„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“
- „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის
შემთხვევაში), ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და
ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ შესაბამისი
გარიგების მონაწილე მხარეს, შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მათ
წარმომადგენლებს,
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს,
რომლებიც
უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები,
მათი აღსრულების პროცესში, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს − საქართველოს
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო
გადაწყვეტილებისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და
საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების
შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის
აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე, ასევე
„დეპოზიტების
დაზღვევის
სისტემის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევაში - საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს.“.
2. 37-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს ფინანსური გირაოს მოგირავნეს
აქვს
ფინანსური
გირაოთი
უზრუნველყოფილი
მოთხოვნის
უპირატესი
დაკმაყოფილების უფლება. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები,
რომელთა საფუძველია გირაო, დაკმაყოფილდება შესაბამისი შეთანხმების
პირობების თანახმად (გირაოს ღირებულების ფარგლებში), ხოლო ყველა სხვა
კანონიერი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) სააგენტო და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც კომერციულ ბანკს
წარმოეშვა ვალდებულება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;
ბ) დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო;
გ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები არაუმეტეს 1500 ლარისა;
დ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები, რომლებიც არ არის
გადახდილი ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ე) იურიდიულ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები;
ვ) საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით
უზრუნველყოფილი მოთხოვნები;
ზ) კომერციული ბანკის მიმართ დანარჩენი მოთხოვნები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“
კანონპროექტის ინიცირება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონის „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
მიხედვით დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფლება აქვს მიიღოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისაგან.
წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფლება
ექნება მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისაგან.
კანონპროექტით, კომერციული ბანკის
დაზღვევის სააგენტო ხდება მისი კრედიტორი.
ლიკვიდაციის
დროს
დეპოზიტების
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მიღებასთან
არ
დაკავშირებით
გამოიწვევს
აუცილებელი
აუცილებელი
ხარჯების
ხარჯების
გამოყოფას
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
ვალდებულებას.
მიხედვით
სახელმწიფო
არ
იღებს
რაიმე
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღების არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 17. საბანკო საიდუმლოება
1. არავის არა აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას
და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის. ასეთი
ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ ეროვნულ ბანკს, მისი კომპეტენციის
ფარგლებში.
2. ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში),
ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის
შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეს, შესაბამისი
ანგარიშის მფლობელს და მათ წარმომადგენლებს, საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და
იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი
აღსრულების
პროცესში,
აგრეთვე
საგადასახადო
ორგანოს
−
საქართველოს
ადმინისტრაციული
საპროცესო
კოდექსით
გათვალისწინებული
სასამართლო
გადაწყვეტილებისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს
მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების
გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA)
შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.
3. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე საგადასახადო სამსახურებს
ეკრძალებათ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა
ორგანოსთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, ასევე ამ ინფორმაციის
საჯარო გამოსვლებში გამოყენება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისა.
4.
საგადასახადო
ორგანო
უფლებამოსილია
ამ
მუხლის
მე-2
პუნქტით
გათვალისწინებული ინფორმაცია სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის გარეშე გადასცეს
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის
საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და
უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“
შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს.
მუხლი 37. ლიკვიდაცია
1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ხდება კომერციული ბანკის
ლიკვიდაცია. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს სააგენტოს მიერ დანიშნული პირი
სააგენტოს მიერვე დადგენილი წესით. დაუშვებელია ამ კომერციულ ბანკთან
დაკავშირებული
პირის
ლიკვიდატორად
დანიშვნა.
ლიკვიდაციის
პროცესის
დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება.
11 . თუ ლიკვიდირებული კომერციული ბანკი იყო საგადახდო სისტემის ოპერატორი
ან/და
ანგარიშსწორების
აგენტი,
ლიკვიდატორი
ვალდებულია
დანიშვნისთანავე
უზრუნველყოს მის მიერ ფუნქციების შესრულების დაწყებამდე სისტემის მიერ მიღებული
ტრანსფერორდერების შესრულება, სისტემის მონაწილეთა ანგარიშსწორების პოზიციების
დადგენა ან/და ანგარიშსწორების განხორციელება„საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის განმავლობაში შეადგინოს
აქტივებისა და პასივების ნუსხა და მისი ასლი გადასცეს სააგენტოს გამოსაქვეყნებლად.
კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია სააგენტოს წინაშე, სააგენტოს
მიერ განსაზღვრული წესით.
3. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია საჯარო აუქციონზე გაყიდოს
ბანკის აქტივები ან აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის
მიხედვით, სხვა ბანკს გადასცეს სესხებზე ან სხვა საფინანსო აქტივებზე მოთხოვნის უფლება
და ორგანიზება გაუწიოს ამ ბანკებისათვის ვალდებულებათა გადაცემას.
4. ლიკვიდატორს დანიშვნის დღიდან სამი თვის განმალობაში შეუძლია შეწყვიტოს:
ა) გარიგება ბანკის თანამშრომლის დაქირავების შესახებ;
ბ) კონტრაქტები მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც ბანკი იღებდა
მონაწილეობას;
გ) ბანკის ნებისმიერი ვალდებულება როგორც უძრავი ქონების მოიჯარისა, თუ მეიჯარეს
(რომელიც 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ ბანკი აპირებს
გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება), არა აქვს მოთხოვნა საიჯარო
გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც დაირიცხა შეთანხმების გაუქმების
თარიღისათვის და არ მოითხოვს ასეთი გაუქმების შედეგად წარმოქმნილი ზარალის
ანაზღაურებას.
4 1 . კომერციული ბანკის დროებითი ადმინისტრატორი და ლიკვიდატორი
უფლებამოსილნი არიან სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადონ კომერციული
ბანკის ადმინისტრატორის მიერ დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის
დანიშვნამდე ერთი წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვონ
მათი ბათილობა თუ ამის შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირებმა ამ ბანკის
ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით
ან შეღავათით, რამაც გამოიწვია ბანკისათვის (მისი კრედიტორებისათვის) ზიანის მიყენება.
5. ლიკვიდატორმა დანიშვნიდან ორი თვის ვადაში უნდა:
ა) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რწმუნებული პირის ყველა იმ ფუნქციის
შეწყვეტისათვის, რომელსაც ასრულებდა დაწესებულება, დაუბრუნოს დაწესებულების,
როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და ქონება მათ მესაკუთრეს და
განახორციელოს ყველა ანაგრიშსწორება რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით;
ბ) გაუგზავნოს დაზღვეული წერილით ამონაწერები მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის
შესახებ ბანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად ყველა მეანაბრეს, დანარჩენ
კრედიტორებს, კლიენტებს, რომლებიც ბანკის სეიფებში ინახავენ ფასეულობას, აგრეთვე იმ
ქონების დეპონენტებს, რომელსაც განაგებს დაწესებულება.
ამონაწერში
აღინიშნება,
რომ
ლიკვიდატორისათვის
პრეტენზიის
წარდგენა
შესაძლებელია წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში, აგრეთვე ის, რომ კლიენტებს
შეუძლიათ თავიანთი ფასეულობის მიღება.
6. კომერციული ბანკის ტერიტორიაზე შენახული ქონება, რომელიც ამონაწერში
მითითებულ ვადებში არ არის გამოთხოვილი, მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება,
რომლებიც ბანკზე ირიცხება ხელშეკრულების საფუძველზე, ითვლება მოუკითხავ
რესურსად და გადადის სააგენტოს მფლობელობაში, მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.
7. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს ფინანსური გირაოს მოგირავნეს აქვს
ფინანსური გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების
უფლება. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები, რომელთა საფუძველია
გირაო, დაკმაყოფილდება შესაბამისი შეთანხმების პირობების თანახმად (გირაოს
ღირებულების ფარგლებში), ხოლო ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს
შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) სააგენტო და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც კომერციულ ბანკს წარმოეშვა
ვალდებულება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;
ბ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები არაუმეტეს 1500 ლარისა;
გ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
დ) იურიდიულ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები;
ე)
საბიუჯეტო
დავალიანებები,
მათ
შორის,
საგადასახადო
გირავნობით
უზრუნველყოფილი მოთხოვნები;
ვ) კომერციული ბანკის მიმართ დანარჩენი მოთხოვნები.
8. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“
ქვეპუნქტებში აღნიშნული მოთხოვნების სრულად დასაფარავად, მაშინ ყველა შესაბამისი
მოთხოვნა უნდა დაიფაროს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის
პროპორციულად.
9. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა
დაკმაყოფილების შემდეგ.
10. ისეთი აქტივის ამოღების შემთხვევაში, რომელიც ლიკვიდაციის პროცესის
დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოცემამდე კომერციული ბანკის აქტივი იყო, ის ავტომატურად ჩაითვლება
ლიკვიდირებული ბანკის აქტივად, რომლის განკარგვის უფლებასაც იძენს სააგენტო. თუ
ლიკვიდირებული ბანკის ამოღებული აქტივი არის ფულადი სახსრები, ისინი უნდა
გადაირიცხოს სააგენტოში გახსნილ ლიკვიდირებული ბანკების მოუკითხავი თანხების
ანგარიშზე და განაწილდეს ლიკვიდატორის მიერ საბოლოოდ წარმოდგენილი
ვალდებულებების დაზუსტებული რიგითობის მიხედვით, სააგენტოს მიერ დადგენილი
წესის შესაბამისად. არაფულადი სახის მატერიალური აქტივის ამოღების შემთხვევაში, მისი
განკარგვის
მიზნით
სააგენტო
გამოსცემს
ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს, რომელიც განსაზღვრავს ამოღებული აქტივის განკარგვის წესს
ლიკვიდირებული ბანკის ვალდებულებათა დასაკმაყოფილებლად.