„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.09.2017
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/130/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
I მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-02
ბიუროს ნომერი 93

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი ადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძვლებს, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პრინციპებს, შესაბამის ინსტიტუციურ სისტემას, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. ამ კანონის დებულებები თანაბრად ვრცელდება კონცესიებსა და არაკონცესიურ საჯარო და კერძო თანამშრომლობაზე, ამ კანონის IV თავის და მე-15 მუხლის გარდა. 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე გაფორმებულ ხელშეკრულებებზე და მათში შეტანილ ცვლილებებზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამ კანონის მიზნებისთვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომელშიც არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე კონტრაქტორი მის მიერ საჯარო მომსახურების გაწევის ან/და საჯარო ინფრასტრუქტურის მიწოდების სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებს საჯარო პარტნიორისგან და რომელიც ამავდროულად არ წარმოადგენს კონცესიას ამ კანონის შესაბამისად; ბ) არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება - საჯარო პარტნიორსა და კონტრაქტორს შორის გაფორმებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის განხორციელების თაობაზე; გ) აფილირებული პირი: გ.ა) იურიდიული პირის წარმომადგენელი სხვა იურიდიული პირი (შემდგომ_პირი), რომელშიც იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს 25% ან მეტ წილს/აქციებს, ხმების უმრავლესობას, ან სხვაგვარად შეუძლია პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; გ.ბ) იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს პირის 25% ან მეტ წილს/აქციებს, ხმების უმრავლესობას, ან რომელსაც სხვაგვარად შეუძლია პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; დ) ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომელიც ხორციელდება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის მეშვეობით; ე) ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია - საჯარო და კერძო თანამონაწილეობით განსაზღვრული მიზნით შექმნილი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იურიდიული პირი; ვ) კერძო ინიციატორი – კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კონსორციუმი, რომელიც კონცესიის განხორციელების მიზნით საინიციატივო შეთავაზებას წარადგენს ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად; ზ) კერძო პარტნიორი - კონცესიონერი ან კონტრაქტორი ან ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია; თ) კონტრაქტორი - კერძო სამართლის იურიდიული პირი (მათ შორის ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია) ან კონსორციუმი, რომელთანაც საჯარო პარტნიორს გაფორმებული აქვს არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება; კონტრაქტორების შერჩევის წესი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. ი) კონსორციუმი - კერძო სამართლის იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და ფიზიკური პირების გაერთიანება, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების საფუძველზე; კ) კონცესია – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, რომელშიც კონცესიის ხელშეკრულების საფუძველზე კონცესიონერი მის მიერ მიწოდებული საჯარო მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებას, პირდაპირ ან ირიბად, იღებს საბოლოო მომხმარებლებისგან, ან საჯარო პარტნიორისგან და საბოლოო მომხმარებლებისგან და რომლის ფარგლებშიც კონცესიონერი საკუთარ თავზე იღებს მნიშვნელოვან საოპერაციო რისკს, რაც მოიცავს მოთხოვნის ან/და მიწოდების რისკს; ლ) კონცესიის ხელშეკრულება – საჯარო პარტნიორსა და კონცესიონერს შორის გაფორმებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება კონცესიის განხორციელების თაობაზე; მ) კონცესიონერი – კერძო სამართლის იურიდიული პირი (მათ შორის ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანია) ან კონსორციუმი, რომელთანაც საჯარო პარტნიორს დადებული აქვს კონცესიის ხელშეკრულება; ნ) კრედიტორი – ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, ან საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ბანკი/კომერციული ბანკი, რომელიც გასცემს სესხს ან/და 2 გარანტიას კონცესიონერზე, კონტრაქტორზე ან ინსტიტუციურ საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის კერძო პარტნიორზე; ო) მცირე პროექტები - საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, გარდა „ბ“ ქვეპუნქტისა და რომელთა საპროექტო ღირებულება ნაკლებია იმავე ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ოდენობაზე; პ) პირდაპირი ხელშეკრულება – საჯარო პარტნიორს, კერძო პარტნიორსა და კრედიტორ(ებ)ს შორის დადებული ხელშეკრულება; ჟ) პროექტის კონცეფცია - პროექტის ზოგადი აღწერა, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, პროექტის ძირითად მახასიათებლებს და წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებებს, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად; რ) პროექტის ღირებულება – საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის სრულად განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების და სხვა რესურსების მთლიანი ღირებულება, რომლის გამოთვლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად; ს) საბოლოო მომხმარებლები – ფიზიკური ან/და იურიდიული პირ(ებ)ი ან/და სახელმწიფო ორგანოები, რომლებსაც კერძო პარტნიორი აწვდის საჯარო მომსახურებას, პირდაპირ ან მესამე პირების მეშვეობით; ტ) საინიციატივო შეთავაზება – კერძო ინიციატორის მიერ საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილი ორგანოსთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად წარდგენილი შეთავაზება კონცესიის განხორციელების თაობაზე. უ) სამუშაოები - სამშენებლო ან/და საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რომელთა შედეგს წარმოადგენს ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც გამოიყენება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციის შესასრულებლად; ფ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტი - საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შემუშავების და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“; ქ) სახელმწიფო ქონება - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ქონება; ღ) საჯარო ინფრასტრუქტურა ნებისმიერი მატერიალური ან/და არამატერიალური აქტივი, რომელიც განეკუთვნება საჯარო ინტერესს ან/და გამოიყენება საჯარო მომსახურების გასაწევად; ყ) საჯარო ინტერესი – საზოგადოების ფართო წრის მიერ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში საჯარო ინფრასტრუქტურით ან საჯარო მომსახურების გაწევით მისაღები/მიღებული სარგებელი; 3 შ) საჯარო პარტნიორი - უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს მთავრობა, რომელიც წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარეს; ჩ) საჯარო და კერძო თანამშრომლობა/საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი – საჯარო და კერძო პარტნიორს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც ხორციელდება სამუშაოების განხორციელების ან/და საჯარო მომსახურების მიწოდების მიზნით, აკმაყოფილებს ამ კანონის მე4 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და ხორციელდება კონცესიის ან არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის სახით; ც) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება - გრძელვადიანი ხელშეკრულება საჯარო და კერძო პარტნიორს შორის, რომელიც ფორმდება კონცესიური ან არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის სახით; ძ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო – ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად შექმნილი ორგანო; წ) საჯარო მომსახურება – საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი მომსახურება, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც წესი ახორციელებენ სახელმწიფო ორგანოები საზოგადოების ფართო წრისთვის; ჭ) შერჩევის პროცესის მონაწილე – კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კონსორციუმი, რომელიც მონაწილეობს შერჩევის პროცესში; ხ) უფლებამოსილი ორგანო –სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუნიციპალიტეტი, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი, 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები; ჭ) შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურება – საჯარო პარტნიორის მიერ ერთი ერთეული გაწეული მომსახურებისთვის ან/და თითოეული საბოლოო მომხმარებლის შესაბამისად, კერძო პარტნიორისთვის გადახდილი ანაზღაურება; ჯ) ინფრასტრუქტურის შექმნა - მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია ან სხვა სახის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება; ჰ) ხარისხის ფასთან თანაფარდობა - მეთოდოლოგია, საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიზანშეწონილობის შესაფასებლად, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. ჰ1) ხელმისაწვდომობის ანაზღაურება – საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორისთვის განხორციელებული პერიოდული გადახდები, რომლებიც ხორციელდება განსაზღვრული ხარისხის დაცვით საჯარო ინფრასტრუქტურის ან/და საჯარო მომსახურების მიწოდების შესაბამისად. მუხლი 3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიზნები საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიზნებია: 4 ა) პროექტების ეფექტიანობის და მდგრადობის ზრდა; ბ) საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება ახალი საჯარო ინფრასტრუქტურის შექმნით ან/და საჯარო მომსახურების მიწოდებით ან/და არსებულის გაუმჯობესებით; გ) კერძო დაფინანსების მოზიდვა; დ) საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის ზრდა; ე) საჯარო და კერძო სექტორებს შორის რისკების განაწილება; ვ) კერძო პარტნიორის ნოუ-ჰაუს გამოყენება. მუხლი 4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის კრიტერიუმები საჯარო და კერძო კრიტერიუმებს: თანამშრომლობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ა) გრძელვადიანობა - საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მინიმალური ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით; ბ) ღირებულება - საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ღირებულება არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ოდენობაზე ნაკლები; გ) კერძო პარტნიორის მიერ საჯარო მომსახურების გაწევა ან საჯარო ინფრასტრუქტურის ოპერირება ან/და ინფრასტრუქტურის შექმნა და მოვლა პატრონობა; დ) საჯარო და კერძო პარტნიორებს შორის რისკების განაწილება; და ე) კერძო პარტნიორის მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. მუხლი 5. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები საჯარო და კერძო თანამშრომლობა ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს: ა) გამჭვირვალობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) განჭვრეტადობა – მკაფიო და პროგნოზირებადი წესები; გ) დისკრიმინაციის აკრძალვა – ყველა საჯარო და კერძო, უცხოური და ადგილობრივი სუბიექტისადმი თანასწორი მოპყრობა; დ) ხარისხის ფასთან თანაფარდობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობა, როგორც დასახული მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი ოპტიმალური ინსტრუმენტი; ე) რისკების ოპტიმალური განაწილება – მხარეთა შორის პასუხისმგებლობისა და რისკების გონივრული განაწილება, მხარეთა მიერ მათი კონტროლის 5 შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის, საჯარო ინტერესებისა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის მახასიათებლების გათვალისწინებით; ვ) ფისკალური პასუხისმგებლობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული ფინანსური პასუხისმგებლობის აღება საჯარო ფინანსების მდგრადობისათვის საფრთხის შექმნის გარეშე; ზ) გარემოს დაცვა და სოციალური მდგრადობა – საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და მისი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სექტორები 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს საჯარო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ნებისმიერ სექტორში, თუ საქართველოს მთავრობის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. საქართველოს მთავრობის მიერ შესაძლოა განისაზღვროს საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის განხორციელების პრიორიტეტული სექტორები. მუხლი 7. ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობა 1. ინსტიტუციურ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში დასაფუძნებელ/დაფუძნებულ ინსტიტუციურ საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიაში კერძო პარტნიორის შერჩევაზე გავრცელდება კონცესიონერების ან კონტრაქტორების შერჩევასთან დაკავშირებული ამ კანონის დებულებები. 2. ამ კანონის დებულებები, რომლებიც ეხება კონცესიონერს ან კონტრაქტორს შესაბამისად გავრცელდება ინსტიტუციურ საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიაზე, იმ ურთიერთობებში, სადაც იგი წარმოადგენს კონცესიონერს ან კონტრაქტორს. 3. ინსტიტუციურ საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. თავი II. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ინსტიტუციური ჩარჩო მუხლი 8. უფლებამოსილი ორგანოების უფლებამოსილებები საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, უფლებამოსილი ორგანოები, თავიანთი 6 კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად უზრუნველყოფენ: ა) პოტენციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის იდენტიფიცირებას და ინიცირებას ამ კანონის შესაბამისად; პროექტების ბ) საინიციატივო შეთავაზებების ანალიზსა და შეფასებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩართულობას საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მომზადებისა და შეფასების დროს; დ) შერჩევის პროცესის ჩატარების ორგანიზებას; ე) მოლაპარაკებების წარმართვას შერჩევის პროცესის პოტენციურ კერძო პარტნიორებთან ან/და კრედიტორებთან; მონაწილეებთან, ვ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმებას; ზ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის განსახორციელებლად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულებას საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 2. საქართველოს მთავრობა განიხილავს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებს და კანონმდებლობის შესაბამისად იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. მუხლი 9. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო წარმოადგენს ამ კანონის საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო, კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ შემდეგ ფუნქციებს: ა) საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესაძლო პროექტების იდენტიფიცირება და უფლებამოსილი ორგანოებისთვის შეთავაზება. საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოების დახმარება საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესაძლო პროექტების იდენტიფიცირებაში; ბ) უფლებამოსილი ორგანოების მიერ წარმოდგენილი პროექტის კონცეფციების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება; გ) საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოებისთვის დახმარების გაწევა საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის შერჩევის პროცესის შესაბამისი დოკუმენტაციის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში; დ) საჭიროების შემთხვევაში, მცირე პროექტებთან მიმართებით უფლებამოსილი ორგანოებისთვის, კომპეტენციის ფარგლებში პროექტების შემუშავებასა და 7 განხორციელებაში დახმარების გაწევა, მის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად; ე) საჭიროების შემთხვევაში, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე კონსულტანტების შერჩევის, დაქირავებისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფა; ვ) უფლებამოსილ ორგანოებთან შესაბამისი ქმედებების კოორდინირება, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა; ზ) ინსტიტუციური პოტენციალის განვითარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, უფლებამოსილ ორგანოებში საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა; თ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა; ი) სტანდარტული დოკუმენტების ფორმის, მათ შორის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების სტანდარტული მუხლების შემუშავება. 3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო თავის ფუნქციებსა და ამოცანებს ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. მუხლი 10. ფისკალური რისკების შეფასება 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ასრულებს საჯარო და თანამშრომლობასთან დაკავშირებულ შემდეგ ძირითად ფუნქციებს: კერძო ა) განიხილავს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და ახორციელებს შემდეგ შეფასებებს: ა.ა) საჯარო ფინანსების ხელმისაწვდომობის შეფასება; ა.ბ) ხარისხის ფასთან თანაფარდობის შეფასება; ა.გ) ფისკალური რისკების შეფასება; ა.დ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახის შეფასება. ბ) განიხილავს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პირველად პროექტს, მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას და წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს უფლებამოსილ ორგანოს; გ) განიხილავს უფლებამოსილი ორგანოს მიერ პოტენციურ კერძო პარტნიორთან, მოლაპარაკებების შედეგად გადამუშავებული ხელშეკრულების პირობებს და საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული პირობებისგან არსებითი განსხვავებების შემთხვევაში, უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლით 8 განსაზღვრული შეფასებები, რომლის საფუძველზეც წარუდგენს რეკომენდაციას საქართველოს მთავრობას, ხელშეკრულების შემოთავაზებული (გადამუშავებული) ან სხვა პირობებით გაფორმების მიზანშეწონილობის შესახებ, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად; დ) საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების, მათ შორის, მასში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში; ე) კერძო და საჯარო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებთან მიმართებაში, უფლებამოსილია ჩაატაროს ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასება. აღნიშნული შეფასების შედეგად ფისკალური რისკების გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების პროექტი საჯარო პარტნიორის მიერ წარედგინება საქართველოს მთავრობას განსახილველად; ვ) ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს და ამტკიცებს შესაბამის მეთოდოლოგიებს. თავი III. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავება მუხლი 11. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი და განხორციელების ეტაპები საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული პროცესის შესაბამისად, რომელიც მოიცავს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის, პროექტის იდენტიფიცირებას და ინიცირებას, პროექტის მომზადებას, კერძო პარტნიორის შერჩევას, პროექტის განხორციელებას და შესრულების შემდგომ შეფასებას. მუხლი 12. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების იდენტიფიცირება 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო. კონცესიის განხორციელების თაობაზე საინიციატივო შეთავაზების შემთხვევაში, პროექტის იდენტიფიცირება შესაძლებელია ასევე განხორციელდეს კერძო ინიციატორის მიერ ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად. 2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება და მომზადება ხორციელდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, სახელმწიფო განვითარების გეგმის/სტრატეგიის ან/და მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით. მუხლი 13. საჯარო-და კერძო თანამშრომლობის ინიცირება, პროექტის მომზადება და მოწონება 9 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ინიცირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო. 2. ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად საჯარო და კერძო თანამშრომლობის იდენტიფიცირების შემდეგ, უფლებამოსილი ორგანო მოამზადებს პროექტის კონცეფციას საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად და განსახილველად წარუდგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს და ფინანსთა სამინისტროს. 3. უფლებამოსილი ორგანო, პროექტის კონცეფციას, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს რეკომენდაციებთან და ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად, განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 4. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადების დაწყების შესახებ უნდა ემყარებოდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) პროექტის სტრატეგიული ან საზოგადოებრივი მნიშვნელობა; ბ) პროექტის ეკონომიკური გავლენის წინასწარი შეფასება; გ) პროექტის გავლენა საჯარო ფინანსების ხელმისაწვდომობაზე. დ) პროექტით გამოწვეული შესაძლო ფისკალური რისკების შეფასება. 5. საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის კონცეფციის მოწონების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო განახორციელებს პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს კომპეტენციის ფარგლებში საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოსა და ფინანსთა სამინისტროს ჩართულობას. 6. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად და მის ფარგლებში უნდა მომზადდეს ფინანსური, ტექნიკური და ეკონომიკური კვლევები/ანალიზი, რომლითაც, მათ შორის, შეფასდება შემდეგი: ა) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ღირებულება და მისი განხორციელების მოსალოდნელი სოციალური და ეკონომიკური შედეგები; ბ) სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური თანამონაწილეობის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს ბიუჯეტის ხელმისაწვდომობა საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელებისთვის; გ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების სოციალური და გარემოზე ზემოქმედების შეფასება და უარყოფითი ზემოქმედების შედეგების შემცირებაზე მიმართული კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები. 7. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადების შედეგები განსახილველად წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. 10 8. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტები და შესაბამისი კვლევები, ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად, განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას, კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპის დაწყებამდე. 9. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას პროექტის მოწონებაზე ან მოწონებაზე უარის თქმაზე ან პროექტის გადამუშავებაზე. 10. საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის მოწონების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო ამზადებს შერჩევის პროცესის დოკუმენტაციას და იწყებს კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპს. 11. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში, ფინანსური და ეკონომიკური ანალიზის განხორციელებისთვის დაადგინოს სხვა დამატებითი მოთხოვნები. 12. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი განეკუთვნება ერთზე მეტი უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციას, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს ან იღებს გადაწყვეტილებას პროექტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ ერთობლივად განხორციელების შესახებ. მუხლი 14. მცირე პროექტები 1. მცირე პროექტების იდენტიფიცირებას და ინიცირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო და შესაბამისი პროექტის კონცეფციას წარუდგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო განიხილავს წარდგენილი პროექტის კონცეფციას და უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს თავის რეკომენდაციებს. 3. საჭიროების შემთხვევაში, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო მცირე პროექტებთან მიმართებით უწევს დახმარებას უფლებამოსილ ორგანოებს კომპეტენციის ფარგლებში პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში, მის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად. 4. პროექტის შეფასების შედეგებს და ფისკალური რისკების შესამცირებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარუდგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს და უფლებამოსილ ორგანოს, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს წარდგენილი წინადადებები. 5. მცირე პროექტებში კერძო პარტნიორის შერჩევა ხორციელდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 6. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, მცირე ფარგლებში გასაფორმებელი ხელშეკრულება შეიძლება 11 პროექტების წარედგინოს საქართველოს საქართველოს ხასიათი. მთავრობას განსახილველად. აღნიშნულ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს დასკვნას აქვს სარეკომენდაციო მუხლი 15. საინიციატივო შეთავაზება 1. კერძო ინიციატორს უფლება აქვს შეიმუშავოს და შესაბამის დარგობრივ სამინისტროს წარუდგინოს საინიციატივო შეთავაზება კონცესიის განხორციელების შესახებ იმ სექტორებში, რომლებიც დადგენილია საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 2. საინიციატივო შეთავაზების წარდგენა უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 3. დარგობრივი სამინისტრო შეაფასებს საინიციატივო შეთავაზებას და მოწონების შემთხვევაში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას მისი ინიცირების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხილვისა და მოწონების პროცედურა იდენტურია საინიციატივო შეთავაზების გზით იდენტიფიცირებულ და უფლებამოსილი ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულ პროექტებთან მიმართებაში. ამასთან, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები შესაძლებელია განხორციელდეს კერძო ინიციატორის მიერ. 4. პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კერძო პარტნიორის შერჩევა ხორციელდება ამ კანონის IV თავის შესაბამისად ან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით. 5. კერძო პარტნიორის შერჩევა პირდაპირი მოლაპარაკებების გზით შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. 6. თუ ამ კანონის IV თავით გათვალისწინებული პროცედურის შედეგად, შერჩეულ იქნა შერჩევის პროცესის მონაწილე, რომელიც არ წარმოადგენს კერძო ინიციატორს ან მასთან დაკავშირებულ (აფილირებულ) პირს, გამარჯვებული მონაწილე კერძო ინიციატორს აუნაზღაურებს გონივრულ, დასაბუთებულ და სათანადოდ დოკუმენტირებულ პირდაპირ ხარჯებს, რომლებიც ამ უკანასკნელმა გასწია საინიციატივო შეთავაზების მომზადებასა და წარდგენასთან დაკავშირებით, რომლის ოდენობაც შერჩევის პროცესის ეტაპზე გასაჯაროვდება და რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ოდენობას. მუხლი 16. ინფორმაცია საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შესახებ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების, მათ შორის, მათი შემუშავებისა და განხორციელების შესახებ ინფორმაცია საჯაროა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით საიდუმლო ინფორმაციას მიკუთვნებული დოკუმენტაციისა. 12 თავი IV. კონცესიონერის შერჩევა მუხლი 17. კონცესიონერის შერჩევის წესი და შერჩევის პროცესის სახეები 1. კონცესიონერის შერჩევა უნდა განხორციელდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, შერჩევის პროცესის საფუძველზე ამ კანონის მე-17-20-ე მუხლების შესაბამისად. 2. კონცესიონერის შესარჩევად გამოცხადებული შერჩევის პროცესი შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული. 3. საჯარო შერჩევის პროცესი ღიაა ყველა მონაწილისთვის, აკმაყოფილებს შერჩევის პროცესის დადგენილ მოთხოვნებს. რომელიც 4. შერჩევის პროცესი საჯაროა, გარდა სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებთან დაკავშირებით ჩასატარებელი შერჩევის პროცესისა, რომელიც ხორციელდება დახურული შერჩევის გზით. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. მუხლი 18. შერჩევის პროცესის დოკუმენტაცია და კრიტერიუმები; შესარჩევი კომისია 1. შერჩევის პროცესის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს დაინტერესებული პირების მიერ შერჩევის პროცესის განაცხადის მოსამზადებლად და წარსადგენად საჭირო ინფორმაციას, ასევე კონცესიონერის შერჩევის კრიტერიუმებს, პროცედურას და შესაბამის ვადებს. 2. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილებები შერჩევის პროცესის დოკუმენტაციაში, გარდა საჯარო და კერძო თანამშრომლობის საგნისა. ასეთ შემთხვევაში შერჩევის პროცესის განცხადებისა და შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის გაცნობის ვადა გრძელდება შერჩევის პროცესის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე გასული ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა, მიზნად ისახავს ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებას ან დაზუსტებას. 3. შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის მოთხოვნები, მასში ცვლილებების შეტანისა და მისი გამოქვეყნების წესი, ასევე შერჩევის პროცესის საკვალიფიკაციო ეტაპის მოთხოვნებისა და შერჩევის პროცესის წინადადებების შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის წესი და შეფასების მეთოდოლოგია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 4. უფლებამოსილი ორგანო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად ქმნის შესარჩევ კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს წარდგენილი შერჩევის პროცესის განაცხადების შეფასებას. 5. შერჩევის პროცესის განაცხადთა შეფასების შემდგომ, უფლებამოსილი ორგანო საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების 13 შეთანხმებულ/მოლაპარაკებულ პირობებს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის. 6. შერჩევის პროცესის შეფასების შედეგები და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეთანხმებული/მოლაპარაკებული პირობები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას. მუხლი 19. შერჩევის პროცესის ეტაპები 1. შერჩევის პროცესი მოიცავს შემდეგ ძირითად ეტაპებს: ა) შერჩევის პროცესის გამოცხადება; ბ) შერჩევის პროცესის მონაწილეთა საკვალიფიკაციო შეფასება; გ) შერჩევის პროცესის წინადადებების წარდგენა; დ) შერჩევის პროცესის წინადადებების შეფასება; ე) მოკლე სიის შერჩევა ან გამარჯვებულის გამოვლენა; ვ) შერჩევის პროცესის მონაწილეებთან, მოკლე სიით განსაზღვრულ ან შერჩევის პროცესის გამარჯვებულ მონაწილესთან საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება; ზ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება. 2. შერჩევის პროცესის მონაწილეთა საკვალიფიკაციო შეფასების ეტაპი არის არასავალდებულო. შესაძლებელია შერჩევის პროცესის დოკუმენტაციაში განმარტებებისა ან/და დამატებების შეტანა, მათ შორის, მონაწილეთა საკვალიფიკაციო შეფასების ეტაპზე წარდგენილი შერჩევის პროცესის განაცხადებ(ებ)ის გათვალისწინებით. 3. დახურული შერჩევის პროცესი ტარდება შერჩევის პროცესის გამოცხადების ეტაპის გარეშე, ასეთ შემთხვევაში, შერჩევის პროცესის მონაწილეების ინფორმირება ხორციელდება წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. დახურული შერჩევის პროცესის დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 4. შერჩევის პროცესის მონაწილეს არ აქვს ერთი და იგივე შერჩევის პროცესზე ერთზე მეტი განაცხადის ან წინადადების წარდგენის უფლება. შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს ან გამოიხმოს საკუთარი განაცხადი ან წინადადება შესარჩევი კომისიისთვის მისი წარდგენის ვადის ამოწურვამდე. 5. სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმო(ებ)ს უფლება აქვთ პირდაპირ ან არაპირდაპირ, უმცირესი თანამეწილის/აქციონერის სახით ფლობდნენ წილს/აქციას შერჩევის პროცესის მონაწილე კომპანიაში/კერძო პარტნიორში, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობისა. 14 მუხლი 20. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების დადება 1. გამარჯვებულად უნდა გამოცხადდეს შერჩევის პროცესის ის მონაწილე, რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რომლის შერჩევის პროცესის წინადადება შესარჩევი კომისიისა და საქართველოს მთავრობის შეფასებით შეიცავს საუკეთესო პირობებს შერჩევის პროცესის სხვა მონაწილეების წინადადებებთან შედარებით. 2. შერჩევის პროცესის გამარჯვებულ მონაწილესთან საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება იდება შერჩევის პროცესის დოკუმენტაციითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობების და პროცედურების შესაბამისად. თავი V. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება მუხლი 21. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ძირითადი პირობები 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს, მათ შორის, შემდეგ ძირითად პირობებს: ა) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საგანს, მათ შორის, სამუშაოს მოცულობას, მახასიათებლებს და საჯარო ინფრასტრუქტურას ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს; ბ) მხარეთა შორის საჯარო ინფრასტრუქტურასა ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ქონებაზე ქონებრივი უფლებების განაწილებისა და გადაცემის წესს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადას; დ) ხელმისაწვდომობის ანაზღაურებას/შედეგზე დაფუძნებულ ანაზღაურებას ან/და კერძო პარტნიორისადმი განსახორციელებელ სხვა გადახდებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) საჯარო პარტნიორისადმი განსახორციელებელ გადახდებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, წესსა და შედეგებს. 2. ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის შემთხვევაში, პარტნიორთა შეთანხმება/წესდება კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხების გარდა უნდა მოიცავდეს: ა) ერთობლივი ფინანსური რესურსების ტიპს, ოდენობასა და ფორმას; ბ) ისეთ ორგანიზაციულ ცვლილებებს, მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის პარტნიორის ცვლილებას, რომელთა 15 განსახორციელებლად კერძო პარტნიორს ესაჭიროება საჯარო პარტნიორის თანხმობა; გ) კერძო პარტნიორის ჩანაცვლების ან საჯარო პარტნიორის მიერ ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიიდან გასვლის პირობებს და წესს. 3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება ფორმდება განსაზღვრული ვადით. აღნიშნული ვადის განსაზღვრის მეთოდოლოგია დგინდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეებმა შესაძლოა გააფორმონ პირდაპირი ხელშეკრულება და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შეთანხმებები. მუხლი 22. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების დადება, შეცვლა და შეწყვეტა 1. მხარეებს უფლება აქვთ ურთიერთშეთანხმებით ნებისმიერ დროს შეიტანონ ცვლილება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში, ამავე ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ცვლილებები, რომლებიც შეეხება ხელშეკრულების არსებით პირობებს, მათ შორის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს, წარედგინება შესათანხმებლად საქართველოს მთავრობას, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 2. ნებისმიერი ცვლილება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ფისკალურ რისკებს, საჯარო პარტნიორის მიერ წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. თუ ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, გამოიკვეთება არსებითი ფისკალური რისკები, ან/და შემოთავაზებული ცვლილებები გავლენას ახდენს პროექტის თავდაპირველ ღირებულებაზე საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოცულობით, აღნიშნული ცვლილებები წარედგინება საქართველოს მთავრობას განსახილველად. 3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით, რომლის შედეგებიც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით. მუხლი 23. ქონებრივი ხელშეკრულებაში უფლებები საჯარო და კერძო თანამშრომლობის 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით შესაძლოა განისაზღვროს საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორისათვის გადასაცემ საჯარო ინფრასტრუქტურაზე ან/და მასთან დაკავშირებულ ქონებაზე შესაბამისი უფლებები, აგრეთვე განისაზღვროს, რომ საჯარო ინფრასტრუქტურა ან/და მასთან დაკავშირებული ქონება დაუბრუნდეს ან არ დაუბრუნდეს საჯარო პარტნიორს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ. 2. კერძო პარტნიორისთვის სახელმწიფო ქონების დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება 16 გადაცემა და მასთან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. გარდა იმავე კანონით 3. მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობისდადგენილებით, ხოლო აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. 4. თუ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კერძო პარტნიორს უფლება აქვს, საჯარო პარტნიორის წინასწარი წერილობითი თანხმობით, საჯარო ინფრასტრუქტურასა და მასთან დაკავშირებულ ქონებაზე უფლებები, იმავე პირობებით, გადასცეს მესამე პირებს არაუმეტეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადისა. მუხლი 24. საჯარო ინფრასტრუქტურის გამოყენება 1. საჯარო ინფრასტრუქტურის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისთვის, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. კერძო პარტნიორი ვალდებულია ჯეროვნად დაიცვას საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და საჯარო ინფრასტრუქტურის გამოყენების დადგენილი სტანდარტები. მუხლი 25. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარეთა პასუხისმგებლობა 1. ხელშეკრულების მხარის მიერ ვალდებულებ(ებ)ის დარღვევა გამოიწვევს მოქმედი კანონმდებლობითა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს. 2. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს კერძო პარტნიორის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს, რომლის მინიმალური ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 3. ხელშეკრულების საფუძველზე კერძო პარტნიორისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს პატიება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. 4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მიზნებისთვის, დასაშვებია კერძო პარტნიორის მიერ შესაბამისი ვალდებულებების შესრულება მესამე პირების საშუალებით. მესამე პირების მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება კერძო პარტნიორს ისევე, როგორც საკუთარ ქმედებაზე. 17 მუხლი 26. დროებითი ადმინისტრირების უფლება. მხარეთა ჩანაცვლება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს კერძო პარტნიორის მიერ ვალდებულების არსებითი დარღვევის გარკვეულ შემთხვევებში ან საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, საჯარო პარტნიორის ან კრედიტორ(ებ)ის მიერ დროებითი ადმინისტრირების უფლების გამოყენების შესაძლებლობას. საჯარო პარტნიორს ან კრედიტორ(ებ)ს უფლება აქვთ დროებით საკუთარ თავზე აიღონ საჯარო ინფრასტრუქტურის ოპერირება ან/და მომსახურების მიწოდება, რათა უზრუნველყოფილ იყოს საჯარო ინტერესის დაცვა. დროებითი ადმინისტრირების ხარჯი უნდა დაფაროს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრულმა მხარემ. 2. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით ან/და პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია საჯარო პარტნიორის ან/და კრედიტორ(ებ)ის მიერ კერძო პარტნიორის სხვა კერძო პარტნიორით ჩანაცვლება. 3. ახალი კერძო პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ საკვალიფიკაციო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და სხვა მოთხოვნებს, რომელთა საფუძველზეც დაიდო საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება თავდაპირველ კერძო პარტნიორთან. 4. კერძო პარტნიორის ჩანაცვლების პროცედურა განისაზღვრება შესაბამისი საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით ან/და პირდაპირი ხელშეკრულებით. თავი VI. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სახელმწიფო მხარდაჭერა და გარანტიები მუხლი 27. გარანტიები საჯარო და კერძო თანამშრომლობაში 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარეებსა კრედიტორებს შორის შესაძლოა გაფორმდეს პირდაპირი ხელშეკრულება. და 2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება ან/და პირდაპირი ხელშეკრულება შესაძლოა ითვალისწინებდეს კრედიტორ(ებ)ის უფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. 3. პირდაპირი ხელშეკრულება შესაძლოა ითვალისწინებდეს კერძო პარტნიორის ჩანაცვლებასთან დაკავშირებულ, ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ კრედიტორ(ებ)ის უფლებებს, კერძოდ, კრედიტორ(ებ)ის მხრიდან საჯარო პარტნიორის მიერ შემოთავაზებული კერძო პარტნიორის მოწონებას და პირიქით. პირდაპირი ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს კრედიტორთა მიერ დროებითი ადმინისტრირების უფლებას 26-ე მუხლის შესაბამისად. 18 4. პირდაპირი ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს მხარეების ვალდებულებებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების განხორციელების შესახებ ინფორმაციის გაცვლის თაობაზე, კრედიტორ(ებ)ისთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ დებულებებს და მხარეთა მიერ შეთანხმებულ სხვა პირობებს. 5. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია კრედიტორ(ებ)ს ან/და კერძო პარტნიორს პირდაპირ ხელშეკრულებიდან ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების თავისუფლად განხორციელების ხელის შეშლისკენ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირი ხელშეკრულებით ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 28. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სახელმწიფო მხარდაჭერისა და ანაზღაურების სახეები 1. მოქმედი კანონმდებლობით ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორისათვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო, აჭარის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალური მხარდაჭერის შემდეგი სახეები: ა) ხელმისაწვდომობის ანაზღაურება; ანაზღაურება ან/და შედეგზე დაფუძნებული ბ) გარანტიები მოხმარებაზე, მომხმარებლებზე ან შემოსავლებზე. გ) გარანტიები ტარიფზე ან/და საჯარო მომსახურების ღირებულებაზე; დ) გარანტიები გარკვეული სახის საქონლისა და მომსახურების გრძელვადიან შესყიდვაზე შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული ფასით. საქონლისა და მომსახურების სახეები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ; ე) გარკვეული ხარჯების და განხორციელებული ინვესტიციების უკუგების დასაფარავად მიმართული გრანტები ან/და სუბსიდიები, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით, მათ შორის გრანტები ნატურის სახით. ვ) მიწის გადაცემა ან/და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემა, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ზ) ინტელექტუალურ საკუთრებაზე ექსკლუზიური უფლების გადაცემა კერძო პარტნიორისთვის; თ) გარკვეული კომერციული საქმიანობის განხორციელებაზე ექსკლუზიური უფლების მინიჭება კერძო პარტნიორისთვის. 2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს კერძო პარტნიორის მიერ საჯარო პარტნიორისათვის ფიქსირებული თანხის გადახდას პერიოდული გადახდებით ან ერთიანი 19 თანხის სახით, კერძო პარტნიორის მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე ოპერირების შედეგად მისაღები შემოსავლის ნაწილის გადახდას, ან კერძო პარტნიორის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო პარტნიორის საკუთრებაში გადაცემას, ასევე შესაბამისი საფასურის გადახდას საქართველოს კანონმდებლობით დასაშვები სხვა ფორმებით. 3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ამ მუხლში მითითებული ნებისმიერი გადახდის სახის ერთობლიობას. მუხლი 29. საჯარო და კერძო თანამშრომლობის დაფინანსების ზედა ზღვარი 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში, სახელმწიფო ვალდებულებების ზედა ზღვარი განისაზღვრება საჯარო ფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობით. 2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზღვარის გამოთვლის მეთოდოლოგია მტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ. თავი VII. საჯარო და კერძო თანამშრომლობის განხორციელება, მონიტორინგი და განხორციელების შემდგომი შეფასება მუხლი 30. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზა 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო ვალდებულია შექმნას და მართოს საქართველოში განხორციელებული ყველა საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მონაცემთა ბაზა. 2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს მიერ შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნისა და ეფექტიანად მართვის მიზნით, ასევე ანგარიშგების მიზნებისთვის, უფლებამოსილი ორგანო, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს წარუდგენს გაფორმებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ასლს მასზე დართულ ყველა დანართთან თუ ცვლილება/დამატებასთან და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან ერთად, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზა საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი იმ ინფორმაციის გარდა, რომლის გამოქვეყნება შეზღუდულია ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად. მუხლი 31. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხორციელების მონიტორინგი 1. საჯარო პარტნიორი უზრუნველყოფს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით კერძო პარტნიორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების 20 შესრულების მონიტორინგს, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესების შესაბამისად. 2. საჯარო პარტნიორისთვის ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი საჯარო ინფრასტრუქტურა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები მოქმედი კანონმდებლობითა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიუხედავად, დაუშვებელია საჯარო პარტნიორი ჩაერიოს კერძო პარტნიორის ან მისი კონტრაჰენტი მესამე პირების მიერ განხორციელებულ კომერციულ საქმიანობაში. მუხლი 32. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ანგარიშგება 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო უზრუნველყოფს ყოველწლიური ანგარიშგების გამოქვეყნებას ყველა ინიცირებულ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებით. 2. წლიური ანგარიში თითოეულ პროექტთან მიმართებით მოიცავს: ა) პროექტის მოკლე აღწერას; ბ) პროექტის შესრულებაში წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, იმ გარემოებების პრაქტიკაში განხორციელების გათვალისწინებით, რომელთა საფუძველზე იქნა მიღებული პროექტის მოწონების გადაწყვეტილება. გ) კერძო პარტნიორის ფინანსურ ანგარიშგებას, ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 33. განხორციელების შემდგომი შეფასება 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის განხორციელების შემდგომი შეფასება ხდება ხელშეკრულების შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში. 2. განხორციელების შემდგომი შეფასების ანგარიშს, საჯარო პარტნიორი წარუდგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც ამზადებს განხორციელების შემდგომი შეფასების ანალიზს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს. 3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო, ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვს უფლებამოსილი ორგანოების შეფასების ანალიზს, მის რეკომენდაციებთან ერთად და წარუდგენს ერთიან შეფასებებს საქართველოს მთავრობას, რეკომენდაციებთან ერთად, თუ როგორ და რა გზებით შესაძლოა გაუმჯობესდეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის შეფასებისა და განხორციელების პროცესი სამომავლოდ. თავი VIII. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა 21 მუხლი 34. მარეგულირებელი კანონმდებლობა საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. გამომდინარე მუხლი 35. დავების გადაწყვეტა 1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებიდან, პირდაპირი ხელშეკრულებიდან ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული დავების მოგვარების წესის გამოყენებით. 2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს უფლება აქვთ თავისუფლად განსაზღვრონ დავების გადაწყვეტის კონკრეტული მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული ან საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი.თუ მხარეები არ განსაზღვრავენ დავების მოგვარების სასურველ მექანიზმს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში, ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს სასამართლოების მიერ. თავი IX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 36. გარდამავალი დებულება საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტები, რომელთა შემუშავება დაწყებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, კერძოდ, კანონმდებლობის შესაბამისად გამოცხადებულია შესაბამისი სატენდერო/შერჩევის პროცესის/ინტერესთა გამოხატვის პროცედურა, ან შერჩეულია პროექტის განმახორციელებელი პირი, წარედგინება საქართველოს მთავრობას, ამ კანონით განსაზღვრული, შესაბამისი შემუშავების ეტაპის განსაზღვრის მიზნით. მუხლი 37. ამ ღონისძიებები კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი 1. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოფს: ა) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს დებულების დამტკიცება; ბ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის განხორციელების წესის დამტკიცება; პროექტების შემუშავების და გ) კერძო პარტნიორისთვის მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის წესისა და პირობების დამტკიცება; დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცება; 2. საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა 2018 წლის 31 მარტამდე უზრუნველყონ სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 22 მუხლი 38. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები ამ კანონის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისათვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი. მუხლი 39. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი-36 და 38 მუხლებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე 2. ამ კანონის პირველი-36 და 38 მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 31 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 23
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც გავრცელდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში შემავალ პროექტებზე. ამასთან საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებისადმი ინსტიტუციური მიდგომები განსხვავებულია, რაც არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ეკონომიკის განვითარებასთან ერთად იზრდება საზოგადოების მოთხოვნა ხარისხიანი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ან/და მომსახურების მიწოდებაზე, რისი უზრუნველყოფის ოპტიმალური მექანიზმია კერძო სექტორის მონაწილეობის ზრდა საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის შექმნასა და მომსახურების გაწევის პროცესში. შესაბამისი სამართლებრივი და ინსტიტუციონალური ჩარჩოს არ არსებობის პირობებში, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან შესაძლოა მნიშვნელოვანი რისკების (ფისკალური, სამართლებრივი, პოლიტიკური და სხვა) მატარებელი იყოს. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, კერძო პარტნიორისთვის (ინვესტორისთვის), ასევე მნიშვნელოვანია სამართლებრივი ჩარჩოს არსებობა, რომლის ფარგლებშიც, მას მოუწევს ოპერირება, შეუქმნის პროგნოზირებადობის განცდას და მისცემს საშუალებას განსაზღვროს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში რა ტიპის სახელმწიფო მხარდაჭერა, გარანტიები თუ სამართლებრივი დაცვის მექანიზმები არსებობს. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) 2017 წლის 12 აპრლის დამტკიცებული ახალი პროგრამის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს მთავრობას აღებულ აქვს ვალდებულება შექმნას საჯარო და კერძო თანამშრომლობის თანამედროვე საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო და წარუდგინოს იგი პარლამენტს არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საჯარო და კერძო თანამშრომლობის გამჭვირვალე, ეფექტიანი და თანამედროვე სამართლებრივი და ინსტიტუციონალური ჩარჩოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და შექმნის ინვესტიციებისათვის მიმზიდველ გარემოს. შესაბამისად, მსხვილი, საზოგადებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელებაზე გაიზრდება 24 ინვესტორების დაინტერესება კერძო დაფინანსების (მათ შორის უცხოური ინვესტიციების) განხორციელების თვალსაზრისით და ასევე, საჯარო ინფრასტრუქტურის ან/და მომსახურების მიწოდების სფეროში მათი გამოცდილების, ეფექტიანობის, ტექნოლოგიების, ინოვაციების გამოყენების თვალსაზრისით. სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პროექტის რისკების ადეკვატური გადანაწილების მექანიზმები პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. რეფორმის განხორციელება ინვესტორებისთვის და საფინანსო სფეროს წარმომადგენლებისთვის იქნება მკაფიო გზავნილი, რომ სახელმწიფო მზად არის ხელი შეუწყოს და წაახალისოს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხორციელება. საქართველოში ახალ საზოგადოებრივ/საჯარო ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნა განაპირობებს კერძო სექტორის მონაწილეობის, მათ შორის, ფინანსური თანამონაწილეობის საჭიროების ზრდას, განსაკუთრებით ისეთ პროექტებში რომელთა განხორციელებაც მხოლოდ სახელმწიფო რესურსებით შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატში უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების მოთხოვნა ხარისხიანი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ან/და მომსახურების მიწოდებაზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძვლებს, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პრინციპებს, შესაბამის ინსტიტუციურ სისტემას, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. კანონპროექტი განმარტავს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ცნებას, კერძოდ იგი წარმოადგენს საჯარო და კერძო პარტნიორს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას, რომელიც ხორციელდება სამუშაოების განხორციელების ან/და საჯარო მომსახურების მიწოდების მიზნით, აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და ხორციელდება კონცესიის ან არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის სახით. თავის მხრივ კონცესია წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმას, რომელშიც კონცესიონერი მის მიერ მიწოდებული საჯარო მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებას, პირდაპირ ან ირიბად, იღებს საბოლოო მომხმარებლებისგან, ან საჯარო პარტნიორისგან და საბოლოო მომხმარებლებისგან და რომლის ფარგლებშიც კონცესიონერი საკუთარ თავზე იღებს მნიშვნელოვან საოპერაციო რისკს, რაც მოიცავს მოთხოვნის ან/და მიწოდების რისკს; არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობა კი წარმოდგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობას, რომელშიც არაკონცესიური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე კონტრაქტორი მის მიერ საჯარო მომსახურების გაწევის ან/და საჯარო ინფრასტრუქტურის მიწოდების სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებს საჯარო პარტნიორისგან და რომელიც ამავდროულად არ წარმოადგენს კონცესიას ამ კანონის შესაბამისად; 25 კანონპროექტი ასევე განსაზღრავს ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობას, რომელიც ხორციელდება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის მეშვეობით. კანონპროექტი განსაზღვრავს საჯარო და კერძო თანამშრომლობის მიზნებს, კრიტერიუმებსა და პრინციპებს. მისი ძირითადი მიზნებია პროექტების ეფექტიანობის და მდგრადობის ზრდა; საზოგადოების მოთხოვნის დაკმაყოფილება ახალი საჯარო ინფრასტრუქტურის შექმნით ან/და მომსახურების მიწოდებით ან/და არსებულის გაუმჯობესებით; კერძო დაფინანსების მოზიდვა და სხვა. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძირითადი პრინციპებია: გამჭვირვალობა, განჭვრეტადობა, დისკრიმინაციის აკრძალვა, ხარისხის ფასთან თანაფარდობა, რისკების ოპტიმალური განაწილება, ფისკალური პასუხისმგებლობა და გარემოს დაცვა და სოციალური მდგრადობა. ამასთან, იმისთვის, რომ პროექტი დაკვალიფიცირდეს საჯარო და კერძო თანამშრომლობად და მოექცეს კანონპროექტით გათვალისწინებულ რეგულირების სივრცეში, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) გრძელვადიანობა (საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მინიმალური ვადა განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატული აქტით); ბ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ღირებულება არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ოდენობაზე ნაკლები; გ) კერძო პარტნიორის მიერ საჯარო მომსახურების გაწევა ან საჯარო ინფრასტრუქტურის ოპერირება ან/და ინფრასტრუქტურის შექმნა და მოვლა პატრონობა; დ) საჯარო და კერძო პარტნიორებს შორის რისკების განაწილება; და ე) კერძო პარტნიორის მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება; კანონპროექტით იქმნება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებაში და შეასრულებს საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს, მათ შორის უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანოების დახმარებას საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესაძლო პროექტების იდენტიფიცირებაში, წარმოდგენილი პროექტის კონცეფციების შეფასებას, უფლებამოსილი ორგანოებისთვის დახმარების გაწევას საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებასა და მცირე პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში, კონსულტანტების შერჩევას, დაქირავებასა და ზედამხედველობას, უფლებამოსილ ორგანოებში საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში ცოდნის ამაღლებას და სხვა. კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს როლი საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხორციელებაში, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მონაწილეობს საჯარო და კერძო 26 თანამშრომლობის პროექტის განხორციელების თითქმის ყველა ეტაპზე და ახორციელებს შემდეგ შეფასებებს: ა) საჯარო ფინანსების ხელმისაწვდომობის შეფასება; ბ) ხარისხის ფასთან თანაფარდობის შეფასება; გ) ფისკალური რისკების შეფასება; დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა სახის შეფასება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განიხილავს უფლებამოსილი ორგანოს მიერ პოტენციურ კერძო პარტნიორთან, მოლაპარაკებების შედეგად გადამუშავებულ ხელშეკრულების პირობებს და უფლებამოსილია განახორციელოს კანონპროექტით განსაზღვრული შეფასებები, რომლის საფუძველზეც წარუდგენს რეკომენდაციას საქართველოს მთავრობას, ხელშეკრულების შემოთავაზებული (გადამუშავებული) ან სხვა პირობებით გაფორმების მიზანშეწონილობის შესახებ; სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების, მათ შორის, მასში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს და ამტკიცებს შესაბამის მეთოდოლოგიებს. ვინაიდან, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შემუშავებისთვის საჭირო გამოცდილებები და ცოდნები არ არის დაგროვილი შესაბამის უწყებებში და მსოფლიო მასშტაბითაც არ არსებობს ერთიანი ჩამოყალიბებული მიდგომა პროექტების რისკების შეფასების მიმართულებით, ფინანსთა სამინისტროს ეძლევა ერთგვარი დისკრეცია თავად განსაზღვროს შესაბამისი მეთოდოლოგიების დამტკიცების საჭიროება. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების პროცესი, კანონპროექტით დეტალურად არის გაწერილი რომელიც მოიცავს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის, პროექტის იდენტიფიცირებას და ინიცირებას, პროექტის მომზადებას, კერძო პარტნიორის შერჩევას, პროექტის განხორციელებას და შესრულების შემდგომ შეფასებას. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო. კონცესიის განხორციელების თაობაზე საინიციატივო შეთავაზების შემთხვევაში, პროექტის იდენტიფიცირება შესაძლებელია ასევე განხორციელდეს კერძო ინიციატორის მიერ. საჯარო და კერძო თანამშრომლობის იდენტიფიცირების შემდეგ, უფლებამოსილი ორგანო მოამზადებს პროექტის კონცეფციას საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად და განსახილველად წარუდგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოსა და ფინანსთა სამინისტროს. უფლებამოსილი ორგანო, პროექტის კონცეფციას, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს და ფინანსთა სამინისტროს დასკვნებთან ერთად, განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის კონცეფციის მოწონების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო განახორციელებს პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს და უზრუნველყოფს აღნიშნულ პროცესში საჯარო და კერძო თანამშრომლობის 27 ორგანოსა და ფარგლებში. ფინანსთა სამინისტროს ჩართულობას, მათი კომპეტენციის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის მომზადების დაწყების შესახებ უნდა ემყარებოდეს კანონპროექტში განსაზღვრულ კრიტერიუმებს. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტები და შესაბამისი კვლევები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად, განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას, კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპის დაწყებამდე. საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის მოწონების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო ამზადებს შერჩევის პროცესის დოკუმენტაციას და იწყებს კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპს. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას პროექტის მოწონებაზე ან მოწონებაზე უარის თქმაზე ან პროექტის გადამუშავებაზე. კანონპროექტით სპეციალური რეგულირების ქვეშაა მოქცეული ე.წ მცირე პროექტები (პროექტები, რომლებიც წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობას, თუმცა მთავრობის მიერ განსაზღვრულ ოდენობაზე ნაკლები ღირებულებისაა). მცირე პროექტების იდენტიფიცირებას და ინიცირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო და შესაბამისი პროექტის კონცეფციას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს. პროექტის შეფასების შედეგებს და ფისკალური რისკების შესამცირებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარუდგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს და უფლებამოსილ ორგანოს, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს წარდგენილი წინადადებები. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მცირე პროექტების ფარგლებში გასაფორმებელი ხელშეკრულება შეიძლება წარედგინოს საქართველოს მთავრობას განსახილველად, ასეთ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. ხდის საჯარო და კერძო თანამშრომლობას საინიციატივო შეთავაზების გზით, კერძოდ კერძო ინიციატორს უფლება აქვს შეიმუშავოს და შესაბამის დარგობრივ სამინისტროს წარუდგინოს საინიციატივო შეთავაზება კონცესიის განხორციელების შესახებ იმ სექტორებში, რომლებიც დადგენილია საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. კანონპროექტი დასაშვებს საინიციატივო შეთავაზების წარდგენა უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 28 უფლებამოსილი ორგანო შეაფასებს საინიციატივო შეთავაზებას და მოწონების შემთხვევაში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას მისი ინიცირების მიზნით. ამასთან, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ კანონით განსაზღვრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები შესაძლებელია განხორციელდეს კერძო ინიციატორის მიერაც. პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კერძო პარტნიორის შერჩევა ხორციელდება ამ კანონპროექტის IV თავის შესაბამისად ან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. თუ შერჩევის პროცესის შედეგად შერჩეულ იქნა მონაწილე, რომელიც არ წარმოადგენს კერძო ინიციატორს ან მასთან დაკავშირებულ (აფილირებულ) პირს, გამარჯვებული მონაწილე კერძო ინიციატორს აუნაზღაურებს გონივრულ, დასაბუთებულ და სათანადოდ დოკუმენტირებულ პირდაპირ ხარჯებს, რომლებიც ამ უკანასკნელმა გასწია საინიციატივო შეთავაზების მომზადებასა და წარდგენასთან დაკავშირებით და რომლის ოდენობაც შერჩევის პროცესის ეტაპზე გასაჯაროვდება და რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ოდენობას. კონცესიონერის (კერძო პარტნიორი კონცესიის ხელშეკრულებაში) შერჩევის წესს. კანონპროექტში ცალკე თავი ეთმობა კონცესიონერის შესარჩევად გამოცხადებული შერჩევის პროცესი შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული. საჯარო შერჩევის პროცესი ღიაა ყველა მონაწილისთვის, რომელიც აკმაყოფილებს შერჩევის პროცესის დადგენილ მოთხოვნებს. შერჩევის პროცესი საჯაროა, გარდა სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებთან დაკავშირებით ჩასატარებელი შერჩევის პროცესისა, რომელიც ხორციელდება დახურული შერჩევის გზით. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. შერჩევის პროცესის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს დაინტერესებული პირების მიერ განაცხადის მოსამზადებლად და წარსადგენად საჭირო ინფორმაციას, ასევე კონცესიონერის შერჩევის კრიტერიუმებს, პროცედურას და შესაბამის ვადებს. უფლებამოსილი ორგანო საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად ქმნის შესარჩევ კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს წარდგენილი განაცხადების შეფასებას. შეფასების შედეგები და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეთანხმებული/მოლაპარაკებული პირობები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას. 29 კანონპროექტი ასევე განსაზღრავს შერჩევის პროცესის კონკრეტულ ეტაპებს (შერჩევის პროცესის გამოცხადება, მონაწილეთა საკვალიფიკაციო შეფასება, წინადადებების წარდგენა, წინადადებების შეფასება, მოკლე სიის შერჩევა ან გამარჯვებულის გამოვლენა, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება). საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის ძირითად პირობებს, კანონპროექტი ასევე აწესრიგებს ასევე მასთან დაკავშირებულ მხარეთა ქონებრივ უფლებებს. კერძოდ, კერძო პარტნიორისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის წესი რეგულირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამავე კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, ხოლო აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს დროებითი ადმინისტრირების უფლებასა და მხარეთა ჩანაცვლების შესაძლებლობას საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით. კერძოდ, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს კერძო პარტნიორის მიერ ვალდებულების არსებითი დარღვევის გარკვეულ შემთხვევებში ან საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, საჯარო პარტნიორის ან კრედიტორ(ებ)ის მიერ დროებითი ადმინისტრირების უფლების გამოყენების შესაძლებლობას. საჯარო პარტნიორს ან კრედიტორ(ებ)ს უფლება აქვთ დროებით საკუთარ თავზე აიღონ საჯარო ინფრასტრუქტურის ოპერირება ან/და მომსახურების მიწოდება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი საჯარო ინტერესის დაცვა. დროებითი ადმინისტრირების ხარჯი უნდა დაფაროს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრულმა მხარემ. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით ან/და პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დასაშვებია საჯარო პარტნიორის ან/და კრედიტორ(ებ)ის მიერ კერძო პარტნიორის სხვა კერძო პარტნიორით ჩანაცვლება. ამასთან, ახალი კერძო პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ საკვალიფიკაციო ან/და სხვა მოთხოვნებს, რომელთა საფუძველზეც დაიდო საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება თავდაპირველ კერძო პარტნიორთან. კანონპროექტის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა გარანტიები საჯარო და კერძო თანამშროლობის ფარგლებში. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მხარეებსა და კრედიტორებს შორის შესაძლოა გაფორმდეს პირდაპირი ხელშეკრულება. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება ან/და პირდაპირი ხელშეკრულება შესაძლოა ითვალისწინებდეს კრედიტორ(ებ)ის უფლებებსა და 30 გარანტიებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის, კერძო პარტნიორის ჩანაცვლებასთან დაკავშირებულ უფლებებს. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორისათვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო, აჭარის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალური მხარდაჭერის შემდეგი სახეები:  ხელმისაწვდომობის ანაზღაურება ან/და შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურება;  გარანტიები მოხმარებაზე, მომხმარებლებზე ან შემოსავლებზე (გარანტიები მოხმარებაზე/მომხმარებლებზე შესაძლოა ითვალისწინებდეს საჯარო პარტნიორის მხრიდან კერძო პარტნიორის მიერ მისაწოდებელი მომსახურების მოხმარების/მომხმარებლის მინიმალური რაოდენობის გარანტირებას, ხოლო შემოსავლების შემთხვევაში - კერძო პარტნიორის მიერ ამ მომსახურების მიწოდებისას მისაღები მინიმალური შემოსავლის გარანტირებას).  გარანტიები ტარიფზე ან/და საჯარო მომსახურების ღირებულებაზე;  გარანტიები გარკვეული სახის საქონლისა და მომსახურების გრძელვადიან შესყიდვაზე შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული ფასით. საქონლისა და მომსახურების სახეები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ;  გარკვეული ხარჯების და განხორციელებული ინვესტიციების უკუგების დასაფარავად მიმართული გრანტები ან/და სუბსიდიები, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით, მათ შორის გრანტები ნატურის სახით.  მიწის გადაცემა ან/და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემა, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში; (მაგალითად, კანონმდებლობის თანახმად, ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის ‑ სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების (მოპოვების, შესწავლა-მოპოვების), ლიცენზია, საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება გაიცეს პირდაპირი წესით).  ინტელექტუალურ საკუთრებაზე ექსკლუზიური უფლების გადაცემა კერძო პარტნიორისთვის;  გარკვეული კომერციული საქმიანობის განხორციელებაზე ექსკლუზიური უფლების მინიჭება კერძო პარტნიორისთვის. კანონპროექტის თანახმად, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში, სახელმწიფო ვალდებულებების ზედა ზღვარი განისაზღვრება საჯარო ფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობით. აღნიშნული ზღვარის გამოთვლის მეთოდოლოგია მტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ. კანონპროექტი ითვალისწინებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზის შექმნას, რომელიც საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი იმ ინფორმაციის გარდა, რომლის გამოქვეყნება შეზღუდულია კანონმდებლობით. 31 ამასთან, საჯარო პარტნიორი უზრუნველყოფს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესების შესაბამისად. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანო უზრუნველყოფს ყოველწლიური ანგარიშგების გამოქვეყნებას ყველა ინიცირებულ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებით. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის დასრულების შემდგომ განხორციელდება პროექტის შემდგომი შეფასება, რომელიც წარედგინება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომლიც ამზადებს განხორციელების შემდგომი შეფასების ანალიზს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონის მიღების შემდეგ საჭირო გახდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა, რათა 2018 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოფილი იქნეს „სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს“ შექმნა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებაში, უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანოების დახმარებას დოკუმენტაციის მომზადებაში, განახორციელებს წარმოდგენილი პროექტის კონცეფციების შეფასებას და სხვ. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს შექმნისთვის და ოპერირებისთვის საჭირო ასიგნებების მოცულობა, წინასწარი გათვლებით დაახლოებით 420 ათასი ლარით გაზრდის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონის მიღების შემდეგ საჭირო გახდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა, რათა 2018 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოფილი იქნეს „სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს“ შექმნა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებაში, უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანოების დახმარებას დოკუმენტაციის მომზადებაში, განახორციელებს წარმოდგენილი პროექტის კონცეფციების შეფასებას და სხვ. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ორგანოს შექმნისთვის და ოპერირებისთვის საჭირო ასიგნებების მოცულობა, წინასწარი გათვლებით დაახლოებით 420 ათასი ლარით გაზრდის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: 32 კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, თუმცა აღნიშნული შედეგების პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია და განსხვავებული იქნება თითოეული პროექტის მიხედვით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშიროსი სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან და სხვა უწყებებთან. კანონპროექტის შემუშავება განხორციელდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, კერძოდ პროცესში ჩართული იყო იურიდიული კომპანია: Hogan Lovells და Dechert. ამასთან, კანონმდებლობის 33 შემუშავების პროცესში (რეკომენდაციებს გაცემის დონეზე) მონაწილეობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF). დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 34