„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“
- „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 89 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-06
ბიუროს ნომერი 35
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ტ)
სახელმწიფოს,
საქართველოს
ეროვნული
ბანკის,
საჯარო
სამართლის
იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, აგრეთვე საერთაშორისო
ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული
შემოსავალი. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით;
უ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური
ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი
და საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული
პროცენტებიდან მიღებული შემოსავალი. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;“.
2. 981 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ)
საწარმოს
მიერ
საშემოსავლო
გადასახადისაგან/მოგების
გადასახადისაგან
გათავისუფლებულ პირთან (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციის, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საქართველოს ეროვნული
ბანკისა) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი
განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა
შეადგენს:
გ.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ
გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს;
გ.ბ) გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის
სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.“.
3. 982 მუხლი მე-3 ნაწილის „ა“- „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირის, აგრეთვე ამ
კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირის (გარდა
საბიუჯეტო ორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების
დაზღვევის სააგენტოს და საქართველოს ეროვნული ბანკისა) მიერ გამოშვებული სასესხო
ფასიანი ქაღალდის შესაძენად განხორციელებული გადახდა;
ბ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე
ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის
(გარდა
საბიუჯეტო
ორგანიზაციის,
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
–
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საქართველოს ეროვნული ბანკისა) გადახდილი,
სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი პირგასამტეხლო ან/და სხვა ჯარიმა;
გ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე
ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის
(გარდა
საბიუჯეტო
ორგანიზაციის,
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
–
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საქართველოს ეროვნული ბანკისა) ავანსის
გადახდა;
დ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე
ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის
(გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და
საქართველოს ეროვნული ბანკისა) სესხის გაცემა ან/და ამ პირის მიმართ არსებული
მოთხოვნის შესაძენად განხორციელებული გადახდა. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება
კომერციული
ბანკის,
საკრედიტო
კავშირის,
მიკროსაფინანსო
ორგანიზაციისა
და
ლომბარდის მიერ ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ
პირთან განხორციელებულ ოპერაციებზე;
ე) ზარალი, რომელიც წარმოშობილია შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში
რეგისტრირებული
გადასახადისაგან
პირისათვის,
აგრეთვე
გათავისუფლებული
ამ
კოდექსის
პირისათვის
(გარდა
შესაბამისად
საჯარო
მოგების
სამართლის
იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული
ბანკისა) მოთხოვნის უფლების გადაცემით ან მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმით;“.
4. 99-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
“გ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს
მოგება;“.
ბ) პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის
სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით და ამ ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის
სახით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და საქართველოს ეროვნულ ბანკში
ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული მოგება ან
მოგების განაწილება. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“
კანონპროექტის ინიცირება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიღების
„დეპოზიტების დაზღვევის
მიზანია
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსის
სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
შესაბამისობაში მოყვანა.
გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
მიხედვით დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებისას
სააგენტოს საქმიანობის გადასახადებისაგან გათავისუფლება განისაზღვრება საქართველოს
საგადასახადო კოდექსით.
აღნიშნულის გათვალისწინებით კანონპროექტის შესაბამისად საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ხორციელდება შემდეგი სახის ცვლილებები:
- საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილს „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებში
განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან
თავისუფლდება:
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს
სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი. ასევე, საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სასესხო ფასიანი
ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 981 და 982 მუხლებში ცვლილების შეტანით დეპოზიტების
დაზღვევის სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული
ოპერაციები არ დაექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას.
საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველ ნაწილში განსახორციელებელი
ცვლილების თანახმად მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მოგება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებასთან
მიღება
არ
დაკავშირებით
გამოიწვევს
აუცილებელი
აუცილებელი
ხარჯების
ხარჯების
გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
რამდენადაც კანონპროექტით გათვალისწინებული გადასახადებისაგან გათავისუფლდება,
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო. ამასთან,
მოცემულ ეტაპზე ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზემოაღნიშნული გავლენის წინასწარ
განსაზღვრა არ არის შესაძლებელი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
ვალდებულებები.
მიღებით
არ
წარმოიშობა
სახელმწიფოს
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის
მიღება
დადებითად
ახალი
შედეგები
იმოქმედებს
იმ
ფინანსური
იმ
პირთათვის,
პირთა
ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის,
ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 82. გადასახადისაგან გათავისუფლება
1. საშემოსავლო გადასახადით
შემოსავლების შემდეგი სახეები:
დაბეგვრისაგან
თავისუფლდება
ფიზიკურ
პირთა
ა) არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიურ და
მათთან
გათანაბრებულ
დაწესებულებებში
დაქირავებით
მუშაობით
მიღებული
შემოსავლები;
ბ) მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო
სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით, სახელმწიფო
სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით
გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული
თანხები;
ბ 1) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული
პირიდან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მიღებული სარგებელი ;
ბ2) მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების
საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი;
ხარჯების
დასაფინანსებლად
გ) ოლიმპიურ თამაშებში, საჭადრაკო ოლიმპიადებში, მსოფლიო ან/და ევროპის
ჩემპიონატებში, ევროპის თამაშებში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში
ან/და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებში გამარჯვებისათვის ან/და
საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების, აგრეთვე
საქართველოს ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალის მიერ მიღებული ფულადი და სხვა
სახის ჯილდოები, აგრეთვე საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით სპორტის
ინდივიდუალურ ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და ცალკეულ სათამაშო სახეობებში
სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისათვის, აგრეთვე საექიმო პერსონალისათვის
დაწესებული სხვა ფულადი პრიზები;
დ) ალიმენტი;
ე) განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება (შემოსავალი);
ვ) ფიზიკური პირის მიერ:
ვ.ა) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე
დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
ვ.ბ) საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული
ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
ვ.გ) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით მიღებული
ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში
გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა. ამასთანავე, აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება
მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება ან/და ფასიანი ქაღალდების/წილის მხოლოდ ფლობა
დივიდენდებისა და პროცენტების მიღების მიზნით;
ზ) საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან
მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;
თ) საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების
ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული
ქონების ღირებულებისა;
ი) საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე
ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;
კ) ფიზიკური პირისათვის
კვებისათვის გაცემული თანხა;
(დონორისათვის)
გაღებული
სისხლის
საკომპენსაციო
ლ) 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ
საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით
მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი
მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს;
მ) პრივატიზების წესით (მათ შორის, უსასყიდლოდ) ქონების მიღების შედეგად, აგრეთვე
მიწისძვრითა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა მიერ
დაზიანებული ბინების სანაცვლოდ იმავე დასახლებულ პუნქტში ან ეკომიგრანტების მიერ
სხვა დასახლებულ პუნქტში ბინების უსასყიდლოდ მიღების შედეგად წარმოშობილი
სარგებელი; ( გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ
ურთიერთობებზე)
ნ) დროებითი საცხოვრებელი ადგილის სანაცვლოდ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე პირის, იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის მიერ
პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპენსაციები; ასევე იძულებით
გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების
ღირებულება და ამ ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
ო)
ფიზიკური
პირის
(I
რიგის
მემკვიდრის)
მიერ
ჯამურად
მის
და
მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ვადით არსებული მატერიალური
აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
პ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების
რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;
ჟ) თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული ნამეტი
შემოსავალი;
რ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი
საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და
გადაზღვევის საფუძველზე;
ს) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც
არ მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;
ტ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური
ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით;
უ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური
ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი
და საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული
პროცენტებიდან მიღებული შემოსავალი. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
ფ) რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი),
რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს;
ქ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრებული ან/და დაინვალიდებული
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის, საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
მოსამსახურისათვის
ან
სამხედრო
მოსამსახურისათვის, აგრეთვე მისი დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახზე (მემკვიდრეზე)
დამქირავებლის მიერ გაცემული დახმარება;
ღ) ლატარიიდან მიღებული მოგება, რომლის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს;
ყ) ამხანაგობის მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების გადაცემით
მიღებული შემოსავალი, თუ ამხანაგობის წევრები მხოლოდ ფიზიკური პირები არიან,
ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის დაფუძნებიდან ქონების
გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა განაწილების მომენტისათვის არ არის
დამატებული ღირებულების გადასახადი ს გადამხდელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის
ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას ამხანაგობის წევრის წილის მემკვიდრეზე გადასვლა
ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
ამხანაგობის წევრის წილის რეალიზაცია არ განიხილება ამხანაგობის წევრთა
შემადგენლობის ცვლილებად;
შ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, თუ
დაქირავებით მუშაობა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო წლის
განმავლობაში არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა და შემოსავლის (ხელფასის)
გადამხდელი არის არარეზიდენტი დამქირავებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი
ხარჯი მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ხარჯებს, მიუხედავად
იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების მიერ არის გადახდილი თუ არა;
ჩ) საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირების გზით ამ საწარმოს პარტნიორ ფიზიკურ
პირზე წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით მიღებული ნამეტი, თუ
საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების წარმოშობიდან გასულია 2 წელზე
მეტი ;
ც) 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ ამ
საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ ამ საქმიანობიდან
მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს;
ძ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის
მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, გარდა
სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული შემოსავლისა ;
წ ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით
რეგისტრირებული პირის (რომელიც იღებს საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება
შესაბამისი დოკუმენტაციით), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში
დასახიჩრებული პირის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული
პირის ოჯახის წევრის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციისგან უსასყიდლოდ მიღებული
ქონების ღირებულება;
ჭ)
ადმინისტრაციული
ორგანოს
(დამქირავებლის)
მიერ
თანამშრომლისთვის
(დაქირავებულისთვის) უძრავი ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ საკუთრებაში
გადაცემით მიღებული სარგებელი;
ჭ1 ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანამშრომლისთვის სამსახურებრივი მოვალეობების
შესრულებისას პირად მფლობელობაში არსებული ავტომობილისათვის განკუთვნილი
საწვავის უსასყიდლოდ გადაცემით მიღებული სარგებელი;
ხ) ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებული თავდებობის, საქართველოს სამოქალაქო
კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის, აგრეთვე სერვიტუტის უსასყიდლო
მომსახურების გამწევის მიერ ამ მომსახურებიდან მისაღები კომპენსაცია და უსასყიდლო
მომსახურების მიმღების მიერ მიღებული სარგებელი;
ჯ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს
ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმრო ნომრის
მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 60 დღის ვადით
სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევის შედეგად
სასტუმრო ნომრის მესაკუთრის მიერ მიღებული სარგებელი;
ჯ1) მაღალმთიან დასახლებაში ან ისეთ დასახლებაში, სადაც ნოტარიუსის თანამდებობაზე
დანიშვნის მომენტისათვის სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ იყო,
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ნოტარიუსის მიერ სსიპ
– საქართველოს ნოტარიუსთა პალატისაგან ფინანსური დახმარების სახით მიღებული
შემოსავალი;
ჰ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის
მიერ მიღებული შემოსავალი;
ჰ 1 ) ფიზიკური პირის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მყოფი პირისაგან
დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი.
ჰ 2) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული საკუთრების
სანაცვლო ანაზღაურება;
ჰ 3) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის ფარგლებში განხორციელებული
საქმიანობით მიღებული შემოსავალი – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10
კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).
2. საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება:
ა) შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი
შემოსავალი 3000 ლარამდე:
ა.ა) მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს
ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეების;
ტერიტორიული
მთლიანობისათვის
ა.ბ) პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება;
ა.გ) მარტოხელა დედის;
ა.დ) პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში);
ა.ე) პირის, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;
ა.ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის
კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ მაღალმთიან დასახლებაში
საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით
მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ- ან
ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) მაღალმთიან
დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის
სახით მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო
გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება; („ა.ვ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2016
წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
ბ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ
კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე;
ბ1) იმ პირის მიერ, რომელმაც „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო
ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საერთაშორისო
მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის
სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანება მიიღო, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი
შემოსავალი;
გ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ
მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული
6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და
სახელმწიფოს მიერ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული
სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.
3. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საშემოსავლო
გადასახადის გადამხდელს წარმოექმნება ერთზე მეტი საგადასახადო შეღავათის უფლება,
მასზე გავრცელდება მათგან ერთი, უმაღლესი შეღავათი.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის:
ა) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება:
ა.ა) მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით
საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღიდან;
მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებრივად ერთ საგნად რეგისტრირებული აქტივის
გაყოფის შემთხვევაში მიღებული აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება
გაყოფამდე არსებული აქტივის საკუთრებაში ფლობის თარიღიდან;
ა.ბ) თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია, –
საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან;
ბ) აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც:
ბ.ა) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი
შეძენის ფასს შორის;
ბ.ბ) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და უსასყიდლოდ მიღების მომენტში მის საბაზრო
ფასს შორის, თუ აქტივზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ იყო მიღებული.
გ) ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას I, II, III და IV რიგის მემკვიდრეებად
ითვლებიან შემდეგი პირები:
გ.ა) I რიგის მემკვიდრეებად − მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის
შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი;
გ.ბ) II რიგის მემკვიდრეებად − და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები;
გ.გ) III რიგის მემკვიდრეებად − ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც
დედის, ისე მამის მხრიდან;
გ.დ) IV რიგის მემკვიდრეებად − ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა და მამიდა.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის
მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით
დაქირავებული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი
წესით წარუდგინოს დამქირავებელს შეღავათით სარგებლობის შესახებ საგადასახადო
ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში
გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული პირი
მუხლი 981. განაწილებული მოგება
1. განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე
დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
2. განაწილებულ მოგებად არ ითვლება:
ა) საწარმოს ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური
ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (საწესდებოსა და
საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება;
ბ) საწარმოს პარტნიორზე განხორციელებული გადახდა ამავე საწარმოს აქციის/წილის
საკუთრებაში გადაცემით;
გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრულ პირზე (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და ამ კოდექსის შესაბამისად
მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისა) დივიდენდის განაწილება;
დ)
საწარმოს
მიერ
კაპიტალის
შემცირებით
სახელმწიფოსათვის
ან/და
მუნიციპალიტეტისათვის აქტივების გადაცემა, თუ ამ საწარმოს აქციების/წილის 50
პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია;
ე) საწარმოს მიერ უცხოური საწარმოსგან (გარდა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში
რეგისტრირებული პირისა) მიღებული დივიდენდის განაწილება.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულებისათვის
განაწილებულ მოგებად ითვლება ამ მუდმივი დაწესებულების საქმიანობის შედეგად
მიღებული მოგებიდან არარეზიდენტი საწარმოსათვის ფულადი ან არაფულადი ფორმით
მუდმივი
განხორციელებული
განაცემი
(არარეზიდენტი
საწარმოს
მიერ
მისი
დაწესებულებისთვის მიკუთვნებული მოგების გატანა). მუდმივ დაწესებულებას
მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური
საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ დამოუკიდებელ საწარმოს.
4. მოგების განაწილებად ითვლება:
ა) საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ
იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული
დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის
დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი
ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში
განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს:
ა.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ
გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს;
ა.ბ) გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ
გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს;
ბ) კონტროლირებული ოპერაციის განხორციელება, თუ ამ ოპერაციის დადგენილი პირობები
არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა
განისაზღვრება ამ კოდექსის XVII თავით დადგენილი წესით გამოანგარიშებული
კორექტირების თანხით;
გ)
საწარმოს
მიერ
საშემოსავლო
გადასახადისაგან/მოგების
გადასახადისაგან
გათავისუფლებულ პირთან (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა) განხორციელებული
ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო
ფასისაგან. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს:
გ.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ
გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს;
გ.ბ) გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ
გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის
იდენტიფიცირებისათვის ითვლება, რომ საწარმოს მიერ დივიდენდის განაწილებისას
პირველ რიგში ეს თანხა გაიცემა.
მუხლი 982. გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან
დაკავშირებული არ არის
1. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს,
დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
რომელიც
ეკონომიკურ
საქმიანობასთან
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება
დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება;
ბიზნესის
სტატუსის
მქონე
ფიზიკური
პირისაგან
შეძენილ
გ)
მიკრო
საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის
მქონე ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული
შემოსავალი საერთო წესით იბეგრება;
დ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისაგან ფიქსირებული
გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის (გარდა ამ კოდექსის 953 მუხლის პირველი ნაწილის
„ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიქსირებული გადასახადის განაკვეთით დასაბეგრი
საქმიანობისა) ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი;
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლების
ზემოთ კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი პროცენტი;
ვ) სპეციალური სავაჭრო კომპანიისაგან უცხოური საქონლის შესაძენად ამ საქონლის საბაჟო
ღირებულებაზე მეტი ოდენობით გაწეული ხარჯი, გარდა იმ ხარჯისა, რომელიც ამ
სპეციალური სავაჭრო კომპანიისათვის გადახდებს არ უკავშირდება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ხარჯებში არ შეიტანება ამ კოდექსის 981 და
983 მუხლებით გათვალისწინებული განაცემების (მათ შორის, განაცემისა, რომელიც მოგების
გადასახადით არ იბეგრება), აგრეთვე გადახდის წყაროსთან დაბეგრილი განაცემის
განსახორციელებლად გაწეული ხარჯი.
3. მოგების გადასახადით იბეგრება:
ა) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირის, აგრეთვე ამ კოდექსის
შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირის (გარდა საბიუჯეტო
ორგანიზაციისა)
მიერ
გამოშვებული
სასესხო
ფასიანი
ქაღალდის
შესაძენად
განხორციელებული გადახდა;
ბ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ
კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა
საბიუჯეტო
ორგანიზაციისა)
გადახდილი,
სახელშეკრულებო
ურთიერთობიდან
წარმოშობილი პირგასამტეხლო ან/და სხვა ჯარიმა;
გ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ
კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა
საბიუჯეტო ორგანიზაციისა) ავანსის გადახდა;
დ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ
კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის სესხის
გაცემა ან/და ამ პირის მიმართ არსებული მოთხოვნის შესაძენად განხორციელებული
გადახდა. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის,
მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდის მიერ ამ კოდექსის შესაბამისად მოგების
გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან განხორციელებულ ოპერაციებზე;
ე) ზარალი, რომელიც წარმოშობილია შეღავათიანი დაბეგვრის მქონე
რეგისტრირებული
პირისათვის,
აგრეთვე
ამ
კოდექსის
შესაბამისად
ქვეყანაში
მოგების
გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის მოთხოვნის უფლების გადაცემით ან
მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმით;
ვ) არარეზიდენტის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად
გათავისუფლებული პირის კაპიტალში შენატანის ან
განხორციელებული გადახდა;
მოგების გადასახადისაგან
აქციის/წილის შესაძენად
ზ) ფიზიკური პირისათვის ან არარეზიდენტისათვის სესხის გაცემა ან/და რომელიმე ამ პირის
მიერ მესამე პირისაგან აღებული სესხის დეპოზიტით უზრუნველყოფა, როდესაც მოგების
გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხის ოდენობა შეადგენს აღებული სესხის თანხას. ეს
ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო
ორგანიზაციისა და ლომბარდის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე;
თ) კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან
ლომბარდის მიერ პარტნიორ არარეზიდენტზე, ამ კოდექსის შესაბამისად მოგების
გადასახადისაგან გათავისუფლებულ პარტნიორზე ან კაპიტალში არანაკლებ 1 პროცენტით
მონაწილეობის უფლების მქონე პარტნიორ ფიზიკურ პირზე სესხის გაცემა ან/და
პარტნიორის მიერ მესამე პირისაგან აღებული სესხის დეპოზიტით უზრუნველყოფა,
როდესაც მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხის ოდენობა შეადგენს აღებული
სესხის თანხას.
4. წილობრივი ფასიანი ქაღალდების ან/და საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების
საფონდო ბირჟაზე (მათ შორის, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე)
განთავსებასთან
და
გამოშვებასთან,
აგრეთვე
ლისტინგის
კატეგორიის/რეჟიმის
ცვლილებასთან დაკავშირებული დანახარჯები ითვლება ეკონომიკურ საქმიანობასთან
დაკავშირებულ ხარჯად.
5. შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება ქვეყანა ან/და ქვეყნის ცალკეული
ტერიტორიები, რომლის/რომელთა საგადასახადო კანონმდებლობით:
ა) იურიდიული პირი თავისუფლდება მოგების გადასახადისგან;
ბ) იურიდიული პირის მიერ მიღებულ ან/და განაწილებულ მოგებაზე დაწესებული არ არის
მოგების გადასახადი ან მოგების გადასახადის განაკვეთი საქართველოში არსებული მოგების
გადასახადის განაკვეთის 1/3-ს არ აღემატება.
6. თუ, უცხო ქვეყნის ან უცხო ქვეყნის ცალკეული ტერიტორიების საგადასახადო
კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიმე იურიდიული პირის მიმართ ადგილი აქვს ამ
მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევას, აღნიშნული ქვეყანა ან/და
ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები ამ ნაწილში ითვლება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე
ქვეყნად.
7. თუ შეძენილი სასესხო ფასიანი ქაღალდის, კაპიტალში მონაწილეობის უფლების
(აქციის/წილის) ან მოთხოვნის მიწოდების შედეგად განხორციელდა ანაზღაურება (თანხის
ფაქტობრივად მიღება), პირი უფლებამოსილია თანხის ფაქტობრივად მიღების საანგარიშო
პერიოდში ანაზღაურებული თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის
ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი
მოგების გადასახადის თანხა.
8. თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი
ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის
თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო
პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო
თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ
კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
9. თუ გაუქმდა სესხის დეპოზიტით უზრუნველყოფა, პირი უფლებამოსილია
უზრუნველყოფის გაუქმების საანგარიშო პერიოდში სესხის ძირითადი თანხის შესაბამისად
გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით
დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
10. იმ ქვეყნების ან/და ქვეყნების ცალკეული ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლებიც ამ
კოდექსის მიზნებისათვის შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება, ამ მუხლის მე-5
და მე-6 ნაწილებით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 99. გადასახადისაგან გათავისუფლება
1. მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება:
ა) საბიუჯეტო, საერთაშორისო ან/და საქველმოქმედო
ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგების გარდა;
ორგანიზაციების
მოგება,
ბ) ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულებები;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მოგება;
დ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების,
სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება;
ე) 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ
საქართველოში
წარმოებული
სოფლის
მეურნეობის
პროდუქციის
სამრეწველო
გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული
მოგება ან მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული
ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, თუ კალენდარული წლის განმავლობაში
ასეთი მიწოდებით მიღებული შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;
ვ) 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში
წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე
(სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და
ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები,
რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“
ქვეპუნქტებით;
ზ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ ფინანსური ოპერაციებიდან, ფინანსური
მომსახურებიდან ან/და საქართველოს არარეზიდენტის მიერ გამოშვებული ფასიანი
ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება;
თ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების
რეალიზაციით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება;
ი) თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება ან
მოგების განაწილება;
კ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი
საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და
გადაზღვევის საფუძველზე;
ლ) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც
საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება;
მ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის
სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით და ამ ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის
სახით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და საქართველოს ეროვნულ ბანკში
ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული მოგება ან
მოგების განაწილება. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
ნ) თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან
მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული
ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით;
ო) საინვესტიციო ფონდის მიერ ფინანსური ინსტრუმენტების მიწოდებით ან/და ფინანსური
ოპერაციებიდან ან/და ფინანსური მომსახურებიდან მიღებული მოგება ან მოგების
განაწილება, თუ საინვესტიციო ფონდი საერთაშორისო ფინანსური კომპანიაა;
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
საქმიანობის
განმახორციელებელი
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის
ორგანოების მიერ გადაცემული ქონების ან უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების
ღირებულება;
ჟ) ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო
ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების
განაწილება);
რ) 2026 წლის 1 იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ სასტუმრო
მომსახურების გაწევით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში
გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ
კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით;
ს) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი
პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა მათ მიერ სისტემურელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა) განაწილება;
ტ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების
(გარდა მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით გამოყენებული ძირითადი
საშუალების მიწოდებით მიღებული მოგებისა) განაწილება;
უ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით
ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სკოლის მიერ
ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობიდან მიღებული მოგება;
ფ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის
მიერ მიღებული მოგების განაწილება;
ქ) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული საკუთრების
სანაცვლო ანაზღაურებით მიღებული მოგების განაწილება;
ღ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში
საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული
ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10
კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით);
ყ)
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
ლიცენზირებული
ინსტიტუტისგან მიღებული პროცენტებიდან მიღებული მოგების განაწილება.
ფინანსური
2. ამ მუხლის მიზნებისათვის სასტუმრო მომსახურების (გარდა ამ კოდექსის მე-8 მუხლის 33ე ნაწილის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმრო მომსახურებისა) სახეებს
განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული მოგების
თანხის იდენტიფიცირებისათვის ითვლება, რომ საწარმოს მიერ დივიდენდის განაწილებისას
პირველ რიგში ეს თანხა გაიცემა.