაზღვევის ფონდი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს რაიმე ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 20. პროფესიული საიდუმლოება და ინტერესთა შეუთავსებლობა 1. ეროვნული ბანკის საბჭოს/სააგენტოს საბჭოს მოქმედ ან ყოფილ წევრს, ეროვნული ბანკის/სააგენტოს თანამშრომელს, აუდიტორს არ აქვს კონფიდენციალურ ინფორმაციასთან არაუფლებამოსილი პირის დაშვების უფლება, აგრეთვე უფლება − გათქვას, გაავრცელოს ან პირადი სარგებლობისათვის გამოიყენოს ასეთი ინფორმაცია. 2. (ამოღებულია - 29.05.2014, №2465). 3. ცნობები ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების, მესამე პირების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობები გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები, მათი აღსრულების პროცესში. 5. ეროვნულ ბანკში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მონეტარული პოლიტიკის ან/და სტატისტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გარკვეული, გონივრული ვადით კონფიდენციალურად გამოცხადდეს. ასეთი ინფორმაციის ნუსხას, შეზღუდვის ვადას და ინფორმაციის გაცემის წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო. 51. სააგენტოში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, ფინანსური სექტორის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტოს საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გარკვეული, გონივრული ვადით კონფიდენციალურად გამოცხადდეს. ასეთი ინფორმაციის ნუსხას, შეზღუდვის ვადას და ინფორმაციის გაცემის წესს განსაზღვრავს სააგენტოს საბჭო. 52. სააგენტოსა და ეროვნულ ბანკს/ეროვნული ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო. 6. სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს, სააგენტოს უფროსს, სააგენტოს უფროსის მოადგილეს, სააგენტოს იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ზედამხედველობს საფინანსო სექტორს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს უფლება არა აქვს, იყოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი (ეს მოთხოვნა არ ვრცელდება სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარესა და სააგენტოს საბჭოს იმ წევრზე, რომელიც უცხოეთის საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული, სააგენტოს ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ არმყოფი იურიდიული პირის თანამშრომელია), წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი. თუ სააგენტოს საბჭოს წევრის ან სააგენტოს იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ზედამხედველობს საფინანსო სექტორს, არის სააგენტოს ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფი პირის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელი, ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, მან ამის შესახებ წერილობითი განაცხადი უნდა წარუდგინოს სააგენტოს მის მიერ დადგენილი წესის (ეს წესი საჯაროა) შესაბამისად. ამასთანავე, მას უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს ასეთ პირთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში. სააგენტოს თანამშრომელს არ შეიძლება დაევალოს იმ პირის ზედამხედველობა, რომლის წილის მფლობელი ან რომლის სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი მისი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია. 7. ეროვნული ბანკის/სააგენტოს თანამშრომელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიიღოს რაიმე ქონებრივი სიკეთე ან შეღავათი სააგენტოს ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფი პირისაგან ან მასთან დაკავშირებული სხვა პირისაგან, თავისი ან სხვა პირის სახელით, რომელთანაც მას ახლონათესაური კავშირი ან სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა აქვს. 8. ეროვნული ბანკის საბჭოს/სააგენტოს საბჭოს წევრი, ეროვნული ბანკის/სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია ეროვნულ ბანკს/სააგენტოს მის მიერ დადგენილი წესის (ეს წესი საჯაროა) შესაბამისად აცნობოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ მისი ან მისი ოჯახის წევრის, როგორც ფიზიკური პირის, სასესხო ან სხვა მატერიალური ვალდებულების შესახებ, რომელიც ჯამში 10 000 ლარს აღემატება. მუხლი 31. ეროვნული ბანკის სასესხო და სადეპოზიტო ოპერაციები 1. ეროვნულ ბანკს შეუძლია გასცეს კრედიტები კომერციულ ბანკებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე, რომლებსაც ანგარიშები აქვთ გახსნილი ეროვნულ ბანკში, თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი უზრუნველყოფით. 2. კრედიტის უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი აქტივების ჩამონათვალს ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. მუხლი 65. ეროვნული ბანკისათვის აკრძალული საქმიანობა ამ ორგანული კანონით პირდაპირ გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ეროვნულ ბანკს ეკრძალება: ა) განახორციელოს ფინანსური დახმარება ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, პირდაპირი გასესხების, უსასყიდლო სესხის ან პირობითი ვალდებულების კრედიტის ყიდვის, კრედიტში წილობრივი მონაწილეობის გზით ან სხვა ვალდებულებებით თავის თავზე სასესხო ან პირობითი ვალდებულებების აღებით; ბ) განახორციელოს კომერციული საქმიანობა, შეიძინოს აქციები; გ) ყიდვის ან იჯარით აღების გზით ან სხვა სახით შეიძინოს სრული ან ნაწილობრივი უფლება უძრავ ქონებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აუცილებელი ან მიზანშეწონილია შენობის გამოყენება ადმინისტრაციული საქმიანობისათვის, ოპერაციების ჩატარებისათვის, ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა გარემოებისათვის; დ) გასცეს სესხი საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო დაწესებულებებზე. მუხლი 66. ეროვნული ბანკის განსაკუთრებული უფლებამოსილებები ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) გასცეს კრედიტები, შეიძინოს წილობრივი მონაწილეობის უფლება ან ნებისმიერი სახით მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობაში, რომლის მუშაობაც დაკავშირებულია ეროვნული ბანკის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებასთან; ბ) განსაზღვროს ეროვნული ბანკის სისტემის იმ მოსამსახურეთა ნუსხა, რომლებსაც უფლება აქვთ, კანონით დადგენილი წესით ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი. გ) განახორციელოს ოქროს ზოდების დამზადება, შესყიდვა და რეალიზაცია. გ1 ) თავის მიერ დადგენილი წესით აწარმოოს ოპერაციები ოქროთი ან/და ოქროსთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტებით. ამ ფინანსურ ინსტრუმენტებზე არ ვრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება და მათი რეგისტრაცია და მიმოქცევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით; დ) განახორციელოს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციისათვის საჭირო ნივთების დამზადება, შესყიდვა და რეალიზაცია.