„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“
- „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ (ინიციატორმა გაითხოვა 06/06/2018) საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ინიციატორმა გაითხოვა 06/06/2018) საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ინიციატორმა გაითხოვა 06/06/2018) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ინიციატორმა გაითხოვა 06/06/2018) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-26
ბიუროს ნომერი 74
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა
დაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1.“სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და
მცენარეთა დაცვის“ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N6155-Iს,
გამოქვეყნების თარიღი - 25/05/2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პუნქტი „ჰ36 „ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
36
ჰ )
სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერება −
„სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებული
ნივთიერებების
და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
ნივთიერება;
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსის“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განაპირობა “სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული
ნივთიერებების
და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ» კანონის პროექტის
შემუშავებამ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
ვეტერინარიისა
და
შესაბამისობაში
მოვიდეს
„სურსათის/ცხოველის
მცენარეთა
დაცვის
“სპეციალურ
საკვების
კოდექსის“
კონტროლს
უვნებლობის,
საქართველოს
კანონი
დაქვემდებარებული
ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ» კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს მე-2 მუხლის პუნქტი „ჰ36„-ს ახალი რედაქციით
ჩამოყალიბებას,
რაც
გამომდინარეობს
„ნარკოტიკული
საშუალებების,
ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების მიზნით “სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებული ნივთიერებების
და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ»
საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას არ
მოახდენს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
2
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა (41 ორგანიზაცია),
დარგის ექსპერტები, სამოქალაქო სექტორი
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის
ავტორია
პლატფორმა.
საქართველოს
ნარკოპოლიტიკის
ეროვნული
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი
ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, სოფიო ქაცარავა
3
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა
დაცვის კოდექსის“ იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
(რომლებშიც) წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება:
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება (17.04.2014. N2285 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15
დღეს)
ამ კოდექსის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი
მნიშვნელობა:
ა)
სურსათი
–
ადამიანის
საკვებად
განკუთვნილი
ნებისმიერი
გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი.
სურსათი ასევე მოიცავს ყველა სახის სასმელს (მათ შორის, სასმელ წყალს), საღეჭ
რეზინს და სურსათში გამოსაყენებელ ნებისმიერ ნივთიერებას (წყლის ჩათვლით),
რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და
გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს: ცხოველის საკვებს, ცოცხალ ცხოველებს
(გარდა იმ ცხოველებისა, რომლებიც გამზადებულია ბაზარზე განსათავსებლად,
ადამიანის მიერ მოხმარებისათვის), მცენარეებს (მოსავლის აღებამდე), სამკურნალო
და ჰომეოპათიურ საშუალებებს, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ
საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, კოსმეტიკურ საშუალებებს,
ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს;
ბ) პირველადი წარმოება – პროცესი, რომელიც მოიცავს: მცენარის მოყვანას
(მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის ჩათვლით); ცხოველის გაზრდას, მოშენებას
დაკვლამდე, აგრეთვე რძის წველას. პირველადი წარმოება ასევე მოიცავს ნადირობას,
თევზჭერას და ველური მცენარეების შეგროვებას;
გ) ვეტერინარია (ვეტერინარული მედიცინა) – საქმიანობა, რომლის მიზანია
ცხოველის
(მათ
შორის,
შინაური
ცხოველის)
ჯანმრთელობისა
და
კეთილდღეობისათვის დაავადებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა, უვნებელი
ცხოველური პროდუქტის წარმოება, ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის
დაცვა და ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა;
დ) ბიოწარმოება – მეურნეობის მართვის ერთიანი სისტემა წარმოების ისეთი
მეთოდების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნებისა და
ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების
ეფექტიან გამოყენებას, შეესაბამება ბიოწარმოების წესით დადგენილ მოთხოვნებს
წარმოების,
გადამუშავების,
შენახვის,
შეფუთვის,
ტრანსპორტირების,
ეტიკეტირების/ნიშანდების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ეტაპებზე და ეს
შესაბამისობა დადასტურებულია შესაბამისობის სერტიფიკატით;
ე) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი − ნებისმიერი ორგანიზმი
(ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე
ბიოტექნოლოგიური
მეთოდების
გამოყენებით.
ეს
მეთოდები
არ
განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;
4
ვ) პირველადი პროდუქტი − ადამიანის ან ცხოველის საკვებად განკუთვნილი
პროდუქტი, რომელიც მიღებულია პირველადი წარმოებიდან გადამუშავებამდე (მათ
შორის, ნიადაგიდან) ცხოველის მოშენების, ნადირობის ან თევზჭერის შედეგად;
ზ) ცხოველის საკვები – ცხოველის საკვებად გამოსაყენებელი ნებისმიერი
გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი ნივთიერება
ან პროდუქტი (საკვებდანამატის ჩათვლით);
თ) ცხოველური პროდუქტი − ცხოველური წარმოშობის სურსათი, აგრეთვე
ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი;
ი) მცენარეული პროდუქტი − მცენარეული წარმოშობის სურსათი, აგრეთვე
მცენარეული წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი, რომელიც,
თავისი ბუნებიდან ან გადამუშავების თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლოა
მავნე ორგანიზმების გაჩენისა და გავრცელების რისკს ქმნიდეს;
კ) ცხოველი − ნებისმიერი ხერხემლიანი თუ უხერხემლო ცხოველი (ყველა
სახეობის ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი, წყალხმელეთა ძუძუმწოვარი,
ამფიბია, კიბოსნაირი, მოლუსკი, საინკუბაციო კვერცხი, განაყოფიერებული
ქვირითი);
ლ) შინაური ბინადარი ცხოველი − ნებისმიერი სახეობის ცხოველი, რომელიც
ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის (მათ
შორის, ხორცის, რძისა და კვერცხის), ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი
ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად;
მ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია − ცხოველისათვის ან/და
ცხოველთა ჯგუფისათვის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება,
მისი ნიშანდება და ერთიან რეესტრში შეტანა;
ნ) ცხოველის კეთილდღეობა − ცხოველის მოვლა-შენახვისა და ბუნებრივი
ქცევისათვის საჭირო პირობების შექმნა, რომელიც მოიცავს ცხოველის საკვებისა და
წყლის ხელმისაწვდომობას, დაავადებისაგან, ტკივილისაგან, შიშისა და სხვა
სტრესისაგან მის დაცვას;
ო) მცენარე − ცოცხალი მცენარეები და მათი ნაწილები (თესლისა და
გენეტიკური მასალის ჩათვლით);
პ)
სახელმწიფო
კონტროლი
–
უფლებამოსილი
პირის
ქმედება
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
ჟ) კომპეტენტური ორგანო − სახელმწიფო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია
განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი;
რ) მაკონტროლებელი ორგანო − იურიდიული პირი, რომელსაც კომპეტენტური
ორგანოს მიერ დელეგირებული აქვს სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული
კონკრეტული ამოცანის შესრულება;
ს) უფლებამოსილი პირი – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი
პირი, რომელსაც უფლებამოსილებას კომპეტენტური ორგანო ანიჭებს;
ტ) გადამუშავება − ნებისმიერი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის
5
პირველად პროდუქტს (მათ შორის, გაცხელება, შებოლვა, გახმობა, დამწიფება,
გამოშრობა, დამარილება, გაწურვა, ექსტრაქცია, ექსტრუზია ან ამ პროცესთა
ნებისმიერი კომბინაცია);
უ) გადაუმუშავებელი სურსათი/ცხოველის საკვები – პროდუქტი, რომელსაც არ
გაუვლია გადამუშავება და რომელიც დაიკლა, გატყავდა, დანაწილდა, დაიჩეხა,
დანაწევრდა, დაიჭრა ნაჭრებად, გამოეცალა ძვლები,
დაიფქვა, დაქუცმაცდა,
გაიწმინდა, მოიჭრა, მოსცილდა ხაოიანი ნაწილი, გაიფცქვნა, გაცივდა, გაიყინა,
სწრაფად გაიყინა ან გალღვა;
ფ) გადამუშავებული სურსათი/ცხოველის საკვები – პროდუქტი, რომელიც
მიიღება გადაუმუშავებელი სურსათის/ცხოველის საკვების გადამუშავების შედეგად.
გადამუშავებული სურსათი/ცხოველის საკვები შეიძლება შეიცავდეს ინგრედიენტებს,
რომლებიც აუცილებელია მის საწარმოებლად ან მისთვის სპეციფიკური თვისებების
მისანიჭებლად;
ქ) საკვებდანამატი – ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არ
გამოიყენება სურსათად/ცხოველის საკვებად, მაგრამ ემატება სურსათს/ცხოველის
საკვებს წარმოების, გადამუშავების, შეფუთვისა და შენახვის დროს, რის შედეგადაც ეს
ნივთიერება ან მისი გარდაქმნის პროდუქტი სურსათის/ცხოველის საკვების
ინგრედიენტი ხდება;
ღ) მავნე სურსათი/ცხოველის საკვები − ისეთი სურსათი/ცხოველის საკვები,
რომელიც
არ
შეესაბამება
სურსათის/ცხოველის
საკვების
საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს;
ყ) ბიზნესოპერატორი – პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება
სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული
პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის
წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას და რომელიც
პასუხისმგებელია
თავისი
საქმიანობის
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის;
შ) მცირე ბიზნესი − იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომლის წლიური
ბრუნვა არ აღემატება 200 000 ლარს;
ჩ) აღიარება − რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობის
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის
დადასტურება;
ც) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპები – პროცესის
ყოველი ეტაპი, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და
მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის,
პესტიციდის,
აგროქიმიკატის იმპორტის, ექსპორტის, პირველადი წარმოების, გადამუშავების,
შენახვის, შეგროვების, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და საბოლოო
მომხმარებლისათვის მიწოდების ჩათვლით;
ძ) ტრადიციული მეთოდი – სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება,
გადამუშავება ან/და დისტრიბუცია, აგრეთვე პირველადი წარმოება ისტორიულად
6
ჩამოყალიბებული, თაობიდან თაობისთვის გადაცემული მეთოდების გამოყენებით,
ტრადიციული ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებისა და სხვა ტრადიციული
სამეურნეო საქმიანობების ჩათვლით;
წ) მაღალმთიანი რეგიონი – „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება; (16.07.2015 N4038)
ჭ) ოჯახური წარმოება – სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ან/და
პირველადი წარმოება არაორგანიზებულად ან/და პირადი მოხმარების მიზნით;
ხ) ოჯახური წარმოების სუბიექტი – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს
სურსათის/ცხოველის
საკვების
წარმოებას
ან/და
პირველად
წარმოებას
არაორგანიზებულად ან/და პირადი მოხმარების მიზნით;
ჯ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის წარმოების ადგილი − ნაკვეთის ან
ნაგებობის ერთეული ან ამ ერთეულთა ერთიანობა, რომელიც იმართება
ფიტოსანიტარიული მოთხოვნების შესაბამისად;
ჰ) ბაზარზე განთავსება – ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის
პროდუქტების,
საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული
ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის სასყიდლით ან
უსასყიდლოდ მიწოდება, აგრეთვე გადაცემის სხვა ფორმები;
1
ჰ ) საცალო ვაჭრობის პუნქტი – ობიექტი, სადაც ხორციელდება
სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული
პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის
საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდება;
ჰ2) საბოლოო მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელიც სურსათს/ცხოველის
საკვებს, ცხოველს, მცენარეს, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებს, ვეტერინარულ
პრეპარატს, პესტიციდს ან/და აგროქიმიკატს სარეალიზაციოდ არ იყენებს;
ჰ3) საფრთხე – სურსათში/ცხოველის საკვებში, ცხოველში, მცენარეში,
ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებში ისეთი ბიოლოგიური, ქიმიური ან
ფიზიკური აგენტის არსებობა ან სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის,
ცხოველური და მცენარეული პროდუქტების ისეთი მდგომარეობა, რომელმაც
შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობას ან/და
სიცოცხლეს, მცენარის სიჯანსაღეს;
ჰ4)
რისკი
–
საფრთხიდან
გამომდინარე,
ადამიანის,
ცხოველის
ჯანმრთელობაზე, მცენარის სიჯანსაღეზე მავნე ზემოქმედების გამოვლენის
ალბათობა და სიმძიმე;
5
ჰ ) ვეტერინარი ექიმი − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი
აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული,
სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ჰ6) ვეტერინარი ტექნიკოსი − პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული
დიპლომი ან სერტიფიკატი;
7
7
ჰ ) მიკვლევადობა – სურსათის/ცხოველის საკვების, მასში გამოსაყენებლად
განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების,
სურსათთან/ცხოველის საკვებთან
დაკავშირებული ტარისა და შესაფუთი მასალის, ცხოველის, მცენარის, ცხოველური
და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან
აგროქიმიკატის შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობა
მათი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე;
8
ჰ ) პარტია – ერთი სახეობისა და დასახელების სურსათის/ცხოველის საკვების,
ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის,
პესტიციდის ან აგროქიმიკატის იდენტიფიცირებადი რაოდენობა, გამოშვებული
ერთი და იმავე ბიზნესოპერატორის მიერ ერთი და იმავე ცვლის დროს და
გაფორმებული ერთნაირი ეტიკეტით;
9
ჰ ) ეტიკეტი – სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველურ და მცენარეულ
პროდუქტებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან ან აგროქიმიკატთან
დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება,
ილუსტრაცია ან სიმბოლო, განთავსებული შეფუთვაზე ან/და მასთან დაკავშირებულ
თანდართულ დოკუმენტზე;
10
ჰ )
შეუსაბამობა
−
სურსათის/ცხოველის
საკვების
უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა;
ჰ11) აკრედიტებული ლაბორატორია – საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც
შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში, ან საერთაშორისო
აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია;
ჰ12) დაავადება – ინფექციის კლინიკური ან/და პათოლოგიური გამოვლინება,
აგრეთვე სხვადასხვა ზემოქმედების შედეგად ორგანიზმის ნორმალური
ფუნქციონირების (ცხოველმყოფელობის) დარღვევა;
ჰ13) ინფექცია – ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში პათოგენური აგენტის
შეჭრა, ადაპტაცია, გამრავლება და მასპინძელი ორგანიზმის საპასუხო რეაქცია;
14
ჰ ) დასნებოვნებული კერა – ზონა, რომელშიც დადასტურებულია გადამდები
დაავადების ან მისი აღმძვრელის არსებობა;
ჰ15) ეპიზოოტია – დროის გარკვეულ მონაკვეთში, განსაზღვრულ
ტერიტორიაზე გადამდები დაავადებით ერთდროულად მრავალი ცხოველის
დასენიანება;
ჰ16) გადამდები დაავადება – ცხოველის ინფექციური ან ინვაზიური დაავადება,
რომელიც დაავადებული ორგანიზმიდან ჯანმრთელ ორგანიზმს გადაედება;
17
ჰ ) ზოონოზური დაავადება – ცხოველის ისეთი გადამდები დაავადება,
რომელიც ბუნებრივად გადაედება ცხოველიდან ადამიანს და ადამიანიდან ცხოველს;
8
18
ჰ ) ვეტერინარული კეთილსაიმედოობა − განსაზღვრულ ტერიტორიაზე
დაავადებების არარსებობა;
ჰ19) კრიზისული მდგომარეობა − ბუნებრივად ან ადამიანის მიერ გამოწვეული
მოულოდნელი და სახიფათო მდგომარეობა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის
ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მცენარის სიჯანსაღეს,
ინფრასტრუქტურას, გარემოს და დროულ რეაგირებას მოითხოვს;
ჰ20) ვეტერინარული პრეპარატი – ფარმაკოლოგიური, იმუნოლოგიური ან
მეტაბოლური ეფექტის მქონე ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთიერებათა კომბინაცია,
რომელიც გამოიყენება ცხოველთა დაავადების დიაგნოსტიკისათვის ან დაავადების
სიმპტომების აღმოსაფხვრელად, სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე
ცხოველთა სასიცოცხლო და ფიზიოლოგიური ფუნქციების აღსადგენად ან/და
შესაცვლელად;
ჰ21) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი − ოფიციალური დოკუმენტი,
რომელიც შეესაბამება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით დადგენილ
სერტიფიკატის ფორმას და ადასტურებს, რომ ტვირთი აკმაყოფილებს
ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს;
ჰ22) ჰიგიენური სერტიფიკატი – სურსათის/სურსათთან დაკავშირებული
ტარის უვნებლობის ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი
დოკუმენტი;
23
ჰ ) ვეტერინარული სერტიფიკატი – ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის
მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) კოდექსების შესაბამისად, წარმოშობის ქვეყნის ან/და
ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, ვეტერინარული
კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ჰ24) პესტიციდი − ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც
გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და
სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა
და მავნებლების, მღრღნელების, ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ, აგრეთვე
მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის
ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად
(დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების,
ნიადაგის, მცენარეული პროდუქტებისა და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი
დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის;
ჰ25) აგროქიმიკატი – „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული სასუქი ან/და ქიმიური მელიორანტი. ეს
ტერმინი ვრცელდება ტორფზე, თუ ის სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის
სასუქის სახით გამოიყენება;
ჰ26) საკარანტინო ზონა − გეოგრაფიული არეალი, რომელშიც იყო ან არის
დაავადებული ცხოველი ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველი და ხორციელდება
9
შესაბამისი ღონისძიებები, აგრეთვე ზონა, რომელშიც არსებობს საკარანტინო მავნე
ორგანიზმი და ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი;
ჰ27) მცენარეთა კარანტინი − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც
მიმართულია საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრის ან/და გავრცელების
თავიდან ასაცილებლად ან მათი სახელმწიფო კონტროლის უზრუნველსაყოფად;
ჰ28) ვეტერინარული კარანტინი − ღონისძიება ან ღონისძიებათა ერთობლიობა,
რომელიც მიმართულია გადამდები დაავადებების გამოსავლენად ან/და მათი
გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
ჰ29) ფიტოსანიტარიული ზომა − პროცედურა, რომელიც გამოიყენება
საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრის ან/და გავრცელების თავიდან
ასაცილებლად ან არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების მიერ გამოწვეული
ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად;
30
ჰ ) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტი – მცენარე, მცენარეული
პროდუქტი ან სხვა ორგანიზმი, დასაწყობების ადგილი, შეფუთვა, სატრანსპორტო
საშუალება, კონტეინერი, ნიადაგი ან მასალა, რომელშიც შესაძლებელია არსებობდეს
მავნე ორგანიზმი ან/და რომელიც ხელს უწყობს მის გავრცელებას და რომლის მიმართ
აუცილებელია
ფიტოსანიტარიული
ზომების
გამოყენება,
განსაკუთრებით
საერთაშორისო გადაზიდვების შემთხვევაში;
ჰ31) ცხოველთა საკარანტინო დაავადება – დაავადება, რომელიც ხასიათდება
ფართო არეალზე სწრაფი გავრცელებით, ცხოველთა მაღალი ავადობით ან
სიკვდილიანობით;
ჰ32)
მავნე
ორგანიზმი
−
მცენარეებისათვის
ან
მცენარეული
პროდუქტებისათვის მავნე მცენარის, ცხოველის ან პათოგენური აგენტის ნებისმიერი
სახეობა, სახესხვაობა ან ბიოტიპი. მავნე ორგანიზმი შეიძლება იყოს საკარანტინო ან
არასაკარანტინო;
ჰ33) საკარანტინო მავნე ორგანიზმი − მავნე ორგანიზმი, რომელსაც
პოტენციური ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს საფრთხისადმი დაქვემდებარებული
იმ ზონისათვის, რომელშიც ის ჯერ არ არსებობს, ან არსებობს, მაგრამ შეზღუდულად
არის გავრცელებული და სახელმწიფო კონტროლის ქვეშაა;
ჰ34) არასაკარანტინო მავნე ორგანიზმი − მავნე ორგანიზმი, რომელიც
მოცემული ზონისათვის არ არის საკარანტინო მავნე ორგანიზმი;
ჰ35) ტვირთი − მცენარის ან მცენარეული პროდუქტის განსაზღვრული
რაოდენობა,
რომელიც
გადაადგილდება
შესაბამისი
ფიტოსანიტარიული
სერტიფიკატით. ტვირთი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ერთზე მეტი პარტიისაგან;
36
ჰ ) სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერება −
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა
და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
10
ნივთიერება;
37
ჰ ) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების
(HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) სისტემა − სისტემა, რომელიც
საფრთხეების იდენტიფიცირებით და მათი კონტროლის განხორციელებით
უვნებელი სურსათის წარმოების შესაძლებლობას იძლევა;
ჰ38) ცხოველური ნარჩენი − ცხოველის მოვლასთან და შენახვასთან
დაკავშირებული ნარჩენი, ლეში, აბორტირებული ან მკვდრადშობილი ნაყოფი,
ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი;
ჰ39) სააგენტო − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო
კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის
ეროვნული სააგენტო.
11