„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
22.06.2017
ავტორი
საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ა. ზოიძე, ლ. კობერიძე, დ. ცქიტიშვილი, ი. ფრუიძე, ს. ქაცარავა
ნომერი
#07-3/77/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-26
ბიუროს ნომერი 74

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 260-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 260. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა 1. ნარკოტიკული ნივთიერების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ოთხას საათამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, მის ანალოგს, პრეკურსორს, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას ან მის ანალოგს ან ნარკოტიკული საშუალების შემცველ კულტივირებულ მცენარეს, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. 2. ამ თავის მიზნებისთვის ნებაყოფლობით ჩაბარებად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით განაცხადებს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის წარმოდგენის თაობაზე და აქტიური მოქმედებით ხელს შეუწყობს მის ამოღებას. 1 3. ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.”. 2. 260-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2601 მუხლი: “მუხლი 2601. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გავრცელება 1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გავრცელება, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით ორასიდან ოთხას საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) არასრულწლოვანის თანდასრებით ან არასრულწლოვნისთვის გადცემით; ვ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ექვს წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ცხრა წლამდე. შენიშვნა: 1. ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.”. 3. 2601 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2602 მუხლი: მუხლი 2602. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღება 1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღება კომერციული მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე 2. იგივე ქმედება ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; 2 გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) არასრულწლოვანის თანდასწრებით ან არასრულწლოვნისთვის გადცემით; ვ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თოთხმეტ წლამდე. შენიშვნა: 1. ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.”. 4. 261-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 261. ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა 1. ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ოთხას საათამდე. 2. იგივე ქმედება ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) არასრულწლოვნის თანდასწრებით; ვ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.”. 3 5. 261-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2611 მუხლი: “მუხლი 2611. ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის გავრცელება 1. ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის გავრცელება, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით ორასიდან ოთხას საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 2. იგივე ქმედება ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) არასრულწლოვანის თანდასრებით ან არასრულწლოვნისთვის გადცემით; ვ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.”. 6. 2611 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2612 მუხლი: “მუხლი 2612. ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის გასაღება 1. ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის გასაღება კომერციული მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. 2. იგივე ქმედება ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) არასრულწლოვანის თანდასრებით ან არასრულწლოვნისთვის გადცემით; ვ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თერთმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.”. 7. 262-ე მუხლი ჩამოლიბდეს შემდეგი რედაქციით: 4 „მუხლი 262. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა 1. საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, – ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 11. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, – ისჯება ჯარიმით, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ან 11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი, 11 ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) არაერთგზის; გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი, 11, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. 2. ამ მუხლის 11 ნაწილი ვრცელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ნებისმიერ ოდენობაზე. 3. ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები.“ 8. 263-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა 1. საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, – ისჯება ჯარიმით, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 5 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან თერთმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით 9. 264-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 264. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა“ 10. 264-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“ 11. 265-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 265. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება 1. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან სამას საათამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) არასრულწლოვნის თანდასწრებით; ვ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. 6 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.”. 12. 267-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 267. ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება 1. ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის ან სხვისთვის მომსახურების გაწევის მიზნით; ბ) არასრულწლოვნისთვის; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცამეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.”. 13. 268-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის ან სხვისთვის მომსახურების გაწევის მიზნით; ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით ან არაწრულწლოვნისთვის გადაცემით; გ) არასრულწლოვნისთვის; დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ერთ წლამდე ან უამისოდ. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.”. 7 14. 271-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 271. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა არასრულწლოვნისთვის 1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა არასრულწლოვნისთვის, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ოთხას საათამდე ანთავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან რვა წლამდე.” 15. 273-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 16. 274-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 8
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: სახელმწიფო მართლმსაჯულების განხორციელების, კანონის უზენაესობის დაცვის, ფიზიკური პირების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პროცესში ნარკოტიკული დანაშაულის მარეგულირებელი ნორმების სამართლებრივი გამართულობა და წამალდამოკიდებულ პირთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზანზე ორიენტირებული კანონმდებლობის ეფექტიანი იმპლემენტაცია განსაკუთრებულ როლს თამაშობს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. განვითარებული სახელმწიფოების პრაქტიკისა1 და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ნარკომანიის წინააღმდეგ არაეფექტიანი ბრძოლის და ამ მხრივ ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი უკუპროცესების პარალელურად, საქართველოს მთავრობის მიერ ევროპის კავშირის წინაშე სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის მიზნით აღებული პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულების მუხლების გადასინჯვა. ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება უნდა ეფუძნებოდეს ჰუმანიზმის, ინდივიდუალური და არარეპრესიული მიდგომის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პრინციპებს. სწორედ ამ მიზნით, 2013 წლის ბოლოს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეიმუშავა ნარკომანიასთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია,2 სადაც სრულყოფილად იყო ასახული თანამედროვე საქართველოს გამოწვევები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებებით გასატარებელი ზომების აუცილებლობა. ამავდროულად, სტრატეგიის დოკუმენტში ცალსახად იკვეთებოდა რეპრესიულ საპოლიციო მექანიზმებსა და პრევენციულ, ზიანის შემცირების მექანიზმებს შორის სწორი ბალანსის აუცილებლობა. 1 ავსტრია, ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, გერმანია, იტალია, ლატვია, პორტუგალია, ლუქსემბურგი, მალტა, ნორვეგია, სლოვენია, ესპანეთი და სხვა. იხ. ასევე ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრი-ს (EMCDDA) სახელმწიფოთა კანონმდებლობის მიმოხილვა. 2 http://www.justice.gov.ge/Multimedia%2FFiles%2Fsabchoebi%2F%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83% 99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%97%E1%83% 90%E1%83%9C%20%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%20 %E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90 .pdf 9 კანონპროექტის მიღება განაპირობა უკანასკნელ ათწლეულში საქართველოში და მსოფლიოში ნარკოპოლიტიკის მიმართულებით არსებული ვითარების რადიკალურად ცვლილებამ და იმ ახალმა გამოწვევებმა, რაც დღეს აქვს ჩვენს საზოგადოებას. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესში ნარკოტიკულ დანაშაულებში მსჯავრდებულ პირთა ქცევის და სანქცირების მარეგულირებელი ნორმები საჭიროებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, მნიშვნელოვანია ფიზიკურ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკმარისი საკანონმდებლო გარანტიების და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულების მარეგულირებელ მუხლებში ალტერნატიული სასჯელების გათვალისწინება, დასჯაზე ორიენტირებული სამართლებრივი სისტემის, შედეგზე და ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული მიდგომებით ჩანაცვლება. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 70 გრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანას“პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვა არ წარმოადგენს იმ საშიშროების ქმედებას, რისთვისაც ადამიანი თუნდაც ერთი დღით თავისუფლების აღკვეთით უნდა დაისაჯოს. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მანამ, სანამ პირი საკუთარი მოხმარების მიზნით ინახავს კონკრეტულ ნარკოტიკულ ნივთიერებას, მისი ეს ქმედება არაა იმდენად მომეტებული კრიმინოგენული, თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის რისკის შემცველი ქმედება, რომ მისი ჩამდენის მიმართ სასჯელის უმკაცრესი ფორმა იქნას გამოყენებული.3 საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხებოდა მხოლოდ „გამომშრალ მარიხუანას“, თუმცა მასში გატარებული პრინციპები ზოგადად ნარკოპოლიტიკის განსაზღვრის დროსაც მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, არსებული კანონმდებლობა არ უთმობს საკმარის ყურადღებას ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელთა მიმართ სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების გატარებას, არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასხუსხისმგებლობის ალტერნატიული სასჯელების უპირატესობას, ბრალდებულთა დაცვის სათანადო მექანიზმებს და მათ მიმართ ინდივიდუალურ მიდგომებს. ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა, რომელიც 2006 წელს დანერგილი „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის4 ინერციულ გაგრძელებას წარმოადგენს, ათი წლის მანძილზე ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკული დანაშაულების მიმართ უპირობო სიმკაცრით ხორციელდება. 2014-2015 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფების ქვემდებარეობას მიკუთვნებული საქმეებიდან, ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარება (სსკ-ის 273-ე მუხლი) იყო ყველაზე ხშირად რეგისტრირებადი დანაშაული5 და მასზე ხშირად მხოლოდ ქონებრივ დანაშაულზე იწყებოდა გამოძიება. 3 http://www.constcourt.ge/ge/news/2015-wlis-24-oqtombers-sakonstitucio-sasamartlom-miigogadawyvetileba-saqmeze-saqartvelos-moqalaqe-beqa-wiqarishvili-saqartvelos-parlamentis-winaagmdegkonstituciur-sarcheli-n592.page 4 5 Universal Periodic Review, Georgia, 23rd working group session. P. 3. http://bit.ly/1Qgahn6 10 2006 წელს დანერგილი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, ნარკოტიკული დანაშაულების მიმართ, გამოიხატა კანონმდებლობის მნიშვნელოვნად გამკაცრებასა და პრაქტიკაში მათი იმპლემენტაციისას განსაკუთრებული სიხისტითა და რეპრესიული ხასიათის ღონისძიებების გატარებით.6 შედეგად, განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე სასამართლოს ჩამოერთვა პირობითი მსჯავრის გამოყენების უფლებამოსილება, რომლის გამოყენებაც მხოლოდ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს დარჩა შესაძლებელი;7 ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა/შენახვა, მიზნის მიუხედავად, გახდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული;8 ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა/შენახვისთვის სასჯელის ზომად განსაკუთრებით მკაცრი ზომა განისაზღვრა და აღემატებოდა ისეთი ძალადობრივი დანაშაულებისთვის დადგენილ სანქციებს, როგორიცაა ყაჩაღობა, მკვლელობა, გაუპატიურება და სხვა. სასამართლოს მიენიჭა უფლებამოსილება, მსჯავრდებულს დამატებითი სასჯელის სახით დააკისროს ჯარიმა მაშინაც, როდესაც ამ ტიპის სანქცია არაა გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობისთვის. 2015 წელს სსკ-ის 260-ე მუხლში შეტანილი ცვლილება,9 სადაც ცალკე შემადგენლობად ჩამოყალიბდა ნარკოტიკული საშუალების გასაღება და მასზე შესაბამისი სიმკაცრის სანქცია განისაზღვრა (თავისუფლების აღკვეთა 6დან 11 წლამდე), ვერ უზრუნველყოფს მუხლში არსებული სამართლებრივი პრობლემების მოგვარებას, რადგან ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენაშენახვისათვის არაპროპორციულად მკაცრი სანქციები და ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები კვლავ იგივე რჩება. ნარკოტიკული დანაშაულების ლიბერალიზაცია გულისხმობს ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის პირადი მოხმარების მიზნით უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისთვის გაწერილი განსაკუთრებულად მკაცრი სანქციების შემსუბუქებას და წამალდამოკიდებულ პირთა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკის ნაცვლად, ალტერნატიული სასჯელების დანიშვნის და შემდგომში მკურნალობის თუ რესოციალიზაცია-რეაბლიტიაციის შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ნარკოტიკული დანაშაულების მოდიფიცირება გულისხმობს ქვეყანაში არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, კვლევებსა და სტატისტიკურ მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, არსებულ რეალობასთან შესაბამისი სისხლისსამართლებრივი ნორმების განსაზღვრას. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის დანერგვის დროს ნარკოტიკული დანაშაულების მიმართ შემოღებული მკაცრი სანქცირების მოდელის არაეფექტიანობას ცხადყოფს სასამართლოში განხილული საქმეების რაოდენობრივი დინამიკაც.10 6 ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) “არაეთიკური ნარკოპოლიტიკა - ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი“, 2013 წ. გვ. 15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი. 9 საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის https://matsne.gov.ge/ka/document/view/2909639#DOCUMENT:1; 10 არაეთიკური ნარკოპოლიტიკა, გვ. 23-24 7 8 11 კანონი N3975. იხ: სისხლის სამართლის კოდექსის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა გულისხმობს ნარკოტიკული დანაშაულების მარეგულირებელი ნორმების ჰარმონიზაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ 1961 წლის ერთიანი კონვენციის (1972 წლის ოქმის თანახმად ნარკოტილული საშუალებების შესახებ 1961 წლის ერთიან კონვენციაში შეტანილი ცვლილებებით) 36-ე მუხლთან11, „აკრძალული ნარკოტიკებითა და ფსიქოტროპული ნივთიერებებით ვაჭრობის წინააღმდეგ“ გაეროს 1988 წლის კონვენციის მე-14 (4) მუხლთან12, გაეროს ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ 1971 წლის კონვენციისა13 და გაეროს ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 1988 წლის კონვენციასთან14 . კანონპროექტის მიღების მიზეზია ევროკავშირთან შეთანხმებული ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით და ასოცირების ხელშეკრულებით გათავალისწინებულ ნარკოტიკულ დანაშაულებთან ბრძოლის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება და ეფექტიანი იმპლემენტაცია;15 ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის მარეგულირებელი სისხლის სამართლებრივი ნორმების შესაბამისობაში მოყვანა განვითარებული ევროპული ქვეყნების კანონმდებლობასთან (ბელგია,16 ჩეხეთი,17 დანია,18 გერმანია,19 ჰოლანდია,20 ესპანეთი,21 შვედეთი,22 და ა.შ.). ნარკოტიკული დანაშაულების მკაცრმა სისხლისსამართლებრივმა სანქციებმა ვერ გამოიღო შედეგი შვეიცარიასა და პორტუგალიაში, რის შემდეგაც ორივე ქვეყანაში საზოგადოება მივიდა კონსენსუსამდე, რომ საჭირო იყო უფრო ლიბერალური მიდგომა და აქცენტის გაკეთება არა დამსჯელობით, არამედ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ გერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის 36-ე მუხლის 1(ბ) პუნქტის მიხედვით, ნარკოტიკის მომხარებლების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას სასჯელის ალტერნატიული ღონისძიებები, გაეწიოთ მკურნალობა, მიეცეთ განათლება, გაეწიოთ მკურნალობის შემდგომი დახმარება, რათა მოხდეს მათი რეაბლიტაცია და რესოციალიზაცია. ამავე კონვენციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფოებმა „უნდა მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და ასეთი სარგებლობის ადრეული გამოვლენის, წამალდამოკიდებულების ადრეული მკურნალობის, მოსახლეობის განათლების, მკურნალობის შემდგომი მხარდაჭერის, ნარკოტიკის მოხმარების პრობლემის მქონე პირების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის მიზნით“; იხ. ასევე UN, Single Convention on Narcotic Drugs, 1961. https://www.unodc.org/pdf/convention_1961_en.pdf 12 „აკრძალული ნარკოტიკებითა და ფსიქოტროპული ნივთიერებებით ვაჭრობის წინააღმდეგ“ გაეროს 1988 წლის კონვენციის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მხარეებმა უნდა მიიღონ შესასაბამისი ზომები ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო მოთხოვნის შემცირების მიზნით, ადამიანური ტანჯვის თავიდან ასაცილებლად. ამგვარი ზომები, inter alia, შეიძლება ეფუძნებოდეს გაეროს, მისი სპეციალური ორგანოების, როგორიცაა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანზაცია, აგრეთვე სხვა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს; იხ. ასევე UN, Convention against Illicit Traffic in Narcotic Drugs and Psychotropic Substances (1988). https://www.unodc.org/pdf/conven- tion_1988_en.pdf 13 ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე. 14 ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე. 15 არაეთიკური ნარკოპოლიტიკა, გვ. 51-52. 16 EMCDDA, ბელგია. 17 EMCDDA, ჩეხეთი. 18 EMCDDA, დანია. 19 EMCDDA, გერმანია. 20 EMCDDA, ჰოლანდია. 21 EMCDDA, ესპანეთი. 22 EMCDDA, შვედეთი. 11 12 ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკაზე. პორტუგალიაში23 2001 წელს განხორციელდა მცირე ოდენობით ნებისმიერი სახის ნარკოტიკის შეძენის, შენახვისა და მოხმარების დეკრიმინალიზება. მცირედ ითვლება კონკრეტული ნარკოტიკის ის ოდენობა, რომელიც საკმარისია ერთი პირისათვის ათი დღის განმავლობაში მოსახმარებლად.24 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად, ნარკოტიკის შეძენა-შენახვამოხმარებისათვის დაწესდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, თუმცა პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათია სახდელების გამოყენება და, როგორც წესი, სამართალდამრღვევს სთავაზობენ სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვას. შედეგად, თუ საწყის ორ წელიწადს არ ჩავთვლით, პორტუგალიაში მომხმარებელთა რაოდენობა არ გაზრდილა, არც ნარკოტურიზმი გააქტიურებულა, რადგან ყოველწლიურად ადმინისტრაციულ 25 სახდელდადებულ პირთა 95% პორტუგალიელია. ამის პარალელურად, ქვეყანაში შემცირდა პრობლემურ მომხმარებელთა რაოდენობა და სულ უფრო მეტმა ადამიანმა მიმართა სახელმწიფო ორგანოებს სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვის მიზნით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი გარანტიების შექმნით მოხდეს ზიანის შემცირება, სამართალწარმოებისას ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომებისათვის უპირატესობის მინიჭება, რესოციალიზაციარეაბალიციტაციის, ზიანის შემცირებასა და არადამსჯელობით სისხლის სამართლებრივი რეგულირების უზრუნველყოფა; მოსამართლის მიერ ინდივიდუალური მიდგომის უპირველესი გათვალისწინება, წამალდამოკიდებულ პირთა მიმართ არარეპრესიული, არამედ სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მეთოდებით რეაგირება, ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნორმების სამართლიანობის, ლიბერალური მიდგომის და განჭვრეტადობის უზრუნველყოფა და, საბოლო ჯამში, კანონპროექტით ხორციელდება ნარკოტიკული დანაშაულების არსებული რეგულირების სახელმწიფოთა საუკეთესო პრაქტიკასთან ნორმების შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს პირის მიერ პირადი მოხმარების მიზნით, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების და მცირე ოდენობით ფლობის კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში. კანონპროექტის მიხედვით, იმიჯნება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო ფლობასთან (წარმოება დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა იგივე ქმედებისაგან, როდესაც გადაგზავნა) დაკავშირებული პასუხისმგებლობა დადასტურებულია გავრცელების ან კომერციული მიზნით გასაღების ფაქტი. ამ უკანასკნელი ქმედებებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია უფრო მკაცრ სანქციები, ვიდრე იხ. ასევე EMCDDA, პორტუგალია. Glenn Greenwald, Drug Decriminalization in Portugal, (Washington, D.C: Cato Institute, 2009) http://object.cato.org/sites/cato.org/ files/pubs/pdf/greenwald_whitepaper.pdf (15.03.2014) 25 იქვე გვ.6 23 24 13 უკანონო ფლობის დანაშაულზე. თავის მხრივ, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების გავრცელება, კომერციული მიზნის გარეშე, შედარებით ნაკლები სიმკაცრით ისჯება, ვიდრე შემთხვევები, როდესაც სახეზეა კომერციული სარგებლის მიღების მიზანი. დაიხვეწა ნარკოტიკული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნები და მათი თანმდევი შედეგები, ხოლო ზოგიერთი მუხლი გაერთიანდა (მაგ. საზღვარზე ნარკოტიკული საშუალების შემოტანა გაერთიანდა სსკ-ის 260-ე მუხლთან და ამ ქმედებაზეც ზოგადი წესით განისაზღვრა სანქციები). ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციის კუთხით მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით, დღეისათვის 25-დან 30-მდე ქვეყანამ ამა თუ იმ ფორმით უკვე გაატარა დეკრიმინალიზაცია სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებისთვის.26 კანონპროექტის შემოთავაზებული მოდელით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება კონკრეტულ გარემობებში და მცირე ოდენობით ფლობა და გავრცელება მაინც განიხილება სამართალდარღვევად და პასუხისმგებლობის ზომები „საქართველოს ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ“ კანონპროექტით არის გაწერილი, ხოლო ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები განმარტებულია „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით. აღნიშნული მოდელი ეფუძნება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ კვლევებს, ანალიზებს, ანგარიშებს და განვითარებული ქვეყნების ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა ტენდენციებს.27 კანონპროექტით წარმოდგენილ ყველა მუხლს დამამძიმებელ გარემოებად ემატება არასრულწლოვნის მონაწილეობით მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს ნარკოტიკულ დანაშაულებში ნებისმიერი ფორმით არასრულწლოვნის ჩართულობის პრევენციას და ასეთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში აშკარად გამოკვეთილ მაღალ სანქციას. კანონპროექტით ნარკოტიკული ნივთიერების ან ფსიქოტროპული ნივთიერების მხოლოდ უკანონო ფლობაზე, გავრცელების ან კომერციული მიზნით გასაღების დადასტურებული ფაქტის გარეშე, დგინდება ნაკლებად მკაცრი სასჯელი. იგივე ქმედებაზე, როდესაც დადასტურებულია გავრცელების ფაქტი, გათვალისწინებულია სასჯელის უფრო მკაცრი ზომა, ხოლო, როდესაც სახეზეა გასაღება კომერციული მიზნით, სასჯელის ზომა აღწევს მაქსიმუმს. კანონპროექტით შესაძლებელი ხდება დღეისათვის არსებული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა, როცა მოსამართლე მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი გამოიყენოს სასჯელის გათვალისწინებულ ზომაზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საპროცესო შეთანხმების დადება ბრალდების მხარის დისკრეციულ Estwood, Fox & Rosmarin, A Quiet Revolution: Drug Decriminalization Accross the Globe (2016). ჯორჯ მურკინი, მოიმატებს თუ არა ნარკოტიკების მოხმარება? ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია თუ რეგულაცია: ძირითადი მოსაზრებების მიმოხილვა (2016), გვ. 42-49, იხ. ასევე Global Commission on Drug Policy, Advancing Drug Policy Reform: A new Approach to Decriminalisation (2016). 26 27 14 უფლებას წარმოადგენს, პირის კონსტიტუციური უფლებების რეალიზება ბრალდების მხარის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. კანონპროექტის 260-ე მუხლი განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას. მუხლის პირველ ნაწილში გათვალისიწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მაქსიმალურად მაღალი ზომა, რაც ემსახურება მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზანს, რათა უზრუველყოფილ იქნას მოსამართლის შესაძლებლობა მსჯავრდებულის ინდივიდუალური გარემოებებისთვის მაქსიმალურად შესაფერისი სასჯელი განსაზღვროს. სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს ალტერნატიულ სასჯელებს და, შესაბამისად, ირღვევა ადამიანის ღირსება და შემდგომი რესოციალიზაციის უფლება. კანონპროექტით პირს ეძლევა საშუალება საზოგადოებასთან ურთიერთობით და მისგან იზოლირების გარეშე დაძლიოს ნარკოტიკის მიღების სურვილი და უზრუნველყოს დანაშაულის ხელახალი ჩადენის პრევენცია. მუხლის მეორე ნაწილი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ვადას, რადგან ალტერნატიულ სასჯელებთან ერთად თავისუფლების აღკვეთის ქვედა ზღვარის დაწესება არალოგიკური და შეუსაბამოა - თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადაც კი უფრო მძიმეა ვიდრე ნებისმიერი სხვა ალტერნატიული სასჯელი. ,,თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მისი უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ამასთან, უნდა იგულისხმებოდეს არა მხოლოდ მოსამართლის მიერ მისი ასეთი მიდგომით გამოყენება, არამედ კანონის დონეზეც ამა თუ იმ ქმედებისთვის სასჯელის სახით პატიმრობის მხოლოდ იმ შემთხვევაში გათვალისწინება, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც პირის ქმედების რეგულირება აუცილებელია, თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ.”28 კანონპროექტით 260-ე მუხლის პირველ ნაწილს ემატება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაიზდვა, გადაგზავნა ამასთან, მუხლი ითვალისწინებს, რომ ვინაიდან სახელმწიფოს არა აქვს ტექნიკური შესაძლებლობა განსაზღვროს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ოდენობები, საქმე უნდა გადაწყდეს მომხმარებლის სასარგებლოდ და არა ამ უკანასკნელის უსამართლოდ დასჯით. შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქ სასჯელს და მოსამართლის მიერ ალტერნატიული სასჯელების გამოყენების შეაძლებლობას ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, კანონპროექტით დეკრიმინალიზაცია შეეხო მხოლოდ ახალი ფსიქოტროპული საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მერაბ ტურავას 28 განსხვავებული აზრი (2015), ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე. 15 ნივთიერების მოხმარების ფაქტს, ხოლო ნებისმიერი ოდენობის ფლობა დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით. კანონპროექტის თანახმად, კოდექსს ემატება 2601 და 2602 მუხლები, რომლითაც, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გავრცელების და კომერციული მიზნით გასაღებისთვის დგინდება ქმედების ადეკვატური სანქციები ალტერნატიული სასჯელების დანიშვნის შესაძლებლობით. 2601 მუხლი განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გავრცელებას კომერციული მიზნის გარეშე. 2602 მუხლში წარმოდგენილია ამავე ნივთიერებების გასაღება კომერციული მიზნით და ეს ქმედება უფრო მკაცრად ისჯება. კანონპროექტის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებისთვის, წარმოებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის, გადაგზავნისთვის დგინდება ნაკლებად მკაცრი სანქცია, სასჯელის ალტერნატიული სახეების გამოყენებასთან ერთად. იგივე ქმედებებზე, როცა სახეზეა გავრცელება, დადგენილია საკმაოდ მკაცრი სტანდარტი (მუხლი 2611) და ყველაზე მკაცრი სასჯელი განსაზღვრულია იგივე ქმედებების ჩადენისთვის, რასაც თან სდევს გასაღება კომერციული მიზნით (მუხლი 2612). სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობით ფსიქტოროპულ ნივთიერებების ან მისი ანალოგის ფლობასთან დაკავშირებულ დანაშაულებში, როგორც ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობის შემთხვევაში, კანონპროექტით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მაქსიმალურად მაღალი ზომა არის გათვალისწინებული, რაც ემსახურება მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზანს და მოსამართლის შესაძლებლობას, განსაზღვროს მსჯავრდებულის ინდივიდუალური გარემოებებთან მაქსიმალურად შეფერისი სასჯელი. კანონპროექტის 265-ე მუხლში დგინდება ნაკლებად მკაცრი სასჯელი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის, როცა სახეზე არ არის დამამძიმებელი გარემობები და შემოთავზებულია ალტერნატიული სასჯელების დანიშვნის შესაძლებლობა. მოქმედი რედაქციით აღნიშნული ქმედებისთვის გათვალისწინებული სანქცია აშკარად არაპროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენს. მოსამართლეს კანონი არ აძლევს საქმის გარემოებების ინდივიდუალური შეფასების შესაძლებლობას, რადგან მოსამართლემ პირის მსჯავრდებისათვის მხედველობაში უნდა მიიღოს მცენარის ბიოლოგიური წონა (რაც დამოუკიდებლად არ არის საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი) და არა მასში ნარკოტიკული საშუალების ქიმიური შემცველობის ოდენობა. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის იმ ოდენობით უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, რომ მომავალში მისგან მოხდეს ნარკოტიკული ნივთიერების გამოყვანა და პირადი მოხმარება, ასევე წარმოადგენს ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს მხოლოდ იმ ადამიანის ჯანმრთელობას, რომელმაც დათესა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე. ამ ქმედების ჩამდენი პირისათვის 2, 4 და 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ქმედებასთან არაპროპორციულ სასჯელს. 16 267-ე მუხლის პირველ ნაწილში იშლება თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზღვარი, რადგან ალტერნატიულ სასჯელებთან ერთად თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზღვარის არსებობა უსაფუძვლო და არალოგიკურია. მუხლის მეორე ნაწილში თავისუფლების აღკვეთის მინმალური ზღვარის წაშლა განპირობებულია მოსამართლისთვის, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებისას, სასჯელის ფართო დიაპაზონის დანიშვნის უფლებამოსილების მინიჭებით. 271-ე მუხლით დასჯადად ითვლება მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა არასრულწლოვნისთვის. აღნიშნული ცვლილების მიზანია მაქსიმალურად იქნეს აღკვეთილი არასრულწლოვანის მიერ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედების ჩადენის წახალისება. კანონპროექტით უქმდება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია „პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების“ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ხოლო ადმინისტრაციული სახდელი შენარჩუნდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებში, იმ კონკრეტულ შემთხვევებში, რომელიც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით იქნება წარმოდგენილი. “სისხლის სამართლის ქმედების კრიმინალიზაციისა და მისი დასჯადობის ფუნქცია მხოლოდ მაშინაა წარმატებული, როდესაც ის გამოიყენება როგორც ultima ratio. საზოგადოების და ადამიანის ინტერესების დასაცავად სისხლისსამართლებრივი ნორმები უნდა გამოიყენებოდეს როგორც უკიდურესი საშუალება, როდესაც ამოწურულია სამართლებრივ სიკეთეთა დაცვის 29 არასისხლისსამართლებრივი საშუალებები.“ შეუსაბამოა პირისთვის კრიმინალის სტატუსის მინიჭება და მით უმეტეს თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს.30 ამასთან, შეუძლებელია, რომ არაადამიანურ მოპყრობად და სასჯელად არ იქნეს მიჩნეული ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთა მაშინ, როდესაც ამისთვის საფუძველი და, შესაბამისად, საჭიროება არ არსებობს საერთოდ, ან, როდესაც თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული ვადა აშკარად არაპროპორციულია ჩადენილი ქმედებისთვის საკმარისი პასუხისმგებლობის მიზნების მისაღწევად.31 მოქმედი კანონმდებლობით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება ისეთი ქმედებისთვის, რომელიც არ უქმნის საფრთხეს ბექა წიქარიშვილის საქმე, პარა. 37. საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მერაბ ტურავას განსხვავებული აზრი (2015), ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე. პარა. 84. 31 ბექა წიქარიშვილის საქმე, პარა. 27. 29 30 17 სხვების ჯანმრთელობას, არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს აუცილებელ და პროპორციულ ჩარევად ადამიანის თავისუფლებაში. ასეთი სასჯელი ვერც სასჯელის მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს და, შედეგად, სასჯელს გადააქცევს მიზნად. შეუძლებელია საუბარი სასჯელით სამართლიანობის აღდგენაზე ან პირის რესოციალიზაციაზე, როდესაც არ არსებობს საამისო მიზეზი და საფუძველი. როგორც უკვე აღინიშნა, საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პასუხისმგებლობა იმთავითვე მხოლოდ ზოგად პრევენციას ემსახურება, რომ სხვებმაც არ ჩაიდინონ ასოციალური და საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის გამომწვევი ქმედება. რაც შეეხება სხვებისთვის ზიანის მიყენების საფრთხის თავიდან ასაცილებლად პასუხისმგებლობის დაკისრებას, მაშინ, როდესაც ასეთი საფრთხე ჰიპოთეტურია, ან საერთოდ არ არსებობს, ან ყოველ ჯერზე მისი არსებობის მტკიცება შეუძლებელია, სასჯელი კვლავ მხოლოდ ზოგადი პრევენციის დომინირების იმედად რჩება, რაც დაუშვებელია და გაუმართლებელი.32 „ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ მიღებული „ნარკოტიკული პოლიტიკის სახელმძღვანელო“ განმარტებით, “წამალდამოკიდებულება უნდა ითვლებოდეს არა დანაშაულად, არამედ ჯანმრთელობის პრობლემად. მკურნალობა წამალდამოკიდებულის პრობლემისა და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების, მათ შორის, სოციალურ საკითხებთან და დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტის გზაა.” კანონმდებლობა ხელს უნდა უწყობდეს ბალანსის შენარჩუნებას ნარკობაზრის პრობლემის გადაჭრისა და სოციალური პოლიტიკის იმ პროგრამების განხორციელებას შორის, რომელთა მიზანსაც ნარკოტიკების მომხმარებლების დახმარება წარმოადგენს.33 აღნიშნულის მიღწევის ერთ-ერთ გზად ორგანიზაცია ნარკოდანაშაულთა დიფერენიცრებას განიხილავს სუბიექტების მიხედვით. კერძოდ, კანონმდებლობა უნდა აკეთბდეს ცალსახა დიფერენცირებას ნარკობაზრის სხვადასხვა მოქმედ პირს შორის და წამალდამოკიდებული პირების მიმართ უნდა გამოიყენებოდეს თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული ზომები. ამასთან, კანონმდებლობა მოსამართლეს უნდა აძლევდეს შეფასების შესაძლებლობას, რათა ნარკოტიკის მომხმარებლებს მიეცეთ სარეაბილიტაციო საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა. მიერ მიღებულ დოკუმენტში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის „წამალდამოკიდებულთა ეფექტური მკურნალობის პრინციპები“ ხაზგასმულია, ნარკოტიკის მომხმარებელთა მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენების მიზანშეუწონელობის შესახებ. ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფოებში, სადაც წამალდამოკიდებულება მიიჩნევა არა ჯანმრთელობის, არამედ „პიროვნების პრობლემად,“ ხდება ნორკოტიკულ საშუალებათა მომხმარებლების სტიგმატიზირება, ისინი მოკლებულნი არიან მკურნალობასა და რეაბილიტაციის საშუალებას. ორგანიზაციის განმარტებით, მკაცრი საჯარიმო ან სისხლისამართლებრივი სანქციების გამოყენება უშედეგოა, ვინაიდან ისინი ყურდღების მიღმა ტოვებს იმ ნევროლოგიურ ცვლილებებს, რომელსაც წამალდამოკიდებულება იწვევს. ბექა წიქარიშვილის საქმე, პარა. 101. „ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ მიღებული „ნარკოტიკული პოლიტიკის სახელმძღვანელოდან“ მოყვანილი ციტატა http://dl.dropboxusercontent.com/u/64663568/library/IDPC-GuideHTML/Chapter-3.3.pdf (18.04.2014) 32 33 18 განსახილველი პრობლემისადმი თანამედროვე მიდგომა უნდა ეფუძნებოდეს კვალიფიციურ, სისტემატიზირებულ, მეცნიერულად დასაბუთებულ მიდგომებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკული დანაშაულების ოფისის (UNODC) მიერ საერთაშორისო კონვენციების დებულებებიდან გამომდინარე გაკეთებული განმარტებით, მკურნალობა-რეაბილიტაცია, სოციალური რეინტეგრაცია და მკურნალობის შემდგომი დახმარება, მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში სისხლისსამართლებრივი სასჯელების ალტერნატივად გამოყენება შესაძლებლობას მოკლებულია. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ტრადიციული – სასჯელზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება იწვევს პატიმრების რაოდენობის ზრდას. ე.წ თავისუფლების აღკვეთა არაეფექტურია და ხშირად იწვევს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევას.34 აღნიშნულისგან განსხვავებით, სამედიცინო მიდგომა შეიძლება გულისხმობდეს განათლებას, სამოტივაციო და ქცევით კონსულტაციას. იმგვარი მეთოდოლოგიის გამოყენებას, რომელიც რეალურად ემსახურება წამალდამოკიდებული პირის რეაბილიტიაციას და რეინტეგრაციას. აღნიშნულ კონვენციებზე დაყრდნობით, მიღებულია არაერთი რეკომენდაცია. მაგალითისთვის, სახელმძღვანელო პრინციპები „სასჯელის ალტერნატიული ზომების გამოყენების შესახებ“,35 „ინვესტირება წამალდამოკიდებულთა მკურნალობაში“36 და ა.შ. UNODC (United Nations Office for Drugs and Crime) ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას განმარტავს, როგორც ჯანმრთელობის დარღვევას, რომელიც წარმოეშობათ ნარკოტიკების მომხმარებელ იმ პირებს, რომელთაც უკვე გააჩნიათ წინასწარ არსებული ფსიქოლოგიური მოწყვლადობა. შესაბამისად, მათთვის მკაცრი სასჯელის შეფარდება ვერ ჩაითვლება ადეკვატურ და სამართლიან ნაბიჯად, რადგან თავისუფლების აღკვეთა შეიძლება უფრო მძიმე შედეგის მომტანი იყოს ასეთი პირებისთვის.37 იმ პირებისთვის, რომლებსაც არ ჩაუდენიათ ძალადობრივი დანაშაული, თავისუფლების აღკვეთა, როგორც წესი, უფრო მეტად საზიანოა, ვიდრე სასარგებლო. ხანგრძლივი პატიმრობით შესაძლებელია მსჯავრდებულმა განიცადოს სოციალიზაცია ციხის სუბკულტურაში და იქცეს კრიმინალად. გარდა ამისა, აშშ-ში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ის პირები, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იხდიდნენ სასჯელს ციხეში, გათავისუფლების შემდეგ უფრო ხშირად უბრუნდებოდნენ ნარკოტიკების მოხმარებას, ვიდრე ისინი, რომლებსაც შეეფარდათ პირობითი მსჯავრი.38 34 UN Office on Drug and Crime, From coercion to cohesion: Treating drug dependence through health care,not punishment (New York: UN, 2010). 35 UN Office on Drug and Crime, Handbook of basic principles and promising practices on Alternatives to Imprisonment, (New York: UN, 2007). 36 http://www.altgeorgia.ge/2012/myfiles/Investing%20in%20drug%20abuse%20treatment%20for%20policymakersGEO.pdf 37 ამ საკითხთან დაკავშრებით იხ. RTI საერთაშორისოსდაერიკკარლინის მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის მომზადებული ნარკოპოლიტიკის გზამკვლევი: საქართველოში ნარკოპოლიტიკის ალტერნატივები (2011). 38 Global Commission on Drug Policies, Drug Policy, Criminal Justice and Mass Imprisonment (Geneva: 24-25 January 2011), 5.http:// www.globalcommissionondrugs.org/wp-content/themes/gcdp_v1/pdf/Global_Com_Bryan_Stevenson.pdf (15.03.2014) 19 ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 260მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 261-ე მუხლის მეორე ნაწილით, 262-ე მუხლის პირველი და პირველი პრიმა ნაწილებით, 263-ე მუხლის პირველი და 265-ე მუხლის მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სხვა სანქციებთან ერთად, ძირითად სასჯელებად დამატებით გათვალისწინებული იქნება ჯარიმა; ამას გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს ახალ დანაშაულებს, კერძოდ 2601 და 2611 მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებები აგრეთვე ისჯება ჯარიმებით. საბოლოო ჯამში, აღნიშნული ცვლილებები გაზრდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს. კანონპროექტი ითვალისწინებს სსკ-ის 273-ე მუხლის გაუქმებას, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმასაც. აღნიშნული ცვლილებაც გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას. უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2016 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე ფულადი ჯარიმა დაეკისრა 1,101 პირს, ხოლო საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 1,011 პირთან. ჯარიმის ოდენობების გათვალისწინებით (მინიმალური ჯარიმა - 1,000 ლარი) ჯარიმის სახით გადახდილი ჯამური თანხა შეადგენდა მინიმუმ 2,202,000 ლარს. კანონპროექტის მიღების შემდეგ აღნიშნული თანხა აღარ შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ბიუჯეტში არგეთვე აღარ შევა ამ მუხლის საფუძველზე გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების საფუძველზე გადახდილი თანხა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის თანახმად, მცირდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 267-ე, 268-ე და 271-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა, ასევე უქმდება 273-ე და 274-ე მუხლები, რომლებიც სასჯელის სახით ასევე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, სასჯელების ადმინისტრირებისთვის აღნიშნული საჭირო გამოიწვევს თანხების საპატიმრო შემცირებას. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის მონაცემებით ერთი მსჯავრდებულის კვების დღიური ხარჯი შეადგენს დაახლოებით 4.7 ლარს, ხოლო წლიურად კი 1,708 ლარს. 20 გარდა ამისა, დამატებით სასჯელებად კანონპროექტი რიგ დანაშაულებზე (260-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 2601 მუხლის პირველი ნაწილით, 261-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, აგრეთვე 2611-ე და 263-ე, 264-ე და 265-ე მუხლების პირველი ნაწილებით, 267-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 271-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები) ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. უქმდება სისხლის სამართლის 273-ე მუხლი და მასთან დაკავშირებული ჯარიმა; ასევე, შეწყდება ამ მუხლთან დაკავშირებული საპროცესო შეთანხმებების ფარგლებში ფულადი სახსრების გადახდა. აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 261-ე მუხლის მეორე ნაწილით, 262-ე მუხლის პირველი და პირველი პრიმა ნაწილებით, 263-ე მუხლის პირველი და 265-ე მუხლის მეორე ნაწილებით გათვალისწინებული სასჯელებად დანაშაულისთვის, დამატებით სხვა გათვალისწინებული სანქციებთან იქნება ერთად, ჯარიმა. ძირითად შესაბამისად, აღნიშნულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს, ძირითად სანქციად შესაძლოა დაეკისროთ ჯარიმაც, რომლის მინიმალური ოდენობა შეადგენს 2000 ლარს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 260მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 261-ე მუხლის მეორე ნაწილით, 262-ე მუხლის პირველი და პირველი პრიმა ნაწილებით, 263-ე მუხლის პირველი და 265-ე მუხლის მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სხვა სანქციებთან ერთად, ძირითად სასჯელებად დამატებით გათვალისწინებული იქნება ჯარიმა; ამას გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს ახალ დანაშაულებს, კერძოდ 2601 და 2611 მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებები აგრეთვე ისჯება ჯარიმებით. 21 გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა (41 ორგანიზაცია), დარგის ექსპერტები, სამოქალაქო სექტორი დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, სოფიო ქაცარავა. 22
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 260. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება 1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. (ძალადაკარგულია პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენაშენახვის გამო) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 26 თებერვლის განჩინება №3/1/708,709,710 - ვებგვერდი, 15.03.2016წ. (ძალადაკარგულ ია პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება №3/1/855 -– ვებგვერდი, 21.02.2017წ. 2. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; 23 გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 4. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თერთმეტ წლამდე. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. შენიშვნა: 1. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, მის ანალოგს, პრეკურსორს, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას, მის ანალოგს ან ძლიერმოქმედ ნივთიერებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. 24 2. ამ თავის მიზნებისათვის ნებაყოფლობით ჩაბარებად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით განაცხადებს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების წარმოდგენის თაობაზე და აქტიური ქმედებით ხელს შეუწყობს მის ამოღებას. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები ვრცელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ნებისმიერ ოდენობაზე. 5. ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები. მუხლი 261. ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება 1. ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; 25 ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. მუხლი 262. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა 1. საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. 11. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ან 11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი, 11 ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) არაერთგზის; გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – 26 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი, 11, მე--2 ან მე--3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. 2. ამ მუხლის 11 ნაწილი ვრცელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ნებისმიერ ოდენობაზე. 3. ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები. მუხლი 263. საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა 1. საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; 27 ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. მუხლი 264. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა 1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) არაერთგზის; გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: 28 ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; გ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილი ვრცელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ნებისმიერ ოდენობაზე. 3. ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები. მუხლი 265. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება 1. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი; ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 29 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. მუხლი 267. ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება 1. ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. [ 1. ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან )] 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის ან სხვისთვის მომსახურების გაწევის მიზნით; ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – 30 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. მუხლი 268. ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება 1. ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის ან სხვისთვის მომსახურების გაწევის მიზნით; ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ერთ წლამდე ან უამისოდ. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. მუხლი 271. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა 31 1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ანგარებით; გ) არასრულწლოვნის ან იმის მიმართ, ვინც გადის დეზინტოქსიკაციური თერაპიის კურსს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 3. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის სპეციალური სადგომის ანდა ასეთ სადგომში მისი უკანონოდ მოხმარების ორგანიზება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. მუხლი 273. პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – 32 ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები. (ძალადაკარგულია სისხლისსამართლებრივი შესაძლებლობას ის ნორმატიული სასჯელის „ნარკოტიკული სახით შინაარსი, რომელიც თავისუფლების საშუალებების, ითვალისწინებს აღკვეთის ფსიქოტროპული გამოყენების ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის უკანონო დამზადების, შეძენისა და შენახვის გამო) მუხლი 274. იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება ნარკომანის მიერ სპეციალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ იძულებითი მკურნალობისათვის ჯიუტად თავის არიდება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე 33 დაწესებულებაში