„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“
- „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-06
ბიუროს ნომერი 35
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის
უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) პირველ მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ,
დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დეპოზიტების დაზღვევის
საქმიანობაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის
შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
შესაბამისობაში მოყვანა.
გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად განისაზღვრება, რომ „დაზღვევის შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდება „დეპოზიტების დაზღვევის
სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ დეპოზიტების
დაზღვევის საქმიანობაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
რადგან სააგენტო არ გადაიხდის სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიისათვის
დადგენილ მოსაკრებელს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება
გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, სააგენტო არ გადაიხდის
სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიისათვის დადგენილ მოსაკრებელს, ვინაიდან,
„დაზღვევის
შესახებ“
„დეპოზიტების
საქართველოს
დაზღვევის
კანონის
სისტემის
მოქმედება
შესახებ“
არ
გავრცელდება
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებულ დეპოზიტების დაზღვევის საქმიანობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ)
კანონპროექტის
სტანდარტებთან:
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. ურთიერთობები, რომლებიც რეგულირდება ამ კანონით
1. ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს დაზღვევის სფეროში სადაზღვევო
ორგანიზაციებსა და იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის, აგრეთვე თვით
სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის, ადგენს სადაზღვევო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების ძირითად პრინციპებს.
2.
ურთიერთობები
დაზღვევის
სფეროში
რეგულირდება
საქართველოს
კონსტიტუციით, სამოქალაქო კოდექსით, ამ კანონით, საქართველოს სხვა კანონებით
და კანონქვემდებარე აქტებით.
3. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რომელშიც მონაწილეობს
საქართველო, განსაზღვრულია ამ კანონის წესებისგან განსხვავებული წესები,
გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების წესები.
4. (ამოღებულია).