„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ინიციატორმა გაითხოვა 06/06/2018)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“
- „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ (ინიციატორმა გაითხოვა 06/06/2018) საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ინიციატორმა გაითხოვა 06/06/2018) საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ინიციატორმა გაითხოვა 06/06/2018) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ინიციატორმა გაითხოვა 06/06/2018) (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-26
ბიუროს ნომერი 74
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’
მუხლი 1. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდი, 24, 02/07/2007)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 211-ე მუხლის 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
2. 211-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“10. მუდმივმოქმედი კომისია საკითხებს განიხილავს ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი
მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე
მუდმივმოქმედი კომისია იღებს გადაწყვეტილებას მსაჯვრდებულებისათვის პირობითი
მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ.“
3. 211-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“თუ მუდმივმოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი
მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ, ამავე საკითხებზე
შუამდგომლობის ხელახალი განხილვა დასაშვებია გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის
შემდეგ.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
“არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განაპირობა “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის გაუქმებამ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია “არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა ნარკოპოლიტიკის რეფორმის
კანონპროექტებთან. კერძოდ, უქმდება “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ” საქართველოს კანონი, რაც იწვევს გამომდინარე ცვლილებას “არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ნარკოპოლიტიკის რეფორმის კანონპროექტებით მთლიანად უქმდება „ნარკოტიკული
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი და ამდენად აღარ
არსებობს საჭიროება მოწესრიგდეს “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად პირისთვის ჩამორთმეული უფლებების
აღდგენის პროცედურა და ვადები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტს არ აქვს უშუალო ეფექტი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტს არ აქვს უშუალო გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
2
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტს უშუალო ფინანსური შედეგები არ ექნება იმ პირთათვის, რომელსაც
იგი მიემართება. თუმცა აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ამ
პირებს კონკურენტუნარიანობას შრომით ბაზარზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა (41 ორგანიზაცია), დარგის ექსპერტები,
სამოქალაქო სექტორი
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი
ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, სოფიო ქაცარავა.
3
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
“არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს
კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი)
ამოღება
მუხლი 211 . მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის
მოხსნა
1. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულისათვის (მათ შორის, პირობით
მსჯავრდებული
სამხედრო
მოსამსახურისათვის,
რომლის
ყოფაქცევის
კონტროლი
ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით
დადგენილი წესით) გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ან
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, აგრეთვე, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 671
მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმების
პირობების შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, მსჯავრდებულის
მიმართ
კონტროლისა
და
დახმარების
განმახორციელებელი
ორგანოს
შესაბამისი
შუამდგომლობის საფუძველზე პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის
შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი კომისია.
11. მუდმივმოქმედი კომისია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
საკითხებისა, პირის მომართვისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის
წარმოდგენის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისად
პირისათვის
ჩამორთმეული
უფლებების ვადამდე აღდგენის ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების საკითხს,
რისთვისაც აუცილებელია მათი ჩამორთმევის ვადის ერთი მესამედის გასვლა.
2.
გადაწყვეტილების
მსჯავრდებულის
მიღებისას
ქცევას გამოსაცდელი
მუდმივმოქმედი
კომისია
ითვალისწინებს
ვადის განმავლობაში, მის
მიერ წარსულში
დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის
მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671
მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესრულებას,
ასევე იმას, მიღწეულია თუ არა ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
მიზნები, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მუდმივმოქმედი
კომისიის გადაწყვეტილებაზე.
3. მუდმივმოქმედი კომისია შედგება 5 წევრისაგან. მის შემადგენლობაში შედიან:
ა ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური
აპარატის 1 თანამშრომელი ;
ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელი;
გ) როტაციის წესით − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი და
არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელი.
4
4. მუდმივმოქმედ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენლის
კანდიდატურას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო.
5. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების 1
წარმომადგენელს , საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
ცენტრალური აპარატის 1 თანამშრომელსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 2
თანამშრომელს ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი , ხოლო
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელს ნიშნავს საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი .
6. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ექვემდებარებიან როტაციას
ყოველი 1 წლის შემდეგ.
7. მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს მისი შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით,
სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით ირჩევს მუდმივმოქმედი კომისია.
8. მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება
მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრი.
9. პირობით მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები
განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
10. მუდმივმოქმედი კომისია საკითხებს განიხილავს ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი
მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე
მუდმივმოქმედი კომისია იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი
მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის, აგრეთვე „ნარკოტიკული
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისათვის
ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან ამ უფლებების ჩამორთმევის ვადის
შემცირებაზე უარის თქმის შესახებ.
11. თუ მუდმივმოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის
პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის, აგრეთვე
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად პირისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენაზე ან ამ უფლებების
ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ, ამავე საკითხებზე შუამდგომლობის
ხელახალი განხილვა დასაშვებია გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.
12. მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით
ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.
5