„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
22.06.2017
ავტორი
საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ა. ზოიძე, ლ. კობერიძე, დ. ცქიტიშვილი, ი. ფრუიძე, ს. ქაცარავა
ნომერი
#07-3/77/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-26
ბიუროს ნომერი 74

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხლი 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის პირადი მოხმარების მიზნით, უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, საქართველოში უკანონო შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა, ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა ან მოხმარება 1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის პირადი მოხმარების მიზნით, მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, საქართველოში უკანონო შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, გამოიწვევს დაჯარიმებას ას ლარამდე ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნივთიერების, აგრეთვე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ან არასრულწლოვნის თანდასწრებით, გამოიწვევს დაჯარიმებას ორას ლარამდე ოდენობით. 3. ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა მაღალი რისკის მქონე, ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოიწვევს დაჯარიმებას სამას ლარამდე ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლის მიზნებისთვის, მოხმარებად ითვლება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ორგანიზმში შეყვანის პროცესი, ან მისი მოსახმარებლად უშუალოდ მომზადების პროცესი; 1 2. პირი ჩაითვლება ამ მუხლით გათვალისწინებული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფად, თუ ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი დასტურდება ერთობლივად კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით. 3. ამ მუხლის მიზნებისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად ითვლება სტადიონი, სკვერი, პარკი, ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა მსგავსი ობიექტები. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ სახდელისაგან საშუალებას, თავისუფლდება ანალოგს, ის, ვინც პრეკურსორს, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას ან მის ანალოგს ან/და სამი სამუშაო დღის ვადაში ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქაოაქტიური ნივთიერების, პრეკურსორის, ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო მომსახურების გასაწევად. 5. პოლიციელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მან ამ ჩაიდინა ამ მუხლის მეორე ან მესამე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. 6. უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ნივთიერების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.” 2. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 451: “მუხლი 451. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის მცირე ოდენობით გავრცელება 1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, მცირე ოდენობით უკანონო გავრცელება, გამოიწვევს დაჯარიმებას სამას ლარამდე ოდენობით.”. 3. 1002 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 1002. მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, გამოიწვევს დაჯარიმებას ას ლარამდე ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სახდელისაგან თავისუფლდება ის ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს კულტივირებულ მცენარეს.” 2 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყონ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის აღნიშნულ შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 3 კანონთან
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განაპირობა “სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ» და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების შემუშავებამ. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „საქართველოს კოდექსი“ შესაბამისობაში ნივთიერებების მოვიდეს ადმინისტრაციულ “სპეციალურ კონტროლს სამართალდარღვევთა დაქვემდებარებული და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ» და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან, საერთაშორისო სტანდარტებსა1 და განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით მოხდება სამართალწარმოებისას ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, ზიანის შემცირება, მოსამართლის მიერ ინდივიდუალური მიდგომის უპირველესი გათვალისწინება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომებისათვის უპირატესობის მინიჭება, ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული მართლმსაჯულების, რესოციალიზაცია-რეაბალიციტაციის და არადამსჯელობით წამალდამოკიდებულ ჯანმრთელობის სისხლის სამართლებრივი პირთა მიმართ დაცვასთან არა რეგულირების არარეპრესიული, დაკავშირებული მეთოდებით უზრუნველყოფა; არამედ სოციალურ და რეაგირება, ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნორმების სიმარტივის, სამართლიანობის, ლიბერალური მიდგომის და განჭვრეტადობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს 45-ე მუხლის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას, 1 გაეროს ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ 1961 წლის ერთიანი კონვენცია (1972 წლის ოქმის თანახმად ნარკოტილული საშუალებების შესახებ 1961 წლის ერთიან კონვენციაში შეტანილი ცვლილებებით), გაეროს ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ 1971 წლის კონვენცია და გაეროს ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 1988 წლის კონვენცია. 4 რომელიც არეგულირებს კონკრეტულ შემთხვევებს. ნარკოტიკული ნივთიერებების ერთმანეთისაგან იმიჯნება მოხმარების ნარკოტიკის დასჯადობის მოხმარება და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა. ნარკოტიკის მოხმარება ადმინისტრაციული წესით დასჯადი იქნება სტადიონზე, სკვერში პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ასევე არასრულწლოვნის თანდასწრებით. ახლებურად განიმარტა მოხმარების დეფინიცია, რაც გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ორგანიზმში შეყვანის პროცესს, ან მისი მოსახმარებლად უშუალოდ მომზადების პროცესი. ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა დასჯადია, თუ ასეთი ქმედება ჩადენილია მაღალი დაკავშირებული რისკის მქონე, სამსახურებრივი საგანმანათლებლო მოვალეობის ან არასრულწლოვნებთან შესრულებისას. პირი ჩაითვლება ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფად, თუ ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი დასტურდება ერთობლივად კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით. პოლიციელი უფლებამოსილია პირი გამოსაკვლევად წარადგინოს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება 45ე მუხლით გათვალისწინებული საზოგადობრივი თავშეყრის ადგილას ან ასრულებს მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამსახურებრივ მოვალეობას. ადმინისტრაციული წესით დასჯადია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის მცირე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, საქართველოში უკანონო შემოტანა, საქართველოდან უკანონო გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა. კანონპროექტით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 451 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაზავნას, რასაც თან სდევდა გავრცელება. კანონპროექტის 1002 მუხლით იცვლება მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებისათვის დღეისათვის არსებული შეუსაბამოდ მკაცრი სანქცია და განსიზაღვრება ას ლარამდე ოდენობის ჯარიმით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: 5 კანონპროექტი მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას. შემცირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და მე-1002 მუხლის აღსრულებასთან დაკავშირებული ფულადი ჯარიმების ოდენობა. უზენაესი სასამართლოს მონაცემებით 2016 წელს ამ მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა 5,342 პირს; ჯარიმის ოდენობის გათვალისწინებით (500 ლარი) ჯარიმების სახით გადახდილი ჯამური თანხა შეადგენდა 2,671,000 ლარს. კანონპროექტი ითვალისწინებს აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შინაარსის დაზუსტებას, რომლის მიხედვითაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ადრინდელი მოხმარების ფაქტის გამო პირს აღარ დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიღების შემდეგ შემცირდება როგორც დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა, ასევე შემცირდება გადასახდელი ჯარიმის ოდენობა (100, 200 ან 300 ლარი, გამომდინარე გარემოებებიდან). კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი შემადგენლობის გაჩენას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მუხლი) და რისთვისაც მცირე ოდენობით გავრცელებას (ასკ-ის 451 გათვალისწინებული იქნება ჯარიმა 300 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, ასკ-ის 45-ე და 1002 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სახდელის სახით უქმდება ადმინისტრაციული პატიმრობა, შესაბამისად დაიზოგება ადმინისტრაციული პატიმრობისთვის გაღებული თანხები. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. მცირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და 1002 მუხლებით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა 500 ლარიდან 100, 200 ანდ 300 ლარამდე, გამომდინარე სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებებიდან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: 6 ან სხვა სახის კანონპროექტი ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. მცირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და 1002 მუხლებით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ოდენობა 500 ლარიდან 100, 200 ან 300 ლარამდე, გამომდინარე სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებებიდან. ასევე კოდექსს ემატება ახალი - 451 მუხლი, რომელიც სახდელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას 300 ლარამდე. ზემოაღნიშნული ჯარიმების ოდენობების განსაზღვრისას გათვალისწინებული იყო კონკრეტული ქმედების სოციალური საშიშროების ხარისხი, აგრეთვე მათი მიმართება სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას ასევე მხედველობაში იყო მიღებული ქვეყანაში არსებული სახელფასო მაჩვენებლები და აღნიშნული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა შესაძლო ფინანსური მდგომარეობა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა (41 ორგანიზაცია), დარგის ექსპერტები, სამოქალაქო სექტორი დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, სოფიო ქაცარავა. 7
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით . ( ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის უკანონო შეძენის, შენახვისა და ამავე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო) შენიშვნა: 1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც მან შეიძინა ან შეინახა გასაღების მიზნის გარეშე, აგრეთვე პირი, რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. 2. პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა. 3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელი კომპეტენტურ ორგანოს გამოკვლევისათვის წარუდგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი პენიტენციური დაწესებულებების, იმავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მყოფ სამინისტროს სისტემის იმ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარეს. 4. უფლებამოსილი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 8 5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. მუხლი 1002 . მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები განისაზღვრება კანონით. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. 9