„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ (ინიციატორმა გაითხოვა 06/06/2018)

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
22.06.2017
ავტორი
საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ა. ზოიძე, ლ. კობერიძე, დ. ცქიტიშვილი, ი. ფრუიძე, ს. ქაცარავა
ნომერი
#07-3/77/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-26
ბიუროს ნომერი 74

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდი, 28, 18.07.2007) მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განაპირობა “სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ» და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტების შემუშავებამ. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი გარანტიების შექმნით, მოხდეს სამართალწარმოებისას ადამიანის რესოციალიზაცია-რეაბლიტიაციის მოსამართლის მიერ უფლებების შესაძლებლობის ინდივიდუალური და თავისუფლებების უზრუნველყოფა, მიდგომის ზიანის უპირველესი დაცვა და შემცირება, გათვალისწინება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომებისათვის უპირატესობის მინიჭება, ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული მართლმსაჯულების, რესოციალიზაციარეაბალიციტაციის და არადამსჯელობით სისხლის სამართლებრივი რეგულირების უზრუნველყოფა; წამალდამოკიდებულ პირთა მიმართ არა რეპრესიული, არამედ სოციალური და ჯანმრთელობის მიმართებით დაცვასთან დაკავშირებული მართლმსაჯულების დაკავშირებული ნორმების რეაგირება, განხორციელების სიმარტივის, ნარკოტიკულ პროცესში სამართლიანობის, დანაშაულებთან მონაწილე ლიბერალური პირებთან მიდგომის და განჭვრეტადობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით უქმდება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნულის საფუძველია ერთი მხრივ ის, რომ კანონით გათვალისწინებული სამოქალაქო უფლებების ბლანკეტურად ჩამორთმევა გაუმართლებლად 2 რთულ და მძიმე სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს, მეორე მხრივ კი დღეს არსებული ნორმატიული ბაზა აძლევს მოსამართლეს შესაძლებლობას, პირის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით გამოიყენოს საქმიანობის უფლების შეზღუდვა, თუკი კონკრეტული საქმიანობა უკავშირდება მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. შესაბამისად, აღნიშნული კანონით დამოუკიდებლად, ავტომატურ რეჟიმში უფლებების ჩამორთმევა ერთი მხრივ ლახავს მსჯავრდებულის უფლებებს, მეორე მხრივ კი მოსამართლესაც უზღუდავს სასჯელის ინდივიდუალიზების და მისი სამართლიანი ზომის განსაზღვრის შესაძლებლობებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება ვალდებულებების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტს უშუალო ფინანსური შედეგები არ ექნება იმ პირთათვის, რომელსაც იგი მიემართება. თუმცა აღნიშნული კანონპროექტი ხელს შეუწყობს აღნიშნული პირების რესოციალიზაციასა და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან 3 კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. მიერ საერთაშორისო გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა (41 ორგანიზაცია), დარგის ექსპერტები, სამოქალაქო სექტორი დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, სოფიო ქაცარავა. 4