„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“
- „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 89 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-06
ბიუროს ნომერი 35
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) პირველ მუხლს 23
პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი რედაქციის 24 პუნქტი:
„24. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დეპოზიტების დაზღვევის
საქმიანობაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“
კანონპროექტის ინიცირება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის „დეპოზიტების დაზღვევის
სისტემის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად განისაზღვრება, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მოქმედება
არ
გავრცელდება
„დეპოზიტების
დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ დეპოზიტების
დაზღვევის საქმიანობაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
აუცილებელი
ხარჯების
გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
რადგან სააგენტო არ გადაიხდის სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიისათვის დადგენილ
მოსაკრებელს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, სააგენტო არ გადაიხდის
სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიისათვის დადგენილ მოსაკრებელს, ვინაიდან,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ
გავრცელდება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ დეპოზიტების დაზღვევის საქმიანობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის შემოღებას.
გ)
კანონპროექტის
სტანდარტებთან:
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება
პირთა
განუსაზღვრელ
წრეს,
ხასიათდება
ადამიანის
სიცოცხლისთვის
ან
ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან
სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით
სარგებლობასთან. კანონით დადგენილ შემთხვევაში ამ კანონის მოქმედება შეიძლება
გავრცელდეს აგრეთვე არაორგანიზებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე. ეს კანონი ასევე
აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს
ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და
ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს.
2. ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 5 პუნქტებისა და 24-ე მუხლის 54-ე
პუნქტისა) მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ან
ქმედებაზე,
თუ
მას
ახორციელებს
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება,
ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ სფეროზე არ
ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და IV და V თავების მოქმედება. ამ
კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ
ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 5 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე
პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ლ.
საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნულ ცენტრზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72 4 პუნქტით
გათვალისწინებულ საქმიანობას, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე –
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოზე და საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ
პირზე – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე, თუ ისინი ახორციელებენ ამ კანონის
მე-6 მუხლის მე-3 პუნქტითა და 24-ე მუხლის მე-9–10 1 პუნქტებით გათვალისწინებულ
საქმიანობას.
2 1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 23-ე და 24-ე
პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე, თუ მათ ახორციელებს ქალაქ
თბილისის თვითმმართველი ერთეული, ქალაქ თბილისის თვითმმართველი
ერთეულის
მიერ
დაფუძნებული
კერძო
სამართლის
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და საჯარო სამართლის იურიდიული
პირი.
22 . ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებისას
სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს განსაზღვრავს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
23. ამ კანონის 24-ე მუხლის 171−175 და 27-ე−274 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვების
გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და „სამხედრო და
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. წინასწარი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული
ურთიერთობები რეგულირდება „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“
საქართველოს კანონით.