„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ინიციატორმა გაითხოვა 06/06/2018)

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
22.06.2017
ავტორი
საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ა. ზოიძე, ლ. კობერიძე, დ. ცქიტიშვილი, ი. ფრუიძე, ს. ქაცარავა
ნომერი
#07-3/77/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-26
ბიუროს ნომერი 74

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდი, 03/01/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი “საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განაპირობა “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის გაუქმებამ. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა ნარკოპოლიტიკის რეფორმის კანონპროექტებთან, კერძოდ, უქმდება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, რაც იწვევს გამომდინარე ცვლილებას საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ნარკოპოლიტიკის რეფორმის კანონპროექტებით ძალადაკარგულად გამოცხადდება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, ამდენად აღარ არსებობს საჭიროება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდეს შესაძლებლობა ჩამოართვას პირს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულის საფუძველია ერთი მხრივ ის, რომ კანონით გათვალისწინებული სამოქალაქო უფლებების ბლანკეტურად ჩამორთმევა გაუმართლებლად რთულ და მძიმე სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს, მეორე მხრივ კი დღეს არსებული ნორმატიული ბაზა აძლევს მოსამართლეს შესაძლებლობას, პირის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით გამოიყენოს საქმიანობის უფლების შეზღუდვა, თუკი კონკრეტული საქმიანობა უკავშირდება მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. შესაბამისად, აღნიშნული კანონით დამოუკიდებლად, ავტომატურ რეჟიმში უფლებების ჩამორთმევა ერთი მხრივ ლახავს მსჯავრდებულის უფლებებს, მეორე მხრივ კი მოსამართლესაც უზღუდავს სასჯელის ინდივიდუალიზების და მისი სამართლიანი ზომის განსაზღვრის შესაძლებლობებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: 2 კანონპროექტს არ აქვს უშუალო ეფექტი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს არ აქვს უშუალო გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება ვალდებულებების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტს უშუალო ფინანსური შედეგები არ ექნება იმ პირთათვის, რომელსაც იგი მიემართება. თუმცა აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ამ პირებს კონკურენტუნარიანობას შრომით ბაზარზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან : გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან : კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან პროექტი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა (41 ორგანიზაცია), დარგის ექსპერტები, სამოქალაქო სექტორი. 3 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, სოფიო ქაცარავა 4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
“საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 59. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები 1. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერების საფუძველია: ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა; ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით შეჩერება; ადმინისტრაციულ გ) პირისათვის მინიჭებული „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ „A1“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“ ან „D1E“ კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვა (მხოლოდ ამ კატეგორიისათვის ან/და ქვეკატეგორიისათვის); დ) მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვა; [დ 1 ) მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის კალენდარული წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწურვა; (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა. 2. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის საფუძველია: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით ჩამორთმევა; ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამორთმევა. 3. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველია: ა) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) შესახებ; ბ) პირის გარდაცვალება; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა. 5 4. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, ჩამორთმევა და შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის საფუძვლის აღმოფხვრამდე და მართვის უფლების აღდგენამდე. სატრანსპორტო საშუალების შეჩერებული, ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. [5 1 . პირს, რომელსაც მართვის უფლება ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით შეუჩერდა, მართვის უფლება აღუდგება მისი შეჩერებიდან 1 კალენდარული წლის გასვლისთანავე ან მართვის უფლება ვადამდე აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. პირი მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაიშვება. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლით მართვის უფლების შეჩერებიდან ამ უფლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღდგენამდე უფლებაშეჩერებული პირი მართვის უფლების არმქონედ ითვლება. [6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „დ 1 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით მართვის უფლების შეჩერებიდან ამ უფლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღდგენამდე უფლებაშეჩერებული პირი მართვის უფლების არმქონედ ითვლება. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)] 6